ასურელი მამების კვალდაკვალ....

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ასურელი მამების კვალდაკვალ....

Post by Tamari-ch. » 23 სექ 2008, 21:54

უდაბნო ესე მდებარეობს ტფილისის მაზრაში ქ. ტფილისიდამ 60 ვერსტზედ, გარეთ გახეთში, სოფელ საგარეჯოს სამხრეთისკენ, ერთს მთიან ადგილზედ, განშორებული ყოვლის მხრით სოფელს, ტყეს და წყალსა არა უმცირეს 30-ის ვერსტისა, ფრიად ცხელსა და ყოვლითურთ უპოვარს ალაგზედ.

ეს უდაბნო დაარსებულია 562 წელსა, შემდგომ ქრისტესა, ღირსისა და ღმერთ-შემოსილის მამისა ჩვენისა, ქართველთ მნათობისა დავით გარესჯელის მიერ, რომელიც იყო იმ ათ-ცამეტთა მამათაგანი, რომელთაც გამოეცხადა ყოვლად-წმინდა ღვთის მშობელი და უბრძანა, რათა წამოსრულ იყვნენ სირიიდამ გასავრცელებლად ქრისტიანობისა საქართველოსა შინა.

ესე წმინდანი მამები მოვიდნენ საქართველოში მეექვსე საუკუნეში; თითოეულმა მათგანმა დაისადგურეს სხვა და სხვა ალაგებზედ: ქართლში და კახეთში, სადაც ხალხში ამტკიცებდნენ წმინდა ნინოსგან ქადაგებულს ქრისტეს სარწმუნოებას.

წმინდა და საკვირველთ-მოქმედი დავით, როგორც მყუდროების მოყვარე, განშორდა სოფლის შფოთს და ამბოხებას - დაისადგურა ამა ალაგზედ, სადაც იღვწოდა და აღვიძებდა მოწაფეთა მისთა სარწმუნოების გავრცელებისათვის, რომლისაგამო აღშენდა თორმეტი მონასტერი, რისთვისაც იწოდებოდა ადგილი ესე „მრავალ მთის უდაბნოდ“.

წმიდა დავით გარესჯელის უდაბნო
შედგენილი მღვდელ-მონაზონ კალისტრატესაგან
http://www.orthodoxy.ge/istoria/garejis_udabno.htm


Image

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ასურელი მამების კვალდაკვალ....

Post by Tamari-ch. » 23 სექ 2008, 22:02

კაცი უცნობი და უვალი ამ ადგილებში, მომავალი ჩრდილოეთიდამ სამხრეთისკენ, შემდგომ თვალ უწვთენელ მინდვრებით სიარულისა ამ უდაბნოში, პირველად შეხედავს მთის თავზე მაღალ საყარაულო კოშკს ოთხ კუთხიანს, აშენებულს ქვიტკირით კლდეზე.
Image




Image

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ასურელი მამების კვალდაკვალ....

Post by Tamari-ch. » 23 სექ 2008, 23:37

მოუახლოვდება რა ამა მთის ძირს, მოულოდნელად შეხვდება გზის პირად მარჯვნით აღმართულ კლდეში გამოკვეთილს ერთს სენაკს და სხვა ასავალ ჩაჭრილ კიბეებს და ამოკვეთილ ღარებს. ქვემოთ ამისა ნახავს ორს ჭას ამავე კდლისაგან ამოკვეთილს, რომლის ამოკვეთილ ღარების ქვემოთ არიან დარგული ნუშის და ატმის ხეები თავის დროზედ მსხმოიარენი.
http://www.orthodoxy.ge/istoria/garejis_udabno.htm


Image

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ასურელი მამების კვალდაკვალ....

Post by Tamari-ch. » 24 სექ 2008, 00:00

კაცი მოსრული ამ მთის ძირში, უეცრად ნახავს დიდს კარს დაკეტილს, აღმოსავლეთისკენ მხედველს, მცირე კედელს და სახლის კუთხეს ქვითკირით ნაშენსა, და გაოცდება ამგვარ შემთვევათათვის ამისთანა უდაბურს ალაგზედ.


Image

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ასურელი მამების კვალდაკვალ....

Post by Tamari-ch. » 24 სექ 2008, 00:04

აქ შესავალი კარის თავზედ მიიქცევენ მნახველის ყურადღებას გამოხატულებანი და ამგვარი წარწერილობა ხუცურის ასო-მთავრულით: „განმიხვენით჻ მე჻ ბჭენი჻ სიმართლისა჻ შევიდე჻ მასშინა჻ და჻ აუარო჻ უფალსა჻ ესე჻ არს჻ ბჭე჻ უფლისა჻ და჻ მართალნი჻ შევლენ჻ მას჻ შინა჻ ქორონიკონს჻ ტპგ (383).


Image

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ასურელი მამების კვალდაკვალ....

Post by Tamari-ch. » 24 სექ 2008, 00:08

ამ ქვაზედ არის ამოჭრილი სამი ირემი ნუკრიანი, მაგალითი იმისი, რომ უფალმან იცის პირუტყვთაცა - ნადირთაგან გამოზრდა მოშიშთა მისთა, როგორც იზრდებოდა წმიდა დავით და მოწაფე მისი ლუკიანე; როდესაც აქაურმა ცხელმა ჰაერმა გაახმო ის ბალახიც, რომელთაც ეს მამები ხმარობდნენ საჭმელად, მათ მოითმინეს შიმშილი და წყურვილი; მაშინ ღმერთმა მოუვლინა ირმები, ყოველ საღამოს მოვიდოდნენ, როგორც შინაური საქონელი, მივიდოდა ლუკიანე და მოსწველიდა მათ; რძეს მიართმევდა წმიდა დავითს, დასახავდა იგი ჯვარს და შედგებოდა ყველად.

აქვე არის ამოჭრილი ერთი არწივი და მისს კლანჭებს ქვეშ სძევს თევზი ორაგული, ნიშნად მისსა, რომ, როდესაც ამ უდაბნოს მოღვაწე მამებს ერთს ბზობა დღეს არ ჰქონდათ არც თევზი და არც მხალი, მათ მოახსენეს წინამძღვარს, თუ რითი ინუგეშონ ხორცის უძლურებისათვის; მაშინ უბრძანა მამამ ორ ძმას, რომ გავიდნენ ველზე და მოძებნონ მწვანვილი მინდვრისა. - ერთი წავიდა ჩიჩხიტურის მხრით და მეორე დოდოს უდაბნოსკენ; მწვანვილის ძებნაში ერთ მათგანის წინ დაეშვა არწივი და დააგდო თევზი ცოცხალი ორაგული**. მაშინ ბერმა სიხარულით ხმა უყო ძმასა თვისსა: „თევზი, თევზი!“ მოვიდა იგი და ორთავემ მოართვეს წინამძღვარს, რომელმაც ბრძანა: „იოანნე მახარებელმა გამოგვიგზავნაო“. ამ დროიდამ უნდა იყოს ხალხში ხმარებული ის, რომ უქონლობის დროს იტყვიან ხოლმე: „იოანე მახარებელი გამოგვიგზავნის“.

ამავე ქვაზედ არის ამოჭრილი სახე ორის ყორნისა, რომელთაც მიმფრინავთ ნისკარტით მიაქვსთ ვაშლები. ეს არის სახსოვარი მისი, რომ ამ ლავრაში იდგა ვაშლის ხე მოსხმული, ამის ნაყოფისგან ყველა ძმები საერთოდ სჭამდნენ დროსა პურის ჭამისასა ტრაპეზსა ზედა.

ამ ვაშლისგან ჩუმად იკრიფებოდა ვაშლები; მაგრამ ვერა გაიგეს-რა. ბოლოს წინამძღვარმა ინება დარაჯის დაყენება, რომელმაც ნახა, რომ ორი ყორანი მოვიდნენ, მოსწყვიტეს ნეკრები ვაშლითურთ და შეიტანეს ერთს კლდეში; ცნობის მოყვარე კაცმა ისურვა ნახვა იმ ადგილისა, საცა ყორნებმა შეიტანეს ვაშლები; აღმოჩნდა, რომ იმ კლდეში ყოფილა მოღვაწე დაყუდებული, რომელიც იზრდებოდა ყორანთაგან; სულიერის სიტკბოებით უამბორნენ ერთმანეთს და დაიწყეს ბაასი ზეციურ ცხოვრებაზედ. შემდგომ ამ ალაგზედაც გამრავლდნენ მოღვაწეები, გამოკვეთეს ეკკლესია და სენაკები, წითელ უდაბნოდ წოდებული, რომელიც მდებარეობს სამხრეთისკენ შორის ბერთ-უბნის და დავითის უდაბნოსა ორს ვერსტზედ. დღესაც არის ძველი ჩამოქცეული ეკკლესია და სენაკები.

ზემო ნახსენები კირის ქვაზედ კიდევ არის ამოჭრილი ორი ლომი ჯაჭვით დაბმულნი, ეს მოგვაგონებს იმას, რომ ღვთისადმი მინობილთა დათრგუნონ ლომი და ვეშაპი, როგორც დაიმორჩილა წმიდა დავითმა დიდი და საზარელი იგი ვეშაპი, რომელიც იყო ამ უდაბნოს დიდს ქვემო ხევში და რომელმაც შეუჭამა ირემს ნუკრი; ამიტომ წმიდა დავითმა გამოიყვანა ამ ხევიდამ ეს საშინელი გველი, რომლის მნახველი ლუკიანე შიშით თავ-ზარდაცემული დაეცა მიწაზედ; მაშინ დავითმა უბრძანა: მამაო ლუკიანე! რათ შეშინდი ერთის ჭიისაგან, რომელიც განგებულებითა ღვთისათა დაიწვა ცეცხლითა.

ზემო მოხსენებულნი მაგალითნი, როგორც გადამოცემით ვიცით, დაწერილ არიან ჯვარ-შემოსილის წიგნში, რომელიც გაუტანია განსვენებულს პლატონ ეგ. იოსელიანს და დღეს ვისა აქვს არ ვიცით.


Image
Image
Image
Image

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ასურელი მამების კვალდაკვალ....

Post by Tamari-ch. » 24 სექ 2008, 00:19

კაცი შევა თუ არა უდაბნოს გალავანში, წარმოუდგენიან უცხო სანახავნი: ხეები მწვანით შემოსილნი, ორი მაღალ-მაღალი მრგვალი კოშკები, მაღალ-მაღალი გალავნების კედლები (ერთი ამათგანი ახალი დიდი კედელი აშენდა 1883 წელში, ჩემს დროს, რომელიც ექვსის წლის წინათ ჩამოქცეულიყო).

Image



Image

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ასურელი მამების კვალდაკვალ....

Post by Tamari-ch. » 24 სექ 2008, 00:21

Image

რომ მივედით - იქაური მამაო შეგვეგება -
გამოგვკითხა -
გვასწვალა როგორ უნდა ავსულიყავით უდაბნოს კომპლექსში, რომელიც ლავრას ზევით - მთაში იყო....
რომ გაიგო, რომ ჩვენს შორის იყო ისეთებიც, რომლების ნამყოფები იყვნენ უდაბნოს კომპლექსში -
მერე გვითხრა -
აბა მაშინ გამყოლი არ გჭირდებათ - თავად მიაგნებთო....



User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ასურელი მამების კვალდაკვალ....

Post by Tamari-ch. » 24 სექ 2008, 00:28

Image



Image

ეზოში -
მარცხნივ ქვემო კუთხეში არის შესასვლელი ძირითად ტაძარში -
სადაც წმ მამა დავითის და დოდო გარეჯელის საფლავებია

User avatar
konstantine
იეტი
Posts: 1243
Joined: 23 ივნ 2008, 22:40
Location: Katitsvera
ასურელი მამების კვალდაკვალ....

Post by konstantine » 24 სექ 2008, 00:31

არჩილს მალადეც, ჩვენი მარშუტი რუქაზე რომ დაუტანია....
konstantine

'74' '37' '29' '27' '01'

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ასურელი მამების კვალდაკვალ....

Post by Tamari-ch. » 24 სექ 2008, 00:32

Image

ეზოში ბერების საფლავებია, რომლებიც მოღვაწეობდნენ გარეჯის ლავრაში


თავად ეკლესიაში დავით გარეჯელის საფლავის მოპირდაპირე მხარეს - დოდო გარეჯელის საფლავიცა..

Image


Image
Last edited by Tamari-ch. on 24 სექ 2008, 10:34, edited 2 times in total.

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ასურელი მამების კვალდაკვალ....

Post by Tamari-ch. » 24 სექ 2008, 00:36

ხოლო ეზოში -
ძირითადი ტაძრის მოპირდაპირე კლდეზე არის ორი გამოქვაბული -
ერთში ლოცულობდა წმ მამა დავითი -
და მეორეში წმ დოდო.

Image

იქვე სემირამიდა - სამუშაო პოზაში...
:D

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ასურელი მამების კვალდაკვალ....

Post by Tamari-ch. » 24 სექ 2008, 00:45

ეკლესიის შიგნით წმ დავით გარეჯელის საფლავია...


Image


რამდენიმე ხნის შემდეგ დავით გარეჯელმა წმიდა ადგილთა მოსალოცად წასვლა გადაწყვიტა. მან ლუკიანე მოიხმო და მისი წასვლის შემდეგ სამწყსოზე ზრუნვა დაავალა. მამა დავითმა კეთილ სარბიელზე მხნედ ყოფნისათვის დამოძღვრა იგი და რამდენიმე ძმის თანხლებით წმინდა ქალაქისაკენ გაემართა. როდესაც მადლის ქედად წოდებულ მთას მიეახლნენ, წმინდა ქალაქიც გამოჩნდა. იხილა რა მამა დავითმა იერუსალიმი, მადლობის შემწირველმა ჯერ ხელნი ზეცად აღაპყრო, შემდეგ კი ქვითინით მიწაზე დავარდა. წმიდა მამამ თავი წმინდა ქალაქში შესვლის ღირსად არ მიიჩნია და სანამ მისი მხლებლები იერუსალიმის სიწმინდეებს მოილოცავდნენ, ქალაქის კარიბჭესთან მხურვალედ ლოცულობდა. წმიდანმა მადლის ქედიდან დიდი რწმენით სამი ქვა წამოიღო.
იმ ღამით იერუსალიმის პატრიარქ ილიას უფლის ანგელოზი გამოეცხადა და უთხრა: „მოიწია ვიდრე სახლად ჩემამდე საკუთარი მონა ჩემი დავით და სარწმუნოებითა მისითა წარიღო სრულიად მადლი იერუსალიმისა“. ილიამ მალემსრბოლი დაადევნა წმინდა დავითს და მათი პირით ამცნო უფლის ნება - ერთი ქვა წაეღო, ორი კი დაებრუნებინა, რათა სრულად არ მოჰკლებოდა მადლი ქრისტეს ქალაქს.
მამა დავითმა მართლაც დაუბრუნა იერუსალიმს ორი ქვა, ხოლო მესამე გარეჯში დაბრუნებულმა ეკლესიაში დაასვენა. სიწმინდის თაყვანსაცემად უდაბნოში უამრავი ხალხი მიდიოდა. ღვთის ნებით ქვა სასწაულმოქმედი ძალით აღივსო - მისი შეხება უკურნებელი სენისაგან არჩენდა მლოცველებს. მადლის ის ქვა, რომელიც მამა დავითმა გარეჯის უდაბნოში მოიტანა, დღესაც კურნავს სარწმუნოებით მვედრებელთ. მას შემდეგ, რაც წმიდანმა უდაბნოში მადლის ქვა ჩამოიტანა, საძმო რიცხვობრივად გაიზარდა
.


აი ეს ქვა.
Image



http://www.orthodoxy.ge/istoria/garejis_udabno.htm


Image
საფლავთან ლოცვები წავიკითხეთ...
Last edited by Tamari-ch. on 24 სექ 2008, 10:29, edited 1 time in total.

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]