ასურელი მამების კვალდაკვალ....

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10745
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ასურელი მამების კვალდაკვალ....

Post by Tamari-ch. » 23 სექ 2008, 19:24

ამჟამად წავედით გარეჯის უდაბნოში წმ დავით გარეჯელის საფლავზე.


1. რეგიონი:
კახეთი

2. მარშუტის დასახელება:
თბილისი - ნინოწმინდა - საგარეჯო - გარეჯი
- რუსთავი - თბილისი

3. ხანგრძლივობა:
ერთი დღე

4. სირთულე:
საშუალო,
თუ სიცხეა - რთული.

5. გასვლის, ლაშქრობის ღირებულება
200 ლარი

6. მონაწილეთა რაოდენობა
17

7. ორგანიზატორი
Tamari-ch.

8. დანიშნულების პუნქტთან უახლოესი დასახლებული პუნქტი:
საგარეჯო, რუსთავი, სოფელი უდაბნო.

9. მარშრუტის სიგრძე ტრანსპორტით:
საგარეჯოს გავლით 100-110 კმ
რუსთავის გავლით 70 კმ

10. ფეხით გავლილი მანძილი:
უდაბნოს კომპლექსის მოვლა - 3-4 კმ
დოდოს რქა 4-5 კმ
ჩიჩხიტური - 1 კმ-მდე

11. სანახავი და ყურადღებამისაქცევი ადგილები:
გარეჯის ლავრა, უდაბნოს კომპლექსი, ჩიჩხიტური, დოდოს რქა.

12. საბანაკე ადგილები:
No
უდაბნოში ვართ.

13. სასმელი წყალი მარშრუტზე:
საგარეჯოში,
ლავრაში - "დავითის ცრემლები".

14. საჭირო აღჭურვილობა, რჩევები:
ქუდი, წყალი ბლომად, მოსახერხებელი ფეხსაცმელი, და არაა სასურველი შორტებში და ღია ფეხსაცმლით სიარული -
გვალვაში ქვეწარმავლებია...
(ჩვენ გადავრჩით - არცერთი არ შეგვხვდა)
:wink:

15. გასვლისთვის, ლაშქრობისთვის საუკეთესო დრო:
შემოდგომა - გაზაფხული,
შედარებით გრილი ამინდი. (უმზეო)

16. რისკები, საფრთხეები:
გველები, უწყლობა.
როგორც ბერებმა გვითხრეს - დოდოს რქაზე ასვლისას არისო მგლების და ძაღლების საშიშროება.
(ჩვენ არ შეგხვედრია)

17. უახლოესი ღირსშესანაშნავი ადგილი, რომელიც დროის გახანგრძლივების შემთხვევაში, შეიძლება, ამ გასვლის ფარგლებში ინახოს:
გარეჯში - ნათლისმცემელი, თეთრი სენაკები, წამებული
ნინოწმინდაში სამონასტრო კომპლექსი.

18. რუქა
ეს რუქა ხელითაა დახატული -
http://www.geocities.com/davidgareja/ruka2.jpg

ხოლო ეს რუქა გააკეთა არჩილმა.
http://img258.imageshack.us/img258/4248/k380914gxv2.jpg

ლურჯი კოშკი აღნიშნავს დოდოს რქას.
წითელი ისრები მიუთითებს დოდოს რქას სენაკებზე და
ლურჯი ჯვარი - კი ეკლესიაა, რომელიც კლდეშია ნაკვეთი.
იისფერი ხაზებით აღნიშნულია ფერმები, რომელიც უყურებს დოდოს რქას.
ლურჯ-მწვანე ხაზი უდაბნოს გამოქვაბულებია
წითელი ჯვარი - ლავრაა
და ფერადი აღნიშვნა - კი ნიშნავს ჩიჩხიტურს.

http://2.bp.blogspot.com/_gxU_84tAfaU/S ... i-ruka.jpg
აი კიდევ რუქა





19. სასარგებლო საკონტაქტო ინფო:


20. გასვლის, ლაშქრობის შეფასება 10 ბალიანი სისტემით
დამოკიდებულია წელიწადის დროზე -
ზაფხულში 8-9 ბალი
გუშინწინ 7-8 ბალი.
Last edited by Tamari-ch. on 28 სექ 2008, 23:47, edited 4 times in total.

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10745
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ასურელი მამების კვალდაკვალ....

Post by Tamari-ch. » 23 სექ 2008, 19:28

თბილისიდან 85 კილომეტრში,კახეთში,ერთ-ერთი ასურელი მამის დავით გარეჯის საფლავია.თავისი მოღვაწეობის ხანგრძლივი პერიოდი მან სწორედ ამ ადგილებში გაატარა.გარეჯის სამონასტრო კომპლექსი 25 კილომეტრზეა განთავსებული და 19 მცირე მონასტერ-კომპლექსს მოიცავს. მთავარი მონასტრის ტერიტორიაზე 5 ათასი კელიაა,რაც იმაზე მიგვანიშნებს,რომ როცა საქართველოში სამონასტრო ცხოვრება ყვაოდა ,იქ ათასობით ბერი მოღვაწეობდა . 19 მონასტრიდან ერთი,ბერთუბნის, აზერბაიჯანის ტერიტორიაზეა.სწორედ იქ არის თამარის ოთხი შემორჩენილი ფრესკიდან ერთ-ერთი.კომპლექსიდან კილომეტრნახევარში ჯანდარის ტბა და აზერბაიჯანის საზღვარია.


Image


ასურელი მამები, საეკლესიო მოღვაწეთა ჯგუფი, რომელიც VI საუკუნეში მოსულა საქართველოში სირიიდან. წყაროებში იხსენიებიან "ათორმეტი" ან "ათსამმეტი ასურელი მამანი". სინამდვილეში ისინი მეტნი იყვნენ და რიცხვი 12-13, როგორც ჩანს, საკრალური მნიშვნელობით არის აღებული.

ასურელი მამების საქართველოში მოღვაწეობის მიზანი ქრისტიანული რელიგიის დაცვა-განმტკიცება იყო. ი. ჯავახიშვილის მოსაზრებით, ასურელი მამები დიოფიზიტები იყვნენ, კ. კეკელიძე მათ მონოფიზიტებად მიიჩნევდა. დადასტურებულია, რომ ამავე პერიოდში და ამავე მიზნით ალბანეთსა და სომხეთშიც წავიდნენ სირიელი მოღვაწენი. საქართველოში ასურელი მამების წამოსვლის მოთავე და ხელმძღვანელი იოანე ზედაზნელი ყოფილა. პირველად VI საუკუნის I ნახევარში ქ. ანტიოქიიდან დავით გარეჯელი მოსულა, შემდეგ, VI საუკუნის შუა ხანებში, იოანე ზედაზნელი მოწაფეების თანხლებით, და ბოლოს, 70-იან წლებში კი აბიბოს ნეკრესელი.

ისტორიამ შემოინახა იმ ასურელი მამების სახელები, რომელთა მოღვაწეობამაც თვალსაჩინო კვალი დატოვა. ესენი არიან, გარდა ზემოთ დასახელებულებისა, შიო მღვიმელი, იოსებ ალავერდელი, ანტონ მარტყოფელი, თადეოზ სტეფანწმინდელი, პიროს ბრეთელი, ისე წილკნელი, სტეფანე ქიზიყელი ანუ ხირსელი, ისიდორე სამთავნელი, მიქაელ ულუმბოელი, ზენონ იყალთოელი, ელია დიაკონი, აგრეთვე პიმენი, ნათანე და იოანე.

აღმოსავლეთ საქართველოში ასურელი მამებმა მრავალი მონასტერი ააშენეს, ქართველ წარმართულ მოსახლეობასა და ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებში ქრისტიანობა გაავრცელეს და ჩრდილოეთი მხარეები ეკლესიურად საქართველოს დაუქვემდებარეს. მათი საქმიანობა ხელს უწყობდა ქართული ფეოდალურ-ქრისტიანული კულტურის გავრცელება-განმტკიცებას, ნიადაგს უმზადებდა განმათავისუბლებელ ბრძოლებს ირანის წინააღმდეგ. განამტკიცებდა ბერძნულ-ბიზანტიული ორიენტაციას კულტურულ-პოლიტიკურ სფეროში.

დიდი იყო ასურელი მამების მოღვაწეობა სოციალურ-ეკონომიური შედეგიც. მათ მიერ დაარსებულმა სამონასტრო ცენტრებმა ხელი შეუწყვეს უდაბურ-უკაცრიელი ადგილების სამეურნეო ათვისებას. ამავე დროს ეს სავანეები ქართული მწიგნობრობისა და განათლების ცენტრებად იქცნენ. ასურელი მამების მრწამსი კი, რომელსაც უკიდურესად ასკეტიზმი ახასიათებდა, საქართველოში გავრცელდა და ასურელი მამებთა ინდივიდუალურ თვისებად დარჩა. ქართული ასკეტიზმი შედარებით ზომიერი იყო და უფრო ბერძნულს წააგავდა.

ასურელი მამების მოღვაწეობა საქართველოში ქრისტიანულ აღმოსავლეთთან, კერძოდ, სირიასთან, ტრადიციულ კულტურულ-რელიგიური ურთიერთობის გამოხატულება იყო. მათ შესახებ ფართო ჰაგიოგრაფიული ლიტერატურა შეიქმნა (ასურელ მამათა ცხოვრებანი).
Image
Last edited by Tamari-ch. on 27 სექ 2008, 01:53, edited 1 time in total.

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10745
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ასურელი მამების კვალდაკვალ....

Post by Tamari-ch. » 23 სექ 2008, 19:32

ღირსი მამა დავით გარეჯელი

ღირსი და საკვირველმოქმედი მამა დავით გარეჯელი შუამდინარეთის ასურეთიდან იყო. მისი დაბადების ზუსტი თარიღი და მშობელთა ვინაობა უცნობია. იგი, ჯერ კიდევ ყრმა, სულიერი შვილი გახდა თანამემამულის, წმიდა მამა იოანე ზედაზნელისა. განერიდა რა კაცთა დიდებას საკვირველმოქმედი ღირსი მამა იოანე, თავის მოწაფეებიანად მცხეთას წამოვიდა და პატიოსანი სვეტის თაყვანისცემის შემდეგ დედაქალაქის ჩრდილოეთით მდებარე მთაზე შეჩერდა. აქედან მასწავლებლის კურთხევით მოწაფეთაგან ზოგმა კახეთის საზღვრებს მიაშურა, ზოგმა კი დვალეთს.

მამა დავითმა თავიდან სამოღვაწეოდ თბილისი აირჩია. ბერ ლუკიანესთან, თავის მოწაფესთან და სულიერ შვილთან, ერთად ქალაქის დასავლეთით მდგარი მთის ფერდობზე, გამოქვებულში დასახლდა და იქვე პატარა სამლოცველო მოაწყო. ბერები მხოლოდ მთის მცენარეებით იკვებებოდნენ და ლოცვაში ატარებდნენ დღეებს.

წმინდა მამათა საცხოვრისი ანდამატივით იზიდავდა თბილისისა და მისი შემოგარენის მკვიდრთ. ბერებთან უამრავი ხალხი მიდიოდა აღსარებისთვის. მამა დავითი უსმენდა მათ, სინანულისა და შენდობისაკენ მოუწოდებდა, ხუთშაბათობით კი ქალაქში ჩადიოდა, ქადაგებით ამხნევებდა ხალხს და რწმენას განუმტკიცებდა.

მამა დავითის ლოცვით მისი გამოქვებულის ახლოს სასწაულმოქმედმა წყალმა ამოხეთქა. ამ წყაროს წყალობით მრავალი მართლმორწმუნე განიკურნა უშვილობისაგან.

იმდროინდელი თბილისი ცეცხლმსახურებს ეპყრათ. დაუღალავი სწავლებით და ანგელოზებრივი ცხოვრების მოშურნეობით მამა დავითმა ბევრი ცეცხლმსახური მოაქცია ქრისტეს ჭეშმარიტ მართლმადიდებლურ რჯულზე.

მოგვები ხედავდნენ, რომ დავითი უფრო და უფრო დიდ სიყვარულს იხვეჭდა ხალხში და ყოველნაირად ცდილობდნენ, შეებღალათ მისი სახელი. ერთ კვირა დღეს საქადაგებლად ქალაქში ჩამოსულ წმიდა მამას მასზე წინასწარ შეთხზული ცილისწამების მოწმედ მეძავი ქალი მოუყვანეს. მეძავმა შეკრებილი ხალხის წინაშე მამა დავითს მრუშობა დააბრალა. უფლის მსასოებელმა მოძღვარმა ქალის მუცელს ჯვრის ნიშნიანი რკინის კვერთხი შეახო და ნაყოფს უბრძანა. ეთქვა ნამდვილი მშობლის ვინაობა. მანაც სასწაულებრივად თავის მამად ვინმე მჭედელი აღიარა. ამბის მოთავე შერცხვენილმა მოგვებმა ქალს ქვები დაუშინეს. მათ ხალხიც აყვა. ღირსმა დავითმა ვერ შესძლო მათი შეჩერება და ცილისმწამებელი ქვებით ჩაქოლეს. ამ ამბის შემდეგ გულგატეხილმა ბერ ლუკიანესთან ერთად დატოვა ქალაქი. იმ ადგილზე, სადაც წმიდა მამას უყვარდა ქადაგება, ამჟამად აღმართულია ქუაშვეთად წოდებული წმიდა გიორგის სახელობის ეკლესია.

ღირსმა მამამ, განდეგილთა წესისამებრ, ხალხისგან მოშორებით ისურვა დამკვიდრება. ამისთვის მან კახეთში, ყარაიას ველზე, გადაშლილი გარეჯის უდაბნო ამოირჩია, მზისგან გადამწვარი, ქვეწარმავლებით სავსე, კლდოვანი ადგილი, და ლუკიანესთან ერთად კლდეში გამოკვეთილ პატარა ქვაბულში მოაწყო სენაკი. მზის შემწველ სიცხეში უწყლობით შეწუხებული ლუკიანე მამა დავითმა ღვთის სასოებით ანუგეშა. ღირს მამებს საკვებად იქვე ამოსული მწვანილეულობა ჰქონდათ. ზაფხულში მათი საკვები გადახმა და ლუკიანეც შეშფოთდა. წმიდა მოძღვარმა კვლავ ანუგეშა იგი ღვთის შემწეობის იმედით და მართლაც მალე მათ წინ ორი ირემი გაჩნდა ნუკრთან ერთად. ლუკიანემ ირმები მოწველა და რძიანი ჯამი მამა დავითს გაუწოდა. მან ზედ ჯვარი გამოსახა და რძე ყველად იქცა. წმინდა ბერში მოქმედ ღმერთს ლუკიანემ მადლობა შესწირა და აღუთქვა მას, რომ „უკეთუ განილინნენ ხორცნი ჩემნი სიყმილითა და მოაკლდეს სული ჩემი წყურვილითა, არღარა სად ვზრუნვიდე, რომელსავე მოკუდავთა ამათ და დაუდგრომელთა ხორცთათვის. ამაოსა ამის და წარმავალსა საწუთოსათვის, არც ვდრტჳნვიდე მე საზრდელთათვის, ვითარცა ურჩი და ურწმუნო ისრაელი, მომხსენებელი ხორცთა და სიავეთა ეგჳპტეთა“.

ოთხშაბათს და პარასკევს ისინი საზრდელს სულ არ იღებდნენ და მხოლოდ ლოცულობდნენ, ირმებიც კვირის ამ დღეებში მათთან არ მოდიოდნენ. იმ სენაკის ქვემოთ, სადაც მოღვაწენი ცხოვრობდნენ, ერთი გამოქვაბული იყო. ამ გამოქვაბულში აჯაგრული, უზარმაზარრქიანი საზარელი მხეცი მკვიდრობდა ცეცხლივით მობრიალე თვალებით. ერთ დღეს ირმებმა, რომლებიც ჩვეულებისამებრ მოდიოდნენ მამებთან სამსახურის გასაწევად, მხეცის გამოქვაბულის წინ გაიარეს, რომელმაც მათ ნუკრი მოსტაცა და შეჭამა. შეშინებულმა ირმებმა მამა დავითთან მიირბინეს. წმიდა მამამ ქრისტეს ჯვრის ნიშნიანი რკინის კვერთხი აიღო და საზარელი მხეცის საპოვნელად ირემთა კვალს გაჰყვა. მხეცის არად შემრაცხველმა კვერთხი ზე აღაპყრო და მხეცს იმ ადგილიდან შორს გადახვეწა უბრძანა. მხეცი წმინდანის ბრძანებას დაემორჩილა, მაგრამ ის-ის იყო მტკვარში უნდა ჩასულიყო, რომ ის ციდან ჩამოტყორცნილმა მეხმა მეყსეულად დაწვა. ანგელოსმა აუწყა დავითს, რომ მხეცი მდინარიდან ზღვაში შესვლას აპირებდა, სადაც იგი ხალხს დიდ ზიანს მოუტანდა, ამიტომაც მასზე მოწეული რისხვა ღვთის განგება იყო.

უდაბნოში, სადაც წმიდა მამა დამკვიდრდა, ბევრი სხვადასხვა ნადირი იყო. ერთხელ კახელი მონადირეები ირმებს დაედევნენ. მათ გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც იხილეს წმინდა ბერის წინ ცხვრებივით მშვიდად მდგომი ირმები. ირმებს ამჟამადაც ლუკიანე წველავდა. ისინი ფერხთით ჩაუვარდნენ მამა დავითს და შეევედრნენ, ნება მიეცა, რომ მასთან დარჩენილიყვნენ. წმინდანმა, როგორც შვილებსა და ძმებს სთხოვა: „უკუნ იქეცით ადგილადვე და დაბათა თქუენთა და მუნ შინა მსახურებდით ღმერთსა, ბოროტთაგან განყენებულნი, გლახაკთა და უღონოთა ნაკლულოვანებისა აღმვსებელნი, რამეთუ მოწყალებისა მოქმედი გლახაკთა ზედა ღმერთსა ავასხებს“.

უკან დაბრუნებულმა მონადირეებმა მამა დავითის ამბავი ხალხში გაავრცელეს. ასე გაემართნენ ქრისტეს ტკბილი უღელის ტვირთვას მოწადინებული ადამიანები მოღვაწეთა უდაბნოსაკენ. წმინდა ბერმა ისინი აკურთხა, რათა სასმელი წყლის შესაგროვებლად კლდეში დიდი ქვევრები ამოეჭრათ და სუსხიანი ზამთრისაგან თავდასაცავად სენაკები გამოეკვეთათ.


გარეჯელ მამებს შეუერთდა სათნოებით ცნობილი ბერი დოდო, ერისკაცობაში - კახელი თავადი, გვარად ანდრონიკაშვილი, რომელიც ბერად შედგომის შემდეგ ნინოწმინდაში განმარტოებით მოღვაწეობდა. როცა მამა დავითმა დაინახა „სიმახვილე დოდოს გონებისა საღმრთოსა შინა“, შესთავაზა, მოპირდაპირე კლდის წვერზე სენაკები გაეშენებინა და თან წაეყვანა მეუდაბნოეთა ნაწილი.

ღირსმა დოდომ კლდის წვერზე ორასზე მეტი სენაკი ააგო, მოგვიანებით კი ღვთისმშობლის ტაძარიც ააშენა. ასე ჩამოყალიბდა გარეჯის კომპლექსის ერთ-ერთი განშტოება - დოდოს რქა.

დავით გარეჯელს უყვარდა განმარტოებული ლოცვა. ამისთვის წმიდანი კლდის ნაპრალში შევიდოდა ხოლმე და მიწის ცრემლით დამლტობი, ზეციერი მამისადმი აღავლენდა ლოცვებს. ერთხელ როდესაც იგი განმარტოებით ლოცულობდა, მასთან მონადირის ქორისაგან ლტოლვილი კაკაბი მოფრინდა. კაკაბს ქორი მოჰყვა და სულ მალე ნადირობის აზარტში შესული ბარბაროსიც მოჯირითდა. წმინდა მამამ უცნობ მხედარს აუწყა, რომ კაკაბი მფარველობას ითხოვდა და მას უარი უნდა ეთქვა მის მოკვლაზე. ბარბაროსმა არა მარტო ყურად არ იღო ნათქვამი, არამედ ხმალიც აღმართა წმიდანის მოსაკლავად. მაშინ მას ხელი ჰაერში გაუშეშდა. უცებ გამოერკვა და სინანულის ცრემლისღვრით სთხოვა მამა დავითს, რათა იგი სულიერად და ხორციელად განეკურნა. წმინდა მამის ლოცვით ასეც მოხდა. ბუბაქარი, ასე ერქვა იმ ბარბაროსს, ამჯერად წმიდანს შეევედრა, რათა მისი დავრდომილი შვილიც განეკურნა. მართლაც, შინდაბრუნებულ ბუბაქარს გახარებული ბავშვი ხტუნვა-ხტუნვით მიეგება. იგი სრულიად განკურნებულიყო, მაშინ როდესაც მამა დავითი მასზე უდაბნოში ლოცულობდა.

ბუბაქარმა სახედრებზე პური და ფხალი აჰკიდა და სამივე ვაჟიშვილის თანხლებით დაუბრუნდა მეუდაბნოეთ. სურსათ-სანოვაგის ნაწილი მამა დავითს დაუტოვეს, დანარჩენი კი, წმიდანის სიტყვით, ღირს მამა დოდოს წაუღეს, რათა მისგანაც მიეღოთ ლოცვა-კურთხევა. ბუბაქარიცა და ყველა მისი თანმხლებიც მოინათლა. ახლადნათელღებულებმა მოღვაწე ბერებისათვის კლდეში ეკლესია გამოკვეთეს. შემდეგში ეს ეკლესია განასრულა ღირსმა ბერმა ილარიონმა.

მამა დავითმა წესად შემოიღო, მათთან დასახლების მსურველს კლდეში სენაკი გამოეკვეთა და სამი წელი განმარტოებით ეცხოვრა. ეს ერთგვარი გამოცდაც იყო მათთვის და უფლისაკენ სავალი გზაც. ბევრი გამოსაცდელი ვადის შემდეგ მონასტერში აღარ ბრუნდებოდა, განდეგილობას ირჩევდა და სიცოცხლის ბოლომდე თავის სენაკში რჩებოდა.

ასე იზრდებოდა მეუდაბნოე ბერთა რიცხვი. ამის გამო ლუკიანემ კიდევ ერთი სამონასტრო განშტოება, ნათლისმცემელი, გააშენა გარეჯის უდაბნოში.

Image

რამდენიმე ხნის შემდეგ დავით გარეჯელმა წმიდა ადგილთა მოსალოცად წასვლა გადაწყვიტა. მან ლუკიანე მოიხმო და მისი წასვლის შემდეგ სამწყსოზე ზრუნვა დაავალა. მამა დავითმა კეთილ სარბიელზე მხნედ ყოფნისათვის დამოძღვრა იგი და რამდენიმე ძმის თანხლებით წმინდა ქალაქისაკენ გაემართა. როდესაც მადლის ქედად წოდებულ მთას მიეახლნენ, წმინდა ქალაქიც გამოჩნდა. იხილა რა მამა დავითმა იერუსალიმი, მადლობის შემწირველმა ჯერ ხელნი ზეცად აღაპყრო, შემდეგ კი ქვითინით მიწაზე დავარდა. წმიდა მამამ თავი წმინდა ქალაქში შესვლის ღირსად არ მიიჩნია და სანამ მისი მხლებლები იერუსალიმის სიწმინდეებს მოილოცავდნენ, ქალაქის კარიბჭესთან მხურვალედ ლოცულობდა. წმიდანმა მადლის ქედიდან დიდი რწმენით სამი ქვა წამოიღო.

იმ ღამით იერუსალიმის პატრიარქ ილიას უფლის ანგელოზი გამოეცხადა და უთხრა: „მოიწია ვიდრე სახლად ჩემამდე საკუთარი მონა ჩემი დავით და სარწმუნოებითა მისითა წარიღო სრულიად მადლი იერუსალიმისა“. ილიამ მალემსრბოლი დაადევნა წმინდა დავითს და მათი პირით ამცნო უფლის ნება - ერთი ქვა წაეღო, ორი კი დაებრუნებინა, რათა სრულად არ მოჰკლებოდა მადლი ქრისტეს ქალაქს.

მამა დავითმა მართლაც დაუბრუნა იერუსალიმს ორი ქვა, ხოლო მესამე გარეჯში დაბრუნებულმა ეკლესიაში დაასვენა. სიწმინდის თაყვანსაცემად უდაბნოში უამრავი ხალხი მიდიოდა. ღვთის ნებით ქვა სასწაულმოქმედი ძალით აღივსო - მისი შეხება უკურნებელი სენისაგან არჩენდა მლოცველებს. მადლის ის ქვა, რომელიც მამა დავითმა გარეჯის უდაბნოში მოიტანა, დღესაც კურნავს სარწმუნოებით მვედრებელთ. მას შემდეგ, რაც წმიდანმა უდაბნოში მადლის ქვა ჩამოიტანა, საძმო რიცხვობრივად გაიზარდა.

ნუგეშისცემისა და გამხნევების მიზნით მამა დავითი დრო და დრო განმარტოებულ სენაკებში მცხოვრებ ბერებსაც მოინახულებდა ხოლმე. ერთ-ერთი მათგანის სენაკში მწარე წყალი მოწვეთავდა. ამ წყლით მორწყული ფხალიც საჭმელად თითქმის უვარგისი იყო. იქ მყოფი ბერი თავს იმით ინუგეშებდა, რომ სამაგიეროდ საუკუნო სატანჯველს აიცილებდა თავიდან. ერთ დღეს მასთან წმიდანს ბერი თავის გასაჭირს მოუყვა. დიდად გამხიარულდა მამა დავითი ბერის სიმშვიდითა და მორჩილებით და მისმა შემწყალებელმა უფლისადმი ლოცვით წყალი დაატკბო, ფხალიც გემრიელი საჭმელი გახდა.

გავიდა რამდენიმე ხანი. ღირსსა და სანატრელ დავითს უფლის მიერ ეუწყა, რომ მალე ზეციურ სავანეში განისვენებდა. კეთილმა მწყემსმა მოიხმო უდაბნოში მცხოვრები ძმები და უკანასკნელად დამოძღვრა ისინი: „ნუ შეძრწუნდებით და ნუცა აღშფოთდებით, არამედ უფროსღა განმტკიცდით და განმძლავრდით და სცანით ამაოებაჲ ესე საწუთოსა დაუდგრომლისა, რამეთუ ყოველნივე წარმავალ ვართ წერილისაებრ და არა რაჲ სოფლისა პირს მდგომად შერაცხილთაგანი დადგრების, ხოლო სული ვითარ უკვდავისა მიმღებელი, ღვთისაგან საუკუნოდ დაადგრების და გუეგულვების მიღება კეთილთა გინა ბოროტთა, რომელიც ასევე ვიმოქმედეთ ცხოვრებასა ამას შინა“.

იგი ეზიარა უფლის წმინდა ხორცსა და პატიოსან სისხლს, ღვთის მიმართ ხელნი აღაპყრო და მადლობის შემწირველმა დაუტევა მრავალმოღვაწე გვამი.

გარდაცვლილი წმიდანის სხეულიდან მადლი გამოკრთოდა. მათ შორის, ვინც ცხედარს ემთხვია, ერთი დაბადებიდან ბრმა იყო. უფალმა იესო ქრისტემ სიკვდილის შემდეგაც ადიდა მისი მსახური. წმინდანის გვამმა ბრმას თვალის ჩინი დაუბრუნა.

წმინდა დავით გარეჯელი მოწაფეებმა იმავე სენაკში დაკრძალეს, სადაც მრავალი წელი გაატარა. მის საფლავზე დიდხანს იდო იერუსალიმიდან ჩამოტანილი ქვა და სასწაულთმოქმედი მადლით კურნავდა რწმენით მიახლებულთ.

ვინც ღირსი და საკვირველმოქმედი მამა დავით გარეჯელის საფლავს სარწმუნოებით თაყვანს სცემს, დღესაც იკურნება სულიერი და ხორციელი ტკივილებისაგან.

რ. გოგიტიძე
გაზეთი „მადლი“, â„– 9 (27), 1991 წ.

ერეკლე ბიბიჩაძე
ჟურნალი „კარიბჭე“, მაისი, 2004 წ.

http://www.orthodoxy.ge/tveni/gardamava ... rejeli.htm
Last edited by Tamari-ch. on 23 სექ 2008, 22:41, edited 1 time in total.

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10745
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ასურელი მამების კვალდაკვალ....

Post by Tamari-ch. » 23 სექ 2008, 19:42

ასურელი მამების საფლავებზე წასვლის იდეა დაიბადა
აგვისტოს მძიმე მოვლენების შემდეგ...

წამსვლელები შევიკრიბეთ დილით 8:15 -დან
რესბუბლიკის მოედანზე.

გავედით 17 კაცი -

1) Tamari-ch.
2) Tamari-ch. - ს +
3) amigo
4) ბივრილი
5) ეკა - megzuri
6) ჩემი +
7) ჩიტუციო
8 ) Archil
9) სოფო megzuri +
10) სემირამიდა
11) ამირანი
12) გილგამეში
13) გილგამეშის + - თორნიკე
14) konstantine
15) megzuri-ს + ქეთი
16) თეა - გილგამეშის +
17) დათო - გილგამეშის +


ნინი არაბული არ მოვიდა და არც გაგვაფრთხილა
ელეს და ნინის ველოდეთ 40 წუთი
:evil:
ეს 40 წუთი გამოგვადგებოდა დღის ბოლოს -

უჯარმა ვერ მოესწრო ...

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10745
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ასურელი მამების კვალდაკვალ....

Post by Tamari-ch. » 23 სექ 2008, 19:51

პირველად გადავწყვიტეთ წავსულიყავით ლავრაში -
ანუ მონატერში -
სადაც არის წმ დავით გარეჯელის და წმ დოდო გარეჯელის
საფლავები....

უნდა ითქვას, რომ მიუხედავად იმისა, რომ წინა დღეებში ამინდის პროგნოზი იყო კარგი
http://www.accuweather.com/world-foreca ... O&metric=1

წინა დღეს - ანუ შაბათს ქვეყანა დაიქცა -
წვიმამ წალეკა მთელი კახეთი
და წინა დღეს კახეთისაკენ მიმავალი გზა დაკეტილი იყო.

ჩვენი ყოველი გასვლა ხომ ექსცესებით მიმდინარეობს ხოლმე...
ხან წყალდიდობაა წინა დღეს, ხან წვიმა, ხან მიტინგი და ხან რევოლუცია,
მაგრამ ბოლოს ყოველთვის კარგად მთავრდება ხოლმე...
:D


დიდმა წვიმამ კი ტრადიციულად დაფრთხო ჩვენი ბივრილი
და მთელი საღამო მის დაწყნარებას მოვუნდი...
:lol:
ბოლოს დავრეკე სატრანსპორტო პოლიციაში და ვიკითხე გზები ხომ არის მეთქი.
იმათ საერთოდ გამაგიჟეს -
ახლა კი გამავალია,
მარა არ ვიცით ხვალ რა იქნება -
თუ იწვიმა
გარანტიას ვერ მოგცემთო -
თავი შეიკავეთო -
:roll:

ნუუ -
ეს რა თქმა უნდა ბივრილას არ ვუთხარი -
და დავუმესიჯე
დილით მოედანზე დაერჭე -
ყელაფერი კარგად არის მეთქი.
:lol:

თუმცა წვიმამ დააზიანა დოროთეას სახლის სახურავი
და მუშების გამო ვერ წამოვიდა ჩვენთან ერთად
(იმან დამირეკა და გამაფრთხილა)

გიო ასანიძე ვერ წამოვიდა სამსახურის გამო (ეგეც ვიცოდით)

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10745
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ასურელი მამების კვალდაკვალ....

Post by Tamari-ch. » 23 სექ 2008, 19:59

ორი სიტყვით ვიტყვი -
რას ნიშნავს სიტყვა ლავრა -
ლავრა ლათინური სიტყვა ყოფილა
და ნიშნავს დიდ მონასტერს
Ла́вра (греч. Λάυρα — городская улица, многолюдный монастырь) — название некоторых крупнейших мужских православных монастырей. Как правило, лавры подчиняются непосредственно патриарху
Лица, которым вверяется непосредственное управление лаврой, носят название наместников и состоят обыкновенно в сане не ниже архимандрита.


გარეჯის ლავრა უზარმაზარი კომპლექსია.
საოცარი ბუნებაა გარშემო...

Image


სურათებს დავდებ მოგვიანებით -
http://imageshack.us/
ახლა არ მუშაობს.


მე ფოტოაპარატი ამჯერად არ მქონდა -
და რაც სურათები იქნება
არის
ჩიტუციოს,
ამიგოს, არჩილის და ქეთის გადაღებული...


დავით გარეჯის კომპლექსის ეკლესიები:
1. თეთრი უდაბნო
2. მრავალწყარო
3. წამებული ანუ აღდგომისა წამებული
4. ნათლისმცემლის
5. დოდოს რქა
6. ჩიჩხიტური
7. დავითის ლავრა
8. ვერან-გარეჯა
9. უდაბნო
10. ბერთუბანი
11. საბერეები
12. პირუკუღმარი
13. ქოლაგირი
14. დიდი ქვაბები
15. გარეჯელის ეკლესია
16. პატარა ქვაბები
17. სატორღე
Last edited by Tamari-ch. on 07 ოქტ 2008, 23:31, edited 2 times in total.

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6871
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
ასურელი მამების კვალდაკვალ....

Post by Archil » 23 სექ 2008, 20:17

Tamari-ch.

ლავრა მამათა მონასტერს აღნიშნავს, ანუ სიწმინდითა და სიძლიერით მამათა მონასტერს შეიძლება მიენიჭოს ლავრის წოდება.

ეგ პეჩორსკის ლავრიდან ვიცი და...

ჰოდა ჩემი თანამშრომელი მიმტკიცებს რომ გარეჯში სამჯერ ყოფნა მადლით იერუსალიმში ერთხელ ყოფნას უდრისო და..

მარა ის ეკლესია რომ ვნახე (ეხლა ინტერესს ვაგღვივებ)... იმისი მადლი კი უფრო ძლიერად ვიგრძენი, ვიდრე გარეჯისა... მაგარია
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10745
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ასურელი მამების კვალდაკვალ....

Post by Tamari-ch. » 23 სექ 2008, 20:29

მარა ის ეკლესია რომ ვნახე (ეხლა ინტერესს ვაგღვივებ)... იმისი მადლი კი უფრო ძლიერად ვიგრძენი, ვიდრე გარეჯისა... მაგარია
ოოოოო!
იმ ეკლესიის ნახვა ადვილი არაა-
გზაში მგლებიო -
ძაღლებიო
გველებიო -
გვარიანად შეგვაშინეს ლავრაში ბერებმა -
ვერ ახვალთო იქ...
თავად იქ მცხოვრებ მორჩილებსაც კი არ ჰქონდათ ნანახი ეს ეკლესია...


მე კიდევ წავალ მანდ -
გაზაფხულზე

და კიდევ ერთხელ კარგად დავათვალიერებ მიწაში ჩაფლულ ეკლესიას...
:wink:

Image
ეს უცნაური ტბა გარეჯამდე გზაზეა-
არადა ტბა გვეგონა-
თურმე ნატბევი ყოფილა.
თეთრად მარილი ჩანს.

იდეა გაჩნდა-
ჩავიდეთ ავიღოთ -
მარილი საყიდელი აღარ გვექნებაო...
:lol:

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10745
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ასურელი მამების კვალდაკვალ....

Post by Tamari-ch. » 23 სექ 2008, 20:37

უდაბნოს და კლდეების წითელ - ყვითელ გახუნებულ ფერებში საოცრად ლამაზადაა ჩასმული სამონასტრო კომპლექსი...

Image

User avatar
გვალდა
იეტი
Posts: 2220
Joined: 15 ივლ 2004, 12:49
Contact:
ასურელი მამების კვალდაკვალ....

Post by გვალდა » 23 სექ 2008, 20:43

Tamari-ch.
ნინი არაბული არ მოვიდა და არც გაგვაფრთხილა
მე მაპატიეთ და ათასი ბოდიში. ნინომ დილას დამიმესიჯა, ვერ მივდივარო, ეგონა მე მოვდიოდი, არც სახლში ვიყავი, არც ინტერნეტთან რომ დამეწერა აქ. თქვენი ტელეფონის ნომერი კი PM-ში მქონდა... :oops:
სვანეთოლოგი

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10745
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ასურელი მამების კვალდაკვალ....

Post by Tamari-ch. » 23 სექ 2008, 20:50

როგორც გეოლოგებისგან გამიგონოა -
ოდესღაც - რამდენიმე მილიონი წლის წინათ
გარეჯის უდაბნოს ადგილას ზღვა ყოფილა....

ამ სურათს რომ ვუყურებ -
ადვილად წარმოვიდგენ ხოლმე ზღვის ნაპირს..

Image


Image

მოკლედ მაგარი ეკზოტიკაა

User avatar
konstantine
იეტი
Posts: 1243
Joined: 23 ივნ 2008, 22:40
Location: Katitsvera
ასურელი მამების კვალდაკვალ....

Post by konstantine » 23 სექ 2008, 20:58

დავით გარეჯში მართლა პირველად ვიყავი.

პირველ შთაბეჭდილებებს რაც შეეხება, იმის თქმა შემიძლია რომ ულამაზესი ადგილებია.
konstantine

'74' '37' '29' '27' '01'

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10745
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ასურელი მამების კვალდაკვალ....

Post by Tamari-ch. » 23 სექ 2008, 21:02

გვალდა
არა უშავს,
რაც იყო იყო...

Image

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10745
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ასურელი მამების კვალდაკვალ....

Post by Tamari-ch. » 23 სექ 2008, 21:12

Image

ესეც ჩვენი ლამაზი ქეთი - ლამაზი ბუნების ფონზე.


ცოტა ხანი შევწყვიტავ ფოტოების დადებას -
და მერე გავაგრძელებ -
საშინლად მუშაობს
http://imageshack.us/


ახლა რაც შეეხება დავით გარეჯის კომპლექსს .-

დავით გარეჯის კლდეში ნაკვეთი სამონასტრო კომპლექსი მდებარეობს გარე კახეთში. იგი გადაჭიმულია გარეჯის მთის ნახევრად უდაბურ კალთებზე 25 კილომეტრის მანძილზე და დღესაც ანცვიფრებს მნახველს სამშენებლო ხელოვნებისა და ფერწერის მაღალი მხატვრული ღირებულებით.

მონასტერი VI საუკუნეში დააარსა 13 ასურელ მამათაგან ერთ-ერთმა - წმინდა დავით გარეჯელმა. წმიდა დავითი გარეჯის მთის ბუნებრივ გამოქვაბულში დასახლდა და აქ შექმნა პირველი მონასტერი, რომელსაც დღეს წმიდა დავითის ლავრა ეწოდება. ამავე საუკუნეში მისმა მოწაფეებმა და თანამოღვაწეებმა დააარსეს კიდევ ორი სამონასტრო განშტოება: დოდომ - დოდოს რქა, ხოლო ლუკიანემ - ნათლისმცემლი


დავით გარეჯის მონასტრების შემდგომი აყვავება-განვითარება IX საუკუნის წმიდა მამის - ილარიონ ქართველის სახელთანაა დაკავშირებული. მან გააფართოვა და გადააკეთა წმიდა დავითის მიერ გამოკვეთილი ეკლესია, ხოლო შემდგომ კი წმიდა მეფის - დავით აღმაშენებლის ძემ - დემეტრემ (ავტორი საგალობელისა „შენ ხარ ვენახი“).

XI საუკუნეში გარეჯის მონასტერს სელჯუკები შემოესივნენ, რის გამოც შეფერხდა მისი განვითარება, თუმცა ცხოვრება აქ არ შენელებულა.

გარეჯის სამონასტრო კომპლექსმა განსაკუთრებული აყვავებას მიაღწია XI-XIII საუკუნეებში. დაარსდა ახალი მონასტრები - უდაბნო ბერთუბანი და ჩიჩხიტური, გაფართოვდა და კეთილმოეწყო დავითის ლავრა, რომელიც პატარა ხეობის ორივე კალთაზეა გაშენებული. მონასტერში, სადაც თავდაპირველად ბინა დაიდო წმიდა დავითმა, მოეწყო ტერასიანი ეზო, აშენდა ახალი სენაკები, სატრაპეზო და ეკლესია. კლდეში გაიჭრა წყალშემყვანი არხები და რეზერვუარები. ამავე პერიოდს მიეკუთვნება კედლის მხატვრობაც ეკლესიებსა და სატრაპეზოებში. უდაბნოს მონასტერში საფუძველი ჩაეყარა გარეჯის სამხატვრო სკოლას, რომელმაც თავისი შემოქმედების მწვერვალს ბერთუბნის მოხატულობაში მიაღწია.

გარეჯის ფრესკების მნიშნველობას განსაზღვრავს ის გარემოებაც, რომ მან შემოგვინახა ბევრი ისტორიული პირის პორტრეტი - წმიდა დავით აღმაშენებლისა - ნათლისმცემლის უდაბნოში, თამარ მეფისა და ლაშა გიორგის - ბერთუბანში, დიმიტრი თავდადებულისა და სხვა ქტიტორებისა - უდაბნოში.


XIII საუკუნეში მონღოლებმა გაძარცვეს და გაანადგურეს მონასტრები, ცეცხლს მისცეს ხელნაწერები და სიწმინდეები. შეწყდა ცხოვრება ბერთუბანში, აოხრდა ლავრის, დოდოს რქის და ნათლისმცემლის მონასტრები.

XIV და XV საუკუნეთა მიჯნაზე თემურ ლენგმა ცეცხლითა და მახვილით დაარბია საქართველო. ქვეყნის დაცემა, ბუნებრივია, დავით გარეჯის მონასტერსაც შეეხო. როგორც ჩანს, ამ დროს შეწყდა მონასტრის სამხატვრო სკოლის არსებობაც.

1615 წელს შაჰ-აბასის ურდოებმა აღდგომა ღამეს 6000 ბერი ამოწყვიტეს და მონასტერი გაძარცვეს.

XVII საუკუნის ბოლოს მეფე თეიმურაზე და შემდეგ არჩილ მეფე ცდილობდნენ სამონასტრო ცხოვრების აღდგენას დავით-გარეჯში. ეს მხოლოდ 1690 წელს მოხერხდა, როცა მონასტრის წინამძღვრად ღირსი ონოფრე გარეჯელი (ერისკაცობაში ოთარ მაჭუტაძე) დაინიშნა. მისი ორმოცი წლის მოღვაწეობის შედეგად გარეჯის მონასტერს დაუბრუნდა დაკარგული მიწები, აიგო გალავნები, კარიბჭე და სატრაპეზოები.

XVIII საუკუნის ხშირი თავდასხმების შედეგად, გარეჯის მონასტრის განვითარება თანდათან შესუსტდა, ხოლო XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან იგი გაუკაცრიელდა, მხოლოდ ნათლისმცემლის მონასტერში შემორჩა რამდენიმე ბერი.

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10745
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ასურელი მამების კვალდაკვალ....

Post by Tamari-ch. » 23 სექ 2008, 21:49

Image

დღეს გარეჯის მონასტერი მოქმედია.
იქ მამაოები ცხოვრობენ და მოღვაწეობენ....
უვლიან იქაურობას -
ახლახან გაარემონტეს ძირითადი ტაძარი -
შელესეს კედელი და იატაკზე ფილები გამოცვალეს...

„წმინდა დავითის უდაბნო,
გამოკვეთილია კლდისაო,
შიგა სუფევენ ბერები,
მადიდებელნი ღვთისაო,
წირვა და ლოცვა იმათი,
გალობა გერონტისაო“ *
ხალხური სიმღერა

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]