Page 1 of 4

ხერთვისი, ვანის ქვაბები, ვარძია, ზარზმა ჯომარდი 13-14.09.08

Posted: 15 სექ 2008, 09:17
by Archil
1. რეგიონი:
მესხეთი, სამცხე

2. მარშუტის დასახელება:
ხერთვისის ციხე, ვანის ქვაბები, ვარძია, ზარზმა. ჯომარდი მტკვრის ხეობაში

3. ხანგრძლივობა:
2 დღე

4. სირთულე:

ზერთული - გვიანობამდე ვინც სვავდა, მათთვის ოღონდ

დანარჩენებისთვის საშუალო ;)

5. გასვლის, ლაშქრობის ღირებულება

კაცზე 20 ლარი მარშუტკა, 20 კვება, 35 ჯომარდი.

6. მონაწილეთა რაოდენობა

17

7. გასვლის, ლაშქრობის 2განიზატორი

Gamge

8. დანიშნულების პუნქტთან უახლოესი დასახლებული პუნქტი:

ახალციხე, ადიგენი. სოფლები ხეთვისი, ვარძია და ზარმაც სოფლის შუაგულშია.

9. მარშრუტის სიგრძე ტრანსპორტით:

მერე დავწერ...

10. ფეხით გავლილი მანძილი:

უმნიშვნელო.

ხერთვისის ციხის დათვალიერება - მანქანა ციხის ძირში ჩერდება, ვანის ქვაბებთან ერთი კაი გვარიანი აღმართია და ეგაა, ვარძიაში ტურისტული სასიარულო ადგილები, ზარზმაში კი მონასტრის კარებთან ჩერდება მანქანა.

11. სანახავი და ყურადღებამისაქცევი ადგილები:

ძალიან ბევრი. ჯერ ვარძიის გარშემო იმდენია. ზარზმის გზაზე ოქროს ციხე გამოჩნდა. აი, ის კი ღირდა სანახავად.

12. საბანაკე ადგილები:

მტკვრის ხეობის ჭალებში.

13. სასმელი წყალი მარშრუტზე:

ხერთვისის ციხის გვერდით ხიდის ქვეშ მოდის. ვარძიაში ტრანსპორტის გასაჩერებელა ადგილასაც. თვითონ ვარძიაშიც არის წყარო გამოქვაბულში შემალული - გასაღები მამაოებს უნდა სთხოვოთ. ამ ჯერზე დაკლებული ჰქონდა და ვერ დალიეთ. ზარზმაში მოდის. ვანის ქვებებთან წყარო ახლოს არაა, ასე რომ მოიმარაგეთ.

14. საჭირო აღჭურვილობა, რჩევები:

არაფერი განსაკუთრებული.

15. გასვლისთვის, ლაშქრობისთვის საუკეთესო დრო

ყველა დრო კარგია. ზარზმისკენ გზა საუკეთესო არაა, მოხრეშილია ადგილებში, ალბათ ზამთარში უნდა მოვერიდოთ მისკენ წასვლას.

16. რისკები, საფრთხეები:

ძალიან ბევრი აფთიაქი (სასმელი) არ წაიღოთ ;)

17. უახლოესი ღირსშესანაშნავი ადგილი, რომელიც დროის გახანგრძლივების შემთხვევაში, შეიძლება,
ამ გასვლის ფარგლებში ინახოს

ბევრზე ბევრი...

18. რუქა, ჯი-პი-ეს-მონაცემები

დავდებ

19. სასარგებლო საკონტაქტო ინფო:


20. გასვლის, ლაშქრობის შეფასება 10ბალიანი სისტემით
ა) მონახულებულის შეფასება:
ბ) სა2განიზაციო მხარე:

ეს რა ოხრობაა... კაი იყო, ადვილ მარშუტი. ჯომარდმა წაიღო ენერგია, სხვა მხრივ არაფერი რთული. ვანის ქვაბები, ვარძია და ზარზმა - შთაბეჭდილებების დონე ისედაც გასაგებია. თანაც ზარზმაში იმისთანა საგალობელი ითქვა... მაგარი... ერთ ლაშქრობად ღირდა !!!

მეტი არაფერი?

კაი ბატონო, მიყევით მოყოლას ეხლა ვინმე და სურათების დადებას და მეც შემოგიერთდებით და ზემოთ დაწერილსაც შევავსებ.

ხერთვისი, ვანის ქვაბები, ვარძია, ზარზმა ჯომარდი 13-14.09.08

Posted: 15 სექ 2008, 09:28
by nusa
არჩილ,
ვანის ქვაბებსა და ხერთვისში მარტში ჩვენი დადებული კეშები ხომ არ გინახავთ? :roll:

ხერთვისი, ვანის ქვაბები, ვარძია, ზარზმა ჯომარდი 13-14.09.08

Posted: 15 სექ 2008, 12:43
by Archil
nusa

ვანის ქვაბში ვნახეთ, ხერთვისი არც მახსოვდა. იქ სად დადეთ? ბმული მომაწოდე აბა...

ვანის ქვაბებში ჩვენც დავდეთ კეში.. ანუ გადავაკეშეთ ;)

ხერთვისი, ვანის ქვაბები, ვარძია, ზარზმა ჯომარდი 13-14.09.08

Posted: 15 სექ 2008, 13:33
by konstantine
მთლიანობაში მაგარი იყო....

ხერთვისი, ვანის ქვაბები, ვარძია, ზარზმა ჯომარდი 13-14.09.08

Posted: 15 სექ 2008, 13:38
by Gamge
კარგი იყო კარგი! :) კმაყოფილი ვარ, ცოტა უხერხულად კი ვიმგზავრეთ ზოგიერთმა მაგრამ მაინც კმაყოფილი ვარ... სურათებს საღამოს დავაპატარავებ და დავდებ, ვისაც ყველა სურათი უნდა, PM მომწეროს და ლინკს მოგწერთ...

ხერთვისი, ვანის ქვაბები, ვარძია, ზარზმა ჯომარდი 13-14.09.08

Posted: 15 სექ 2008, 14:13
by nusa
Archil

http://karavi.caucasus.net/viewtopic.php?t=885&start=15

თუმცა თავად დამალვის პროცესს არ დავსწრებივარ და თვითონაც არ ვიცი ის ადგილი ზუსტად, მაგ დროს მე და შენ გვირაბით მივბობღავდით მდინარისკენ :D

ხერთვისი, ვანის ქვაბები, ვარძია, ზარზმა ჯომარდი 13-14.09.08

Posted: 15 სექ 2008, 15:35
by bela
ჯომარდზე რედაქციამ რეპორტაჟი შემიკვეთა,
ასე რომ მალე ამ ამბებს გაზეთ ~ვერსიაში~ იხილავთ.
მე კი, ვიდრე ამ რეპორტაჟს დავწერდე, ერთ რამეს ვიტყვი:
აუუუ, ნეტავ აქამდე სად ვიყავიიი!!!

ხერთვისი, ვანის ქვაბები, ვარძია, ზარზმა ჯომარდი 13-14.09.08

Posted: 15 სექ 2008, 20:06
by Tamusia
როგორც იქნა, ვნახე ვარძია და ის სამცხე, რომელიც სამცხის კოლორიტს ატარებს თავის თავში კლდეებით, მღვიმეებით, ციხეებით და ფერდობებზე შემორჩენილი ტერასებით.

ზარზმამ კიდევ ერთხელ შთამბეჭდა. ძალიან ლამაზი ტაძარია.

პირველად ვიჯომარდე და მივხვდი, რომ ამ საქმით კარგად შეიძლება გართობა, ოღონდ უფრო ადიდებულ მდინარეში.



ოღონდ იცით რაა, მოკლე დროში ბევრი რამის ნახვა თავის თავში გულისხმობს ძალიან ბევრ მგზავრობას. ერთი მთავარი მიზანი კი თბილისიდან გასვლისა დასვენებაა. ასე რომ მგონი ჯობია , გასვლები ისე დაიგეგმოს , რომ ეს მომენტიც იქნას გათვალისწინებული.

და კიდევ, ნეტა ყველგან, ყველა სოფელშიც კი , დაიგოს გზა. ისე იქით მხარეს ბევრგან აგებდნენ. ხო კაია?

ხერთვისი, ვანის ქვაბები, ვარძია, ზარზმა ჯომარდი 13-14.09.08

Posted: 16 სექ 2008, 17:18
by bela
ჯომარდობის მოყვარულები ირწმუნებიან, თუკი ერთხელ მაინც მოხვდები საჯომარდო ნავში, შეუძლებელია განმეორების სურვილი არ გაგიჩნდესო.
მას შემდეგ, რაც ჭითახევიდან მტკვარზე დავეშვი, იგივეს გეტყვით მეც და უფრო მეტსაც: პირველივე ჩქერალზე გადაივლის თუ არა ნავი, თქვენი სიტყვები იქნება: `აუუუ, ნეტა აქამდე სად ვიყავი!~

ჯომარდობა მსოფლიოში ექსრემალური სპორტის ერთ-ერთი ყველზე პოპულარული სახეობაა, რომლის ძირითადი პრინციპი მთის მდინარეზე გასაბერი ნავით დაშვებაში გამოიხატება. სიტყვა `ექსტრემი~ მძაფრი შეგრძნებების მოყვარულებში აღტაცებას იწვევს, მაგრამ ნურც სუსტი გულის პატრონები დაიძაბებიან, ვინაიდან ჯომარდობა სრულიად უსაფრთხო და უპრეტენზიო გასართობია, როცა საქმე ვიქენდის მხიარულად გატარებას ეხება.
ზოგადად, მდინარეები სირთულის მიხედვით კატეგორიებად იყოფა. ვინაიდან საქარტველოში მთაც გვაქვს და მთის მდინარეებიც, შესაბამისად მათი სირთულე მეორედან მეექვსე კატეგორიამდე ადის, თუმცა კი, სიცოცხლისათვის საშიშ მდინარეში არც სპორტსმენები ჩადიან და თქვენ, მით უფრო არავინ ჩაგიშვებთ.

სპორტის ამ სახეობას ექსტრემ შეგრძნებების გარდა ის ხიბლიც აქვს, რომ აქ ყველაფერი გუნდურ მუშაობაზეა დაფუძნებული. საქართველოში არსებულ ნავებში 8 ადამიანი ჯდება, რომლებიც ნავის ბორტებზე თანაბრად ნაწილდებიან და წყალში ნახევრად გადახრილები სხედან. მათ უკან ზის გიდი, ანუ წინამძღოლი. ნავში მსხდომნი სწორედ მისი ბრძანებით მოქმედებენ. მთის მდინარიდან დაშვება სპორტსმენისა თუ მოყვარულისგან გამძლეობას და მობილიზებულობას მოითხოვს, მაშინაც კი, როცა მდინარე წყნარია, რადგან შეიძლება მოულოდნელად წყლის სიღრმემ დაიწიოს, ნავი ხისტად გაჩერდეს და ეკიპაჟი წყალში აღმოჩნდეს. ამ შემთხვევაში კი ერთი პრინციპი მუშაობს: თუ გიდი წყალში გადავარდა, ნავში მსხდომნი პირველ რიგში მის გადარჩენაზე ზრუნავენ და მერე კი გვარდით მჯდომზე, რაც უნად ძვირფასი ადამიანი იყოს იგი, რადგან გიდის დაღუპვა მთელი ეკიპაჟის დაღუპვას უდრისო.

ხერთვისი, ვანის ქვაბები, ვარძია, ზარზმა ჯომარდი 13-14.09.08

Posted: 16 სექ 2008, 17:23
by bela
ჯომარდობის სეზონი მაისიდან იწყება და შავი და თეთრი არაგვი შაბათ-კვირას გასაბერ ნავებს ვეღარ იტევს. საჯომარდოდ გამოიყენება მტკვარიც, ჭითახევიდან ბორჯომამდე და რიონიც, ტვიშიდან ქუთაისამდე. წინაწარ შედგენილი მარშრუტის გავლას ნავი საათიდან საათნახევრამდე ანდომებს. ეს 2,5-3 კატეგორიის სირთულის მდინარეებია. შესაძლებელია ცხენისწყალზე დაშვებაც, რომელიც მე-4 კატეგორიას მიეკეთვნება. სიცოცხლისათვის საშიში არც ეს მარშრუტია და მასზე მოყარულებიც დიდად ხალისობენ ხოლმე. შემოდგომაზე, როცა წყალი იკლებს, მდინარეთა სირთულეც კლებულეობს და თუ ზოგადად წყლისადმი შიშით დაავადებული არა ხართ, ჯომარდობაზე უსაფრთხო ექსტერემგასართობს წელიწადის ამ დროს მართლაც ვერსად ნახავთ.

ხალისობა ეკიპიროვკის დარიგებიდან იწყეება. ინსტრუქტორი გასაბერ ჟილეტს ჩაგაცმევთ და თავზე ჩაფხუტს მოგარგებთ. ხელშიც ფერადი ნიჩაბი გიჭირავთ და გაფაციცებული უყურებთ, როგორ იბერება თქვენს თვალწინ ნავი.
ახალბედებში შიშს იწვევს პირველი ინსტრუქცია: ნავში კი არ ჩაჯდეთ, არამედ ნავის პირზე და ცალი ფეხი სპეციალურ ღვედში გაუყარეთ, მეორე კი ნავის ბალიშს ამოადეთო. ამის მერე ისე მაგრდებით, გადავარდნის შანსი არ არსებობსო. ამას რასაკვირველია, ცოტა სკეპტიკურად შეხედავთ და გულში შემოცოცებული შიში კიდევ უფრო გაგიმყარდებათ. ამის მერე გიხსნიან, რომ თუ გადავარდით, ნავის პირზე მიბმულ თოკს უნდა მოეჭიდოთ, რაზეც ასევე შიშმორეული გაიცინებთ: `ნეტავ ვინმეს თუ მოუსწრია იმ თოკისთვის ხელის ჩავლება?~ შედეგ გიხსნიან, როგორ უნდა დაწვეთ წყალზე გადავარდნის შემთხვევაში, როგორ ამოგათრევენ, ანდა თქვენ როგორ უნდა ამოათრიოთ წყალში გადავარდნილი. იმასაც გეტყვიან, რომ ნავიც შეიძლება გადაბრუნდეს, მაგრამ ქვეშაც რომ მოყვეთ, არ დაიხრჩობით, ვინაიდან ნავს საჰაეროები აქვს, თქვენ კი უნდა ჩაყვინთოთ და გამოცუროთ.

და ნავი თუ გასკდა? ნურც ამის შეგეშინდებათ, იმიტომ რომ ნავი რამდენიმე ნაწილისაგან შედგება, უამრავი ბალიში აქვს და დანიშნულების ადგილამდე მაინც მშვიდობით მიგიყვანთ.
რაც შეეხება ნიჩაბს, ის ორი ხელით გიჭირავთ, მაგასაც გეტყვიან როგორ და ისღა დაგრჩენიათ, ნავის გასწვრივ ღონიერად მოუსვათ.
ინსტრუქტორი აუცილებლად გეტყვით, რომ მდინარეზე დაშვებაში საშიში არაფერია, ბავშვებიც კი დაუშვიათ და წინ უბრალოდ ლამაზი თავგადასავალი გელით.

ჰო, არ დაგავიწყდეთ, რომ თქვენთან ერთად ნავში გიდიც ზის, რომელიც უკანა კიჩოზეა შემომჯარი და ნავის გასწორება და მიმართულების მიცემა მისი საქმეა. მან იცის სად არის ქვები, სად ძლიერი ნაკადი და მთავარია, მარჯვენა და მარცხენა არ აგერიოთ, ანდა ბრძანებაზე: `ყველანი წინ~, უკან არ მოუსვათ ნიჩაბი.

ხერთვისი, ვანის ქვაბები, ვარძია, ზარზმა ჯომარდი 13-14.09.08

Posted: 16 სექ 2008, 17:24
by qvevri
რაიმე სურათისმაგვარი ხომ არ გადაგიღიათ შემთხვევით :?:

ხერთვისი, ვანის ქვაბები, ვარძია, ზარზმა ჯომარდი 13-14.09.08

Posted: 16 სექ 2008, 17:38
by bela
ჯომარდობის, როგორც სპორტის სახეობის გამოჩენა საქართველოში პოსტკომუნისტურ პერიოდს უკავშირდება. სპორტის ამ სახეობის ათვისება დაახლოებით 8-9 წლის წინ დავიწყეთ, ამჟამად საქართველოში ჯომარდობის 2 კლუბი და ერთიც ეროვნული ფედერაციაა, როემლიც 2007 წელს ოფიციალურად დაფუძნდა. დიდი სპორტული ღონისძიებების რა მოგახსენოთ, მაგრამ ვიქენდის ტურებზე მშვენიერ გასართობად იქცა და ძალიან პოპულარული გახდა.

გამგემ, მისმა 9 პლიუსმა, და მომავალმა მოჯომარდე კარაველებმა, რომელის საპატიო შემადგენლობაში იყვნენ კონსტანტინე, არჩილი, ლამა, ჯნოსი, თამუსია და მე ჭითახევიდან მტკვარზე დაშვება ერთ საათში მოვახერხეთ. ნავში 8 ვიჯექით, გოგო-ბიჭს მნიშვნელობა არ აქვს, თუმცა კი, მძიმეწონიანებს პირველ ხაზზე სვამენ, გოგოებს კი _ სულ უკან. მე და თამუსია უკან ვისხედით, წინ გამგე და ლამა დასხდნენ, თუმცა ჯნოსი იმდენჯერ ცვლიდა ადგილს, რომ ვინ სად იჯდა, აღარც ახსოვთ.
ჯნოსი დარწმინებული იყო, რომ სინქრონულად უნდა გვემუშავა. და თუ სუნქრონი არ მიიღწეოდა, უნდა ეჩხუბა და გვეკამათა. ჰოდა, ვიდრე ჩვენ ვკამათოდბით, `საქარტველოს ბანკის~ გუნდი ნიჭბებს უსვამდა და..
ჯნოსის მიზანი მოგება იყო. ეჰ....
წავაგეთ...
და ჯნოსიმ გადაწყვიტა, ეს იმიტომ მოხდა, რომ მათ ნავში ჟურნალისტი იჯდა, რომელიც მნიშვნელოვან მომენტებში გიდს ინტერვიუს ართმევდა, რითაც ყურადღებას აფანტვინებდაო. მე კი, სწორედ ის თარსი ჟურნალისტი, ვფიქრობ, რომ როცა ახალბედა ხარ და წუთის წინ ნავში ჩაჯდომა დიდ გმირობად მიგაჩნდა, მოწინააღმდეგის გასწრებაზე კი არ უნდა იფიქრო, არამედ ეცადო, მაქსიმალური სიამოვნება მიიღო და თან ნიჩაბიც ენერგიულად ამუშავო, თუ გაიმარჯვებ ხომ კარგი, თუ არადა, ტალღებთან ბრძოლა მაინც დიდი გამარჯვებაა, რომელიც საკუთარ თავთან განიცადე.

მაგრამ ეს მე ვფიქრობ ასე, ჯნოსიმ კი სხვანაირად განსაჯა და რაც კიდევ უფრო უარესი, თანამოაზრეებიც იპოვა და ნაპირზე ძლივს გადმოსული ეს ფეხსახსრიანი და ჰაეროვანი არსება ორმა ბეხლეწმა და ერთმა ბოროტმა ადამიანმა, იგივე ლამა-ჯნოსი- არჩილმა ისევ მდინარისკენ გამაქანეს და უბინძურეს მტკვარში მისროლეს.
ჭითახევი თქვენ რა გგონიათ, რა ბინძურიც თბილისშია მტკვარი, ისეთია იქაც!
რომ ვიკივლებდი, ხომ გჯერათ?

ხერთვისი, ვანის ქვაბები, ვარძია, ზარზმა ჯომარდი 13-14.09.08

Posted: 16 სექ 2008, 17:40
by bela
qvevri[/b

ამათ მხოლოდ უმწეო გოგონების წყალში ჩაგდება იციან!
თორემ სურათები?

აბა სად არის?

აი, გამოვა ხვალ გაზეთი ვერსია და ყველას რომ შერცხვება, ნახავენ მერე...

ხერთვისი, ვანის ქვაბები, ვარძია, ზარზმა ჯომარდი 13-14.09.08

Posted: 16 სექ 2008, 17:54
by Naia
qvevri wrote:რაიმე სურათისმაგვარი ხომ არ გადაგიღიათ შემთხვევით :?:
გუდ ქვეშჩენ ;)

ხერთვისი, ვანის ქვაბები, ვარძია, ზარზმა ჯომარდი 13-14.09.08

Posted: 16 სექ 2008, 17:56
by qvevri
Naia wrote:
qvevri wrote:რაიმე სურათისმაგვარი ხომ არ გადაგიღიათ შემთხვევით :?:
გუდ ქვეშჩენ ;)
ოფ კორზ დეარ, თორემ ამდენი კითხვა რომ შემძლებოდა სამკითხველო სალონი მექნებოდა გახსნილი.