Page 2 of 9

ხადას ხეობა II 14.09.08

Posted: 15 სექ 2008, 13:20
by saskva
tiko_r wrote:ინტელას ახალი იმიჯი

Image
:D :D :D :D :D მაგარია

ხადას ხეობა II 14.09.08

Posted: 15 სექ 2008, 14:40
by konstantine
მაგრები ხართ :)

ხადას ხეობა II 14.09.08

Posted: 15 სექ 2008, 14:46
by lama
მოკლედ ხადელებს გაუმარჯოს გავიგე ამბავი კილო კავადა რომ ძალიან კარგი დრო გიტარებიათ

მომწონს

ინტელ, შენი გასვლები გაიხარე

და ვიაროთ ერთად

აბა აბა
ველი ლამაზ ფოტოებს :)

ხადას ხეობა II 14.09.08

Posted: 15 სექ 2008, 14:53
by guruli
კაით ჰა, ხალხნო, რაღა დაგემართათ - ლაშქრობაში ვის არ დაუგვიანია, ან ვის არ გახუმრებიან! მაგის თუ გრცხვენიათ და მაგიტომ არ იწყებთ რეპორტაჟს, მოგიტევებტ მაგ "ცოდვებს", ოღონდ დაიწყეთ თხრობა და ფოტოებიც დადეთ. მტავარია, არ დაკარგულხართ და დაგვიანებას არ მოუკვდა პატრონი.:D :D

ხადას ხეობა II 14.09.08

Posted: 15 სექ 2008, 15:09
by saskva
ხო ამ გასვლაში არ დავკარგულვართ ნამდვილად სამაგიეროდ გულიანად კი შევაშინე იქ მყოფები.
ლაშქრობა სულ რაღაც ნახევარი საათის დაწყებული გვქონდა გული რომ წამივიდა :D :D :D :D :D :D

დიდი ბოდიში ყველა იქ მყოფს და განსაკუთრებით ხრუხუნას ესე ძალიან რომ შევაშინე
და დიდი მადლობა ინტელას ჩემი ჩანთა რომ ატარა იმ აღმართზე

გპირდებით ესეთ რამეს აღარ გავიმეორებ :D :D :D :D :D

ხადას ხეობა II 14.09.08

Posted: 15 სექ 2008, 15:12
by Na-tia
უჰ, კარგი იყო რა, ძალიან თან :) მარა მოყოლას სურათების გარეშე რა აზრი აქვს და სად გაქრა ბატონი ინტელიგენტი :)
მას შემდეგ რაც ერთ-ერთ კოშკთან ნაპოვნი ბუმბული შლიაპაში გაირჭო, აქაოდა მე ეხლა თქვენი ბელადი ვარ და ჩემი სიტყვა კანონიაო მთელი გზა ჩამოსვლისას მწკრივში დაგვაყენა, ალექსა მარჯვენა ფლანგზე დაიყენა, სიტუაცია გააკონტროლეო და თავისზე წინ ფეხს არავის ადგმევინებდა, ესე ჩამოგვიყვანა თითქმის მთელი გზა, მაგრამ მერე გუნდში მეამბოხეები აღმოჩნდენ და საბოლოოდ ილიამ დაარღვია მისი დიქტატურა :D
და ჯანდაბას იყავი ბელადი, მარა სურათები დადე რა :)

ხადას ხეობა II 14.09.08

Posted: 15 სექ 2008, 15:13
by KINALOKO
saskva

ჰოო, აღარ გაიმეორებ :!:

:D

ისე უკან რომ ვბრუნდებოდით ჩემს გვერდით მჯდომს ვკითხე, როგორ ხარმეთქი და ხუციშვილიო მიპასუხა :lol:

კიიდე ტაქსის მძროლს რომ ავუხსენი ჩემი სახლის მისამართი(პრინციპში მე რა ავუხსენი, თვითონ ამიხსანა :lol: ) და შუვუთანხმდი, კარები მივუჯახუნე და თვითონ რომ გამიღო ისევ.... მერე... მერეღა შევამჩნიე რომ 2 კარიანი მანქანა ყოფილა :lol:

დამცინეს.......... კიკიმ და ლიკაკომ :lol: :D

ხადას ხეობა II 14.09.08

Posted: 15 სექ 2008, 15:18
by Int3lig3nt
პირდაღებული ბარტყებივით რომ შემომყურებთ ხოლმე, მარტო მე ხომ არ ვიღებდი სურათებს და მარტო მე ხომ არ უნდა ვწერდე რეპორტაჟს :D.

კარგი იქნება, თქვენც დაწეროთ შთაბეჭდილებები და საინტერესო თუ სახალისო ფაქტები ლაშქრობიდან :).

ძალიან მაინტერესებს თქვენი შთაბეჭდილებები, თქვენ კი დუმხართ :(.

ვიჯექი და მარტო ვწერდი, წინა ლაშქრობის რეპორტაჟს
მერე მომბეზრდა და თავი დავანებე.

არც აქ აღარ დავწერ არაფერს :P.

სურათებს საღამოს დავდებ, ახლა სამსახურში ვარ.

ხადას ხეობა II 14.09.08

Posted: 15 სექ 2008, 15:23
by nataliko-nataliko
ANIKOKOL wrote:saskva

ჰოო, აღარ გაიმეორებ :!:

:D

ისე უკან რომ ვბრუნდებოდით ჩემს გვერდით მჯდომს ვკითხე, როგორ ხარმეთქი და ხუციშვილიო მიპასუხა :lol:

კიიდე ტაქსის მძროლს რომ ავუხსენი ჩემი სახლის მისამართი და შუვუთანხმდი, კარები მივუჯახუნე და თვითონ რომ გამიღო ისევ.... მერე... მერეღა შევამჩნიე რომ 2 კარიანი მანქანა ყოფილა :lol:

კითხვაზე პასუხი ხომ გაგეცა რაც მთავარია?! :D

ხადას ხეობა II 14.09.08

Posted: 15 სექ 2008, 15:29
by zika
:cry: :cry: :cry: :cry:
არადა როგორ მინდოდა :cry: :cry:
:cry: :cry: :cry: :cry: :cry:
შემდეგ შაბათი კვირაც ჩამიოვარდა

ხადას ხეობა II 14.09.08

Posted: 15 სექ 2008, 15:38
by ნინი_85
Int3lig3nt

ინტელ, დიდი მადლობა ასეთი ექსპრემალური ლაშქრობისთვის, მართალია არ შეგვიფასებია, თუმცა მე მაქსიმალურ ქულას დავწერდი.

ვიცოდი, რომ ბევრი სიარული მოგვიწევდა და განსაკუთრებულად მიხაროდა წამოსვლა, ახლა კი ძალიან კმაყოფილი ვარ რომ ჩემი ვარაუდი გამართლდა და დიდი სიამოვნება მივიღე :)

პირველი სირთულე ცეცხლიჯვრის ციხისთან შეგვხვდა. ინტელამ გადაწყვიტა მთის შემოვლას პირდაპირ აგვეჭრა და გზასაც გავუდექით, პირველი ალექსი გაქანდა, მერე დავითი, მე და ნათია, მერე უკვე ილია და ლოკოკინა. შუამდე ვიყავით ასულები და შევამჩნიეთ, რომ ჯგუფის ნაწილმა მაინც შემოვლა გადაწყვიტა, ნაწილმა კი ჩვენ მოგვბაძა, თუმცა ნელი სიარულით და ხშირი სვენებით.

მთაზე მესამე ავედი და რადგან მივხვდი რომ დრო კიდევ მქონდა ქედს დავუყევი ცეცხლიჯვრის ციხი საწინააღმდეგო მიმართულებით და ჩემდა გასაკვირდ ქვევრი, მარიამი და თიკო შემომხვდნენ. შემოვლა გადაუწყეტიათ და ნელა ამოვიდნენ მთაზე.

გზა განვაგრძე და ქედის ბოლოში გავედი. ჩამოვჯექი, დავტკბი ხედებით, ცოტა ხანში კი ინტელას ხმა გავიგე, მეძახდა. ვიფიქრე, რომ ყველანი ამოვიდნენ და ციხისკენ მივდიოდით, თურმე ხედების გადასაღებად მოდიოდა, ჩნთები დამიტოვა და თვითონ იმ ადგილას წავიდა სადაც მე ვიჯექი, იქ გავიგე სასკვას "საქმენი საგმირონია" :P ალბათ მზის დარტყმის ბრალი იყო, თორე აბა ჩვენს სასკვას რა მოერეოდა :P

მერე წამოვიდით, გზად თიკო შეგვხვდა წამოწოლილი, მზეს ეფიცხებოდა, სულაც არ ჩქარობდა წამოსვლას, ხოდა რას ქვია აქ რჩები და არ მოგვყვებიო, მისი ტოიოტას ჩანთა ვიხელთე, გადავიკიდე და წამოვედი, თიკოს სხვა გზა არ ჰქონდა და გამომგვყვა. ჩვენს გარდა ყველა უკვე ციხეზე იყო ასული.

ხადას ხეობა II 14.09.08

Posted: 15 სექ 2008, 15:41
by KINALOKO
nataliko-nataliko


:D:D:D:D:D:D


ისე, აქამდე მეგონა, ხუმრობდნენ ხხოლმე, როცა კითხვას სვამდნენ_ვინმე ხომ აე დაგვრჩაო...........

მარაა, გუშინ დავრწმუნდი, რომ ეს ასე არ ყოფილა :lol:
თან კიდევ დარჩენილის დასაბრუნებლად რომ მოვტრიალდით... გააგიკვირდებათ და გავცდით :lol:

ჰოო, და კიდევ! სადმე "ტრასაზე" გაჩერებული მარშუტკა თუ შეგხვდათ, საიდანაც ცეკვა-ცეკვით ჩამოსული ხალხი "ასფალტზე დაგდებული სელპაკის" ხელსახოცის პირით აღებას ცდილობს, ე.ი., კარაველები არიან და საცეკვაო ადგილი არ ეყოთ :lol:


და მერე, გზაში ამდენი ხანი რატომ დაგჭირდათო გკითხავენ :lol:

ხადას ხეობა II 14.09.08

Posted: 15 სექ 2008, 15:47
by KINALOKO
და ერთიც..........
21 კი არა 22 , სულ 23 სულიერი იყო მარშუტკაში :roll:

ხადას ხეობა II 14.09.08

Posted: 15 სექ 2008, 15:55
by ნინი_85
ANIKOKOL wrote:და ერთიც..........
21 კი არა 22 , სულ 23 სულიერი იყო მარშუტკაში :roll:
ჰოოოო :P :D

მაშინ სამთო ქიმიათან მომხდარ ამბებსაც შევეხები, თუმცა ეგ ამბავი რამდენიმე დღის წინ გადაწყდა :wink:

11 სექტემბერს დაბადების დღე ჰქონდა ახალ კარველ დავითს, იგივე Diaman-ს
ხოდა რასა მაჩუქებო მკითხა? რავიცი ჯერ არ მომიფიქრებია თქო და.. ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა ( არადა ბევრი ფიქრი რათ უნდა მაგას) გადავწყვიტე ძაან არ დავხარჯულიყავი და ისე მეჩუქებინა რაც ბევრი მაქვს, რასაც ყოველ დღე ვხედავ :D
ხოდა.. ჩემი აზრი მეგორებს გავუზიარე, მერე ჩემს ხელმძღვანელს და: მართლა, ვის უნდა აჩუქო, იცოდე უთხარი კარგად გაუფრთხილდესო, მერე საჩუქარი ყუთში მოვათავსე, რომელიც მეგობრებმა მომიმზადეს და წამოვედი სახლისაკენ, გზად მთელი საბურთალო შემვიარე, საქმე მქონდა და სახლში რომ შევედი დეიდამ ეს რა არისო და რომ გაიგო რა იყო: უი, საწყალიო ჩაილაპარაკა და თავი დამანება. საღამოს კიდევ გადავამოწმე სკაიპით დავითი მოდიოდა თუ არა(აბა ტყუილად ხომ არ ვატარებდი საჩუქარს) და მერე კარტოფილის ღვეზელების გამოსაცხობად წავედი გულდამშვიდებული :P

დილით გავემართე სამთო ქიმიისკენ და გზად გეგმა დავაწყე საჩუქრის დაწუნების შემთხვევაში როგორ მემოქმედა( ნუ ნაჩუქარ ცხენს კბილი არ გაესინჯებაო, მარა მაინც ;) ) ხოდა მივედი, ცოტა ხანში საჩუქრის პატრონიც გამოჩნდა...

ხადას ხეობა II 14.09.08

Posted: 15 სექ 2008, 16:01
by Int3lig3nt
ნინი_85
დილით გავემართე სამთო ქიმიისკენ და გზად გეგმა დავაწყე საჩუქრის დაწუნების შემთხვევაში როგორ მემოქმედა( ნუ ნაჩუქარ ცხენს კბილი არ გაესინჯებაო, მარა მაინც Wink ) ხოდა მივედი, ცოტა ხანში საჩუქრის პატრონიც გამოჩნდა...
აუ ეს მეც მაინტერესებს, როგორ მოხდა საჩუქრის გადაცემა :).