Page 1 of 9

ხადას ხეობა II 14.09.08

Posted: 14 სექ 2008, 22:42
by Int3lig3nt
1. რეგიონი:
დუშეთის რაიონი

2. მარშუტის დასახელება:
თბილისი - ქუმლისციხე - ქოროღო - წამალაიძეების კოშკები - ხადას მჟავე წყლები - თბილისი

3. ხანგრძლივობა:
ერთი დღე

4. სირთულე:
საშუალო, ფრაგმენტულად რთული.

5. გასვლის, ლაშქრობის ღირებულება
190 ლარი

6. მონაწილეთა რაოდენობა
21

7. ორგანიზატორი
Int3lig3nt

8. დანიშნულების პუნქტთან უახლოესი დასახლებული პუნქტი:
გუდაური, ქვეშეთი და ხადის ხეობის სოფლები.

9. მარშრუტის სიგრძე ტრანსპორტით:
120 კმ-მდე

10. ფეხით გავლილი მანძილი:
10 კმ-მდე ალბათ

11. სანახავი და ყურადღებამისაქცევი ადგილები:
ცეცხლიჯვარი, მჟავე წყლები, ქოროღოს ციხე, წამალაიძეების კოშკები

12. საბანაკე ადგილები:
ძალიან ბევრია, არ არის დაბანაკება პრობლემა.

13. სასმელი წყალი მარშრუტზე:
სოფელ ქუმლისციხეში, სოფელ ქოროღოსთან

14. საჭირო აღჭურვილობა, რჩევები:
მთაში სასიარულოდ მოხერხებული ფეხსაცმელი, საწვიმარი, მზისგან დამცავი ნელსაცხებლები, ქუდი.

15. გასვლისთვის, ლაშქრობისთვის საუკეთესო დრო:
ზაფხული და მასთან ახლო თვეები

16. რისკები, საფრთხეები:
თუ ძალით არ აეუტეხე თავს რამე, არ არსებობს.

17. უახლოესი ღირსშესანაშნავი ადგილი, რომელიც დროის გახანგრძლივების შემთხვევაში, შეიძლება, ამ გასვლის ფარგლებში ინახოს:
ანანური, ელგუჯას ციხე, ლომისის ეკლესია.

18. რუქა, ჯი-პი-ეს-მონაცემები
Google Map-ზე ვნახავ და დავწერ დაახლოებით.

19. სასარგებლო საკონტაქტო ინფო:
არ საჭიროებს

20. გასვლის, ლაშქრობის შეფასება 10 ბალიანი სისტემით
არ შეგვიფასებია

ხადას ხეობა II 14.09.08

Posted: 14 სექ 2008, 23:15
by lama
ფოტოები გთხოოოოვთ :)

ხადას ხეობა II 14.09.08

Posted: 14 სექ 2008, 23:30
by guruli
ფოტოები გთხოოოოვთ
მეც გთხოვთ.

ხადას ხეობა II 14.09.08

Posted: 15 სექ 2008, 00:15
by Int3lig3nt
ხადას ხეობა

Image

სამწუხაროდ, ქვედა სოფელი მომეჭრა... დაღლილი ვიყავი ვერ გავთვალე :(.
არადა როდის წავალ კიდე მანდ :roll:

დღეს მეძინება მაგრად და ხვალ დავდებ ფოტოებს.

ხადას ხეობა II 14.09.08

Posted: 15 სექ 2008, 11:47
by lama
Int3lig3nt
და წკერეს თავზე რაღაც იწვის თუ მეჩვენება? :shock: :shock:

ხადას ხეობა II 14.09.08

Posted: 15 სექ 2008, 11:51
by Mariam
lama wrote:Int3lig3nt
და წკერეს თავზე რაღაც იწვის თუ მეჩვენება? :shock: :shock:
არ გეჩვენება, ის ფერდობი საღამომდე მთელს სიგრძეზე დაიწვა :?

ხადას ხეობა II 14.09.08

Posted: 15 სექ 2008, 11:52
by lama
Mariam
და რატომ?
:?
:cry: :cry: :cry:

ხადას ხეობა II 14.09.08

Posted: 15 სექ 2008, 11:54
by tiko_r
lama
ჰო... რაც იქ ვიყავით იწვოდა
მერე ალბათ ჩაქვრა ღამე

ხადას ხეობა II 14.09.08

Posted: 15 სექ 2008, 11:54
by Mariam
lama wrote:Mariam
და რატომ?
:?
:cry: :cry: :cry:
მაგდენი არ ვიცი, ბალახს მოეკიდა რატომღაც. არადა ასეთი მწველი მზეც არ იყო...

ხადას ხეობა II 14.09.08

Posted: 15 სექ 2008, 12:29
by GOGONA
Int3lig3nt
ძალინ ლამაზი პანოა :)

ხადას ხეობა II 14.09.08

Posted: 15 სექ 2008, 12:30
by GOGONA
გამიგია რომ ხანდახან, შემოდგომაზე მწყემსები უკიდებენ ხოლმე ბალახს ცეცხლს, ოღონდ რატომ - ეგ არ ვიცი :roll:

ხადას ხეობა II 14.09.08

Posted: 15 სექ 2008, 12:51
by Archil
Int3lig3nt

ჩვენ რომ ჩამოვედით მესხეთიდან, ხდებოდა, გირეკავდი და მიუღწევად ზონაშიაო, რომელზე ჩამოხვედით?

ხადას ხეობა II 14.09.08

Posted: 15 სექ 2008, 12:51
by saskva
ფოტოები დადეთ რაააააააააააა
მე ისეთ "საყვარელ" დღეში ვიყავი გუშინ რომ არადერი გადამიღია საერთოდ

ხადას ხეობა II 14.09.08

Posted: 15 სექ 2008, 12:52
by nataliko-nataliko
ალბათ ახალი და საღი ბალახი რომ ამოვიდეს.

ფოტოებს როდის დადებთ? :roll:

ხადას ხეობა II 14.09.08

Posted: 15 სექ 2008, 13:16
by tiko_r
ინტელას ახალი იმიჯი

Image