თუშური შთაბეჭდილებები

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
თუშური შთაბეჭდილებები

Post by guruli » 22 დეკ 2006, 20:31

ლობო wrote:guruli
შეიძლება ითქვას:) თუმცა იქაც და აქაც თანაბრად ახალი ვარ მგონი:)
დასტურ, დასტურ... :D

User avatar
kopeina
მაწანწალა
Posts: 433
Joined: 25 ნოე 2006, 21:32
Location: თბილისი
Contact:
თუშური შთაბეჭდილებები

Post by kopeina » 22 დეკ 2006, 21:10

guruli
სავსებით მართალი ხარ. ყაღი არის გამშრალი, გამხმარი დამარილებული ხორცი. მე გავსინჯე თუშეთში დათვის ყაღი, საინტერესო რამეა, ცოტა ჩვეულებრივზე მაგარია, მაგრამ გემრიელი......

User avatar
kopeina
მაწანწალა
Posts: 433
Joined: 25 ნოე 2006, 21:32
Location: თბილისი
Contact:
თუშური შთაბეჭდილებები

Post by kopeina » 22 დეკ 2006, 21:11

guruli
შენ კალტიც გეცოდინება რა არის.....

აბა იცი?

User avatar
kopeina
მაწანწალა
Posts: 433
Joined: 25 ნოე 2006, 21:32
Location: თბილისი
Contact:
თუშური შთაბეჭდილებები

Post by kopeina » 22 დეკ 2006, 21:16

თუშეთში სოფელ დანოში ვიყავი. ის დართლოსთან არის ახლოს. ძალიან მაგარი ადგილია, დართლოზე უფრო მაღლაა.
იქვე ახლოს ერთი ჩანჩქერი იყო, იქ საბანაოდ დავდიოდით ხოლმე. ის ჩანჩქერი ახლაც თვალწინ მიდგას....... საოცარი ადგილია.....

იქვე ახლოს იყო სოფელი კვავლო. მე მისი მზგავსი არაფერი მინახავს. კლდეში ჩამჯდარი არწივის ბუდესავით იყო ის სოფელი.... სასწაული სილამაზეა იქ.

ვისაც მთა არ უყვარს ის მთაში არ არის ნამყოფი............

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
თუშური შთაბეჭდილებები

Post by guruli » 22 დეკ 2006, 21:54

kopeina
ყაღი არის გამშრალი, გამხმარი დამარილებული ხორცი. მე გავსინჯე თუშეთში დათვის ყაღი, საინტერესო რამეა,
მე დიდად არ მომეწონა, თუმცა მითხრეს, ეს ბავშვებს გაკეთებულია რა დამუშავება აკლიაო.
შენ კალტიც გეცოდინება რა არის.....

აბა იცი?
თუ კარგად მახსოვს, ეგ ნადუღს რომ ნაწური რჩება, ისაა. აი, კოტორი კი კარგად მახსოვს. :lol:
დანოც ვიცი და დართლოც, მაგრამ... გადმოცემებით - ჩემი ბიძაშვილის ზარმაცი შვილების გამო დართლომდე ვერ ჩავაღწიე. გზაში დაგვაღამდა და დავბრუნდით უკან. აი, კვავლო კი არც გამიგონია.

User avatar
kopeina
მაწანწალა
Posts: 433
Joined: 25 ნოე 2006, 21:32
Location: თბილისი
Contact:
თუშური შთაბეჭდილებები

Post by kopeina » 22 დეკ 2006, 22:04

guruli
კალტი გამომშრალი ხაჭოს გუნდებია. ასე გუნდებად ინახავენ, ახმობენ და მერე მოფშვნიტავენ და საჭმელად ხმარობენ.... საინტერესოა არა? მწყემსებს მიაქვსთ ხოლმე ცხვარში .....

კვავლო სასწაული სოფელია კლდეში.... სურათებს მოვძებნი დავასკანირებ და ფორუმზე დავდებ. კარგი ხარისხი ვერ იქნება, მაგრამ რაღაც წარმოდგენას შეგიქმნით......

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
თუშური შთაბეჭდილებები

Post by guruli » 22 დეკ 2006, 22:14

kopeina
კალტი გამომშრალი ხაჭოს გუნდებია. ასე გუნდებად ინახავენ, ახმობენ და მერე მოფშვნიტავენ და საჭმელად ხმარობენ.... საინტერესოა არა?
უი, გამახსენდა. ეგენი პირველად რომ დავინახე ერთ ოჯახში, მდინარის ქვები მეგონა და ვიფიქრე, რაში ჭირდებათ, რატომ მოუგროვებიათ-მეთქი? :lol: :lol: :lol:

User avatar
kopeina
მაწანწალა
Posts: 433
Joined: 25 ნოე 2006, 21:32
Location: თბილისი
Contact:
თუშური შთაბეჭდილებები

Post by kopeina » 22 დეკ 2006, 22:28

guruli
კიდევ კარგი ის "ქვები" ალაზანში არ გადაყარე!!!!!!! თორემ თუშ მეცხვარეებს მშიერს დატოვებდი..... :D

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
თუშური შთაბეჭდილებები

Post by guruli » 22 დეკ 2006, 22:30

kopeina wrote:guruli
კიდევ კარგი ის "ქვები" ალაზანში არ გადაყარე!!!!!!! თორემ თუშ მეცხვარეებს მშიერს დატოვებდი..... :D
არა, სტუმრად ვიყავი და მაგდენს არ ვიკადრებდი. თან, საგანგებოდ ჰქონდათ აივანზე გაფენილი და მივხვდი, საჭირო იყო.

User avatar
gobe
მზიან ქვეყნის იეტი
Posts: 2146
Joined: 23 ივნ 2006, 11:30
Contact:
თუშური შთაბეჭდილებები

Post by gobe » 23 დეკ 2006, 13:49

kopeina wrote:guruli
კალტი გამომშრალი ხაჭოს გუნდებია. ასე გუნდებად ინახავენ, ახმობენ და მერე მოფშვნიტავენ და საჭმელად ხმარობენ.... საინტერესოა არა? მწყემსებს მიაქვსთ ხოლმე ცხვარში .....
ჩემი ცოლის ბებია, გვარად თალარიშვილი, წოვა თუში იყო. გათხოვებამდე ზემო ალვანში ცხოვრობდა. მისგან მქონდა გაგონილი ხაჭოს მშრალად შენახვის შესახებ, რომელსაც რაღაც დროის მერე ერბოიან ცხელ ტაფაზე ათავსებენ. ამ საჭმელს ეძახიან ხავიწს. ძალიან გემრიელია, სანამ ცხელია გაწელვაში შემწვარ ყველს არ ჩამოუვარდება.
ვფიქრობ, ალბათ სწორედ კალტისაგან ამზადებენ ხავიწს.

User avatar
kopeina
მაწანწალა
Posts: 433
Joined: 25 ნოე 2006, 21:32
Location: თბილისი
Contact:
თუშური შთაბეჭდილებები

Post by kopeina » 23 დეკ 2006, 15:05

gobe
მე მგონი ბევრ რამეში ხმარობენ გამომშრალ ხაჭოს. ისე ცოტა მომწარო გემო კი დაჰკრავს, მაგრამ კალორიულია და ზამთარში ერბოიან ტაფაზეც ფასდაუდებელია


Image

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
თუშური შთაბეჭდილებები

Post by Gvalva » 23 დეკ 2006, 15:09

აქაური ხაჭოსგან ვერ დავამზადებთ? :roll:

User avatar
kopeina
მაწანწალა
Posts: 433
Joined: 25 ნოე 2006, 21:32
Location: თბილისი
Contact:
თუშური შთაბეჭდილებები

Post by kopeina » 23 დეკ 2006, 15:20

Gvalva
როგორ არა, ტაფაზე ბლომად ერბო გაადნე და მერე ხაჭო ჩაყარე, კარგად ათუხთუხე, მერე მარილიც არ დაგავიწყდეს..... ისეთი კარგი გამოვა, ჩაფუშფუშებული და ყველივით გაიწელება.......

იფ, იფ........

მაგარი გემრიელი იქნება......

User avatar
zura N.
იეტი
Posts: 2483
Joined: 16 მარ 2006, 02:17
Location: არხოტი
თუშური შთაბეჭდილებები

Post by zura N. » 23 დეკ 2006, 17:19

kopeina wrote:Gvalva
როგორ არა, ტაფაზე ბლომად ერბო გაადნე და მერე ხაჭო ჩაყარე, კარგად ათუხთუხე, მერე მარილიც არ დაგავიწყდეს..... ისეთი კარგი გამოვა, ჩაფუშფუშებული და ყველივით გაიწელება.......

იფ, იფ........

მაგარი გემრიელი იქნება......
ვეთანხმები kopeina-ს მართლა ძალიან გემრიელია ხავიწი(იგივე ხაჭო-ერბო :wink: :) ), მეც გამასინჯეს ერთხელ ახმეტაში. :)
bisnashi bolavs grubeli,
caze ciskari krtebisa...
seni mchirs ganukurneli,
trpoba arxvatis mtebisa...

User avatar
kotetbeli
იეტი
Posts: 2423
Joined: 15 სექ 2004, 15:44
Location: Tbilisi
თუშური შთაბეჭდილებები

Post by kotetbeli » 23 დეკ 2006, 19:03

kopeina
guruli
Gvalva
zura N.

უუუუხ, მაგას ასევე ეძახიან "ხაჭო-ერბოს", უუუუხხ, ძაააან მაგარია! :wink:
მიწა გრძნობს ვინ დასდის ზემოდან...

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]