თუშური შთაბეჭდილებები

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
თუშური შთაბეჭდილებები

Post by guruli » 04 ივნ 2007, 22:55

Kavtaradze, არა, უფრო გვიან თუ წავალთ. მოკლედ, მანამ დაბრუნდები.

User avatar
Kavtaradze
იეტი
Posts: 1151
Joined: 27 მაი 2007, 23:34
Location: კოსმოს
თუშური შთაბეჭდილებები

Post by Kavtaradze » 04 ივნ 2007, 23:03

guruli
ვერ მივხვდი :D ჩემ ჩამოსვლამდე? :)

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
თუშური შთაბეჭდილებები

Post by guruli » 04 ივნ 2007, 23:24

Kavtaradze - აგვისტომდე არ მივდივართ.

User avatar
Duckling
მაწანწალა
Posts: 481
Joined: 10 ივლ 2005, 09:43
Location: მეხუთე სართული :)
Contact:
თუშური შთაბეჭდილებები

Post by Duckling » 15 ივნ 2007, 23:23

gTxovT mipasuxot daalxoenit rom vicode ra tanxaa sahciro casasvlelad? sakvebs ertad kidulobt tu kvelas tavisi moaqvs? nau da qratulad ratom aRar wers? :(

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
თუშური შთაბეჭდილებები

Post by guruli » 16 ივნ 2007, 13:14

Duckling - ჯერ ჩვენც არ ვიცით ფასები დაზუსტებით. მგონი, საკვების ერთად ყიდვა აჯობებს... წასვლამდე შეკრება დაინიშნება და მოდი იქ, მაგეებზე ვილაპარაკებთ.

User avatar
Duckling
მაწანწალა
Posts: 481
Joined: 10 ივლ 2005, 09:43
Location: მეხუთე სართული :)
Contact:
თუშური შთაბეჭდილებები

Post by Duckling » 17 ივნ 2007, 11:54

kargi. aucileblad. :)

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
თუშური შთაბეჭდილებები

Post by guruli » 17 ივნ 2007, 15:51

ბატონი გიორგი ბაგრატიონი მაპატიებს და დასწრებაში ან საავტორო უფლებების დარღვევაში არ ჩამომართმევს, მაგრამ იმდენად კარგი ამბავი მითხრა, ვერ ვითმენ, არ გაცნობოთ.
თურმე ნუ იტყვით და ხელისუფლებას დიკლოს ძველი ნაციხარის აღდგენა განუზრახავს... თუშეთში სხვა რამეებისაც, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვნად ეს მიმაჩნია, რადგან ცხადად წარმომიდგენია ზედ საზღვარზე, ლეკთა სოფლებზე გადამგდგარი ეს მრისხანე ციხე...
და ეს ტურისტებისთვის რა სანახაობა იქნება!

User avatar
Toma
იეტი
Posts: 2655
Joined: 27 ივლ 2005, 21:50
Location: Tbilisi
თუშური შთაბეჭდილებები

Post by Toma » 09 ივნ 2010, 13:57

kotetbeli wrote:თუშეთიდან ჩამოვედი. სით ვიყავ, რაგვერ ვიყავი, ემანდ უსტარში გეტყვითა: გომეწრის ხეობაში გახლდით, სადაც მთები ფშავის მთებზე უფრო მაღალია და მოსახლეობა-ხევსურეთის მოსახლეობაზე უფრო მრავალი. ეს ყველაფერი განაპირობებს იმას, რომ ადათ-წესები შედარებით კარგადაა შემონახული, კარგად შემონახულს კარგი დამთვალიერებელ-მნახველი უნდაო და მეც შემოვახტი ცხენს... შემოვახტი და ქედი ცას მივაბჯინე... ჩავიხედე ქვეშ და აწვერილი მთების შუაში მატყლივით ჩაფენილი ნისლი დავინახე... მერე თუშმა გოგომ შემომხედა და თავისი მზერით უსასრულო სივრცეში გამტყორცნა...
ჩემ თუშ მეგობართან ჩავედი ქვემო ალვანში, რომელიც შესანიშნავადაა დაპროექტებული თავისი ლარივით გაჭიმული და მართი კუთხეებით გადაბმული ქუჩებით. ქვემო ალვანიდან მეორე დღეს თუშეთისკენ ავიღეთ გეზი სამხიდიანი "კამაზით", რომლის საბარგულზეც 25-მდე მგზავრი ვისხედით, ოღონდ, როგორც მძღოლმა თქვა, 20 ტონა(!) სამშენებლო მასალისა და პროდუქტების ზემოდან... ის იყო, ალვანს გავცდით, რომ ჩემმა მეგობარმა მითხრა- აბა, იმ მთას შეხედეო (გზისკენ ზურგით ვიჯექი), შევხედე და გავვოცდი, ეს ის ლეგენდარული უღელტეხილი-"ცერი" იყო, რომლის იქითაც თუშეთის ჰაერი ქროდა. დიდ ნისლში უზარმაზარი მთის კონტურები გაურკვევლად ჩანდა. ვაა, რამხელაა-მეთქი და... ჩემმა მეგობარმა გაიცინა, რასაც ხედავ, ეგ ცერის ძირიაო... და მაშინ ვითხოვე პირველი ჭიქა არაყი... ბევრი რომ არ გავაგრძელო, კარგად შევთვერით, თან ორი ძალიან ლამაზი თბილისელი სტუმარი გოგოც მგზავრობდა ჩვენთან ერთად და, რამდენად უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს, მასეთი უსასიამოვნოესი სანახაობა დედამიწის ზურგზე, როგორიც ლამაზი გოგოა, ძალიან უწყობს ხელს მალე დათრობას... როდესაც სასიამოვნო "ტემპერატურას" მივაღწიე, სუფრას გამოვეთიშე და შუა საბარგულში მყუდროდ მოვთავსდი და ერთ-ერთ გოგოს ბიოლოგიაზე ვესაუბრებოდი(ცხოვრებაში პირველად ვსაუბრობდი ბიოლოგიაზე), რეზომ, ჩემმა მეგობარმა, აბა ეხლა ძირს გადაიხედეო. წამოვიწიე, გადავიხედე და... მაშინ მივუჯექი სუფრას მეორედ... ალბათ ცხოვრებაში ყველაზე თავმდაბალი გრძნობით მაშინ დავლიე ღმერთის სადიდებელი, ალბათ მაშინ მქონდა ყველაზე ჭეშმარიტი ცხოვრებისეული ფასეულობების შეგრძნება...
100 კილომეტრისა და 10 საათიანი მგზავრობისას გავიარეთ შემდეგი სოფლები: ლალისყური, ფშაველი, ლეჩური, ჭალა, ხისო, ომალო, ზემო ომალო, მირგველა, ბოჭორნა, დოჭუ, ბეღელა, ჯვარბოსელი, ალისგორი, ვერხოვანი და ყველაზე ბოლო და ლამაზ სოფელს, კოკლათას მივადექით, რომელიც მთის თავზეა შეფენილი. ისევე, როგორც ყველა სოფელში, აქაც სახლის კედლებიც და სახურავიც სხიპი ქვებით, ყოველგვარი დუღაბის გარეშეა აშენებული. დადგენილი წესით, კოკლათა ერთადერთი სოფელია, სადაც მხოლოდ ერთი გვარის ბიძაშვილები- ბაშინურიძეები ცხოვრობენ, რადგან სიძისთვის იკრძალება იმ ადგილას სახლის აშენება, თავისდროზე გადამხდარი მზაკვრული ისტორიის მქონე ძველი თქმულების გამო, რომლის მიხედვითაც, მოსულმა სიძემ სოფლის უხუცეს მკვიდრს მოკვლა დაუპირა.
არ მინდა ყველაფრის დაწვრილებით დაწერა, "თავს რომ ვხდი" თითქოს მოგონების გარკვეული ნაწილი "ქარვდებაო"...
7 აგვისტოს კოკლათის სალოცავის, მთავარანგელოზის დღეობა იყო. სოფლის ციხე-კოშკიდან დროშა და ზარი გამოიტანეს, შემდეგ კი ალუდით და არყით დავილოცეთ.
კოკლათის მთავარანგელოზის დღეობამდე, მე, ჩემი მეგობარი რეზო და რეზოს ბიძაშვილი ჯარჯი წოვათაში წავედით ცხენებით, ჯარჯის შეთქმული ხარი უნდა წამოგვეყვანა კოკლათაში. წოვათა რამდენიმე კილომეტრშია კოკლათიდან, თუმცა, ის "რამდენიმე" კილომეტრი უვიწროესი ბილიკია სავალი, რომლის ქვემოთ ხრამში წვრილად მოჩანს ალაზანი, ზემოდან კი, მთის ზედა ნახევარი დაგყურებს. როგორც კი ამ ბილიკს შევუდექით, დაახლოებით ისეთი ტონით, როგორითაც თბილისის რომელიმე კაფეში მყუდროდ მჯდომი ეტყვი ვინმეს- "ჩაიში შაქარს ნუ ჩაყრი, ისე ჯობია", ჩემმა მეგობარმა მითხრა: "უზანგებში ფეხს ნუ გაყოფ, ცხენს ფეხი თუ ჩაუვარდა უნდა გადმოხტე..." როდესაც ასეთი შემთხვევებით დაღუპული ადამიანების მოსახსენებლად დადგმულ ნიშასაც ჩაუვლი გვერდზე, სიკვდილი უკვე ძალიან ახლოსაა, თითქოს აგედევნა და ცხენით მოგყვება...
გზად გავიარეთ ლეგენდარული სოფელი, 400-მდე მეომრის გამომყვანი-"წარო", რომელსაც გადმოცემით ერთი მთლიანი სახურავი ჰქონდა მტრისგან დასაჯავშნად და საერთოდ უჩინარი იყო. თუშეთის ამ უძლიერეს სოფელში ეპიდემია გაჩენილა ერთ ზამთარს. ეპიდემია რომ არ გავრცელებულიყო, მთელი სოფელი ჩაკეტილა და თვითონვე ამოხოცილან ერთიანად...
გადავედით წოვათაში, ბილიკზე კონცენტრირებისაგან ფსიქოლოგიურად დავიღალე. მოკლედ, ხარი ვერ ვიპოვეთ და მის პოვნას მწყემსები შემდეგი დღისთვის შეგვპირდნენ, მაგრამ ჩემ ბედზე მთელი წოვათა მოვიარეთ მის ძებნაში. წოვათა არის ალაზანს გაყოლებული გრძელი და ვაკე ადგილი, რომელიც უზარმაზარი მთების შუაშია მოთავსებული.
შებინდდა. უკან იგივე გზა გველოდა... და მაშინ მივხვდი როგორი იყო ის უცნაური და უბადლო სიმამაცე, რომლის მეშვეობითაც თუშებმა სხვადასხვა დროის უძლიერესი და უამრავი მტერი დაძლიეს... იმაზე აღარ იყო ლაპარაკი, რომ შინ დაბრუნება გვეჩქარა დაღამებამდე. იქვე, ცხვრის ბინაში შევიარეთ ჯარჯის მეგობარ მეცხვარესთან, დავლიეთ შვიდიოდე ჭიქა არაყი და გავსინჯე გორდილა- მეცხვარეების პური, იგივე მოხარშული ცომი, წავუქეიფეთ... აი, იმ ქეიფის მერე იყო, რომ ზემოთ ნახსენებ "საშიშ" ბილიკზე შუაღამისას ცხენებს მივაჭენებდით ჩვენი სოფლისკენ... აქეთ გავიხედე, იქით გავიხედე და... ის ოხერი სიკვდილი სადღაც გამპარვიყო, აღარსად ჩანდა... ცხოვრებაში ყველაზე ნაკლებად მაშინ ვიყავი სიკვდილის შიშზე დამოკიდებული... თურმე, სიკვდილმა თუ ვერ შეგაშინა, მერე გიმეგობრდება. ეს სიმამაცე და გამბედაობა გააზრებულია და ამაშია მისი უბადლო სიძლიერე: თუ სუფთა გულით იტყვი ღმერთის სადიდებელს, შენ სიტყვაში ჩადებ ძალას და ღმერთისადმი მინდობას, შენ ზეადამიანური შესაძლებლობების ხარისხში ახვალ, საჭიროების შესაბამისად!.. ყველაზე ტკბილი სათქმელის დროც სწორედ ახლაა: თუშეთიდან გამომყვა ულამაზესი თუში გოგოს უკეთილშობილესი და უკეთილგონიერესი მზერა, როდესაც კოცონთან მარტო მდგომს ცხენით ჩამიქროლა და ფიჩხებს ლაწალუწი დააწყებინა... ეს გრძნობა რუსთაველისეულ რანგშია, სპეტაკია და ზარივით ძლიერი, უსასრულო სივრცის მომცველი...
მე თუშეთიდან ჩამოვედი!
ამ ჩანახატის მერე შემიყვარდა თუშეთი სადაც ჯერ ნამყოფი არ ვარ და ამ ჩანაწერმა დამანახა ტბელის სულის ბნელი კუთხეებიიიი :) გაიხარე კოტე ძალიან ლამაზი სულის ადამიანი ხარ.
ცხოვრება მშვენიერია :D

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]