კვადროციკლებით ლაშქრობა კვარიათში
Posted: 09 სექ 2008, 10:15
ეს ლაშქრობა ივნისში შედგა კვარიათში ყოფნის დროს.
მე, რუხი და ჩვენი რამდენიმე უცხოელი კოლეგა გავედით ერთად.
მართალი გითხრათ კვადროციკლებით მთაში გასეირნება ძალიან სასიამოვნო და სახალისო აღმოჩნდა
კვარიათის სანაპიროს უკან მთები რომ მოსჩანს აი იმ მთებზე განვახორციელეთ კვადროციკლებით ასვლა, მარშუტის სიგრძე ასე 15 კმ ია, კვარიათი რომ სრულდება მარცხნივ შედის ასახვევი სოფელში, აი ამ გზას უნდა აჰყვეთ, შემდეგ მარჯვენა მხარე უნდა დაიჭიროთ, თუ სწორად მიდიხართ თქვენს მარჯვნივ ზღვა მოსჩანს და ლამაზი ხედი იშლება, შემდეგ მარცხნივ უხვევთ და იწყება აღმასვლა, საკმაოდ მაღალზე ახვალთ, სარფის სასაზღვრო პუნქტს ზემოდან დაჰხედავთ, იქვე შენდება ახალი გუმბათოვანი ეკლესია, ხოლო მეორე ძველი მე-9 საუკუნის იოანე ნათლისმცემლის საყდარი გვერდით მოპირდაპირე მხარეს მთის კალთაზე შემაღლებულზე დგას და დღესდღეობით რესტავრაცია უკეთდება.
გზაზე წყაროა და რამდენიმე რაკრაკა ხევზეც მოგიწევთ გადასვლა.
ამ მარშუტს სწრაფი ტემპით 2 საათში გაივლით, ხოლო სვენებსვენებით და გაჩერებებით 4 საათი დასჭირდება.
ახლა კი ფოტოები.