Page 1 of 11

ხადას ხეობა - 7.09.08

Posted: 07 სექ 2008, 23:43
by Int3lig3nt
ამ გასვლას khrukhuna-ს ვუძღვნი :).
ძალიან უნდოდა ჩვენთან ყოფნა, მაგრამ საპატიო მიზეზის გამო ვერ მოახერხა.

ლაშქრობით კმაყოფილი ვარ.
რეპორტაჟში დაწვრილებით დავწერ ყველაფერს :).

1. რეგიონი:
დუშეთის რაიონი

2. მარშუტის დასახელება:
თბილისი - ელგუჯას ციხე - ბეგონი - წკერე - ჩანჩქერი - ბეგონი - იუხო - თბილისი

3. ხანგრძლივობა:
ერთი დღე

4. სირთულე:
საშუალო, ფრაგმენტულად რთული.

5. გასვლის, ლაშქრობის ღირებულება
10 ლარი

6. მონაწილეთა რაოდენობა
35 (ორი მიკროავტობუსი)

7. ორგანიზატორი
Int3lig3nt

8. დანიშნულების პუნქტთან უახლოესი დასახლებული პუნქტი:
ქვეშეთი და ხადის ხეობის სოფლები.

9. მარშრუტის სიგრძე ტრანსპორტით:
110 კმ

10. ფეხით გავლილი მანძილი:
10-15 კმ

11. სანახავი და ყურადღებამისაქცევი ადგილები:
ელგუჯას ციხე, ცეცხლიჯვარი, მჟავე წყლები, ქოროღოს ციხე, თორმოწამოს ეკლესია (თუ სწორად მახსოვს), იუხოს კოშკი და ხადის ხეობის სხვა კოშკები

12. საბანაკე ადგილები:
ძალიან ბევრია, არ არის დაბანაკება პრობლემა.

13. სასმელი წყალი მარშრუტზე:
სოფლებში არის წყალი

14. საჭირო აღჭურვილობა, რჩევები:
წყალში სატოპად მოხერხებული ფეხსაცმელი, საწვიმარი, მზისგან დამცავი ნელსაცხებლები, ქუდი.

15. გასვლისთვის, ლაშქრობისთვის საუკეთესო დრო:
თუ თოვლი არ არის, ნებისმიერ დროს, თუმცა ალბათ ზაფხული ჯობია.

16. რისკები, საფრთხეები:
თუ ძალით არ აეუტეხე თავს რამე, არ არსებობს.

17. უახლოესი ღირსშესანაშნავი ადგილი, რომელიც დროის გახანგრძლივების შემთხვევაში, შეიძლება, ამ გასვლის ფარგლებში ინახოს:
ანანური, ლომისის ეკლესია.

18. რუქა, ჯი-პი-ეს-მონაცემები
Google Map-ზე ვნახავ და დავწერ დაახლოებით.

19. სასარგებლო საკონტაქტო ინფო:
არ საჭიროებს

20. გასვლის, ლაშქრობის შეფასება 10 ბალიანი სისტემით
ერთ მიკროავტობუსში 8 გამოვიდა, მეორეში 9.
საერთო ჯამში 8,5

ხადას ხეობა - 7.09.08

Posted: 08 სექ 2008, 00:14
by Duckling
კარგი ლაშქრობა იყო ძალიან, 9ით შევაფასე

ხადას ხეობა - 7.09.08

Posted: 08 სექ 2008, 01:50
by Archil
ჩანჩქერში შეხვედით?

ხადას ხეობა - 7.09.08

Posted: 08 სექ 2008, 10:59
by Nini_A
მართლაც ძალიან კარგი ლაშქრობა იყო, მეც 9-ით შევაფასე

და შემდეგ კვირას სად წავიდეთ? :roll: :lol: :roll:

ხადას ხეობა - 7.09.08

Posted: 08 სექ 2008, 11:04
by teo-
Archil
heh ra kai kitxva dasvi :lol: :lol: :lol:

ხადას ხეობა - 7.09.08

Posted: 08 სექ 2008, 11:07
by pataputina
8,5


:roll:


კი არა და
მეც არ ვთქვი რატომ მტკივა კუნთებიმეთქი
ჰხუხ



ისეთი ნამეტნავად კარგი მწუუუნე მინდორ-ველებ მჩქეფარე ჩანჩქერ-მდინარეები იყო
რომ
ცოდვა იყო
მანდ მხოლოდ ერთი დღით წასვლა



:roll:

ხადას ხეობა - 7.09.08

Posted: 08 სექ 2008, 11:12
by Duckling
მომენტებში იყო ცოტა რთული ასასვლელები, დახმარების გარეშე გამიჭირდებოდა მაგრამ ზუსტადაც ასეთი რაღაცეები ხდის ლაშქრობას უფრო საინტერესოს
მოკლედ ძალიან მაგარი იყო
:)

ხადას ხეობა - 7.09.08

Posted: 08 სექ 2008, 11:31
by amigo
მშვენიერი ლაშქრობა იყო, ხადას ხეობამ ყველა გვასიამოვნა

Image

ხადას ხეობა - 7.09.08

Posted: 08 სექ 2008, 11:32
by ZVIOSULI
Duckling

Sena gena romeli xar?

ხადას ხეობა - 7.09.08

Posted: 08 სექ 2008, 11:34
by amigo
ესეც თვითონ ხეობა :)

Image

ხადას ხეობა - 7.09.08

Posted: 08 სექ 2008, 11:36
by amigo
ზარები :)

Image

ხადას ხეობა - 7.09.08

Posted: 08 სექ 2008, 11:37
by pataputina
amigo wrote:მშვენიერი ლაშქრობა იყო, ხადას ხეობამ ყველა გვასიამოვნა

Image

ჰხოოდა
შენ მაინც გეცოდინება
რატომ იყო
ეგ ქვაკლდეები
ალაგ-ალაგ ეგრე გაშავებული???


:roll:

ხადას ხეობა - 7.09.08

Posted: 08 სექ 2008, 11:38
by amigo
ხეობის ბოლოში არის კედელივით აღმართული კლდე. სურათზე მოჩანს თოვლიც კლდეში

Image

ხადას ხეობა - 7.09.08

Posted: 08 სექ 2008, 11:40
by Archil
teo- wrote:Archil
heh ra kai kitxva dasvi :lol: :lol: :lol:
დანარჩენი რომ ნახეთ, კი ეწერა და ისედაც ადვილი მსახვედრია. ზედა სოფელთან რომ დიდი ჩანჩქერია, იქ შევედი, მარა ბოლომდე ვერა - მარტომ გადავწყვიტე შესვლა, ლამაც აღარ გამომყვა და ბოლომდე - ჩანჩქერის მიერ წარმოქმნილ აუზში შევლა უკვე ვეღარ გავრისკე, თანაც წყალი ნამეტარი "თბილი" იყო და ... ერთი სიტყვით რაც ჩამრჩა აუხდენელად, მაგი იყო და პირველად მაგიტომაც ვიკითხე ჩანჩქერი... ვინმე რომ გამომყოლოდა ხელის შემშველებლად, "სტრახოვკაზე", შევიდოდი და...

ჰა, იყავით თუ არა?

გამახარეთ, მითხარით ვიყავითო :lol:

ხადას ხეობა - 7.09.08

Posted: 08 სექ 2008, 11:41
by amigo
pataputina
ალბათ სველია მაგ ადგილას ქვები და იმიტომ არის შავი ფერის. წყალი ჩამოდის ზოგან.

ეს სურათი სხვა დროსაა გადაღებული - ზღვაზე, თუმცა აქ მაინც დავდებ :)

Image