Page 1 of 10

ბეთანია - 31.08.08

Posted: 01 სექ 2008, 01:00
by Int3lig3nt
ჰო, მგონი მეხუთედ ვიყავი ბეთანიაში და ეს ყველაზე საუკეთესო გასვლა იყო :).

თავის ხალხიანა, თავგადასვალიანა და ყველაფრიანა.

და რა თქმა უნდა, ლამა იყო ჩვენთან ერთად, რაც ლაშქრობის საუკეთესოდ ჩავლის გარანტიაა :D.

ტყუილად კი არ დაწერა აბალდუიმ, ერთი კოლორიტი მაინც უნდა ”წაიღო” ლაშქრობაში :D.

მოკლედ, მადლობა ყველას, ვინც დღეს ჩვენთან ერთად იყო, ფიზიკურად და სულიერად :).

1. რეგიონი:
თბილისი (?)

2. მარშუტის დასახელება:
თბილისი - ახალდაბა - ბეთანია - ვერე - ნაფეტვრების გზა - თბილისი

3. ხანგრძლივობა:
1 ძალიან მაგარი დღე

4. სირთულე:
საშუალო

5. გასვლის, ლაშქრობის ღირებულება
7 ლარი

6. მონაწილეთა რაოდენობა
20

7. ორგანიზატორი
Int3lig3nt

8. დანიშნულების პუნქტთან უახლოესი დასახლებული პუნქტი:
ახალდაბა, წყნეთი

9. მარშრუტის სიგრძე ტრანსპორტით:
არ ვიცი, 20-25 ალბათ

10. ფეხით გავლილი მანძილი:
20 კმ-მდე, შეიძლება მეტიც

11. სანახავი და ყურადღებამისაქცევი ადგილები:
ბეთანიის მონასტერი

12. საბანაკე ადგილები:
არის ბლომად, ოღონდ წყალია პრობლემა

13. სასმელი წყალი მარშრუტზე:
ახალდაბაში, ბეთანიის მონასტერთან.

14. საჭირო აღჭურვილობა, რჩევები:
წყალში სატოპად მოხერხებული ფეხსაცმელი, საწვიმარი, მზისგან დამცავი ნელსაცხებლები, ქუდი.

15. გასვლისთვის, ლაშქრობისთვის საუკეთესო დრო:
ნებისმიერ დროს.

16. რისკები, საფრთხეები:
თითქმის არ არსებობს.

17. უახლოესი ღირსშესანაშნავი ადგილი, რომელიც დროის გახანგრძლივების შემთხვევაში, შეიძლება, ამ გასვლის ფარგლებში ინახოს:
რა ვიცი აბა...

18. რუქა, ჯი-პი-ეს-მონაცემები
იმედია არჩილი დაწერს და დავამატებ.

19. სასარგებლო საკონტაქტო ინფო:
ისეთი არაფერი...

20. გასვლის, ლაშქრობის შეფასება 10 ბალიანი სისტემით
დაველოდოთ შეფასებებს.

ბეთანია - 31.08.08

Posted: 01 სექ 2008, 01:16
by ARCHILI
მე რატომ არ წამიყვანეთ?



ნულიანი თქვენ...

ბეთანია - 31.08.08

Posted: 01 სექ 2008, 01:18
by perwkli
ჩემი შეფასება 5

ბოდიალის ხათრით :lol:

:roll:

ბეთანია - 31.08.08

Posted: 01 სექ 2008, 02:21
by Int3lig3nt
მარშრუტის რუკა:

(დააწკაპუნეთ, გასადიდებლად)
Image

1. წითელი ხაზი
გზა ახალდაბიდან მონასტრამდე. სამწუხაროდ ტყეში ბილიკები არ ჩანს და დაახლოებით გავაკეთე ტეხილები (5კმ-მდე გამოდის მგონი).

2. ყვითელი ხაზი
გზა მონასტრიდან ”საქეიფო” ადგილამდე


3. იასამნისფერი ხაზი
გზა ”საქეიფო” ადგილიდან, მდინარის დატოვებამდე.

4. ლურჯი ხაზი
გზა მდინარიდან (აქ უკვე დაბნელება დაიწყო) მიკროავტობუსამდე (ყველაზე რთული მონაკვეთი)

ახლა მეზარება და დროებს ხვალ მივაწერ...

ბეთანია - 31.08.08

Posted: 01 სექ 2008, 02:25
by lama
Int3lig3nt
ბრავო ყველა მოსახვევი გამახსენდა

ძალიან ზუსტია :wink:

ბეთანია - 31.08.08

Posted: 01 სექ 2008, 10:13
by Archil
ლაშქრობა გამოგვივიდა, ფეხით საკმარისად ვიარეთ. თავიდან მეგონა ექსკურსიაზე მივდიოდით - შეთანხმების მიხედვით ახალდაბიდან უნდა მივსულიყავით ბეთანიამდე და შემდეგ ისევ ახალდაბაში დაგვხვედროდა სამარშუტო. მაგრამ სპონტანურად მიღებულ იქნა გადაწყვეტილება თბილისში ფეხით დავბრუნებულიყავით და .... შესაბამისად ფეხსაცმელითაც და სხვა ყველაფერითაც მოუმზადებელი აღვმოჩნდით... ფანრებიც არ ქონდა ხალხს ღამით სასიარულოდ...

წყალში გაგვეჭედა მაგრად. მდინარეში ვიდედქით და წყურვილით ვკვდბოდით. მდინარე ვერა სასმელად მთლად ვერ გამოდგება. ჩემი "ბაკლაშკაც" (მათარა) ბოლომდე გამოიწრუპა, სხვებს რაღა დაემართებოდათ. ვინც იცონბს ჩემს ბაკლაშკას, მიხვდება მაგი რას ნიშნავს....

ქალაქში რომ შემოვედით, უახლოემა მინი მარკეტმა წყლის გაყიდვების კვირის გეგმა შეასრულა.... იმის გამო, რომ არ ვაპირებდით მდინარით სიარულს მომარაგებული საკმარისად არ იყო წყალი და ყველანი კარგად მოწყურებულნი გახლდით. სახლში მისვლამდე ლიტრი წყალი შემომესვა...

მიუხედავად რიყის ქვებზე ბორიალისა, სიბნელეში (მთვარემაც ვერ გაქაჩა, არ ჩანდა) ბორიალისა, ყველანი მხიარულად და მხნედ ვიყავით. ბოლოს ერთმანეთთან დაშორება გვენანებოდა...

ჰოდა კიდევ ვიყავით ოცნი. უმეტესად გოგონები. ბიჭებიდან ვიყავით ინტელა, ლამა, ზვიოსული, კონსტანტინე, მე. მგონი ეგ ვიყავით. დანარჩენი გოგოები.

ბეთანია - 31.08.08

Posted: 01 სექ 2008, 10:20
by ZVIOSULI
Image

თურმე
მე არ ვიცოდი
მდინარე ვერეჩკის აყოლება საკმაოდ კარგი 2 დღიანი სალაშქრო მიდოამო
რადგან - ახლოა, მდინარიანია, ხევია და ცოტა ბევრს თუ ივლით ტყეა საკაიფო

ხო და კიდევ 1 - მდინარის წყალი სასამლეავ ვარგისიანია რადგან მე ჯერ კიდევ კარგად ვარ!


maikomaiko
აბა ათიანი შენთვის როგორიაჰ

ჩემთვის 7,6 ქულიანი იყო Image

ბეთანია - 31.08.08

Posted: 01 სექ 2008, 10:23
by ZVIOSULI
მეორეც

ტერფები ისე მტკივა თიტოს სისხლძარღვების ნაცვლად ხის ნაჭრების მედოს შიგნით

დაკაწწრული ვარ
Image
ფეხებ დაღლილი

ხელის გულებშI რაღცა ხიჭვებს ვგრძნობ რომლებსაც ვერ ვიღებ

მეძინება

ყავას ველოდები .........Image

ბეთანია - 31.08.08

Posted: 01 სექ 2008, 10:34
by Int3lig3nt
Archil
ნიკოლოზი
ოე, ნიკოლოზ :D.

ნიკოლოზი კი არა, კონსტანტინე თუ კოტე, თუ კოკა.

ბეთანია - 31.08.08

Posted: 01 სექ 2008, 10:38
by lama
Int3lig3nt wrote:კონსტანტინე.
ნამდვილად :)

konstantine

ბეთანია - 31.08.08

Posted: 01 სექ 2008, 10:39
by ZVIOSULI
აუუ, ჩემი ნაგავი, ჩემი ნაგავი სად არის, მარშუტკაში დამრჩა და რა ბედი ეწია, რც მე ეგ ვათრია ბლინ............

Image


maikomaiko
ბლოგში რაც გიწერია აქ რო გადმოგეტანა?
Image

ბეთანია - 31.08.08

Posted: 01 სექ 2008, 10:43
by ZVIOSULI
Int3lig3nt
წითელი ხაწის სამხრეთით რაღაც დასახლებებივით როა, ეგ ხომ გავიარეთ?


lama
და მონასტრიდან საქეიფო ადგილეამდე თურემ როგორ შეგვეძლო გზა მოგვეჭრა

ლამა მოგეჭრა ცხვირისირცხვილით Image

ბეთანია - 31.08.08

Posted: 01 სექ 2008, 10:55
by Tikalo?!
კარგი გასვლა იყო მომეწონაა ფრიად მიუხედავად იმის რომ

კარგად დაფხაჭნილ ფეხ-ნატკენი ვარ

შეფასება ასე 8 ქულა ZVIOSULI
[აუუ, ჩემი ნაგავი, ჩემი ნაგავი სად არის, მარშუტკაში დამრჩა და რა ბედი ეწია]

შენი ნაგავი ბატონმა არჩილმა დააბინავა აბა შენ რომ მიატოვე სამარშუტეში რა გეგონა ????

ბეთანია - 31.08.08

Posted: 01 სექ 2008, 11:10
by ZVIOSULI
Tikalo?!
შენა და რომლი ხარ აბა
Image

ან რა გეზმანა მითხარ და მივხვდები
Image

ბეთანია - 31.08.08

Posted: 01 სექ 2008, 11:41
by Archil
Int3lig3nt wrote:Archil
ნიკოლოზი
ოე, ნიკოლოზ :D.

ნიკოლოზი კი არა, კონსტანტინე თუ კოტე, თუ კოკა.
ეგეთები ჩემგან მოსულა... იგოეთი და ნიგოეთი.... სხვებს უკვე აღარ უკვირთ.. შევასწორე უკვე ;)

მე კოკა ვიცოდი და აქ როგორ იყო დარეგისტრირებული, მაგი აღარ გადამიმოწმებია :) ვიცოდი რომ სრული სახელით იყო და...