
თავის ხალხიანა, თავგადასვალიანა და ყველაფრიანა.
და რა თქმა უნდა, ლამა იყო ჩვენთან ერთად, რაც ლაშქრობის საუკეთესოდ ჩავლის გარანტიაა

ტყუილად კი არ დაწერა აბალდუიმ, ერთი კოლორიტი მაინც უნდა ”წაიღო” ლაშქრობაში

მოკლედ, მადლობა ყველას, ვინც დღეს ჩვენთან ერთად იყო, ფიზიკურად და სულიერად

1. რეგიონი:
თბილისი (?)
2. მარშუტის დასახელება:
თბილისი - ახალდაბა - ბეთანია - ვერე - ნაფეტვრების გზა - თბილისი
3. ხანგრძლივობა:
1 ძალიან მაგარი დღე
4. სირთულე:
საშუალო
5. გასვლის, ლაშქრობის ღირებულება
7 ლარი
6. მონაწილეთა რაოდენობა
20
7. ორგანიზატორი
Int3lig3nt
8. დანიშნულების პუნქტთან უახლოესი დასახლებული პუნქტი:
ახალდაბა, წყნეთი
9. მარშრუტის სიგრძე ტრანსპორტით:
არ ვიცი, 20-25 ალბათ
10. ფეხით გავლილი მანძილი:
20 კმ-მდე, შეიძლება მეტიც
11. სანახავი და ყურადღებამისაქცევი ადგილები:
ბეთანიის მონასტერი
12. საბანაკე ადგილები:
არის ბლომად, ოღონდ წყალია პრობლემა
13. სასმელი წყალი მარშრუტზე:
ახალდაბაში, ბეთანიის მონასტერთან.
14. საჭირო აღჭურვილობა, რჩევები:
წყალში სატოპად მოხერხებული ფეხსაცმელი, საწვიმარი, მზისგან დამცავი ნელსაცხებლები, ქუდი.
15. გასვლისთვის, ლაშქრობისთვის საუკეთესო დრო:
ნებისმიერ დროს.
16. რისკები, საფრთხეები:
თითქმის არ არსებობს.
17. უახლოესი ღირსშესანაშნავი ადგილი, რომელიც დროის გახანგრძლივების შემთხვევაში, შეიძლება, ამ გასვლის ფარგლებში ინახოს:
რა ვიცი აბა...
18. რუქა, ჯი-პი-ეს-მონაცემები
იმედია არჩილი დაწერს და დავამატებ.
19. სასარგებლო საკონტაქტო ინფო:
ისეთი არაფერი...
20. გასვლის, ლაშქრობის შეფასება 10 ბალიანი სისტემით
დაველოდოთ შეფასებებს.