Page 2 of 20

27-28 აგვისტო-გერგეტა,დარიალი,სნოს ხეობა და სხვა

Posted: 29 აგვ 2008, 12:10
by khrukhuna
გზად გერგეტამდე..
ხრუხუნა
Image
Image

გიო
Image
Image

ნესა
Image
Image
აბალდუი, ელე
Image
Image

ელენე
Image
Image

თამუსია..

Image
Image

27-28 აგვისტო-გერგეტა,დარიალი,სნოს ხეობა და სხვა

Posted: 29 აგვ 2008, 12:13
by txapnia
http://allshares.ge/download.php?id=E4B1462A18

es xalxnoo chei mier gadagebuli suratebis linkebii aq ramdenim mdzinare da am dgeebshi reportazhis saxlit davdebb

27-28 აგვისტო-გერგეტა,დარიალი,სნოს ხეობა და სხვა

Posted: 29 აგვ 2008, 12:14
by lama
khrukhuna
ძალიან მიხარია შენ და კოკა, რომ ხართ ჩვენთან

ვიხაროთ და ვიბედნიეროთ

27-28 აგვისტო-გერგეტა,დარიალი,სნოს ხეობა და სხვა

Posted: 29 აგვ 2008, 12:15
by Jnosy
თამუსია არ წამოწვა არსად და არ დაიძინა?

27-28 აგვისტო-გერგეტა,დარიალი,სნოს ხეობა და სხვა

Posted: 29 აგვ 2008, 12:18
by ARCHILI
Jnosy wrote:თამუსია არ წამოწვა არსად და არ დაიძინა?
რას ამბობ, ჯნოს, აბა, მაგის გარეშე შეიძლება? თითქმის ყველა შესაძლო ადგილას...


:lol: :lol: :lol:

27-28 აგვისტო-გერგეტა,დარიალი,სნოს ხეობა და სხვა

Posted: 29 აგვ 2008, 12:20
by lama
ARCHIL_i wrote:
Jnosy wrote:თამუსია არ წამოწვა არსად და არ დაიძინა?
რას ამბობ, ჯნოს, აბა, მაგის გარეშე შეიძლება? თითქმის ყველა შესაძლო ადგილას...


:lol: :lol: :lol:
პარალონი თუ ეკიდა ზურგზე მკაცრად ვერ შეუძახე


თამუსია, მოდი აქ და წარბები გაისწორეო?

:D:D:D:D:D:D:D:D:

27-28 აგვისტო-გერგეტა,დარიალი,სნოს ხეობა და სხვა

Posted: 29 აგვ 2008, 12:22
by Jnosy
თამუსია
თავს ნუ იმართლებ!

27-28 აგვისტო-გერგეტა,დარიალი,სნოს ხეობა და სხვა

Posted: 29 აგვ 2008, 12:48
by ARCHILI
:arrow: :arrow: :arrow: გაგრძელება

მონასტერში არასარეისო დროს რომ ჩავედი, ყველას გაუკვირდა... ძალიან გავიხარეთ მეც, მამებმაც და ძმებმაც... დაახლოებით ათი ხდებოდა და ღამისთევის წირვისათვის მიმდინარეობდა მზადება... მეც, ჩემი მხრივ, მოსახსენიებელის ჩამოწერა დავიწყე და ჩემი ოჯახ-ნათესავ-მეგობრებიანად, ვინც კი მოვახერხე, ყველა ჩამოვწერე... ცხადია, ვინც კი გამახსენდა, ანუ ვისი ნამდვილი სახელიც გამახსენდა ჩემი ლაშქრობის თანამეგობრების თამადობით, შევეცადე ყველა მომეხსენია მეც და უმთავრესად, კი, მამაოს...

ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულის საზეიმო წირვა განსაკუთრებული იყო... ღვთის წყალობით, მეც მოვახერხე გაძლება დილამდე, მიუხედავად დაღლილობისა და უძილობისა... საზეიმო წირვა არქიმანდრიტმა იაკობმა, მღვდელ-მონაზონმა ანდრიამ, იერო-დიაკონმა იოანემ და სხვა მამებმა ჩაატარეს. ღვთის წყალობით, აღსარებაც ჩავაბარე და ვეზიარე კიდეც...

გავიხარე ჩვენი იქაური მრევლისა და სულიერი დებისა და სულიერი ძმების ნახვით, აჩხოტის მონასტერთან და ზოგადად, აჩხოტთან დიდი ხანია გასაკუთრებული სულიერი ნათესაობა მაკავშირებს და ალბათ, ადვილად წარმოიდგენთ, რა იქნება ჩემთვის თითოეული იქ ჩასვლა...
დროდადრო გერგეტში დაბანაკებულ ჩემს მეგობრებს ვუკავშირდებოდი... მართალია, გერგეტში ღამისთევის წირვა არ იყო, მაგრამ კარაველებმა ამ ღამის განსაკუთრებულობა ასევე განსაკუთრებულად იგრძნეს, რასაც ალბათ, უკვე თავადვე მოყვებიან...

მთელი ღამე ერთმანეთს ვეხმიანებოდით, ისე რომ, პრაქტიკულად თითოეულმა მათგანმა ასევე გაათენა ღამე წირვაზე...

ჩემი თხოვნით, მამაომ ჩემი თანამეგობრები, ამ ლაშქრობის თანამონაწილეები მოიხსენია და დალოცა;

წირვის დასრულებისა და ტრაპეზის შემდგომ, დილის 7 საათისათვის, ჩავთვალე, რომ უკვე აღარ ღირდა ძილი, მამებთან საუბარში გავატარე დარჩენილი დრო და დილისკენ სოფელ გერგეტისაკენ გავეშურე ჩემს მეგობრებთან შესახვედრად.

დილის ბლანტი ნისლი უკვე ცას იყო აწეული და კავკასიონიდან მზე გვპირდებოდა, რომ იმ დღეს ლამაზი მზითა და სასიამოვნო სიგრილის ნიავით გაგვიმასპინძლდებოდა...

აჩხოტიდან ყაზბეგამდე დაახლოებით 4-5 კილომეტრი გავისეირნე... მარცხნივ თერგი მომყვებოდა, მარჯვნივ სნოსწყალი, წინ კავკასიონი მიცავდა და უკან აჩხოტის მამათა მონასტერი, ერთი სიტყვით, ამა ქვეყნის პრეზიდენტებს ყველას შეშურდებოდა ჩემი კორტეჟიცა და ჩემი დაცვაც...

რადგანაც გზაში მარტო ვიყავი, ხან სიმღერ-სიმღერით მოვდიოდი (არავინ მისმენდა და სავსებით უსაფრთხო იყო) და ერთი-ორჯერ თვითფოტოც გადავიღე ჩემი ტელეფონით :)

ყაზბეგში უძილო და სიმღერებით ძალით გამოფხიზლებული მივედი... შემდეგ ცოტა კიდევ გავიარ-გამოვიარე, მერე კიდევ ცოტა გავიარ-გამოვიარე... მერე მოვიფიქრე ერთი მეტად სასარგებლო შესაძლებლობა, გერგეტისაკენ გავეშურე და ხიდს რომ გადავედი, იქვე მინიტყესთან ჩამოვჯექი და ცოტ-ცოტა წაძინება ვცადე... ალაგ-ალაგ გამომივიდა კიდეც...

მეგობრები რომ მოვიდნენ, შევუერთდი მეც და დარიალასაკენ გავეშურეთ.

27-28 აგვისტო-გერგეტა,დარიალი,სნოს ხეობა და სხვა

Posted: 29 აგვ 2008, 12:49
by namcecuna
ტიალო დარიალაო კლდენი ხართ ცარიალაო, კი არა და , გამარჯობათ :)


ხევის სილამაზით, გერგეტის ჩანისლული ხედით, აჩხოტის, სნოს, ახალციხის, ტაძრების სიმშვენიერით, სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის მიუწვდომლობით, მყინვარის სიშორით და ახალი და ძველი კარაველების სიკარგით აღფრთოვანებული ვარ!!!!

ძალიან ძალიან დიდი მადლობა ყველას, რომ ეს გასვლა შედგა!

ნელ -ნელა დავწერ, მოგვიანებით, ფოტოებსაც დავდებ, იმის შესახებ, რა ვნახე, რა განვიცადე, და რა შევიყვარე...

მთელი საქართველო ფეხითაა მოსავლელი, ძირს ტრანსპორტის ნებისმიერი საშუალება!

27-28 აგვისტო-გერგეტა,დარიალი,სნოს ხეობა და სხვა

Posted: 29 აგვ 2008, 12:53
by namcecuna
ARCHIL_i

ცოტა პატარებინ დადე, მეორე მონიტორი არ ამქვს რომ მივატყუპო და სრულად დავინახო :D

27-28 აგვისტო-გერგეტა,დარიალი,სნოს ხეობა და სხვა

Posted: 29 აგვ 2008, 13:04
by khrukhuna
სანამ აბალდუი აჩხოტში ღამისთევას ესწრებოდა, ჩვენ დავბანაკდით, კარვები და სუფრა გავშალეთ, ცეცხლი გავაჩაღეთ და დაიწკო კოცონის პირას საუბრებიიი...
Image
Image


Image
Image
და არა მარტო საუბრები..
Image
Image

Image
Image

27-28 აგვისტო-გერგეტა,დარიალი,სნოს ხეობა და სხვა

Posted: 29 აგვ 2008, 13:17
by konstantine
lama

გაიხარე ლამა,
კაი კაცი ხარ.

მართლა ძალიან მაგარი იკო გერგეთი. შენც რომ კოფილიყავი ვაფშე მაგარი იქნებოდა.

დარწმუნებული ვარ შემდეგ ლაშქრობაში ჩვენთან იქნები.

27-28 აგვისტო-გერგეტა,დარიალი,სნოს ხეობა და სხვა

Posted: 29 აგვ 2008, 13:36
by konstantine
Image


ესეც ჩვენი ცეცხლუნია. :)

27-28 აგვისტო-გერგეტა,დარიალი,სნოს ხეობა და სხვა

Posted: 29 აგვ 2008, 13:43
by Archil
აი, ასე ვყიდულობდით სასუსნავებს :)

Image

27-28 აგვისტო-გერგეტა,დარიალი,სნოს ხეობა და სხვა

Posted: 29 აგვ 2008, 13:53
by Archil
ფული გვაქვს და ვხარჯავთ :P

აბა მშივრები ხომ არ დავრჩებით ;)

Image