Page 1 of 20

27-28 აგვისტო-გერგეტა,დარიალი,სნოს ხეობა და სხვა

Posted: 28 აგვ 2008, 22:42
by ARCHILI

ახლახან ჩამოვედით...

ჩამოვედით მშვიდობით...

ნელ-ნელა გონს მოვალთ, მოვშინაურდებით და რეპორტაჟსაც დავდებთ...

27-28 აგვისტო-გერგეტა,დარიალი,სნოს ხეობა და სხვა

Posted: 28 აგვ 2008, 23:00
by Int3lig3nt
ARCHIL_i
კარგია, რომ გახსენი თემა.

მიხარია, რეპორტაჟის გაკეთება რომ არ მიწევს :D.

მხოლოდ ფოტოების დადებით და კომენტარებით შემოვიფარგლები :).

ჰოდა ტრადიციისამებრ დავწერ ამ ლაშქრობაში ჩემს ფავორიტებს (ამჯერად სულ გოგონები აღმოჩნდნენ):

3. khrukhuna
არ ვიცი რატომ, მაგრამ სულ სხვანაირი წარმოდგენა მქონდა ამ ადამიანზე (ცუდი არა :P).
ძალიან გამიხარდა მისი გაცნობა :).

2. nusa
ნუსამ მაიონეზი და წნილი წამოიღო. იიიF...
(ტყუილად კი არ არის ნათქვამი, მამაკაცის სიყვარულის გზა კუჭზე გადისო :P)

1. Tamusia
რა სადღეგრძელოები სცოდნია ამ გოგოს, გადვირიე :).


ფოტოები ჯერ მეც არ მინახავს, მოგვიანებით დავდებ :).

27-28 აგვისტო-გერგეტა,დარიალი,სნოს ხეობა და სხვა

Posted: 28 აგვ 2008, 23:25
by Mta Mkvarebia
Int3lig3nt wrote:2. nusa
ნუსამ მაიონეზი და წნილი წამოიღო. იიიF...
(ტყუილად კი არ არის ნათქვამი, მამაკაცის სიყვარულის გზა კუჭზე გადისო :P)
ზეთისხილი არ ჰონდა? რომ გგონია სასუსნავის ყველა სახეობა გამოაჩინა, ლაშქრობის ბოლოს ზეთისხილის ქილების გახსნას იწყებს :wink: :D

Int3lig3nt wrote: 1. Tamusia
რა სადღეგრძელოები სცოდნია ამ გოგოს, გადვირიე :).
სიყვარულის და გაფურჩქნილი ყოილის სადრეგრძელო არ თქვა? :wink:

მოკლედ ბევრს ნუ გვაწვალებთ, ველით ლაშქრობის დეტალებს :D

27-28 აგვისტო-გერგეტა,დარიალი,სნოს ხეობა და სხვა

Posted: 28 აგვ 2008, 23:50
by lama
ARCHIL_i
Int3lig3nt
კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება


ოოოოოოო დიდებულო აბალდუი


ველი(თ) შენგან ლამაზ ლამაზ ფოტოებს

27-28 აგვისტო-გერგეტა,დარიალი,სნოს ხეობა და სხვა

Posted: 28 აგვ 2008, 23:56
by Int3lig3nt
Mta Mkvarebia
ზეთისხილი არ ჰონდა? რომ გგონია სასუსნავის ყველა სახეობა გამოაჩინა, ლაშქრობის ბოლოს ზეთისხილის ქილების გახსნას იწყებს
ზეთისხილი არ მიყვარს, ასე რომ :P...
სიყვარულის და გაფურჩქნილი ყოილის სადრეგრძელო არ თქვა?
არა, მაგდენიც არ გვიქეიფია, რომ მაგ სადღეგრძელოებამდე მისულიყო საქმე, მარა რაც თქვა, მაგრები თქვა.
შემშურდა კიდეც :D.

27-28 აგვისტო-გერგეტა,დარიალი,სნოს ხეობა და სხვა

Posted: 29 აგვ 2008, 02:09
by kotetbeli
კეთილი იყოს თქვენი ჩამოთბილისება!
აბა, თან საქმე კაცო, ფოტოები მოიტათ :wink:

27-28 აგვისტო-გერგეტა,დარიალი,სნოს ხეობა და სხვა

Posted: 29 აგვ 2008, 04:13
by Archil
გასვლა ჩატარდა 2008 წლის 27-28 აგვისტოს ( ეს მერე, წლების შემდეგ რომ წავიკითხავთ, რომ გავიხსენოთ, თორემ დღეს კი ვიცით როდესაც ვიყავით ;) ) და პპირველ წერილშიც შესწორება მოხდეს და სათაურს დაემატოს თარიღი....

გასვლის ძირითადი მიზანი მარიამობის გერგეთში შეხვედრა იყო - ბუნებრივია ეს მიზანი შევასრულეთ და სხვა წმინდა ადგილებიც მოვინახულეთ (წმინდებში არ იგულისხმება ანანურთან წყალსაცავთან რომ ჩავედით "საქეიფო" დანაგვიანებული ადგილი - ჩამოვა გამარჯობა და იმედია მიხედავს იქაურობას)

სხვები რომ არ შევიყვანოთ შეცდომაში, თავიდანვე ვთქვათ რომ ეს გასვლა ექსკურსიების სერიიდან იყო... ანუ ფეხით ძალიან ცოტა ვიარეთ, უფრო მეტი დამსახურება ჩვენ მძღოლ ბ-ნ ანზორს ეკუთვნის ვიდრე ჩვენს ბაჩიებს :lol:
კიდო...

გამოვიყენეთ კარავის ათიაქი (სურათები იქნება), ცოტა კი დაგვაკლდა და მერე ფასანაურში ვეძებდით აფთიაქს, რომ დაგვემატებინა. ასე რომ ამ წამოწყებამაც ძალიან გაამართლა. მადლობა ვის? პარტულს..... თუმცა რა შუაშია... ჯეოსელს? არა... არც მაგი იჭერდა გერგეთზე ლუწ საათებში... ჰო, აფთიქის თემის სულისჩამდგმელებს !!!! მადლობა მათ !!!

თუმცა, მაგ აფთიაქის გამოყენება თურმე ისედაც ვიცოდით კაი ხანია....

27-28 აგვისტო-გერგეტა,დარიალი,სნოს ხეობა და სხვა

Posted: 29 აგვ 2008, 09:19
by Naia
მშვიდობით დაბრუნებას გილოცავთ :)

აბა ველი კარგ, კარვული წესებით აღწერილ ნამდვილ რეპორტაჟს ;)

27-28 აგვისტო-გერგეტა,დარიალი,სნოს ხეობა და სხვა

Posted: 29 აგვ 2008, 10:10
by Jnosy
10 ბალიანით შეაფასეთ :)

27-28 აგვისტო-გერგეტა,დარიალი,სნოს ხეობა და სხვა

Posted: 29 აგვ 2008, 11:22
by ARCHILI

ერთი სიტყვით, ყველაფერი, როგორც წესი, "სამთო ქიმიის" შენობიდან დაიწყო... ადგილიდან, რომელიც სასტუმრო "ივერიასთან" ერთად ითავსებს ძველი და ახალი კარველები, მათი პლიუსებისა და მინუსების, გამყოლ-გამომყოლებისა და უბრალოდ, ცნობისმოყვარეების შეხვედრის ადგილებს.

ამჟამად შევიკრიბეთ:

1.ნამცეცუნა.
2.ნუსა.
3.არჩილ -ი
4.ელე.
5.. თამუსია
6..ინტელიგენტი
7. ლიკაკო
8.ნესა
9. ელე-ს + გიორგი
10. txapnia - ვიცი რო მოდის და მგონი არ წერია სიაში
11.khrukhuna
12.კონსტანტინე
13. ნუსას + (ელენე)
14 არჩილ

"სამთო ქიმიიდან" მალევე, ერთ საათში გავედით.

სასიხარულო იყო, რომ ამ გასვლის შედეგად ახალი კარველების გაცნობაც მოხერხდა და უფრო მეტიც, გასვლამ თავისთავზე აიღო "კარავის" წმიდათაწამიდა და სულიერი მისია - ახალი წევრებისათვის პირველი კარვული ღამის გატარება.

სხვა რამე არ იფიქროთ, აქ კარავში გატარებულ ღამეზეა საუბარი.

დაიძრა ჩვენი ძმისა და მძღოლის-ანზორის ფრიად კომფორტული მიკროავტიბუსი და გავეშურეთ.

ეს გასვლა, როგორც ზემოთ ითქვა, გერგეტზე მარიამობის შეხვედრას ისახავდა მიზნად, ერთადერთი განსხვავება ის იყო, რომ შეთანხმების თანახმად, მე უნდა წავსულიყავი ღამით, ჩემთან, აჩხოტის მამათა მონასტერში, კარაველები - გერგეტზე და დილით შევხვედროდით.

შესაბამისად, მიმაცილეს-რა მეგობრებმა აჩხოტში, ერთმანეთს დროებით დავემშვიდობეთ.

რითიც შემეძლო, დავაკვალიანე ინფორმაციულად, სად ჯობდა კარვების გაშლა იმ იმედით, რომ ღამის სიბნელის მიუხედავად, კარაველები ადვილად შეძლებდნენ ღამის გასათევებელი ადგილის პოვნას, ამის იმედს ჯგუფში ორიოდე ძველი კარაველის არსებობა მაძლევდა.

დავემშვიდობე მეგობრებს აჩხოტში და ჩვენ-ჩვენ გზებზე გავეშურეთ.

27-28 აგვისტო-გერგეტა,დარიალი,სნოს ხეობა და სხვა

Posted: 29 აგვ 2008, 11:24
by khrukhuna
გამარჯობა ხალხო
ეხლა კიდევ ერთხელ მახსენდება სიტყვები "არ არიან სიტყვები გრძნობისათვის..", მართლა მიჭირს გადმოგცეთ ემოცია, რაც თქვენთან ერთად განვიცადე..აქ ექსკურსიის სიკარგეს,ყაზბეგის რაიონის სილამაზეს არ ვგულისხმობ, ეს კიდევ სხვა თემაა, უბრალოდ ამდენი თბილი, კეთილი, სუფთა ადამიანის გაცნობა და დამეგობრება უბრალოდ ღვთის წყალობაა,აბა სხვა რა შეიძლება უწოდო..
ხოდა ბედნიერი ვარ რომ გაგიცანით და რომ წარმოვიდგენ შემდეგ ლაშქრობებში თქვენთან ერთად უნდა წამოვიდე , ეს ხო საერთოდ, წარმოუდგენლად მიხარია..
მაადლობა ყველას თბილი ურთიერთობისთვის...და მადლობა ლამას, რომ მომცა საშუალება თქვენი გაცნობის..
რაც შეეხება ფავორიტებს, დარწმუნებული ვარ არ გადავაჭარბებ და ვიტყვი, რომ ჩემთვის ყველა ფავორიტია გუშინდელი დღიდან..
მაპატიეთ ძალიან ბევრი მინდა ვთქვა, მაგრამ მგონი დავიბენი.. :oops: მოდით ჩემს ახალბედა კარაველობას დავაბრალოთ, გპირდებით გამოვასწორებ.. :oops:

ეხლა კი დავიწყებ ნელნელა სურათების დადებას და აბა თქვენ იცით, კომენტარები არ დაიშუროთ..

27-28 აგვისტო-გერგეტა,დარიალი,სნოს ხეობა და სხვა

Posted: 29 აგვ 2008, 11:28
by khrukhuna
პირველი სურათი თამუსიას გადავუღე, ამჯერად მგზავრობის ფულს კრეფს და არ ძინავს.. :D
Image
Image

27-28 აგვისტო-გერგეტა,დარიალი,სნოს ხეობა და სხვა

Posted: 29 აგვ 2008, 11:43
by txapnia
xalxnoo mokled me iaglishi momvividaa da saxlshi ar maqvs neti samsaxurshi kidev otaxs aremonteben da iqac ar maqvs da idzulebis metodit davipav da davdebb sadme yvela suratss da ise mogawvdittt

27-28 აგვისტო-გერგეტა,დარიალი,სნოს ხეობა და სხვა

Posted: 29 აგვ 2008, 11:59
by konstantine
სამსახურში ვისაც ვანახე გადაღებულისურათები (იმათ სხვათაშორის ვინც მანამდე იყო უკვე გერგეთში), წკმუტუნის და ბზუკუნის მეტი არაფერი მომისმენია მეტი. ხშირი იყო გამონათქვამები "მეც მინდა....", "მშურს თქვენი თან ზალიან", და აშ.

რაც შეეხება ახლა თვითონ ამ 2 ცალ დღეს რომელიც უძალიანმაგრესი იყო, სიტყვები არ მყოფნის როგორ ავღწერო რა "არანორმალურად მაგარი იყო".

და რაც მთავარია თვითონ ლაშქრობის შემადგენლობა, ყველანი მაგრები ხართ, გამიხარდა თქვენი გაცნობა.

მაგრები ხართ......

27-28 აგვისტო-გერგეტა,დარიალი,სნოს ხეობა და სხვა

Posted: 29 აგვ 2008, 12:07
by txapnia
da rac mTavariaa Zaaan magrebii xart da martla magrad visiamovneeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeee
gaixaret da idgegrdzelettt