Page 1 of 2

ჭილის ტბა - 06.08.08

Posted: 27 აგვ 2008, 00:59
by Int3lig3nt
დიდუბეში 9:15-ზე მივედი.
იქვე ბაზარში შევიარე და ხილი და ”პეჩენია” შევიძინე.
უცებ, დახლზე ახალი თხილი შევნიშნე. ძალიან მიყვარს (როგორც ყველას) და ესეც შევმატე სასუსნავებს.

სამთო ქიმიასთან რომ მივედი, ნუსა, ლინდა და კაკულია (climber) დამხვდნენ. მე კაკულიად გავიცანი და ჩემთვის სულ კაკულიად დარჩება :).

მალე მირანდაც მოვიდა.

ერთმანეთში გავიკითხ-გამოვიკითხეთ და აღმოჩნდა, რომ მეტი არავინ აღარ უნდა მოსულიყო.

ავიკიდეთ ზურგჩანთები და... არ ვიცოდით საით უნდა წავსულიყავით :D.

ავტობუსის ნომერი კი ახსოვდა მირანდას, მაგრამ არ იცოდა საიდან გადიოდა :).

გადავედით გზის მეორე მხარეს და იქ რამდენიმე მძღოლთან გავარკვიეთ, რომ მხოლოდ შაბათ-კვირას მოძრაობდნენ მუხათგვერდის ავტობუსები.

ან ტაქსით უნდა ავსულიყავით, ან 42 (თუ 41?) ნომერ მიკროავტობუსს გავყოლოდით დიდი დიღომის ბოლომდე და შემდეგ ფეხით რამდენიმე კილომეტრი.

აბა რაღა კარაველები ვიქნებოდით, ტაქსით რომ ავბრძანებულიყავით.
დავსხედით 42 ნომერში და გავემგზავრეთ.

გზაში არ მოგვიწყენია, ჩემს გვერდით მჯდომი ყმაწვილი მობილურით რუსულ პოპ-მუსიკას გვასმენინებდა.

ჭილის ტბა - 06.08.08

Posted: 02 სექ 2008, 16:47
by MIRANDA
:D

იმედია გაგრძელება იქნება :arrow:

ჭილის ტბა - 06.08.08

Posted: 02 სექ 2008, 16:55
by Linda
შენ გელოდებოდით რომ გაგეგრძელებინა

შენი იდეა იყო :D

ჭილის ტბა - 06.08.08

Posted: 19 სექ 2008, 01:09
by Int3lig3nt
სადღაც დიდი დიღომის ბოლოსკენ ჩამოვედით (დიდად ვერ ვერკვევი დიდი დიღომის გეოგრაფიაში).

ჩვენს წინ გადაყვითლებული მინდორი, შემდეგ დაბალი მთა და ზედ სასაფლაოები გადაშლილიყო.

მოკლე შორტიანებმა უკვე ინანეს

Image

მზე არ იყო, მაგრამ მაინც მაგრად ცხელოდა.

მირანდა გახდით იმუქრება :P

Image

დაახლოებით ნახევარი საათი ვიარეთ სასაფლაოებამდე.

დრომ ლაპარაკ-ლაპარაკში ჩქარა გაიარა.

სასაფლაოებზე ორ საფლავს შორის გაჭიმული დიდი ქსელი და ზედ უზარმაზარი ობობა დავინახე :).

უფრო სწორად, მაშინ დავინახე, როცა ქსელის უმეტესი ნაწილი გავუხიე შემთხვევით და ობობამაც საფლავის ბეტონის კედელს შეაფარა თავი.

ძალიან ბევრი ფოტო გადავუღე, მაგრამ არ ჩანდა კარგად.
ხან ჯოხით შევუჩიჩხინე, ხან ვეხვეწე, მაგრამ სასურველ პოზიციაში ვერ დავაყენე :(

აი ისიც:
Image

ჭილის ტბა - 06.08.08

Posted: 19 სექ 2008, 08:58
by qvevri
ეს ჯვრიანი ობობაა და ცოტა არ იყოს შხამიანია

ჭილის ტბა - 06.08.08

Posted: 20 სექ 2008, 00:50
by Int3lig3nt
qvevri
ტიტუ!
კიდევ კაი, ხტუნვა არ იცოდა, თორე კაი დღე არ დაგვადგებოდა Image

ჰოდა ავიარეთ საფლავები, სასაფლაოს ცენტრალურ გზამდე.

Image

რაღაც ყვავილები ვნახეთ, მომეწონა და გადავიღე.

Image

Image

გზაზე რაღაც ერთსართულიანი შენობა იყო (ალბათ ადმინისტრაცია).
მივედი და ვიკითხე ჭილის ტბისკენ როგორ წავსულიყავით.
წინაზე გოგონები ჯიპ-ტურში იყვნენ და კარგად არ ახსოვდათ გზა.

გავარკვიეთ, რომ სასაფლაოს ცენტრალურ გზას უნდა გავყოლოდით, მერე მთაზე ავსულიყავით ბოლომდე და დავინახავდით (ჰო, ასე სათქმელად ადვილი იყო).
წყლის ამბავიც გავიგე, სასაფლაოს დასრულებისთანავე მარჯვნივ უნდა გვეძებნა, ჯამისწყარო ერქვა მგონი.

გავუდექით გზასა.
მივდიოდით და ვსაუბრობდით.
კაკულიამ ამიხსნა, რომელი კამერა უნდა ვიყიდო და რატომ :).

კარაველი გოგონები
Image

ჰოდა უცებ რას ვხედავ...
რაღაც მშობლიურს ვგრძნობდი ამ ქვაზე და ვერ ვხვდებოდი რას.
თუ თქვენ ხვდებით, მითხარით...

Image

ნახევარ საათში სასაფლაოს ტერიტორიები დავტოვეთ.
გამოსვლისას კაცი ვნახეთ, მუშაობდა საფლავზე.
ვკითხე წყლის შესახებ და აქ სადღაც არისო.

ვეძებე და ვერ ვიპოვე.
არადა უწყოდ არ შემიძლია საერთოდ :(.

ერთი ყინულიანი ბოთლი კი მქონდა, მაგრამ რას გვეყოფოდა.

ჭილის ტბა - 06.08.08

Posted: 20 სექ 2008, 01:21
by Int3lig3nt
სასაფლაოს დამთავრებისთანავე, ასფალტიანი გზაც დამთავრდა და ათხრილ დათხრილი, ”გრუნტის” გზა დაიწყო.

Image

მზე არ იყო, მაგრამ მაინც მაგრად ცხელოდა.
ერთი-ორჯერ დავისვენეთ, წყლის მარაგი შევაცოტავეთ.

ალაგ-ალაგ ტყემლის ხეები გვხვდებოდა და იმითაც ვიმჟავებდით პირს.

გზა წარამარა იყოფოდა და გოგონებს უჭირდათ სწორი არჩევანის გაკეთება.

მეტი ისეთი არაფერი აღსანიშნავი არ მომხდარა.

ახლა დავაკვირდი და სასაფლაოს დატოვებიდან, ჭილის ტბამდე საათნახევარი დაგვჭირვებია.

ჰოოდა ერთ-ერთ აღმართზე ავდივართ, უკვე ქანცგაწყვეტილები და წინ კიდევ მინდვრები და მთები გადაიშალა.
კინაღამ გული შეგვიწუხდა.
მე ვიფიქრე, რომ გზა აგვერია და აღარ ღირდა ასე ალალბედზე გზის გაგრძელება.
მაგრამ უკან მოვიხედე და დაბლა, სადღაც 200 მეტრში ტბა დავინახე :).
მირანდამ და ლინდამაც დაინახეს და სიხარულის შეძახილი აღმოხდათ (ნუცა ცოტა ქვემოთ იყო).
თურმე კაკულიას ჩვენზე ადრე შეუმჩნევია, მაგრამ ჩუმად იყო :P.

დავეშვით დაბლა, პირდაპირ ტყეზე ჩავჭერით.

ტბიდან ძაღლის ყეფა და ხმამაღალი ლაპარაკის ხმა ისმოდა.

წინ მე და მირანდა მივდიოდით.

ტბასთან ნახირი შევნიშნეთ, თავისთვის ძოვდნენ.
რომ მივუახლოვდით, ორი ქოფაკი გამოგვენთო, სხვადასხვა მხრიდან.

ჩვენ გავშეშდით და ნელ-ნელა შემოვლა დავიწყეთ.

ძაღლებიც მიხვდნენ, საქონლის მოსაპარად რომ არ ვიყავით და თავი დაგვანებეს :).

ძაღლებთან სიახლოვე არ მოგვეწონა და ტბას მეორე მხრიდან მოვუარეთ.
იქ ორი ახალგაზრდა მამაკაცი თევზაობდა.

წყალი ვკითხეთ და აქ არ არისო. თუ გინდათ, ბოთლით გვაქვს და დაგალევინებთო.
უარი ვუთხარით, მასე ჩვენც გვაქვს-თქო.

არც მათთან ახლოს გაჩერება არ ვისურვეთ და ტბასთან მთაზე ასვლა გადავწყვიტეთ.

ავედით და ძლიერი ქარი უბერავდა, უცებ გავგრილდით.

კარგი ადგილი შევარჩიეთ, მარჯვნივ თბილისის ხედი მოჩანდა

Image

მარცხნივ ჭილის ტბა (ეს ფოტო ცოტა გვიან გადავიღე, მანდ უკვე წყალში არიან შესულები ტივით ის მეთევზეები).

Image

მე ჩემი ”ადიალა” გავშალე, მირანდამ პარალონი, ამოვალაგეთ, რაც საჭმელი გვქონდა წამოღებული და ჭამას შევუდექით.

ყველას მოტკბილო სასუსნავები გვქონდა წამოღებული... მარტო ნუსა აღმოჩნდა თადარიგიანი გოგო და ლორი წამოიღო, საბუტერბროდე პურთან და მდნარ ყველთან ერთად.
ისე მესიამოვნაა... ისეეე...

მაგარი ხორცისტი ვარ მე.
ალბათ სისხლში მაქვს რაღაც, პაპაჩემი მეცხვარე იყო და გენებში მომყვა ხორცის სიყვარული :D

გემრიელად რომ მივირთვით, თხილი გამოვაჩინე :).

ჭილის ტბა - 06.08.08

Posted: 20 სექ 2008, 01:23
by ARCHILI
Int3lig3nt wrote:სასაფლაოს დამთავრებისთანავე, ასფალტიანი გზაც დამთავრდა და ათხრილ დათხრილი, ”გრუნტის” გზა დაიწყო.

მოკლედ, ამ სასაფლაოებს გულგრილად მაინც ვერ უყურებ რა...


:wink: :wink: :wink: :wink:

ჭილის ტბა - 06.08.08

Posted: 20 სექ 2008, 01:25
by Int3lig3nt
ამასობაში მეთევზეებს შემოევლოთ ტბისთვის და ტივით წყალში შესულიყვნენ.
რა თქმა უნდა ჩვენც მოგვინდა ტივით სეირნობა (სეირნობა ბრჭყალებში... რა სეირნობა ეგაა, ტროსზე ხარ მიბმული და წინ და უკან მოძრაობ, თუმცა ამაზე ცოტა მოგვიანებით).

მზემ რომ მაგრად დააჭირა და ქარიც ვერ გვშველოდა, ავკრიფეთ გუდა-ნაბადი და ისევ ტბასთან ჩავედით.

Image

ხეების ჩრდილში უნდა გავჩერებულიყავით და თან ტივზე ”კატაობაც” გვეცადა.

Image

უიი, ორის ნახევარია უკვე...

წავედი ლოგინში.
ხვალ გავაგრძელებ :).

ჭილის ტბა - 06.08.08

Posted: 20 სექ 2008, 01:36
by guruli
ეჰ, არ მეცალა მაგ Dრეს, თორემ თვალდახუჭიული აგიძღვებოდით ჭილის ტბაზე და არ დაგკარგავდით, ისე მიყვარს მაქაურობა.

ჭილის ტბა - 06.08.08

Posted: 20 სექ 2008, 01:40
by Int3lig3nt
guruli
ჯამისწყარო იცი სად არის?
თუ ჯამისწყალი.

ჭილის ტბა - 06.08.08

Posted: 20 სექ 2008, 07:46
by ნინი_85
Int3lig3nt

მე და ბექას სწორედ ეგრე აგვერია გზა :D
მაგ აღმართზე ავედით და რატომღაც წინ და მარჯვნივ ვიხედებოდით, მერე წიმ წავედით, ჭილის ტბა არ ჩანდა, შორს მაჩვენებდა ბექა რაღაცას, არადა გოგამ დამირეკა და აქამდე უნდა მისულიყავითო.

რომ ვიფიქრეთ, კაი გვარიანად გავცდით, სწორედ მაშინ შემთხვევით მარცხნივ მოვიხედეთ და აგერ, აქვე არ ყოფილა :lol: მაგრად ვიხალისეთ და დაევშვით ქვემოთ. იქ მერე ნაკვერჩხალი დაგვხვდა, ის გავაკოცონეთ, მოგვიანებით დანარჩენები მოვიდნენ ოფროუდერების შეჯობრიდან.

მოკლედ საინტერესო იყო... :wink:

ჭილის ტბა - 06.08.08

Posted: 28 ნოე 2008, 14:42
by Int3lig3nt
ვინაიდან და რადგანაც, დროის უქონლობის გამო რეპორტაჟს ვერ ვაგრძელებ, მხოლოდ ფოტოებს დავდებ და შემდეგ დავაკომენტებ, როცა დრო მექნება...

Image


Image


Image


Image


Image

ჭილის ტბა - 06.08.08

Posted: 28 ნოე 2008, 14:50
by Int3lig3nt
Image


Image


Image


Image

ჭილის ტბა - 06.08.08

Posted: 28 ნოე 2008, 14:51
by Int3lig3nt
Image


Image


Image


Image