Page 2 of 3

წალკა-ტაბაწყური-ბორჯომი-ახალციხ&

Posted: 18 აგვ 2005, 12:58
by Kakha
ეს კი აწყურის ციხეა ტაძრის მხრიდან გადაღებული

წალკა-ტაბაწყური-ბორჯომი-ახალციხ&

Posted: 18 აგვ 2005, 13:01
by Kakha
ამის შემდეგ აღარსად შევჩერებულვართ და საღამოს 7 სააათისათვის ახალციხეთი ჩავედით ერთ ჩემს მეგობართან სადაც ღამე გავათიეთ.

ეს სურათი სადაც მეძინა იმ საწოლიდანაა გადაღებული - დილის 6 საათზე ასეთი იყოს ახლაციხის რაბატში მდგომი ეკლესია

წალკა-ტაბაწყური-ბორჯომი-ახალციხ&

Posted: 18 აგვ 2005, 13:07
by Kakha
დილას, 9 აგვისტოს, საკმაოდ გვაიან, კარგი საუზმის შემდეგ, ასე დაახლოებით 10 საათზე გეზი ავიღეთ აბასთუმნიკენ. აბასთუმანი გადავკვეთეთ, გავიარეთ ბორჯომი-ხარაგაულის ტყე-პარკში შესასვლელი კარიბჭე და მივადექით საკალმახე მეურნეობას საიდანაც იწყება გზა ზეკარისკენ.

აქედან ზეკარამდე 14 კმ-ია. გზა ტყეში მიდის. ორხიდიანი მანქანა თავისუფლად გადის (ტაძრისთან უფრო უარესი იყო). გზადაგზა ულამაზესი ხედებია. რაღაც მომენში ობსერვატორიაც გამოჩნდება. ჰაერი მართლაც განსაკუთრებით გამჭვირვალეა და არემარე დიდ მანძილზე ჩანს.

ვუახლოვდებით ზეკარს

წალკა-ტაბაწყური-ბორჯომი-ახალციხ&

Posted: 18 აგვ 2005, 13:09
by Kakha
ალპიურ ზონას რომ მივადექით მთელი სოფლები დაგვხდა ე. წ. ბინების სადაც მწყემსები ცხოვრობენ

წალკა-ტაბაწყური-ბორჯომი-ახალციხ&

Posted: 18 აგვ 2005, 13:11
by Kakha
არ ვიცი, კარგად გამოცჰნდება თუ არა თეთრი წერტილი ფოტოს შუაში აბასთუმნის ობსერვატორიაა

წალკა-ტაბაწყური-ბორჯომი-ახალციხ&

Posted: 18 აგვ 2005, 13:13
by Kakha
ეს კი პანორამაა უკვე ზეკარიდან გადაღბული. ოფრო წსორედ დაახლოებით ერთი კილომეტრია დარჩენილი უღელტეხილამდე

წალკა-ტაბაწყური-ბორჯომი-ახალციხ&

Posted: 18 აგვ 2005, 13:17
by Kakha
გადავედით ზეკარზე - იმერეთის მხარეს რატომღაც მოღუბლული იყო და ტყე ძალიან განსვავდებოდა მესხეთის მახარის ტყისგან. მგონი რაღაც ჭირდა კიდევაც. ნაძვებზე რაღაც, როგორც მგნოია, პარაზიტი მცენეარეები ეკიდა

წალკა-ტაბაწყური-ბორჯომი-ახალციხ&

Posted: 18 აგვ 2005, 13:21
by Kakha
დასრულდა ესე ამბავი - ჩავედით საირმეში საიდანც ზესტაფონის გავლით (ბაღდათი-ზესტაფონი გზა შეუკეთებით) წამოვედით თბილისისკენ.

ბოლო სურათი - კურორტი საირმის წყებისკენ მიმავალი ხიდი ზედ ცხოველი ვაჭრობით და დამსვენებლებით

წალკა-ტაბაწყური-ბორჯომი-ახალციხ&

Posted: 18 აგვ 2005, 14:04
by tekla
სასწაულიაააააააააააა :) ულამაზესი ადგილებია... :)

წალკა-ტაბაწყური-ბორჯომი-ახალციხ&

Posted: 18 აგვ 2005, 14:08
by navigator
დაილოცოს საქარველო, მთელი ცხოვრება რომ იმოგზაურო, ყგველა საინტერესო ადგილს ვერ ნახან მაინც.

წალკა-ტაბაწყური-ბორჯომი-ახალციხ&

Posted: 18 აგვ 2005, 14:30
by toga
navigator
მართალი ხარ საქართველოში რო ბუნებაა ესეთ ერთი მუჭა ადგილას სხვაგან ვერწარმომიდგენია რო სადმე იყოს კიდევ

წალკა-ტაბაწყური-ბორჯომი-ახალციხ&

Posted: 18 აგვ 2005, 14:59
by Nika
Kakha
ძაან მაგარი იყო! ეს ხეებზე პარაზიტები არაა. ჩვენ რომ ვიყავით ეროვნულ პარკში აწყური-ამარატის მარშუტზე იქ გვიტხრეს რომ ეგ არის მღიერები. და ეგენი სადაც იზრდება იქ ძალიან სუფთა ჰაერია მცირე დაბინძურება და ეგრევე კვდებიან.

ამ მონაყოლის მერე ეგრევე სურვილი გამიჩნდა მანდ წასვლის.

წალკა-ტაბაწყური-ბორჯომი-ახალციხ&

Posted: 18 აგვ 2005, 15:51
by Kakha
აბასთუმანი - საირმე ადვილი მოსაწყობი უნდა იყოს:
1 დღე: თბილისისდან აბასთუმანში მარშრუტკით, იქიდან ზეკარამედე ალბათ 20 კილომეტრია, სულ აღმართი. ზეკარზე ღამის თევა - წყალი პრობლემა არაა უამრავი წყოროა, განასკუთრებით ”ბინებთან”

2 დღე: ზეკარიდან საირმეში ჩასვლა - დაახლოებით 25 კმ, სულ დაღმართი და იქიდან მარშრუტკით ისევ თბილისში (თუ წყლებზე დარჩენა არ მოინდომეთ).

ახლა ორგანიზებას ნუ მთხოვთ, იმიტომ კი არა რომ მეზარება, არამედ, როგორც მოგწერეთ, პატარა ჯანმრთელების პრობლემების გამო ერთი-ორი თვე სიმძიმეებს ვერ ვატარებ და ვერც კილომეტრებს ვივლი ფეხით.

ისე, მე დიდი სიამოვნებით თისელის მონასტერსაც ვნახავდი. შესვლა ვერ მოვახერხე წვიმის გამო, არადა ახლოს ვიყავი. სამანქანო გზა მიდის საფელ თისელამდე, რომელიც აწყურიდან 7 კილომეტრიშია. მერე მონასტრამდე კიდევ ფეხით სასიარულო ყოფილა, როგორც მითხრეს, ორი თუ სამი კმ. ძაან მაგარი მიტოვებული ნამონასტრალაო, მათ შორის ერთი გუმბათანი ეკლესიააო. ვინც მირჩია ხელოვნებათმცოდნეა და მის აზრს და გემოვენბას დიდად ვაფასებ. ისე, ადგილმდებაროება და ლანშაფტი მართლაც მაგარი იყო თისელთან.

ეჰ, იდეები, იდეები

წალკა-ტაბაწყური-ბორჯომი-ახალციხ&

Posted: 18 აგვ 2005, 16:22
by Nika
Kakha
აი ესეც ნახე ძაან მაგარი იყო. http://www.boke.ge/forum/index.php?showtopic=1057
ისე წასვლაზე თუ მიდგა საქმე მე ისევ მანქანით მირჩევნია. ფეხის გამო :(

წალკა-ტაბაწყური-ბორჯომი-ახალციხ&

Posted: 19 აგვ 2005, 09:37
by Kakha
ისე იდეაა.

დილას რომ გავიდეს კაცი მანქანით (ნივებით) გზად ნახოს თისელი, საღამოსთვის იქნება ზეკარზე. ღამისთევა ზეკარზე, თავისი აის-დაისის ფოტოებით და მეიეწ დღეს თბილისისკენ.