Page 1 of 6

ცხრაჯვარი - ქვემო რაჭა... ანუ კარაველი ლტოლვილები 8-10.08.08

Posted: 11 აგვ 2008, 14:02
by Int3lig3nt
მინდა დავიწყო იმით, რომ ეს არ იყო სტანდარტული ლაშქრობა.
საკმაოდ რთული აღმოჩნდა ყოველი ჩვენთაგანისათვის.

ძალიან ვწუხვარ, რომ ვერ გავითვალისწინე მოსალოდნელი საფრთხე და მაინც წავედით... მით უმეტეს დასავლეთში, სადაც კონფლიქტურ ზონასთან არის გზა გასავლელი...

მიუხედავად ყველაფრისა, მე და მგონი სხვებიც, არ ვნანობთ, რომ წავედით.

ემოციებით დატვირთული ლაშქრობა იყო.

ღვთის წყალობით, ყველანი მშვიდობით დავბრუნდით...

ვეცდები საღამოს სრული რეპორტაჟი შემოგთავაზოთ.

1. რეგიონი:
რაჭა

2. მარშუტის დასახელება:
თბილისი - ცხრაჯვარი - შაორი - ნიკორწმინდა - საყინულე - უდაბნო - ნიკორწმინდა - ტყიბული - ზესტაფონი - თბილისი

3. ხანგრძლივობა:
3 მძიმე დღე

4. სირთულე:
საშუალო

5. გასვლის, ლაშქრობის ღირებულება
უF, რა ვიცი...

6. მონაწილეთა რაოდენობა
6

7. ორგანიზატორი
Int3lig3nt :roll:

8. დანიშნულების პუნქტთან უახლოესი დასახლებული პუნქტი:
ნიკორწმინდა

9. მარშრუტის სიგრძე ტრანსპორტით:
არ ვიცი რაჭამდე რამდენია

10. ფეხით გავლილი მანძილი:
20 კმ-მდე, შეიძლება მეტიც

11. სანახავი და ყურადღებამისაქცევი ადგილები:
ცხრაჯვარი, შაორის ტბა, ნიკორწმინდა, საყინულე და უდაბნო

12. საბანაკე ადგილები:
არის საკმარისი ადგილები.

13. სასმელი წყალი მარშრუტზე:
ესეც არის ალაგ-ალაგ

14. საჭირო აღჭურვილობა, რჩევები:
მოხერხებული ფეხსაცმელი, საწვიმარი, მზისგან დამცავი ნელსაცხებლები, ქუდი, მობილურის დამატებითი აკუმულატორი ან დამტენი

15. გასვლისთვის, ლაშქრობისთვის საუკეთესო დრო:
ნებისმიერ დროს, ომის გარდა!

16. რისკები, საფრთხეები:
ნებისმიერი საფრთხე, რაც შეიძლება ომის დროს დაგემუქროს.

17. უახლოესი ღირსშესანაშნავი ადგილი, რომელიც დროის გახანგრძლივების შემთხვევაში, შეიძლება, ამ გასვლის ფარგლებში ინახოს:
მთელი რაჭა სანახაობაა.

18. რუქა, ჯი-პი-ეს-მონაცემები
უახლოეს მომავალში დავამატებთ.

19. სასარგებლო საკონტაქტო ინფო:
რა ვიცი აბა, ისეთი არაფერი...

20. გასვლის, ლაშქრობის შეფასება 10 ბალიანი სისტემით
დაველოდოთ შეფასებებს.

ცხრაჯვარი - ქვემო რაჭა... ანუ კარაველი ლტოლვილები 8-10.08.08

Posted: 11 აგვ 2008, 14:06
by namcecuna
მშვიდობით დაბრუნებას გილოცავთ!!!

:roll:

ცხრაჯვარი - ქვემო რაჭა... ანუ კარაველი ლტოლვილები 8-10.08.08

Posted: 11 აგვ 2008, 14:10
by nusa
გამიხარდა თქვენი გამოჩენა, მშვიდობით დაბრუნებას გილოცავთ!

ცხრაჯვარი - ქვემო რაჭა... ანუ კარაველი ლტოლვილები 8-10.08.08

Posted: 11 აგვ 2008, 14:34
by tiko_r
გიჟები ხართ,
რა კარგია რომ მშვიდობით დაბრუნდით

ძალიან მაინტერესებს თქვენი ამბები
იმედია კარავი გააგრძელებს მუშაობას და საღამოს წავიკითხავ თემას.

ცხრაჯვარი - ქვემო რაჭა... ანუ კარაველი ლტოლვილები 8-10.08.08

Posted: 11 აგვ 2008, 14:48
by Naia
ძალიან გამეხარდა გუშინ ხაზზე რომ დაგინახე

მშვიდობით დაბრუნებას გილოცავთ

ცხრაჯვარი - ქვემო რაჭა... ანუ კარაველი ლტოლვილები 8-10.08.08

Posted: 11 აგვ 2008, 15:13
by Archil
Int3lig3nt

ფორუმზე რომ ვნახე შენი ნაწერი, მივხვდი რომ დაბრუნდი, მშვიდობით დაბრუნებას გილოცავ !

თუმცა რაღა მშვიდობით,,,, ვერ დაგახვედრეთ...

საინტერესოა შენი რეპორტაჟი, ველით...

ცხრაჯვარი - ქვემო რაჭა... ანუ კარაველი ლტოლვილები 8-10.08.08

Posted: 11 აგვ 2008, 15:29
by Mta Mkvarebia
Int3lig3nt
თავიდან ვიცოდი რომელიღაც ტბაზე იყავით ასული და გული გამისკდა, უძიროზე ხომ არ ავიდნენთქო. ვიფიქრე, მრავალძლის ტბაზე მაინც იყვნენ ასულები, ეს უფრო ნაკლებად საშიშიამეთქი. ახლა მარშრუტის აღწერილობით, სადაც უახლოეს დასახლებულ პუნქტად ნიკორწმინდას წერ, მივხვდი, ალბათ, შაორზე იყავით, არა? კიდევ კარგი, გეყოთ ჭკუა-გონება :) .ჰო მანდ ისეთი საშიში არ იყო, როგორც მამისონისკენ იქნებოდა.

ისე გამიხარდა გუშინ ფორუმ.გე-ზე რომ დაგინახე! :)

ცხრაჯვარი - ქვემო რაჭა... ანუ კარაველი ლტოლვილები 8-10.08.08

Posted: 11 აგვ 2008, 20:02
by paata_
mogvixvel mSvidobiT

ცხრაჯვარი - ქვემო რაჭა... ანუ კარაველი ლტოლვილები 8-10.08.08

Posted: 13 აგვ 2008, 00:35
by likakoo
karvis gmirebi xart!!!!

gilocavt mshvidobit dabrunebas:))

ცხრაჯვარი - ქვემო რაჭა... ანუ კარაველი ლტოლვილები 8-10.08.08

Posted: 14 აგვ 2008, 01:01
by bususa
მშვიდობით დაბრუნებას გილოცავთ.... მაგრამ მაინც მიკვირს თქვენი ასე რამ "ჩაგაბჟირათ" რაჭაზე ამ ომიანობის პერიოდში რომ წახვედით ... :?

პ.ს. მეგონა არავის ექნებოდა იქ წასვლის განწყობა როცა აქ სისხლით იღებებოდა სამაჩაბლო... ასეა თუ ისე, მე ერთერთი ყველაზე დიდი გულშემატკივარი ვიყავი თქვენი, და ახლა დავმშვიდდი როცა ყველა მშვიდობიანად დაბრუნდით... ღმერთი გფარავდეთ მუდამ ... :roll:

ცხრაჯვარი - ქვემო რაჭა... ანუ კარაველი ლტოლვილები 8-10.08.08

Posted: 14 აგვ 2008, 01:07
by Int3lig3nt
ბოდიშს ვიხდი, აქამდე რომ არ დავწერე არაფერი. როგორც ყველას, მეც რთული დღეები მაქვს.

არასდროს არ ვყოფილვარ ასეთი დაბოღმილი.
ბოღმა ყელში მაწვება და მახრჩობს.
საშინელებაა, უსუსურად რომ გრძნობ თავს და არავის იმედიც არ გაქვს.

დღეს განსაკუთრებით, მოროდიორობის ფაქტები რომ გავიგე, უკიდურესად ავითხარე ნერვებზე. ტემპერატურამაც ამიწია.

namcecuna
nusa
tiko_r
Naia
Archil
Mta Mkvarebia
paata_
likakoo

გმადლობთ, გულთბილი დახვედრისთვის. გმირობაზე რა მოგახსენოთ, ჩემი მხრიდან უფრო სიგიჟე იყო.
ამ გოგონებს კი შეგიძლიათ თავისუფლად უწოდოთ გმირები, არანაირი შიში და პანიკა არ ყოფილა მათ შორის.
პირიქით, აქეთ მამხნევებდნენ :).

განსაკუთრებული მადლობა bususa-ს. მალიმალ გვეხმიანებოდა და ჩვენზე მეტად ის ნერვიულობდა :).


ახლა თითქოს მოვედი წერის ხასიათზე და დავწერ ნელ-ნელა.

დაგეგმვა და მზადება

”განიავებული” შვებულების ბოლოს (ანუ 2 კვირა ვერ გამოვიყენე და ვერსად ვერ წავედი ხუთიოდე დღით. თუშეთი და სვანეთი მქონდა გეგმაში) გადავწყვიტე რამე 3 დღიანი მაინც გამეკეთებინა.

მთაშენკას პოსტი ვნახე რაჭის თემაში მრავალძალზე და დამაინტერესა.
შემდეგ უძირო ტბა მომინდა, მაგრამ როგორც ნიკამ მითხრა, ვერ მოასწრებთ 3 დღეში ფეხითო.
მამისონის უღელტეხილიც გამოვრიცხე.

საბოლოოდ გადავწყვიტე, რომ ყაზბეგისკენ წავსულიყავი და თრუსოს ხეობაც მენახა.
ვნახე თემები თრუსოს ხეობაზე და გადვირიე, რა ლამაზი ყოფილა.
გავაცანი მეგობრებს გეგმა და თითქოს შევთანხმდით კიდეც.

მსურველები ბევრნი არ აღმოჩნდნენ. პრინციპში თემაც კი არ გამიხსნია, გვიან გადავწყვიტე მარშრუტი და არასერიოზული იქნებოდა თემის გახსნა და ხალხის მიწვევა.
თან ლარსი იყო დაგეგმილი და ბევრი არც ისურვებდა ჩემთან წამოსვლას.

მოკლედ, 4 შევგროვდით. მე, ალექსა, პოკაჰონტასი და ჩემი შორენა.

გამგზავრების წინა ღამეს, ქვეყანაში სიტუაცია დაიძაბა.
ოსებმა ქართული სოფლები დაბომბეს და ჩვენი მთავრობაც რაღაცას აპირებდა.
შორენა შემეხმიანა, იქნებ რაჭისკენ წავიდეთ, თრუსოს ხეობის ბოლო ხომ ოსეთისკენ არისო.
გადავრეკე ეკა-შიკოლადთანაც, რომელსაც რაჭაში წასვლა უნდოდა და დამთანხმდა წინადადებაზე, თან მეგობრის, სერგის წამოყვანაც მოისურვა.
პოკაჰონტასსაც გაუხარდა, რაჭა მირჩევნიაო.
ერთი ალექსა დამრჩა ცოტა უკმაყოფილო, მაგრამ გოგონების ნებას დაჰყვა.

დავურეკე ჟნოსის და ვთხოვე, რომ რაიმე საინტერესო მარშრუტი შემოეთავაზებინა. რაღაცეები მითხრა, მაგრამ 3 დღეში ვერ ვეტეოდი.

დავბრუნდი სახლში. გადავრეკე ძმაკაცის რაჭველ სიძესთან და მშვენიერი მარშრუტი მომიხაზა: ცხრაჯვარი - შაორი - ნიკორწმინდა - საყინულე - უდაბნო - ამბროლაური.

დავჯექი კომპიუტერთან და გავიგე, რომ ქვეყანაში სიტუაცია კიდევ უფრო დაძაბულიყო.
როგორც ფორუმში წერდნენ, ჩვენები უკვე ცხინვალს უტევდნენ.
გამიხარდა, როგორც იქნა გვეშველა, ამდენი უშედეგო მოლაპარაკების მერე, ქმედებაზე გადავიდნენ-თქო.
გავიგე ისიც, რომ ქვეყანაში არსებული სიტუაციის გამო, თამარსაც ჩაუშლია რაჭის ექსკურსია.

ერთი პირი კი ვიფიქრე, იქნებ ჯობია დავრჩე-თქო, მაგრამ ამ ინფორმაციებისგან გარიდება ვარჩიე.
ღამის 4 საათამდე ვიჯექი ფორუმში და ვერ ვეშვებოდი.
ზოგი რას წერდა და ზოგი რას... ვკითხულობდი მოპოვებულ ინფორმაციებს და ხან მიხაროდა, ხან მწყინდა.
დავიძაბე, ნერვებზე მოვიშალე და საკუთარი თავი დავარწმუნე, რომ გაცლა ჯობდა.
იმედია, სანამ დავბრუნდები, მანამდე დასრულდება-ყველაფერი-თქო.
(რას წარმოვიდგენდი, რომ ერთ-ორ დღეში უინფორმაციობა დამტანჯავდა)

უი ხო, კიდევ რაღაც გამომრჩა.
მარიტა (მირანდას დაიკო) ჩაწერილი იყო თამარის ექსკურსიაზე და ჩაშლის გამო, გულდაწყვეტილი იყო.
მე შევთავაზე, ჩვენთან ერთად წამოსულიყო.
სამწუხაროდ საძილე და პარალონი არ აღმოაჩნდა და ვუთხარი, რომ სქელი ”ადიელა” წამოეღო.
მაინც ზაფხულია და გოგონებთან ერთად როგორმე მოთავსდებოდა.

ე.ი. შევგროვდით შვიდნი: მე, ალექსი, პოკაჰონტასი, შორენა, მარიტა, ეკა-შიკოლადი და სერგი.
ორი სამადგილიანი კარავი გვქონდა. ერთში სამი ბიჭი დავიძინებდით და მეორეში 4 გოგონა.

მაღვიძარა 7 საათზე დავაყენე და მშვიდობიანი დილის იმედით დავიძინე.

ახლა რამდენიმე სურათსაც დავამატებ.
მანამდე კი როგორც ყოველთვის, ამ ლაშქრობის ფავორიტებს დავასახელებ.

3. ალექსი
ადამიანი, რომლის იმედიც ყოველთვის მაქვს და ბოლომდე ვენდობი ყველაფერში.

2. მარიტა
მარიტას წყალობით ამ ლაშქრობის ღამეებმა ყველასთვის საინტერესოდ ჩაიარა :).
თვითონაც საინტერესო ადამიანი ჩანს და ვიმედოვნებ, ხშირად ივლის ჩვენთან ერთად.

1. ეკა-შიკოლადი
ეკასთვის ამ ლაშქრობაზე პატარა სიურპრიზი მქონდა გამზადებული.
ამას მოგვიანებით გაიგებთ :).

ცხრაჯვარი - ქვემო რაჭა... ანუ კარაველი ლტოლვილები 8-10.08.08

Posted: 14 აგვ 2008, 09:31
by perwkli
:lol: რკინისნერვებიანებო

რაღაც მომენტში ვნანობ რომ თქვენთან ერთადარ წამოვედი :roll:

ცხრაჯვარი - ქვემო რაჭა... ანუ კარაველი ლტოლვილები 8-10.08.08

Posted: 14 აგვ 2008, 10:15
by Archil
Int3lig3nt
პირველი იმან მესროლოს ქვა, ვინც ჩემზე უცოდველია
ვინც უცოდველია... თორემ ვის ვისზე მეტი ცოდვა აქვს ჩადენილი, მაგი მხოლოდ ერთმა ღმერთმა უწყის... თანაც ქართველებს ხომ იცი, რა მამა აბრამის კრავებად მოგვაქვს თავი და ჩაგქოლავენ მასე :lol: :lol: :lol: :lol: :lol:

ცხრაჯვარი - ქვემო რაჭა... ანუ კარაველი ლტოლვილები 8-10.08.08

Posted: 14 აგვ 2008, 12:54
by Na-tia
არაღელვება და დაკიდება იმის, რაც ქვეყანაში ხდებოდა, სისულელეა. ამ ლაშქრობაში ეგ არავის უფიქრია. მე პირადად იმიტომ წავედი, რომ ბოლო პერიოდში ინფორმაციისთვის არ მომისმენია საერთოდ და არ ვიცოდი, რა ხდებოდა. ეს რა თქმა უნდა, ჩემი ბრალია და არც არავის ვაბრალებ. ორმაგად ვნერვიულობდით, ჯერ ერთი იმიტომ, რაც ქვეყანაში ხდებოდა და მერე კიდევ იმიტომ რომ ჩვენზე ასე ნერვიულობდენ ოჯახში. მე პირადად კარგად გამომლანძღეს სახლში.
როგორც კი ომის ამბებმა ჩვენამდე მოაღწია, მე პირადად ყველაფრის სურვილი დავკარგე და ეს განწყობა კარგა ხანი გამომყვა.

ცხრაჯვარი - ქვემო რაჭა... ანუ კარაველი ლტოლვილები 8-10.08.08

Posted: 14 აგვ 2008, 13:05
by Na-tia
ასე რომ სხვისი არ ვიცი და მე თავს არც გმირად ვთვლი (რა სისულელეა) და არც არაპატრიოტად. უბრალოდ ასე მოხდა, გაუაზრებლად წავედით და შედეგად მივიღეთ ამდენი ნერვიულობა, ის საშინელებები რომ არ ჩავთვალოთ, რაც მოხდა ქვეყანაში.