ცხრაჯვარი - ქვემო რაჭა... ანუ კარაველი ლტოლვილები 8-10.08.08

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
ცხრაჯვარი - ქვემო რაჭა... ანუ კარაველი ლტოლვილები 8-10.08.08

Post by ARCHILI » 15 აგვ 2008, 23:47

Int3lig3nt
Na-tia

მადლობები იმერლებს გადაუხადეთ, იმათ უყვართ ;) თქვენ კი თხრობა გააგრძელეთ, თუ მაინცდამაინც რუსის ჯარი შემოგიყვანოთ ;)

დროზე, თორემ ამ საიტზე უკვე რუსეთ-საქართველოს გარდა აღარაფერი იწერება... არც მე ვარ სხვა თემებში და მხოლოდ ამას ვუყურებ იმედით, რომ გაყვითლდება :)

User avatar
Int3lig3nt
იეტი
Posts: 3524
Joined: 01 ივლ 2005, 11:31
Location: არ გავცვლი სალსა კლდეებსა!
Contact:
ცხრაჯვარი - ქვემო რაჭა... ანუ კარაველი ლტოლვილები 8-10.08.08

Post by Int3lig3nt » 16 აგვ 2008, 00:19

გამგზავრება

6:20-ზე მესიჯმა გამაღვიძა.
შორენას მესიჯი იყო. დედა ნერვიულობს და ვერ წამოვალო :(.
პრინციპში ძალიანაც არც გამკვირვებია, წინა დღესაც ღელავდა არსებულ სიტუაციაზე.
თუმცა მაინც დამწყდა გული, რომ ვერ წამოვიდა და... ულვაშებზეც.
გაგიკვირდებათ ალბათ, ულვაშები რა შუაშიაო.
საიდუმლოდ გეტყვით: შორენას არ მოსწონდა ჩემი ულვაშები და როცა კი დროს იხელთებდა, მაშინვე მექაჩებოდა.
მეც ვიფიქრე, სამი დღე ერთად ვიქნებით და სანამ სულ დაუპუტია, ჯობია თვითონ მოვიშორო-თქო და წინა ღამეს საგულდაგულოდ გავიპარსე.

რაღას ვეტყოდი, დარჩი-თქო - მივწერე. თან შევუთანხმდი, რომ გავუვლიდი და საძილეს და ქვეშსაგებს გამოვართმევდი მარიტასთვის.

მივხვდი, რომ 7 საათამდე დაძინებას ვეღარ მოვასწრებდი და ავდექი.
სტანდარტული პროცედურები და სტანდარტული უკან მობრუნება (ისევ შტატივი დამრჩა!).
სადარბაზოს კარებში ამჯერადაც ვერ შევძელი უხმაუროდ გასვლა.
ტრასაზე ჩავედი და ტაქტი გავაჩერე.

შეხვედრა 8 საათზე იყო დანიშნული სამთო ქიმიასთან.
ჯინაზე ბარათაშვილის აღმართი გადაკეტილი იყო და მეტეხის ქუჩით მოგვიწია ჩასვლა, სადაც ავტობუსი იყო გაჩხერილი და კაი გვარიანად შემაყოვნა.
ჯერ რუსთაველზე გავიარე, წივწივას შესახვედრად - გაზის ბალონი უნდა ეთხოვებინა.
ბალონს თვითონაც გამოჰყვა, გაგაცილებთო.
რადგანაც გვაგვიანდებოდა, გზიდან ალექსას დავურეკე და ვთხოვე, მიკროავტობუსი მოენახა და ადგილები დაეჯავშნა.
შორენას გავუარეთ, გამოვართვით ნივთები და სამთო ქიმიასთან რამდენიმე წუთის დაგვიანებით მივედით.

რომ მივედი, მოგვარებული ჰქონდათ უკვე ყველაფერი. მძღოლი თვითონ მოგვაკითხავდა სამთო ქიმიასთან.

ცუდი არაფერი არ იფიქროთ, განასკვული თოკის გახსნას ცდილობს წივწივა

8:28
Image

ნივთები გადავინაწილეთ, რაღაც-რაღაცეები ვიყიდეთ და მიკროავტობუსიც მოვიდა.
წივწივამ მშვიდობიანი მგზავრობა გვისურვა და დაგვემშვიდობა.
ჩვენდა გასაკვირად, ნახევარზე მეტი ადგილები თავისუფალი იყო. თურმე გორში უნდა აეყვანა რამდენიმე მგზავრი.

მძღოლმა წინასწარ გამოგვართვა ფული (18 ლარი ღირებულა ბილეთი რაჭამდე), თბილისიდან გასვლამდე ბენზინი ჩაისხა და გავემგზავრეთ.
თავიდან გავპარპაშდით, ზოგმა ჰორიზონტალური მდგომარეობაც კი მიიღო.
5 საათი მგზავრობა გვქონდა წინ და დაძინებაც ვცადეთ.

Image

Image

Image

სიმართლე რომ გითხრათ, მე სულ აღარ მახსოვდა წუხანდელი დაძაბული სიტუაცია, იმაზეც არ ვფიქრობდი, რომ კონფლიქტურ ზონასთან ახლოს უნდა გაგვევლო.
ვიჯექი ჩემთვის კოხტად, მიძინებულ მეგობრებს ვაპაპარაცებდი და წინამდებარე (თუ როგორ ითქმის?) ლაშქრობაზე ვფიქრობდი.

სამწუხაროდ ეს სიამოვნება დიდხანს არ გაგრძელებულა.
სოფელ შავშვებს რომ მივახლოვდით, უცებ მიკროავტობუსის წინა რიგებში ხმაური ატყდა - დაინახე? დაინახე? ორი რაღაც აფეთქდაო.
გავიხედე და რამდენიმე ასეულ მეტრში შავი კვამლი ადიოდა.
გავხედე ჩვენებს და უმეტესობას არც გაუგია, მხოლოდ ეკა იყურებოდა შეშინებული თუ გაოგნებული თვალებით - დავინახე, როგორ ავარდა ცეცხლი და მერე კვამლიო.

მე გამიკვირდა - ცხინვალთან არიან ჩვენები და აქ ვინ რა ააფეთქა.
გზაზე ხალხი კვამლისკენ იყურებოდა. საგზაო სამუშაოებიც შეჩერებულიყო. ზოგი წინ გარბოდა, ზოგი უკან.
ჩვენებიც გამოფხიზლდნენ, წამოყვეს თავები და ვუთხარით რაც ვნახეთ.

სულ ცოტა ხანში ახლოს გავიარეთ იმ კვამლთან, საცხოვრებელ სახლებთან ახლოს იყო, ბევრი ვერაფერი დავინახეთ.

მალე გორშიც ჩავედით. სადღაც გააჩერა მიკროავტობუსმა, მგზავრები უნდა აეყვანა. ბაზრის შესასვლელს ჰგავდა.
გადავედი, პლასტმასის ჭიქები ვიყიდე და მანქანაში უნდა დავბრუნებულიყავი, რომ ხალხის რაოდენობა და სახეები ცუდად მენიშნა.
ჯიხურის გამყიდველმაც საეჭვოდ დამიწყო კითხვები, აქ რამ მოგიყვანათო თუ რაღაც ამგვარი.

ნუ ავიყვანეთ, მგზავრები, შევავსეთ მიკროავტობუსი და ჩვენც კუთვნილი ერთი ადგილის დაკავება მოგვიხდა.

შემოერთებული მგზავრები მგონი ერთი ოჯახი იყო, პატარა ბავშვებით.
ყუთით იხვის ჭუჭულები (ასე არ ჰქვიათ?) ჰყავდათ.
მთელი გზა წივწივას ეძახდნენ :).

ცოტა ხანში ხაშურიც გავიარეთ და რიკოთის გვირაბს მივუახლოვდით.
იქვე სასადილოსთან გააჩერა მძღოლმა მანქანა და რამდენიმე წუთიანი შესვენება გავაკეთეთ.

თითქმის ყველანი გადმოვედით მანქანიდან. მარიტამ დრო იხელთა და წაუძინა.

11:03 (ე.ი. 2 საათში ვიყავით რიკოთთან)
Image

ცოტა ხანში რეკვებიც დაიწყო.
გვეკითხებოდნენ, სად ხართო, გორი იბომბებაო.
ჩვენ გაკვირვებულები ერთმანეთს ვუყურებდით, არ გვჯეროდა რომ ამდენს გაბედავდა რუსეთი. დარწმუნებული ვიყავით, რომ ეს ყველაფერი დროებითი იყო და დასავლეთის დახმარებით უცებ მორჩებოდა ყველაფერი.

მაშინვე წაგვიხდა ხასიათი, უკან დაბრუნებაც კი ვიფიქრეთ ალბათ ყველამ, მაგრამ ეს უკვე საშიში იქნებოდა.
თავი დავიმშვიდეთ, რომ უსაფრთხო ადგილას მივდიოდით და ჩვენებიც შეძლებისდაგვარად დავამშვიდეთ.

რაღას ვიზამდით, ჩავჯექით ისევ მიკროავტობუსში და გავემგზავრეთ.
მძღოლმა რადიო ჩართო და თან არასასიამოვნო ამბებს ვუსმენდით.

გვირაბიდან რომ გავედით, მარიტამ მამამისთან დარეკა, რომელმაც თურმე რამდენიმე წუთის წინ გვერდით ჩაგვიარა (დასავლეთიდან მოდიოდა).
კარგად არ ესმოდათ ერთმანეთის ხმა და გათიშეს.

გზად ხშირად გვხვდებოდა სამხედრო მანქანათა კოლონები. კოლონები კი არა, დიდი კოლონები. ძირითადად სატვირთო ავტომობილები იყო, ზედ მჯდარი სამხედროებით და უკან მიბმული ქვემეხებით
ალბათ ყველა გორისკენ მიდიოდა.

გულში გავიფიქრე, მთლად ცუდად არ გვაქვს საქმე, ჩვენს საწინააღმდეგოდ რომ მიდიან. ჩვენი მიმართულებით რომ წავლენ, აი მაშინ დაგვერხა-თქო :).

სანამ ჩავიდოდით, ვისაუბრეთ, პოკაჰონტასის შემოთავაზებული ირისი-კონფეტები მივირთვით.
მარიტამ თავისი ცეკვის სურათები დამათვალიერებინა აიპოდში და თან ამბებს მიყვებოდა.

გავიარეთ ზესტაფონი, ტყიბული, რაჭის უღელტეხილს ავუყევით და ცოტა ხანში ჩვენი ჩამოსვლის დროც მოვიდა.

ჩამოვიბარგეთ. მძღოლთან მივედი, რომ ნომერი გამომერთმია, ყოველი შემთხვევისთვის და აღმოჩნდა, რომ სერგის და ალექსას თადარიგი უკვე დაუჭერიათ :).

გამოვკითხე ცხრაჯვარის ამბები და დავემშვიდობეთ.

წინ, როგორც მძღოლმა გვითხრა, 3 კილომეტრის ნორმალური სირთულის გზა გვქონდა.

13:32 (თბილისიდან ცხრაჯვარის გადასახვევამდე (გაჩერებებიანად) მოვუნდით 4,5 საათი)
Image

წერას ვაგრძელებ...
Last edited by Int3lig3nt on 21 ნოე 2011, 01:41, edited 4 times in total.
2 იანვარს ზღარბი დამებედა Image

User avatar
GOGONA
იეტი
Posts: 2693
Joined: 10 მარ 2007, 01:21
ცხრაჯვარი - ქვემო რაჭა... ანუ კარაველი ლტოლვილები 8-10.08.08

Post by GOGONA » 16 აგვ 2008, 01:30

მიხარია, უვნებლები რომ დაბრუნდით :D

და თან აგვისტო რომ არ ჩავარდა, თქვენი წყალობით რაჭის ლაშქრობა შედგა :wink:

გაიხარეთ! :D
Who is John Galt?

User avatar
Int3lig3nt
იეტი
Posts: 3524
Joined: 01 ივლ 2005, 11:31
Location: არ გავცვლი სალსა კლდეებსა!
Contact:
ცხრაჯვარი - ქვემო რაჭა... ანუ კარაველი ლტოლვილები 8-10.08.08

Post by Int3lig3nt » 16 აგვ 2008, 03:16

წეღან საკუთარ თავს ვსაყვედურობდი, რა ცუდია, ლაშქრობისას დროების ჩანიშვნა, რომ გავიწყდება, ახლა ხომ მიაწერდი, რამდენი ხანი მოანდომე ან ასვლას ან ჩამოსვლასო.
ჰოდა უცებ თავში დამარტყა - ფოტოებს ხომ აწერია properties-ში გადაღების თარიღი?!
მივაწერ აქაც :). ოღონდ ყველას არა.


ცხრაჯვარი

ცხრაჯვარისკენ ალაგ-ალაგ ასფალტიანი გზა მიდიოდა. კი გამიკვირდა, ძველი სალოცავია და მასეთი რა პოპულარულია, რომ ასფალტიანი გზა დაუგიათო. თუმცა, როგორც შემდეგ მარიტას მამამ გვითხრა ტელეფონით, ადრე ცხრაჯვარზე პანსიონატი ყოფილა.

Image

გზის დასაწყისში გაუბედურებული ქოლგა ვიპოვეთ.

13:33
Image

ოდნავი აღმართი იყო, წესით არ უნდა გაგვჭირვებოდა, მაგრამ ძალიან გაიწელა და ცოტა დავიღალეთ.

ავდიოდით და ნისლი მატულობდა.
გული დამწყდა, იმედი მქონდა, ნორმალურ სურათებს გადავიღებდი.
თან გვითხრეს, რომ ცხრაჯვარიდან შავი ზღვა ჩანსო :(.

ავდიოდით ზემოთ და მარცხნივ ტყიბული, იმერეთის მთები და რაღაც ტბა მოჩანდა (ვერ გავარკვიე, რა ტბა იყო).

ტყიბული ზემოდან.

Image

ათიოდე წუთში საძაგელი სუნი გვეცა, გზის პირზე რაღაცის (სავარაუდოდ რაიმე რქოსანი პირუტყვის) ლეში ეგდო და გულისშემაწუხებელი სუნი ასდიოდა.
ჩქარი ნაბიჯით გავიარეთ და რამდენიმე მეტრში ეს ცუგა შევნიშნეთ.

Image

თავისთვის იწვა მოკუნტული. ალბათ მძორით ჰქონდა მუცელი გაბერილი და აწუხებდა... FუF...
ახლოს არ მივედი, სურათი გადავუღე და გზა გავაგრძელეთ.
რა ვიცოდი, რომ ცოტა ხანში ეს ძაღლი ერთ კარგ სამსახურს გაგვიწევდა :).

მალე პოკაჰონტასი, ალექსა და სერგი წინ გაიჭრნენ.
მე, ეკა-შიკოლადი და მარიტა უკან მივჩანჩალებდით.

მე და ეკა ერთ ინტრიგანულ თემაზე ვკამათობდით.
მარიტა კი გვაშველებდა :).

Image

სიმაღლის მატებასთან ერთად, ნისლიც მატულობდა. ტემპერატურა კი იკლებდა.

Image

ხვლიკების დიდი ოჯახი აღმოვაჩინეთ.
ეს მათი ერთ-ერთი სიმპათიური წარმომადგენელი.
ყვითელ-მწვანე ლაქები ხომ აქვს ტრადიციულად, ასევე ლურჯი და წითელი წერტილებიც შეიმჩნევა :).

Image

ვისვენებთ:

Image


კიდევ უფრო ზემოთ რომ ავედით, მისტიურ გარემოში აღმოვჩნდით.
მარცხნივ უფსკრული... მარჯვნივ კლდეები... ზემოთ ყვავების ტრიალი და ჩხავილი...
და ეს ყველაფერი ნისლში :)

Image

ა, კიდო...

Image

უცებ მზემ გამოანათა და წინ ეს გვირაბი გამოჩნდა.

Image

ცოტა არ იყოს, შემეშინდა. არც მეგობრის სიძეს და არც მძღოლს არაფერი არ ჰქონდათ ნათქვამი ამ გვირაბზე.
რა სიგრძის იქნებოდა, რამდენად მყარი (თავზე, რომ არ ჩამოგვქცეოდა), რაიმე ბინადარი (ყველაზე კაი ვარიანტში - ღამურა) ხომ არ იქნებოდა.

აქვე გავჩერდით, ზემოდან მტირალა კლდესავით წყალი მოწანწკარებდა.
ქვემოთ გადაჭრილი პლასტმასის ბოთლები იდო, ალბათ დასალევად.
სავსე რაც იყო, დავლიეთ და მხოლოდ მაშინ დავაკვირდი, წყალს მოყვითალო, მოყავისფრო შეფერილობა ჰქონდა :(.
ან მინერალური ნარევები ექნებოდა, ან წვიმის შემდეგ იყო ამღვრეული.
მე ძალიან პრეტენზიული ვარ სასმელ-საჭმელის სისუფთავესთან დაკავშირებით, თორე ამათ ოდნავადაც არ სწყენიათ ეს ამბავი :).
ეგ კი არა, კიდე დალიეს მგონი.

ცოტა ხანი გავჩერდით, ჩანთაში ფანარი მოვიძიე და გზა გავაგრძელეთ.
გვირაბთან რომ მივედით, სახტად დავრჩი.

"გვირაბში":
Image

გვირაბი კი არა, რაღაც 10-15 მეტრიანი გასასვლელი იყო, საიდანაც სულ სხვა გარემო იშლებოდა.
თითქოს მისტიური, შავბნელი ადგილიდან, ჯადოსნური გვირაბით, გამწვანებულ ბაღნარში მოვხვდით :).

14:57 (ანუ საათნახევარი მოვუნდით ასვლას)
Image

იქვე დავსხედით და ეკას დედის მიერ გამოტანებული ეკას კუთვნილი ტოლმები და სხვა საკვები მივირთვით :).

კადრში ხშირად ჩნდებოდა ჩვენი მრავალნატანჯი ტელეფონები (დარწმუნებული ვარ, თქვენი ტელეფონებიც არანაკლებ იწვალებდნენ იმ დღეებში, მაგრამ ჩვენი განსაკუთრებით).

Image

სერგის ისე ეგემრიელა თავისი მოხარშული კვერცხები, რომ ტუჩებს ილოკავდა

Image

მერე ცოტა გავიარ-გამოვიარეთ და საინტერესო ადგილი აღმოვაჩინეთ.

საბაგირო გზის შენობა ვნახეთ, სადაც ალბათ მგზავრები ამოდიოდნენ (ან უნდა ამოსულიყვნენ. არ ვიცი მუშაობდა თუ არა ოდესმე ეს საბაგირო)

რამდენიმე მეტრში ძალიან მაგარი გადასახედი ვნახეთ (ეს ”ძალიან მაგარი” ვივარაუდეთ, თორე ისეთი ნისლი იყო, რომ 5 მეტრში არაფერი არ ჩანდა :).

გახვიდოდი კლდის წვერზე და გარშემო სულ სითეთრეა :)!

Image

თვითონ კლდეც ძალიან საინტერესო იყო, ფეხი მთლიანად ჩამეტეოდა იმხელა ბზარები ჰქონდა.
არ ვიცი სურათში რამდენად კარგად გამოჩნდება.

მომენტებში ნისლი გაიფანტებოდა და ახლომახლო მიდამოები ჩნდებოდა.

ეს სურათი, ზედა სურათიდან არის გადაღებული

Image

ესეც იქვე გადავიღე

16:06
Image

რამდენიმე წუთი გავჩერდით და უკან გამოვბრუნდით.
ზემოთ ყოფნის პერიოდში რამდენჯერმე გამოანათა მზემ, ცის ნაფლეთებიც გამოჩნდა, მაგრამ სამწუხაროდ, ბოლომდე ვერ მოერია ნისლს და იმედგაცრუებულები დაგვტოვა :(.

გამოვიარეთ ”გვირაბი” (ახლა უკვე ბრჭყალებში), ისევ დალიეს ყვავის ფეკალიებიანი (ასე შევარქვი :D) წყალი და ქვემოთ დავეშვით.

იქვე წყალთან რაღაც პატარა მკვდარი ცხოველი დავინახეთ, რომელიც ამოსვლისას ვერ შევამჩნიეთ.
თუ ვინმემ იცით, რა ცხოველია, იქნებ დაგვიწეროთ :).
ვერსია ჰქონდა, ვითომ თხუნელააო, მაგრამ ასე პატარა?
ახლა ვფიქრობ, თუ თახვები ბინადრობენ საქართველოში, ე.ი. ეგ იყო.
თუმცა თახვისთვისაც ძალიან პატარაა.
ალბათ უფრო სინდიოფალა.
მანგუსტი?

Image

ჩამოსვლა აღარ გაგვჭირვებია, საუბარ-საუბარში შეუმჩნევლად ჩამოვიარეთ.

გზად რამდენიმე ფოტოც გადავიღე.

Image

Image

Image

აუცილებლად უნდა წავიდე კიდევ ცხრაჯვარზე, როდესაც ნისლი არ იქნება, ულამაზესი ადგილია და დარწმუნებული ვარ, ხედებიც ძალიან მაგარი გადაიშლება :).

კინაღამ დამავიწყდა!
უკანა გზაზე, დიდი ამბით ვემზადებოდი, შორიდანვე ვაკვირდებოდი იმ ადგილს, სადაც ლეში ეგდო, რომ სუნთქვა შემეკავებინა და მისი არომატის შეუგრძნობლად გამევლო.
თუმცა ლეში აღარ დაგვხვდა, სავარაუდოდ იმ მოწითალო ცუგამ წააჩანჩალა სადმე.
აი ამ კარგ საქმეს ვგულისხმობდი ზემოთ :).

ჩამოვედით დაბლა და სასტიკ რეალობას დავუბრუნდით.
ისევ ზარები, ისევ მოკითხვები, ისევ ნერვიულობა.
სამწუხაროდ ყოველი ახალი ინფორმაცია, უარესი და უარესი იყო.
ერთ დამაიმედებელ ცნობას ვერ ვიღებდით...

17:05 (ჩამოსვლას დაახლოებით ერთი საათი დასჭირდა სეირნობით)

Image

Image

Image

Image

ალექსა აღშფოთებულია!

Image

ცოტა ხანი ვისხედით და ვსაუბრობდით პოლიტიკაზე.
საერთოდ ლაშქრობის მთელი საუბრების ალბათ 20% პოლიტიკას ეხებოდა.
ჩვენს უიმედო, სხვაზე დამოკიდებულ მომავალს და ხსნას არსაით :).
უF, აღარ მინდა ამაზე...

მოკლედ ასე დავბრუნდით ტრასაზე.
შემდეგი დანიშნულების პუნქტი იყო, შაორის ტბა, სადაც დავბანაკდებოდით და დილით გავაგრძელებდით გზას.

P.S. მთავარი დამავიწყდა.
სალოცავი ვერ ვნახეთ...
მარიტას მამამ გვითხრა, გაგიჭირდებათ პოვნაო და ჩვენც თავი დავანებეთ.
ნისლი იყო და არც განწყობა გვქონდა სამაგისოდ.
მეორედ რომ წავალთ, აუცილებლად ვნახავთ :).
Last edited by Int3lig3nt on 21 ნოე 2011, 02:10, edited 1 time in total.
2 იანვარს ზღარბი დამებედა Image

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
ცხრაჯვარი - ქვემო რაჭა... ანუ კარაველი ლტოლვილები 8-10.08.08

Post by Naia » 16 აგვ 2008, 03:39

Int3lig3nt
გადავირიე, რა ლამაზ ადგილებში ყოფილხართ

მეც ძალიან მომინდა იქ წასვლა და ამ სილამაზის ნახვა (კიდევ, კარგი ეს თემა გახსენი, თორემ ლაშქრობის სურვილი საერთოდ დაკარგული მქონდა:) ).

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ცხრაჯვარი - ქვემო რაჭა... ანუ კარაველი ლტოლვილები 8-10.08.08

Post by qvevri » 16 აგვ 2008, 10:40

ზემოთ რაღაც მკვდარი ცხოველი რომ გდია ეგ დედოფალაა.

User avatar
la cioccolata calda
ბილიკზე მოარული
Posts: 77
Joined: 05 აგვ 2008, 16:37
Location: Tbilisi
ცხრაჯვარი - ქვემო რაჭა... ანუ კარაველი ლტოლვილები 8-10.08.08

Post by la cioccolata calda » 16 აგვ 2008, 11:57

Int3lig3nt
ძალიან საინტერესოდ ყვები მართლაც :P

ოღონდ ერთი შენიშვნა მაქვს___ ის ყვავის ფეკალიებიანი წყალი მე არ დამილევია არც იქითობისას და არც უკან გზაზე :P

ნ-
გაააგრძელე, ველოდებით შემდეგ სერიას :)))))

User avatar
Int3lig3nt
იეტი
Posts: 3524
Joined: 01 ივლ 2005, 11:31
Location: არ გავცვლი სალსა კლდეებსა!
Contact:
ცხრაჯვარი - ქვემო რაჭა... ანუ კარაველი ლტოლვილები 8-10.08.08

Post by Int3lig3nt » 16 აგვ 2008, 13:14

qvevri
ეგ დედოფალაა.
ჰოო, დედოფალა :)!

შატილშიც ვნახეთ, ხიდთან დარბოდა თავისთვის.

ბებიაჩემი ლეგენდებს მიყვებოდა ამ პატარა, მაგრამ მავნე ცხოველზე.
საქათმეში თუ შეძვრა, შეიძლება მთელი ფრინველები დახოცოსო.

la cioccolata calda
ოღონდ ერთი შენიშვნა მაქვს___ ის ყვავის ფეკალიებიანი წყალი მე არ დამილევია არც იქითობისას და არც უკან გზაზე
უკაცრავად :roll:

გავაგრძელებ წერას...
2 იანვარს ზღარბი დამებედა Image

User avatar
la cioccolata calda
ბილიკზე მოარული
Posts: 77
Joined: 05 აგვ 2008, 16:37
Location: Tbilisi
ცხრაჯვარი - ქვემო რაჭა... ანუ კარაველი ლტოლვილები 8-10.08.08

Post by la cioccolata calda » 16 აგვ 2008, 15:24

ხო დავამატებ--ცხრაჯვარი მართლაც ძალიან ლამაზი იყო, მისასვლელი გზა და იქაც
მართალია ნისლის გამო ალბათ ლამაზი სანახაობის ნახევარს ვერ ვხედავდით ,მაგრამ მაინც

დაღლილები გზაში აი ასე ვისვენებდით

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ცხრაჯვარი - ქვემო რაჭა... ანუ კარაველი ლტოლვილები 8-10.08.08

Post by Mta Mkvarebia » 17 აგვ 2008, 00:35

Int3lig3nt
მართლა ჩანს ცხრაჯვარიდან შავი ზღვა, ოღონდ კარგ ამინდში.
ეს ცხრაჯვარი თამარიჩი რომ ხვამლს კითხულობდა ის არის. აი თემა:
http://www.karavi.ge/viewtopic.php?t=2236
ესეც კიდევ მაგ თემაში თამთას დადებული საინტერესო ლინკი სადაც განთავსებულია დოკუმენტური ფილმი ამ მთის საიდუმლო გამოქვაბულების დასალაშქრ ექსპედიციაზე.
http://www.xvamli.ge/

ჩემს ბავშვობაში მაგ ასფალტიანი გზა ისეთი ნორმალური გამავლობის იყო ჟიგული თავისუფლად ადიოდა, ახლა კი რა დღეშია :( . საბაგიროც მუშაობდა, ტყიბულთან აკავშირებდა ცხრაჯვარს.
მეც დიდი სიამოვნებით ავიდოდი მაგ ადგილას კარგ ამინდში.

იქიდან რომ ტბა დაინახეთ, მინიბუსით მგზავრობისას ვერ შენიშნეთ ? სანამ ტყიბულში შემოხვიდოდით გზიდან მარცხენა მხარეს იყო. ეტყობა მაშინაც პაპარაცობით იყავი გართული :wink: .

ველით მეორე სერიას :).
Image

User avatar
la cioccolata calda
ბილიკზე მოარული
Posts: 77
Joined: 05 აგვ 2008, 16:37
Location: Tbilisi
ცხრაჯვარი - ქვემო რაჭა... ანუ კარაველი ლტოლვილები 8-10.08.08

Post by la cioccolata calda » 17 აგვ 2008, 10:42

Mta Mkvarebia
კი ვნახეთ ის ტბა გზიდან
გორელმა მგზავრმა გვითხრა კიდეც რა ტბა იყო მაგრამ სახელი არ მახსოვს :)

პ.ს. გუშინ ამ სურათს ვდებდი და ვერ დავდევიი
Image

User avatar
la cioccolata calda
ბილიკზე მოარული
Posts: 77
Joined: 05 აგვ 2008, 16:37
Location: Tbilisi
ცხრაჯვარი - ქვემო რაჭა... ანუ კარაველი ლტოლვილები 8-10.08.08

Post by la cioccolata calda » 17 აგვ 2008, 10:51

Image
აი გზა ასეთი ასფალტიანი :) იყო როგორც აქ ჩანს

User avatar
la cioccolata calda
ბილიკზე მოარული
Posts: 77
Joined: 05 აგვ 2008, 16:37
Location: Tbilisi
ცხრაჯვარი - ქვემო რაჭა... ანუ კარაველი ლტოლვილები 8-10.08.08

Post by la cioccolata calda » 17 აგვ 2008, 10:52

ეს იმ კლდეზე სილუეტი ინტელიგენტის და სხვების
Image

User avatar
la cioccolata calda
ბილიკზე მოარული
Posts: 77
Joined: 05 აგვ 2008, 16:37
Location: Tbilisi
ცხრაჯვარი - ქვემო რაჭა... ანუ კარაველი ლტოლვილები 8-10.08.08

Post by la cioccolata calda » 17 აგვ 2008, 10:58

შEძლება სხვა დროს რომ ვნახო ის ცალკეული ლოდებისგან შექმნილი კლდე სულაც არ მომეჩვენოს საშიში,მაგრამ როცა ირგვლივ ნისლია და არ იცი 2 მეტრში რა არის და გინდა დააბიჯო თეთრ ღრუბელს შენს ირგვლივ და ამ დროს ქვემოთ საყრდენი შეიძლება არ იყოს და გადაიჩეხო ...საშიშია

ჰოდა აქ გვაშინებდა ბატონი ინტელიგენტი ამხელა ჩანთა მოკიდებული კიდეში იდგა ან დადიოდა აქეთ-იქით,

ძლივს დავსვით

Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ცხრაჯვარი - ქვემო რაჭა... ანუ კარაველი ლტოლვილები 8-10.08.08

Post by Mta Mkvarebia » 17 აგვ 2008, 12:09

la cioccolata calda
ჰო, იცის მაგან ასე ხალხის დაშინება. მუცოში ისტერიკაში კინაღამ ჩამაგდო, ქარაფთან რომ პოზირებდა :wink:
უფრო სწორედ გაუმიზნავად აკეთებს, ვერ წარმოუდგენია სიმაღლის შიშის მქონე ხალხს რატომ უნდა ეშინოდეთ სხვა ადამიანის ასეთ პოზიციაზე დგომა. თუმცა მეც ვერაფრით ამიხსნია რატომ...
თუმცა ღირდა, ლამაზი ფოტოებია ნისლში ჩაძირული სილუეტები ქარაფზე :) .
Image

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]