ცხრაჯვარი - ქვემო რაჭა... ანუ კარაველი ლტოლვილები 8-10.08.08

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

User avatar
Int3lig3nt
იეტი
Posts: 3524
Joined: 01 ივლ 2005, 11:31
Location: არ გავცვლი სალსა კლდეებსა!
Contact:
ცხრაჯვარი - ქვემო რაჭა... ანუ კარაველი ლტოლვილები 8-10.08.08

Post by Int3lig3nt » 23 აგვ 2008, 03:12

დაბრუნება

სოფლის ცენტრში 12 საათამდე მივედით.

იქვე დავაწყეთ ჩანთები და ტრანსპორტს დაველოდეთ.

Image

თან ამომავალ მიკრო-ავტობუსებს ვეკითხებოდით გზის ამბავს.

ამჯერად დადებითი პასუხები იყო. გზა გახსნილი არისო თბილისამდე.

პრობლემა ის იყო, რომ აქ მოძრავი მანქანებიდან მიკროავტობუსები მხოლოდ თბილისის მხრიდან ამოდიოდნენ. აქედან მიმავალი არ ჩანდა საერთოდ.

მსუბუქი მანქანები და ჯიპები ხო, იცოცხლე, იმდენი იყო...

ერთი-ორს კი ავუწიეთ ხელი, იქნებ ტყიბულამდე გაგვიყოლოსო, მარა უშედეგოდ.

Image

ჯერ თბილისის მიკრო-ავტობუსს ვუცადეთ.
1-2 საათი რომ გავიდა და არაფერი არ ჩანდა, გადავწყვიტეთ, რომ თუნდაც ტყიბულამდე ჩავსულიყავით რამენაირად.

მარიტა მამას ესაუბრა და ქუთაისში დარჩიო. ისედაც აპირებდა ორ დღეში ქუთაისში წამოსვლას და ჯობდა აქედანვე იქ წასულიყო.

მარიტას წასვლა იმდენად პრობლემური არ იყო, როგორც ჩვენი.
აუცილებელი იყო 18:00-მდე გაგვევლო გორის ტერიტორია, თორე მერე შეიძლება გზა დაკეტილიყო და სადღაც შუა გზაში აღმოვჩნდებოდით.
კაფეს გვერდით ვისხედით ჩრდილში და ერთი-ორ სიტყვას თუ მივუგდებდით ერთმანეთს.

Image

ერთი-ორჯერ ალექსა და პოკაჰონტასი კაფეში შევიდნენ, საინფორმაციო გადაცემის მოსასმენად თუ საყურებლად და ახალ-ახალი ინფორმაციებით გვამარაგებდნენ.

Image

ამასობაში ეკამ გაარკვია, რომ თურმე ნიკორწმინდაში ნათესავები ჰყოლია და თუ რამეა, მათთან დარჩებოდა.

მერე რაღაც მიკრო-ავტობუსი იყო გაჩერებული იქვე.
მივედი და მძღოლს ვუთხარი, გადაგიხდით და ტყიბულამდე ჩაგვიყვანეო.
არ გინდათ, ახლა 2-ის მერე ჩამოივლის თბილისისკენ მარშუტკებიო.
თან არავინ არ მიდის იქით და ცარიელი იქნებაო.

დავუჯერეთ, მაგრამ სულ ტყუილად.
ქვემოდან ყოველ 10-15 წუთში ამოდიოდნენ მიკროავტობუსები. თბილისისკენ კი, არცერთი :(.

Image
არა, ერთი წავიდა, მაგრამ სულ სავსე იყო.

ჰოდა ასე ვისხედით დაახლოებით 3 საათამდე.

Image

ქუთაისის მიკროავტობუსი ამოვიდა, რომელიც 5-ზე უნდა გაბრუნებულიყო უკან.
არ გვაწყობდა, ძალიან გვიანი იქნებოდა 5.

მეც ქუთაისში ვაპირებდი წასვლას. მინდოდა დარწმუნებული ვყოფილიყავი, რომ მარიტა მშვიდობით ჩავიდა. თუმცა მარიტას და ბიძამისის დაჟინებული თხოვნით, უარი ვთქვი ამ გადაწყვეტილებაზე.
მერე კი ვნანობდი, მაგრამ მთავარია ყველაფერმა კარგად ჩაიარა (ჩვენს შემთხვევაში) და ახლა აღარ მაქვს სადარდებელი, რომ არასწორად მოვიქეცი :).

შემდეგ ჩვენმა მძღოლმაც ამოიარა (თბილისიდან ვინც წაგვიყვანა).
გვისაყვედურა, რატომ არ დამირეკეთო.
ახლა ავალ ზემოთ და 15 წუთში დამირეკეთო.
ჩამოვალ და წაგიყვანთო.

მე მობილური წუხანდელი ღამიდან მქონდა გამორთული.
მხოლოდ დილით ჩავრთე, მესიჯების შესამოწმებლად და მერე რამდენიმე წამით ვრთავდი ხოლმე, ან საათისთვის, ან მესიჯებისთვის.
დილიდან ნულზე იყო ბატარია, მაგრამ მაინც ირთვებოდა და ირეკებოდა კიდეც.
კაი წვალების შემდეგ, ჩემებთან დავრეკე, მანქანას ველოდებით და წამოვალთო, რომ დამშვიდებულიყვნენ.

15 წუთიც გავიდა და მეტიც, მაგრამ მძღოლს ვერაფრით ვერ დავურეკეთ :(.
საშინლად იყო გადატვირთული ნომრები.
ეგეც კაი ჩურჩუტი იყო, რა.... დარეკვა რად გვინდოდა, ხომ იცოდა, რომ ველოდებოდით, უF!

სამ საათსაც რომ გადასცილდა, ნერვიულობამ კიდევ უფრო იმატა.

ბედად რაღაც მიკროავტობუსმა ჩამოიარა და ტყიბულამდე ჩაყვანაზე დაგვთანხმდა.
სიხარულით შევხტით შიგ და გამოვემგზავრეთ :).

გზად კიდევ ორი ახალგაზრდა ბიჭი ავიყვანეთ, რომლებიც მგონი პატრიოტთა ბანაკიდან მოდიოდნენ.

ტყიბულში 4-მდე ჩავედით.
სადგურში გავარკვიეთ, რომ თბილისისკენ არაფერი არ მიდიოდა :(.
მხოლოდ ორი რეისი იყო, ქუთაისი 5 საათზე და ზესტაფონი 4 საათზე.

მოლარე ქალბატონმა დაგვარწმუნა, რომ ზესტაფონიდან ყოველ საათში დადიან და იქ გირჩევნიათ წასვლაო.

სხვა გზა არც გვქონდა, ავიღეთ ბილეთები.
ცოტა ხანი იქვე ხის ჩრდილში ვისხედით. მალე 4 საათი და მარიტასთან დამშვიდობების დროც მოვიდა.
ცრემლები და გულაჩუყებები იყოო, რომ გითხრათ, ტყუილი იქნება, მაგრამ მაინც ძნელი იყო გამომშვიდობება (ჩემთვის ასე იყო, და სხვებისთვისაც ალბათ).
თუნდაც იმიტომ, რომ სამი დღე ერთად გავატარეთ. ერთად განვიცადეთ ეს ყველაფერი.
და კიდე იმიტომ, რომ არ ვიცოდით, რა გველოდა, გზაზეც და მერეც, ზოგადად საქართველოში რა მოხდებოდა...

Image

დავემშვიდობეთ, მშვიდობიანი მგზავრობა ვუსურვეთ ერთმანეთს და გამოვემგზავრეთ.

Image

მთელი გზა რადიო ჰქონდა ჩართული მძღოლს. არ წყდებოდა საინფორმაციო გადაცემები.
ჩვენც გვეღირსა როგორც იქნა ინფორმაციის წყარო და გატრუნულები ვუსმენდით.
თან ვნერვიულობდით, რომ შეიძლება 5-მდე ვერ მიგვესწრო ზესტაფონში და კიდევ ერთი საათით გვიან მოგვიწევდა თბილისში გამგზავრება.

ახლა უკვე მიხაროდა, დამჯდარი რომ მქონდა მობილი და ვერ დამირეკავდნენ.
გადაწყვეტილი მქონდა, რომ სანამ სამშვიდობოს არ ვიქნები, არ დამერეკა.

5-მდე მოვასწარით სადგურამდე მისვლა. საწვავის ”კალონკასთან” ჩამოვცალეთ ტვირთი და ტრანსპორტის ამბის გასარკვევად გავიქეცი იქვე, სადგურში.

იქ, ძალიან ცუდი ამბავი დაგვახვედრეს, თბილისისკენ არაფერი არ დადისო :(.

გაწბილებული გამოვბრუნდი...
ქუთაისის მხრიდან მომავალი რაიმე ტრანსპორტის იმედზეღა ვიყავით.

ვიდექით გაჩერებასთან, ეკას საიდანღაც გამოჩენილ შოკოლადს მივირთმევდით და მიკროავტობუსების გაჩერებას ვცდილობდით.
სავსე იყო ყველა :(.

იქვე სადგურთან მსუბუქი ტაქსებიც იდგნენ.
150 ლარს ითხოვდნენ თბილისამდე.
ფული კი გვქონდა მაგდენი, მაგრამ გაგვიჭირდებოდა უკან ოთხს დატევა და ჯერჯერობით თავი შევიკავეთ.

დიდხანს ცდა არ დაგვჭირვებია. რაღაც პატარა მიკროავტობუსმა ჩამოიარა. ხელი ავუწიე და ბენზინგასამართ სადგურთან გაჩერდა.
მძღოლი ორმოციოდე წლის მელოტი მამაკაცი აღმოჩნდა.
- მივედი და ვეკითხები, თბილისში წახვალ?
- თუ გადაიხდით, რატომ არ წავალ? რამდენი ხართ?
- შენ რამდენს ითხოვ?
- მაქვს აქ 13 ადგილი (სინამდვილეში 12 იყო და ამ თორმეტიდან ერთ-ერთზე თავისი ”ნაპარნიკი” ეჯდა). თითოში ვითხოვ 10 ლარს.
ანუ სულ 130 ლარს.
იქვე ორი მგზავრიც ვიშოვეთ და 7-მდე გაიზარდა ჩვენი რიცხვი.
რომ ვსხდებოდით მიკროავტობუსში. ვეკითხები მძღოლს, ჩვენ ხომ ვართ 7 და გიხდით 130 ლარს. გზაში რომ კიდევ ვინმე აიყვანო, ეს ჩვენს ფულს არ დააკლდება?
- არა, არ დააკლდება.
- რატო, ჩვენ ხომ 13 ადგილისას გვახდევინებ, და არა 13 ადამიანისას.
- ძმაო, ასე მაწყობს. გინდათ? წამოდით. არა და არ არის პრობლემა.
სხვა გზა არ გვქონდა, თორე ერთი გემრიელად გამოვლანძღავდი იმ მძღოლს და დავანებებდი თავს.
ოღონდ თბილისში ჩაგვეღწია და ყველაფერზე თანახმანი ვიყავით. მაგანაც იცოდა ეს და ბოროტად ისარგებლა სიტუაციით.

ჩემი აზრით ეს მოროდიორობაზე არანაკლები დანაშაულია.

აუ მეძინება მაგრად.
გადაკითხვაც მეზარება :(.
ხვალ გავაგრძელებ.
ფოტოებსაც ხვალ დავდებ...
Last edited by Int3lig3nt on 25 აგვ 2008, 01:11, edited 5 times in total.
2 იანვარს ზღარბი დამებედა Image

User avatar
Int3lig3nt
იეტი
Posts: 3524
Joined: 01 ივლ 2005, 11:31
Location: არ გავცვლი სალსა კლდეებსა!
Contact:
ცხრაჯვარი - ქვემო რაჭა... ანუ კარაველი ლტოლვილები 8-10.08.08

Post by Int3lig3nt » 24 აგვ 2008, 22:02

ზესტაფონის გასასვლელთან გზა დაგვხვდა გადაკეტილი, პატრული არ უშვებდა მანქანებს, დაბომბვის საშიშროება არისო.
ჩვენი მძღოლი, გაძვრა-გამოძვრა რაღაც ქუჩებზე და გადაკეტილი გზა ჩვენს უკან აღმოჩნდა :).

რა თქმა უნდა ჩვენი მიკროავტობუსი ბოლომდე შეავსო მძღოლმა, თან მგზავრებს გადახდისუნარიანობით არჩევდა.
მხოლოდ თბილისში მომავალ მგზავრებს ისვამდა.

მერე კი დავფიქრდი და მივხვდი, ჯობდა ასეთი ”გაქნილი” მძღოლი გვყოლოდა, ვიდრე პატიოსანი, რომელიც ალბათ პირველივე გადაკეტილ გზასთან გაჩერდებოდა და არ ვიცი, რამდენი ხანი მოგვიწევდა კიდე დასავლეთში ყოფნა...

ჩქარა მივდიოდით ძალიან, თან რადიოს ვუსმენდით.
მანქანები ორივე მიმართულებით მოძრაობდნენ და ეს გამბედაობას გვმატებდა, რომ მარტო ჩვენ არ ვიყავით გადარეულები, ასეთ სიტუაციაში მოძრაობას რომ ვბედავდით :).

როკის გვირაბამდე კიდევ გაგვაჩერა პატრულმა და გაგვაფრთხილა, რომ დაბომბვის საშიშროება იყო და ჯობდა გზა არ გაგვეგრძელებინა.
თან მგონი ასე გვითხრა, გვირაბი დაკეტილიაო.

ჩვენ იმ იმედით გავაგრძელეთ გზა, რომ ზემოდან, უღელტეხილით გადავიდოდით.

თუმცა გვირაბი ღია იყო და თავისუფლად მოძრაობდნენ მანქანები...

გორს რომ ვუახლოვდებოდით, თითქოს მანქანების ნაკადმა იკლო და ამან ცოტა შეგვაშფოთა.

ისედაც, კილომეტრაჟის დაფებს თვალებგაფაციცებული ვუყურებდით და გორამდე ყოველ კილომეტრს ვითვლიდით.

თან ჰორიზონტზე კვამლის სვეტების გაჩენას ველოდით.

მე აპარატი მქონდა გამზადებული, თუ რამეს შევნიშნავდი, რომ გადამეღო.

საბედნიეროდ, გორამდეც უპრობლემოდ მივედით და გორიც მშვიდობით გავიარეთ :).

უი ხო, სანამ გორში ჩავიდოდით, მანამდე მთებზე დამწვარი ბალახი ვნახეთ.
ზოგან ისევ კვამლი ასდიოდა.

გორს თითქოს არაფერი ეტყობოდა, არც დანგრეული სახლები, არც ცეცხლის კვალი.
სანამ გორის გამოსასვლელს არ მივუახლოვდით, ყველაფერი დეზინფორმაცია მეგონა, რასაც საინფორმაციოები აცხადებდნენ.
თუმცა ერთი და მთავარი კი ეტყობოდა...
ცარიელი იყო ქალაქი, ჰოლივუდურ ფილმებში რომ აჩვენებენ ხოლმე, ისეთი იყო :(.
ყველაფერი დაკეტილი, უსიცოცხლო...

გამოსასვლელთან კი მწარე რეალობა დავინახეთ.
გაშავებული, დაზიანებული კორპუსები, დამწვარი ზედა სართულებით და დანგრეული რამდენიმე პატარა სახლი.

ძალიან ჩქარა მოძრაობდა ჩვენი მიკროავტობუსი და ვერ მოვასწარი ნორმალური კადრების გადაღება. თითქმის არაფერი არ ჩანს.

გორს რომ გამოვცდით, ამოვისუნთქეთ.
რა თქმა უნდა, გორის ბოლო სახლთან არ მთავრდებოდა ყველა საფრთხე და საშიშროება, მაგრამ რა ვიცი, მაინც მოგვეშვა :).

მაშინვე ტელეფონი გამოვართვი პოკაჰონტასს და სახლში დავრეკე, გორს გამოვცდით-თქო :).

სხვებიც ასე მოიქცნენ.

მეტი თბილისამდე ისეთი არფერი არ მომხდარა.
მხოლოდ პოკაჰონტასს უთხრეს მშობლებმა, რომ ჯობია სოფელში მოხვიდეო და მცხეთამდე ჩამოვიდა.
არ მახსოვს სოფლის სახელი.

დიდუბეში რომ ჩავედით, მე სახლში მისვლა არ მინდოდა.
ვფიქრობ, სხვებიც ასე იქნებოდნენ.

ძალიან ძნელი იყო მშობლებისთვის თვალებში ჩახედვა, მათი სახის დანახვა...
ძნელი წარმოსადგენი არ იყო მათი რეაქცია, მაგრამ მაინც ვღელავდი.

ჩხუბს არ დამიწყებდნენ. რომც დაეწყოთ, არ შევეკამათებოდი...
ძალიან მინდოდა, არაფერი არ ეთქვათ.

ჩემს კორპუსთან, ქალების ”ბირჟას” რომ ჩავუარე, მივესალმე და მითხრეს, ბებიაშენი სულ შენზე ლაპარაკობს, მთელი დღეა გელოდებაო.
აგერ ბაღში ზის და გიცდისო :).

გავიხედე და უკვე მორბოდა ბებიაჩემი :).

მომვარდა, ჩამეხუტა და აცრემლებულმა დამკოცნა :).

სახლში ერთად ავედით.

დედა კომპიუტერთან იჯდა და რაღაც საინფორმაციო საიტებს კითხულობდა. მგონი ერთი ის მითხრა, საყვედურნარევი ხმით, სადა ხარო.
მე ვუთხარი, ყველაფერმა ჩაიარა და აღარ ღირს ლაპარაკი-თქო.

მამაჩემმა საერთოდ არაფერი არ მითხრა.
მაშინვე ჩემს ძმას დაურეკა გერმანიაში, ჩამოვიდაო.

მეტი არც არაფერი.

მე რა თქმა უნდა, მაშინვე კარავს ვეცი, მაინტერესებდა ჩვენზე რას წერდით :).

მეტი რაღა მოგწეროთ...
თუ რამე გამახსენდა, მერე დავუმატებ :)

ჭირი იქა, ლხინი აქა
ქატო იქა, ფქვილი აქა.

ახლა დარჩენილ სურათებს დავამატებ ამავე პოსტებში...
Last edited by Int3lig3nt on 24 აგვ 2008, 22:09, edited 1 time in total.
2 იანვარს ზღარბი დამებედა Image

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
ცხრაჯვარი - ქვემო რაჭა... ანუ კარაველი ლტოლვილები 8-10.08.08

Post by Naia » 24 აგვ 2008, 22:06

Int3lig3nt
ინტელ, ჩემს თვალში გმირები ხართ

ყველამ ძალიან ვინერვიულეთ თქვენზე და მადლობა ღმერთს, რომ მშვიდობიანად ჩამოხვედი

შენი რეპორტაჟის წაკითხვა ნამდვილი სიამოვნება იყო. ძალიან მეცოდებოდით, რომ არ გაგიმართლათ და ასეთი ლამაზი ადგილები ამ უბედურების გამო ნორმალურად ვერ აღიქვით :(

იმედია გაისად მეც მოვხვდები მაქეთ და ამ სილამაზეს საკუთარი თვალით ვნახავ.

User avatar
la cioccolata calda
ბილიკზე მოარული
Posts: 77
Joined: 05 აგვ 2008, 16:37
Location: Tbilisi
ცხრაჯვარი - ქვემო რაჭა... ანუ კარაველი ლტოლვილები 8-10.08.08

Post by la cioccolata calda » 25 აგვ 2008, 14:06

ლოოოოლ რო არ ვთქვა არ შემიძლია
ბოლო ორ სურათში რატო ვარ მივარდნილი, ხო სასაცილო ფოტოებია :D
დანარჩენები სასურათეთ არიან გამოწყობილი ნუ კამერას მაინც უყურებენ მე კი თავიც არ ამიწევია, მიზეზი (ები) :დაღლილი ვიყავი, ცოტა დამწვარიც მზიგან და ყველაზე მთავარი_სანამ აქ ჩამოვიდა მარშუტკა იმდენი მაჯაყჯაყა (ტყიბულის გზები და სხვა) რომ აი ასეთ დღეში ჩამაგდო
მაგრამ უარესი კიდე წინ იყო---ზესტაფონამდე რაღაც მარშუტკა-ავტობუსი იყო რომელიც ასეეევე საშინლად დადიოდა, იქ მართლა ცუდად ვიყავი, გული მერეოდა :(
არადა საერთოდ ყველანაირი ტრანსპორტით მგზავრობას ძალიან კარგად ვიტან :P

User avatar
la cioccolata calda
ბილიკზე მოარული
Posts: 77
Joined: 05 აგვ 2008, 16:37
Location: Tbilisi
ცხრაჯვარი - ქვემო რაჭა... ანუ კარაველი ლტოლვილები 8-10.08.08

Post by la cioccolata calda » 25 აგვ 2008, 14:15

Int3lig3nt wrote:
ამასობაში ეკამ გაარკვია, რომ თურმე ნიკორწმინდაში ნათესავები ჰყოლია და თუ რამეა, მათთან დარჩებოდა.
ხო ხო ეგ ადრეც ვიცოდი
ის ოჯახი ძალიან მიყვარს, დამირეკეს კიდეც და მითხრს დაახლ. სახლი სადაც იყო, თურმე ჩამოგვივლია უდაბნოდან რო ვბრუნდებოდით (მტრედისწყაროსთანაა) ჰოდა
საერთოდ რაჭაში წასვლაზე ხო რამდენი ხანია ვოცნებობ და რატომრაც შეყვარებული ვარ რაწაზე და რაჭველებზე თუმცა ბერს არავის ვიცნობ,მაგრამიდეაში რა :)

ჰოდა მათთან სტუმრობაც რამდენი ხანია მინდოდა რაჭაში ჰოდა მსვიდობა რომ ყოფილიყო ალბათ მართლაც შევივლიდი ცტა ხნით და შეიძლება დავრჩებოდი კიდეც, მაგრამ ისეთ სიტუაციაში იქ დარჩენა და მერე იქიდან მარტო დაბრუნება მართლაც ცუდი იდეა იქნებოდა :)







ეკას საიდანღაც გამოჩენილ შოკოლადს მივირთმევდით

ეს ერთადერთი ნათელი და ბედნიერი წერტილი და წამები იყო ჩემთვის უკან გზაზე :)

User avatar
perwkli
იეტი
Posts: 1088
Joined: 09 მარ 2007, 04:18
Location: ბუნბუნლანდია
ცხრაჯვარი - ქვემო რაჭა... ანუ კარაველი ლტოლვილები 8-10.08.08

Post by perwkli » 25 აგვ 2008, 15:20

:roll: რა დამწვრები ხართ
პეპილოტა ვიქტუალინა როგალდინა.

http://bunbunland.blogspot.com/

User avatar
Na-tia
მაწანწალა
Posts: 471
Joined: 31 ივლ 2008, 14:34
ცხრაჯვარი - ქვემო რაჭა... ანუ კარაველი ლტოლვილები 8-10.08.08

Post by Na-tia » 25 აგვ 2008, 16:32

maikomaiko
და რა სახეები გვაქვს, ჩამოგვტირის ცხვირ-პირი, მე მართლა ეგრე ვიყავი, უჰ, ეხლა თვალწინ წარმომიდგა ნიკორწმინდის ბირჟა :)

marita 777
მაწანწალა
Posts: 642
Joined: 31 ოქტ 2007, 14:09
Location: tbilisi
ცხრაჯვარი - ქვემო რაჭა... ანუ კარაველი ლტოლვილები 8-10.08.08

Post by marita 777 » 30 აგვ 2008, 16:29

როგორც იქნა მეღირსა ამ თემის ბოლომდე წაკითხვა და ძალიან ბედნიერი ვარ...თურმე საკუთარ სახლს არაფერი სჯობს.. :) home sweet home :)
ძალიან კარგად არის აღწერილი ლაშქრობა...რომ ვკითხულობდი ველოდებოდი ნეტა ამის მერე რა მოხდა, ნეტა რა ქნეს-თქო...ისე ვიქცეოდი, გეგონებოდა მე იქ არ ვყოფილიყავი... :D მოკლედ, ძალიან საინტერესოდ მიდის თხრობა...
სერგი მინდა, რომ მოგილოცო კარავზე დარეგისტრირება და ვისურვებდი, რომ კიდევ გველაშქრა ერთად...კარგი ხარ :)
ნათია და ეკა თქვენი ნახვაც მიხარია აქ... მართალია თქვენი სახელები მერევა, მაგრამ მგონი ეგ არ არის ჩვენთვის ხელისშემშლელი, რომ კარგი ურთიერთობა გვქონდეს...არა ცოტა ეკა(თუ თამუნია ) კი ბრაზობდა, მაგრამ ვიცი, რომ უკვე მაპატია :D :D :D
ჰო, ვინც არ იცის ვეტყვი, რომ ეკას თამუნას ვეძახდი, ნათიას ეკას, სერგის ალექსის და ალექსის სერგის... :D სერგიმ იპოვა გამოსავალი და ამირანი დამარქვა (რა სახელიც მოუვიდა პირველად თავში :D )...
არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ არჩილის კომენტარები ძალიან მომწონს...ჩემს გულში ზიხარ არჩილ...:) მადლობ შენ!
საერთოდ კომენტარი ალბათ ძალიან დამიგვიანდა, მაგრამ მეპატიება...ბოლო ბოლო რაჭაში ვიყავი 3 დღით :D
გული იმაზე დამწყდა, რომ საყინულე არ ჩანს ისეთი, როგორიც იყო იქ... ეს იყო ძალიან ლამაზი, თეთრი ქვებისგან შექმნილი გამოქვაბული, ძალიან მყუდრო და თან უზარმაზარი...ძალიან დიდი სიამოვნებით ვიქნებოდი იქ დიდხანს, მაგრამ ციოდა საკმაოდ, ამიტომ მალევე ამოვედით....
კიდევ რა მინდოდა მეთქვა...რაც ტყიბულში მოხდა ჩვენი გაყრა, მას შემდეგ არ ვიცოდი რა გადაგხდათ და ეს ყველაფერი რომ წავიკითხე გული დამეწვა...არ მეგონა ასე თუ გაიტანჯეთ გზაში... იმ მძღოლის გალახვა მომინდა :( მაგრამ რას იზამ...ვერ მოსთხოვ ყველას პატიოსნებას...ალბათ რამხელა ფსიქოლოგიური ტრამვა შეგხვდათ გზაში...მოკლედ ძალიან შევწუხდი...მე როცა ვანოს დავუკავშირდი, მან მითხრა, რომ გორს გაცდნენ და ეს ყველაფერი იყო ჩემთვის, მაგრამ .....მოკლედ არ ვიცი რა...
ჰო კიდევ ...ინტელიგენტს ძლივს გადავათქმევინე ქუთაისში წამომყოლოდა...თუ რამე დაიჟინა, მერე ძნელია გადაათქმევინო...ალბათ მისი წარმომავლობის გამო..ამიტომ სანამ ბიძაჩემი არ ჩავრთე საქმეში, არ მომეშვა :D :D მაგარი ხარ ვანო რა :) მპუა
amindi moqmedebs

User avatar
Int3lig3nt
იეტი
Posts: 3524
Joined: 01 ივლ 2005, 11:31
Location: არ გავცვლი სალსა კლდეებსა!
Contact:
ცხრაჯვარი - ქვემო რაჭა... ანუ კარაველი ლტოლვილები 8-10.08.08

Post by Int3lig3nt » 23 აპრ 2009, 02:38

ეს მარშრუტი უნდა გავიმეორო წელს, აუცილებლად :)!
2 იანვარს ზღარბი დამებედა Image

User avatar
z g a r b i
იეტი
Posts: 1531
Joined: 21 ნოე 2007, 11:42
Location: ტყე
ცხრაჯვარი - ქვემო რაჭა... ანუ კარაველი ლტოლვილები 8-10.08.08

Post by z g a r b i » 23 აპრ 2009, 10:20

Int3lig3nt

ძალიან ლამაზი მარშუტია.
ადრე როგორ ვერ ვნახე..
არცერთი ფოტო არ გამიხსნა, მაგრამ შენი მონაყოლით წარმოვიდგინე რაჭა და ძალიან მელამაზა იაქაურობა.
ისე ყვები რომ მთლიანად იქ გადავეშვი, მაგ დროს დავუბრუნდი :) ეხლაც იქ ვარ
Image

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]