ცხრაჯვარი - ქვემო რაჭა... ანუ კარაველი ლტოლვილები 8-10.08.08
Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia
ცხრაჯვარი - ქვემო რაჭა... ანუ კარაველი ლტოლვილები 8-10.08.08
Int3lig3nt
შენ გაიხარე!
თხრობაშიც მაგარი ხარ და ფოტოებშიც, ხარისხშიც.....
ნიკორწმინდას ფოტოები გადავიწერე! ძალიან მჭირდებოდა ეს რელიეფები.(ყველაზე მრავალფიგურიანი კომპოზიციებია ქართულ ძეგლებში).
კარგია, რომ ფოტოები იხსნება....
უამრავ სხვა თემაშიც ვეძებე და არ იხსნება, ეტყობა რუსული სერვერებია!
ის მაინც გავიგეთ, რომ რუსული საიტები არაა სანდო! არადა მეც "რადიკალით" ვსარგებლობდი! აღ არ ვიზამ!

- Int3lig3nt
- იეტი
- Posts: 3524
- Joined: 01 ივლ 2005, 11:31
- Location: არ გავცვლი სალსა კლდეებსა!
- Contact:
ცხრაჯვარი - ქვემო რაჭა... ანუ კარაველი ლტოლვილები 8-10.08.08
chuna
კიდევ არის ერთი-ორი, ყველა არ დამიდია.
თუ გინდა, საღამოს ორიგინალებს აგიტვირთავ სადმენიკორწმინდას ფოტოები გადავიწერე! ძალიან მჭირდებოდა ეს რელიეფები.(ყველაზე მრავალფიგურიანი კომპოზიციებია ქართულ ძეგლებში).
კიდევ არის ერთი-ორი, ყველა არ დამიდია.
2 იანვარს ზღარბი დამებედა
ცხრაჯვარი - ქვემო რაჭა... ანუ კარაველი ლტოლვილები 8-10.08.08
Int3lig3nt
ჭელიშის უდაბნოს სურათებს როდის დადებ?

და ის თოკი რატომ გაგვატანა წივწივამ, არ უნდა რომ გაგვიმხილოს?
- Int3lig3nt
- იეტი
- Posts: 3524
- Joined: 01 ივლ 2005, 11:31
- Location: არ გავცვლი სალსა კლდეებსა!
- Contact:
ცხრაჯვარი - ქვემო რაჭა... ანუ კარაველი ლტოლვილები 8-10.08.08
Na-tia
ჩიტუციო
ამაღამ
სადმე რუს გენერალს თუ დაინახავთ, გაკოჭეთ და წამოიყვანეთო.და ის თოკი რატომ გაგვატანა წივწივამ, არ უნდა რომ გაგვიმხილოს?
ჩიტუციო
ამაღამ
Last edited by Int3lig3nt on 20 აგვ 2008, 16:32, edited 2 times in total.
2 იანვარს ზღარბი დამებედა
ცხრაჯვარი - ქვემო რაჭა... ანუ კარაველი ლტოლვილები 8-10.08.08
ყოჩაღები ხართ... ულამაზესი ადგილები გინახავთ..
ასეთი ლამაზი რომ არის საქართველო მიტომ გვიტევს რუსეთი...
ისე ბოთლის ისტორია მომეწონა....
100-200 წლის მერე რომ იპოვიან.... რა მაგარი იქნება

ვაჩუქოთ ერთმანეთს სიყვარული
- Int3lig3nt
- იეტი
- Posts: 3524
- Joined: 01 ივლ 2005, 11:31
- Location: არ გავცვლი სალსა კლდეებსა!
- Contact:
ცხრაჯვარი - ქვემო რაჭა... ანუ კარაველი ლტოლვილები 8-10.08.08
საყინულე
თავიდან გზა სოფელში მიდიოდა, ერთი-ორი გზაგასაყარი შეგვხვდა და კითხვა-კითხვით გავიგნეთ გზა.
ნიშნები კი იყო დაყენებული, მაგრამ მაგალითად ერთ გზაგასაყარზე, ორივე მხარეს ეყენა ნიშნები და რთული იყო მიხვედრა, საით წავსულიყავით.
თან იმედი მქონდა, რომ საყინულე და უდაბნო ახლოს იქნებოდა ერთმანეთთან.
ჰო, რა თქმა უნდა, ისიც მაინტერესებდა, მობილური თუ იჭერდა.
ზუსტი პასუხი ვერ გავიგე, ერთნი ამბობდნენ, რომ არ იჭერსო, მეორენი პირიქით.
თუ რამეა, მოგვიწევდა უკან დაბრუნება რაღაც მანძილზე, რომ ჩვენებს დავკავშირებოდით.
ეს წყაროც სოფელში იყო. ალბათ მტრედის წყარო ერქვა
სოფლიდან რომ გავდიოდით, კიდევ ერთ კაცს ვკითხე და უფრო ზუსტად ამიხსნა, სად და როგორ წავსულიყავით. ჯობია ჯერ საყინულე ნახოთ და შემდეგ უდაბნოში დაბანაკდეთო.
თურმე უდაბნოში ელექტროსადგური ყოფილა, სადაც მუდამ არის მორიგე.
თუ რამე დაგჭირდებათ იმ კაცს მიმართავთო.
თან კარგი იყო, ცივილიზაციასთან ღამით ყოფნა, თან საშიში.
მაგ ელექტროსადგურის დაბომბვა რომ მოსდომებოდათ რუსებს, ჩვენც ხომ ცუდი დღე დაგვადგებოდა.
ბევრი აღარ გვიფიქრია, გავაგრძელეთ გზა. ადგილზე გადავწყვეტდით, სად გავჩერებულიყავით.
საყინულემდე ადვილად მივედით. მთლად ისე ახლოს არ იყო, როგორც იმ კაცმა აგვიხსნა, მაგრამ არც ძალიან შორს.
სოფლიდან გზა მთის ქედზე გადიოდა, საიდანაც ტყეში შევედით
მერე სწორი გზა დამთავრდა, და ტყიდან დაბლა დაეშვა ბილიკი.
ვინც ჭკვიანი აღმოჩნდა, ჩანთები ზემოთ დატოვა.
(მგონი მხოლოდ მე ჩავიტანე დაბლა ).
ჩავედით და უცებ ჩვენს წინ, უზარმაზარი დაღებული პირი დავინახეთ.
ჩავიხედეთ და კლდეში ბუნებრივად გამოკვეთილი, უზარმაზარი დარბაზი აღმოჩნდა.
არა, გატყუებთ. უზარმაზარი რომ იყო, მერე გავიგეთ, დარბაზში რომ ჩავედით.
ზემოდან იმდენად დიდი არ ჩანდა .
უკვე ბნელდებოდა და ერთი-ორი ფოტო გადავიღე, სადაც არ ჩანს ნორმალურად არაფერი.
აი, გაარჩევთ აქ რამეს?
დარბაზში რომ ჩავდიოდით, ყოველ ახალ ნაბიჯზე ტემპერატურა იკლებდა. ბოლომდე რომ ჩავაღწიეთ, ისე ციოდა, რომ რამდენიმე წუთის მერე შეუძლებელი იქნებოდა მანდ გაჩერება.
ვფიქრობდი, დილით ”ჟაკეტით” ჩამოვალ, კარგად დავათვალიერებ და გადავიღებო, მაგრამ დილით აღარ მოვსულვართ აქ, ეგრევე სოფელში ჩავედით.
ჰოდა დავრჩი ასე .
თუმცა ძალიანაც არ ვნანობ, კიდევ მაქვს მიზეზი მანდ მისასვლელად .
თან შაბათს ისეთი რაღაც გავიგე, რომ...
აგერ ჩვენმა mobi-diki-მ მითხრა, რომ თურმე ამ დარბაზიდან ორი გვირაბი გადის სადღაც.
ზუსტად ვერ ვიხსენებ ახლა, ხვალ გავარკვევ კარგად და დავწერ.
იქვე ძირში წყლის გუბე იდგა. საიდან ამოდიოდა თუ გამოდიოდა, არ ვიცი, მაგრამ მაგარი ცივი იყო.
მარიტამ ორი ბოთლი გაავსო და კინაღამ თითები მოეყინა.
აი თურმე რატომ ერქვა საყინულე .
კიდევ კაი, რამდენიმე ფოტო მაინც გადავიღეთ
ამ სურათებში არ ჩანს მასშტაბები
აი როგორ გვცივა
ამოვედით ისევ ზემოთ.
საბანაკედ ეს ადგილი არ მოგვეწონა.
მოსწორებული ადგილი კი იყო ზემოთ, მაგრამ წყალი იყო პრობლემა.
საყინულეს წყალი უნდა მოგვეხმარა და ეს არც ისე იოლი იყო .
ჯერ ჩამოსვლა გაგვიჭირდებოდა ღამით ამ დაღმართებზე და თან ძალიან, ძალიან ცივი იყო.
გავაგრძელეთ გზა, იმ იმედით რომ უდაბნოში უკეთესი სიტუაცია დაგვხვდებოდა და ხვალ დილით ისევ აქ დავბრუნდებოდით.
დღეს ცოტა გამომივიდა ნაწერი, მეძინება მაგრად...
შეცდომებს ხვალ გავასწორებ, ახლა ორად და სამად მეჩვენება მონიტორი.

უდაბნო
ტყიდან სანამ გამოვიდოდით, ალექსა და ეკა წინ გაიჭრნენ.
რამდენჯერმე დავუძახეთ, დაგველოდეთო, მარა არაფერი. ცოტა ხანი გაჩერდნენ და ისევ გზა გააგრძელეს.
გავედით ტყიდან, ბაღებს გავუსწორდით.
19:47
მოხუცმა კაცმა გამოიარა.
კი ვიცოდით, საით უნდა წავსულიყავით, მაგრამ მაინც ვკითხე გზა, ყოველი შემთხვევისთვის.
აღმოჩნდა, რომ მოკლე გზაც ყოფილა იქამდე.
წინ წასული მელას ანდაზისა არ იყოს, ალექსა და ეკა წინ რომ გარბოდნენ, ახლა უკან ჩამორჩენენ.
იმ ღვთისნიერმა კაცმა არ დაიზარა, ცოტა გზა დაიგრძელა და მოკლე ჩასასვლელი გვანახა.
ასე ქვემოთ ჩადით, მერე მდინარეს გაყევით და ელექტროსადგურთანაც მიხვალთო.
ისიც გვითხრა, არ ვიცი რატო ქვია უდაბნო. უდაბნო კი არა, ბაღნარიაო .
მადლობა გადავუხადეთ, დავემშვიდობეთ და ქვემოთ დავეშვით.
ტყეში საკმაოდ განიერი ბილიკი ჩადიოდა.
მაღალი ტყე იყო, მაგრამ მაინც ბნელოდა.
დიდი დაღმართი იყო და ჩქარი ნაბიჯით ჩავიარეთ.
მე, ეკა და მარიტა ცოტა ჩამოვრჩით და რომ ჩავედით, მინდორზე ისხდნენ დანარჩენები.
ალექსა არ ჩანდა.
უცებ დამიძახა მარჯვნიდან, მოდი მაგარი რაღაც განახოო.
მივედი და კიდევ ერთი გამოქვაბული იყო, საიდანაც მდინარე გამოედინებოდა.
გამოქვაბულის ძირში დიდი აუზი იყო გაკეთებული.
ალექსამ ქვა ჩააგდო და საკმაოდ ღრმა აღმოჩნდა.
გამოქვაბულში რომ შესულიყავი, მდინარეში უნდა შეგეცურა...
მხოლოდ ერთი ფოტო გადავიღე (აქაც, ხვალ დილით გადავიღებ-თქო ) ”ვსპიშკის” გარეშე და საძაგლობა გამოვიდა.
უკვე გვიღამდებოდა და მალევე გავაგრძელეთ გზა.
იქვე დანგრეული შენობა ვნახეთ, წინ მოსწორებული ადგილით. იდეალური ადგილი იყო საბანაკედ, მაგრამ დასალევი წყალი იყო თუ არა არ ვიცოდით და აღარ გავჩერდით.
მდინარის პატარა შენაკადი გადავკვეთეთ ქვებზე ხტუნვით და მდინარეს გავუყევით.
ბევრი სიარული აღარ დაგვჭირვებია.
განათებული ქვესადგურიც გამოჩნდა, რომლის გვერდითაც ხიდი გადადიოდა მდინარეზე და გზა მიდიოდა (ეს გზა სოფელთან მიდიოდა, წესით მაგით უნდა ჩამოვსულიყავით).
ფანჯარაზე დავაკაკუნე და ორმოცი წლის ზემოთ კაცი გამოვიდა.
გავესაუბრეთ.
ახლოს ყოფილა ეკლესიაც.
რაღაც ვაგონი დგას იქვე და იმის ქვეშ გამოდის დასალევი წყალიო. კარვების გაშლასაც იქ შეძლებთო.
ცეცლის დანთებაც შეიძლებოდა თურმე და ამან ძალიან გაგვახარა.
მობილური, მხოლოდ მაგთი იჭერსო. სავსეს აჩვენებდა მის მობილზე.
ბედად ალექსის მსგავსი მობილი აღმოაჩნდა, ე.ი. ერთი ტელეფონის დატენვას მაინც შევძლებდით .
ისიც გვითხრა, აქ ბერები ცხოვრობდნენ განმარტოებით და უდაბნოც ალბათ მაგიტომ დაარქვესო.
მოკლედ, დროებით დავემშვიდობეთ, დაბნელებამდე კარვები უნდა გაგვეშალა, მერე გამოვიდოდით და ოჯახებთან დაკავშირებას შევეცდებოდით.
კიდევ რამდენიმე წუთი ვიარეთ, ერთი-ორ ატალახებულ გუბესაც ავუარეთ გვერდი და ვაგონსაც მივაღწიეთ.
გზიდან მდინარესთან ჩასახვევი იყო, პატარა ბუნებრივი მოედანივით გაკეთებული და ამ მოედანსა და მდინარეს შორის ძველი ვაგონი იდგა. აი რუსულ სატვირთო მანქანებს რომ ადგამდნენ ხოლმე.
ფანჯრები არ ჰქონდა, კარებიც ოდნავ გაღებული იყო.
შევიხედე და ”ფეჩიც” იდგა შიგ.
ქვემოთ წყალიც მოვნახე და დავმშვიდდი .
ეკლესია არ გვიძებნია, კარვები გვქონდა გასაშლელი.
უცებ გავშალეთ კარვები, ისე დავაყენეთ, რომ შესასვლელები ერთმანეთის წინ აღმოჩენილიყო.
ჩანთებსაც ადგილი მივუჩინეთ და შევთავაზე, დასარეკად წავიდეთო.
მე, ეკა, მარიტა და სერგი წავედით. ალექსამ და პოკაჰონტასმა არ ისურვეს წამოსვლა.
მთვარიანი ღამე კი იყო, მაგრამ ტყეში მაინც ბნელოდა.
ფანარი ერთი გვქონდა და გაჭირვებით მივდიოდით ქვესადგურისკენ.
მარიტამ ფეხიც კი გაილამაზა ტლაპოში
ქვესადგურში რომ მივედით, ის კაცი რაღაც თბილისურ ჟურნალს კითხულობდა.
ვთხოვეთ ალექსას მობილი შეერთებინა დასატენად.
მე მარიტას მობილში ჩავდე ალექსას ბარათი და არ დაიჭირა... არადა ბალი იყო.
მერე იმ კაცს ვთხოვე, თქვენგან გავუშვებ ზარსო და რეკვა დავიწყე.
თან ვესაუბრებოდით.
რაც იცოდა, სიახლეები, ჩვენც გვითხრა.
დამაიმედებელი და სასიამოვნო არაფერი იყო.
კაი ხანი ვიწვალე, რამდენიმე ნომერზე ვრეკე, მაგრამ არაფერი გამომივიდა.
დავუტოვეთ ალექსას მობილი, ვთხოვეთ, რომ სანამ დაიძინებდა, კიდევ გამოვიდოდით დასარეკად და რაის დაძინება, მე მორიგე ვარ და არ ვიძინებ, როცა გინდათ, მაშინ მოდითო.
მადლობა ვუთხარით და წამოვედით.
გზად ერთი-ორი შეშაც ავითრიეთ მე და სერგიმ.
რომ მივედით, ალექსა უკვე ცდილობდა ცეცხლის დანთებას. სერგიც მიეხმარა.
მე, ეკა და მარიტა წყალთან ჩავედით და ხილის და ჭურჭლის რეცხვა დავიწყეთ.
პოკაჰონტასი არ ვიცი რას აკეთებდა, მგონი სუფრას შლიდა.
ცეცხლი გაჭირვებით დაანთეს, სველი იყო შეშა და არ ეკიდებოდა.
ნახევარზე მეტი ტუალეტის ქაღალდი მიახარჯეს .
21:42
გემრიელად მივირთვით.
პომიდორიც გვესიამოვნა და ატმითაც ჩავიკოკლოზინეთ ყელი .
ჭამის მერე ისევ ავიტეხე, წავიდეთ დავრეკოთო.
ამჯერად მგონი ყველას დაეზარა.
მოულოდნელად ჩავრთე ტელეფონი და ბალი არ დაეწერა ?
თურმე აქაც იჭერდა და ტყუილად წავბოდიალდით ქვესადგურთან.
როგორღაც დავრეკეთ (თუ ვერ დავრეკეთ? აღარ მახსოვს) თუ დავამესიჯეთ და გავაფრთხილეთ ჩვენები, რომ უსაფრთხოდ ვიყავით.
წუხანდელზე ცუდი განწყობა გვქონდა და ჭამის შემდეგ ბევრი აღარ გვისაუბრია.
ჯერ მე და მარიტა ვმღეროდით დაბალ ხმაზე, წყნარ სიმღერებს.
მერე ესეც მოგვბეზრდა და დავჩუმდით. ერთი-ორ სიტყვას თუ ვეტყოდით ერთმანეთს.
00:35
მალე პოკაჰონტასმა გამოგვიცხადა, უნდა დავიძინოო და თავისი ქვეშსაგები წაიღო.
რამდენიმე წუთში ალექსამაც მიბაძა და ერთი ქვეშსაგები შეგვატოვეს ოთხ ადამიანს (ერთი თხელი პარალონი იყო კიდე კარავში).
პოკაჰონტასი გოგონების კარავში დაწვა, ალექსა ჩვენსაში.
უცებ აზრად მოგვივიდა, რომ ეს ღამე არ დაგვეძინა. დილით მაინც თბილისში უნდა წავსულიყავით და ვინ იცის, კიდე როდის მოგვიწევდა ლაშქრობაზე წასვლა .
ვინაიდან, ცეცხლს ცოცხალი თავით არ უნდოდა ნორმალურად არსებობა და ხელოვნური სუნთქვებით ვუხანგრძლივებდით სიცოცხლეს, საჭირო გახდა, ღამის სითბოზე გვეზრუნა.
ერთადერთი ალტერნატივა კარავი რჩებოდა.
თუმცა რომელი კარავი?
ერთში პოკაჰონტასი იწვა, მეორეში ალექსა.
სამკაციანი დელეგაცია გავემზადეთ მოსალაპარაკებლად და მივედით კარვებთან.
ჯერ პოკაჰონტასს ვთხოვეთ, გადაბრძანებულიყო ალექსასთან, მერე ალექსას, მაგრამ შედეგი არ გამოიღო ამ მოლაპარაკებამ.
შემდეგ მარიტა მივუშვით, მაინც ფსიქოლოგია და შეძლებს დაყოლიებასო
მაგრამ ვერც მარიტამ ვერ მოახერხა.
ამ ფოტოზე, ალექსას დათანხმებას ცდილობს მარიტა
ისევ პოკაჰონტასზე გადავერთვეთ და ამჯერად ფიზიკურად ვცადეთ ზემოქმედება.
საძილეში ჩავავლეთ ხელი მე და სერგიმ და გამოთრევა ვცადეთ, მაგრამ არ გამოგვივიდა.
მოკლედ, რა არ ვცადეთ, ხვეწნა, მოთაფვლა, მუქარა... არაფერმა არ გაჭრა.
ქვა ააგდეს და თავი შეუშვირეს.
რაღას ვიზამდით, დავბრუნდით ჩვენს პარალონზე და როგორღაც მოვთავსდით.
თან ცეცხლს ვაკონტროლებდით, რომ არ ჩამქრალიყო და თან ზღაპარს ვიგონებდით მწვანე ვირთხაზე, პედიკურის სპეციალისტი რომ გახდება.
სადღაც 1:40-ზე ცუდი იდეა გამიჩნდა.
წავიდეთ და ეკლესია ვნახოთ-თქო.
ჩემდა გასაკვირად, არცერთს არ უთქვამს უარი.
არადა მხოლოდ ის ვიცოდით, რომ გზა მიდიოდა იქამდე, მეტი არაფერი. არც მანძილი, არც სირთულე.
ავიღეთ ფანარი და წავედით.
30-40 მეტრი არ გვქონდა გავლილი, რომ ხეზე დაკიდებული ზარი დავინახეთ.
ერთი-ორი ნაბიჯიც გადავდგით და ეკლესიაც გამოჩნდა.
ეტყობოდა, რომ ძალიან ძველი იყო, სახურავი არ ჰქონდა. კედელიც ნახევრად დანგრეული.
სქელი კედლები ჰქონდა ეკლესიას, ზედ ხეც კი იყო ამოსული
სამრეკლო შედარებით უკეთ იყო შენახული. რემონტის კვალიც კი ეტყობა.
ეკლესიის ეზოში ჭირდა სიარული, დიდი ქვები ეყარა (ზოგი საფლავის, ზოგი ალბათ ეკლესიის ნანგრევიდან) და ერთი ფანრის იმედზე ძალიან ძნელი იყო .
ესეც კაი ძველი ჯვარი იყო ალბათ.
აი ასეთი უშიშრები ვართ ჩვენ
თუმცა ახლა რომ ვუფიქრებდი, ესეც გარისკვა იყო.
რამე მხეცი რომ გამოჩენილიყო, თუნდაც გაქუცული ტურა, მაგის თვალების ნათებაზე, ეგრევე დავფრთხებოდით და იმ ქვებზე ხომ ვერ გავიქცეოდით, წავიმტვრევდით თავ-პირს .
ან მხეცი რად გინდა, საფლავებთან ხარ, რამე გაიფაჩუნებს ცუდად და მეტიც არ გინდა .
გული რომ ვიჯერეთ ჩვენი უშიშრობით, ცეცხლთან დავბრუნდით.
ბედად, ალექსას მობილმა გაიწკარუნა, მესიჯი მოუვიდა.
მე მიზეზი მომეცა, კიდევ ერთხელ მივსულიყავი მასთან და მესიჯის წაკითხვაში, მეორე კარავში გადაბრძანება გამეცვალა .
მივედი და არც დაიჯერა მგონი, რომ მესიჯი იყო.
გაბრაზებული წამოხტა და იქით გადაბარგდა .
მერე, სანამ დაწვებოდა, ზრდილობიანად გამომლანძღა და წავიდა .
მობილი დავუტოვე და კარავი აქეთ გადმოვდგი, რომ ხმაურს არ შეეწუხებინა მძინარენი.
ცოტა ხანი კიდევ ვისხედით ცეცხლთან და ძალიან რომ დაუბერა ქარმა, დაახლოებით სამი საათისთვის შევედით კარავში.
იქ ცოტა ხანი ”ნამიოკობანა” ვითამაშეთ.
მე და ეკა ვიყავით წყვილი და სამარცხვინოდ წავაგეთ მოგებული თამაში.
შემდეგ ჩვენს საძილეებში შევძვერით და მარიტამ ფსიქოლოგიური ტესტი ჩაგვიტარა .
ეგეც არ იკმარა და მერე ჩვენი ფსიქოლოგიური პორტრეტები შეგვიქმნა .
ჩემზე პირველი ისაუბრა და სხვებზე რომ გადავიდა, მოვდუნდი და წარამარა მეყვინთებოდა.
ხანდახან რაღაცას შემეკითხებოდა მარიტა, ხოს ვპასუხობდი და მეც არ ვიცოდი რაზე .
ერთხელაც მიხვდა ალბათ და მეორე კითხვაც მოაყოლა, აი აქ გავიჭედე .
მოკლედ, აქაც მინდა გადავუხადო მარიტას დიდი მადლობა, რომ ორი ღამე საინტერესოდ გავატარეთ.
დაახლოებით 6 საათისთვის ყველანი დავჩუმდით და ჩაგვეძინა...
იმედი გვქონდა, რომ ალექსა და პოკაჰონტასი ადგებოდნენ ადრე და ჩვენც გაგვაღვიძებდნენ, თუმცა...
დილით რომ გავიღვიძე, მობილურს შევხედე და უკვე 10 საათი იყო.
გადვირიე კინაღამ, 8-ზე ვაპირებდით ადგომას, რომ დილიდანვე გავყოლოდით რამეს.
ეგრევე წამოვხტი და გარეთ გამოვედი, ალექსაც ახალი ამდგარი იყო.
პოკაჰონტასს შევხედე და საათი რომ ვუთხარი, აიშალა ნერვებზე.
მერე, ნახევარი საათი თავის თავზე ბუზღუნებდა. საჭმელიც კი არ ჭამა .
შევძახე ჩვენებს, დროზე ადექით მეთქი, მაგრამ არ იძვრებოდნენ ადგილიდან.
მხოლოდ ეკა ადგა.
სანამ კარავი არ ვანჯღრიე, მანამდე არ იკადრეს ადგომა .
სასწრაფო წესით ვჭამეთ, ავიბარგეთ, ტერიტორია მოვასუფთავეთ და წამოვედით.
მე გავიქეცი, დღის შუქზე გადავიღებ-თქო ეკლესიას, მაგრამ მზე რომ დაბლა იყო, ჩრდილები ცუდად ხვდებოდა და ღამე გადაღებული სურათები ჯობდა.
ქვესადგურთან ”კოლხოზნიკი” იდგა, მძღოლი ჭაღარა კაცი იყო.
ახალი ამბები გვითხრა, ჩვენები ჩახოცესო თუ რაღაც ამდაგვარი, კარგად ვერ ვიხსენებ. თბილისამდე გზის შესახებ, არ მახსოვს რა გვითხრა.
დავემშვიდობეთ და წამოვედით.
სერგი ისევ მოკლე გზით აპირებდა ასვლას, წინა რამეს ”სპორტული” დავკარგე და იქნებ ვიპოვოო.
ალექსაც და პოკაჰონტასიც მას გაყვნენ, მოკლეა და მალე ავალთო.
ის ვერ გაითვალისწინეს, რომ რთული იქნებოდა აღმართზე.
ეკა, მარიტა და მე გრძელი გზით (და შინ მშვიდობით მისვლის პერსპექტივით) წავედით.
ავდიოდით და ისევ ომზე ვსაუბრობდით.
აქ უკვე მგონი აშკარად ჩამომტიროდა ცხვირ-პირი.
საერთოდ ნაკლებადემოციური ვარ და მით უმეტეს ამ ლაშქრობაში მაქსიმალურად უნდა გამეკონტროლებინა თავი.
ისედაც ორგანიზატორს მეტი პასუხისმგებლობა ეკისრება და რადგანაც ამ შარში ჩემი ინიციატივით გავეხვიეთ, ორმაგად...
მოკლედ მე მგონი ისედაც ნათელია ყველაფერი, არ არის საჭირო ამ საკითხზე ბევრი ლაპარაკი
ასვლისას ერთი საინტერესო რაღაც მოხდა. ნუ მოხდა კი არა, ითქვა.
მგონი ეკამ წამოიწყო...
თქვენც გეტყვით ...
ეკა ამბობდა.
აი ახლა რომ ჩავიდეთ თბილისში და ეს ყველაფერი, რაც ჩვენს გარშემო ხდებოდა, ეს ომი - რეალური შოუ რომ იყოს .
აი წარმოიდგინეთ, მთელი ეს დღეები, ამდენი ხალხი, ვინც ვნახეთ, ვინც შეგვხვდა, ვისაც ვესაუბრეთ, მსახიობები რომ ყოფილიყვნენ.
ჩვენი ოჯახებიც და ახლობლებიც გაფრთხილებულები იყვნენ და სპეციალურად გვეუბნებოდნენ იმ ყველაფერს და სპეციალურად ”ნერვიულობდნენ”.
თან პლიუს ამას, ყველგან, სადაც გავიარეთ, ფარული კამერები რომ ყოფილიყო დამონტაჟებული და ყოველ ჩვენ საქმეს თუ სიტყვას იწერდნენ .
რა თქმა უნდა ეს ყველაფერი სისულელე იყო, მაგრამ იმ მომენტში ძალიან დადებითად იმოქმედა.
ერთი წამით მაინც ხომ დავუშვით გონებაში რომ შეიძლებოდა ეს ომი და უბედურება სინამდვილეში არ არსებობდა, არ იხოცებოდნენ ჩვენი ბიჭები, არ წიოკდებოდნენ ჩვენი ოჯახები...
პატარა თბილი სხივი ხომ მაინც შემოიჭრა გონებაში .
არ ვიცი, შეიძლება ახლა გვიანია (შეიძლება კი არა, მართლა გვიანია ), კარგად ვერ მუშაობს ტვინი და გასაგებად ვერ გამოვცემ სათქმელს, მაგრამ...
ისევ მაგრამ... გავიჭედე.
ახლა ვფიქრობ, ეს ცოტა ადრე რომ ეთქვა ეკას, შეიძლება მთელი ლაშქრობის განმავლობაში ისე ცუდად არ გვეგრძნო თავი.
კაი, აღარ მინდა ამაზე, ბოლოს დავწერ ლაშქრობის შეფასებასავით და იქ შევეხები ამ საკითხსაც.
იმ ბაღებთან რომ ავედით, საცა კაცმა გზა მიგვასწავლა, ჩვენებიც მაგ დროს მოვიდნენ.
ანუ ერთი დრო დასჭირდა, მოკლე გზით სვენებ-სვენებით ამოსვლას და გრძელი გზით ნელა სიარულს.
ეკას აზრი სხვებსაც გავაცანით და სოფელში ჩავედით.
შეცდომებზე ბოდიშს ვიხდი...
ხუთი დაწყებულა

კედლებში ქვაჯვრები დავინახე და ახლოდან ხომ არ გადაგიღიათ
- Int3lig3nt
- იეტი
- Posts: 3524
- Joined: 01 ივლ 2005, 11:31
- Location: არ გავცვლი სალსა კლდეებსა!
- Contact:
ცხრაჯვარი - ქვემო რაჭა... ანუ კარაველი ლტოლვილები 8-10.08.08
qvevri
მასეთ რამეებს ვერ ვამჩნევ ხოლმე .
არ მაქვს დაკვირვებული თვალი.
სიმართლე რომ გითხრა, ახლა შევნიშნე ეგ ქვაჯვარი .კედლებში ქვაჯვრები დავინახე და ახლოდან ხომ არ გადაგიღიათ
მასეთ რამეებს ვერ ვამჩნევ ხოლმე .
არ მაქვს დაკვირვებული თვალი.
2 იანვარს ზღარბი დამებედა
- Mta Mkvarebia
- მარგალიტი
- Posts: 9960
- Joined: 23 აგვ 2007, 12:23
- Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ცხრაჯვარი - ქვემო რაჭა... ანუ კარაველი ლტოლვილები 8-10.08.08
Int3lig3nt
კარგები ხართ
კარგები ხართ
ეჰჰ, ნეტა ასე ყოფილიყო, ყველას ეგ აზრი მოგვდიოდა, ნეტა სიზმარი იყოს და რომ გავიღვიძებთ, ყველაფერ4ი იმ წამს დასრულდესოInt3lig3nt wrote:ასვლისას ერთი საინტერესო რაღაც მოხდა. ნუ მოხდა კი არა, ითქვა.
მგონი ეკამ წამოიწყო...
თქვენც გეტყვით ...
ეკა ამბობდა.
აი ახლა რომ ჩავიდეთ თბილისში და ეს ყველაფერი, რაც ჩვენს გარშემო ხდებოდა, ეს ომი - რეალური შოუ რომ იყოს .
აი წარმოიდგინეთ, მთელი ეს დღეები, ამდენი ხალხი, ვინც ვნახეთ, ვინც შეგვხვდა, ვისაც ვესაუბრეთ, მსახიობები რომ ყოფილიყვნენ.
ჩვენი ოჯახებიც და ახლობლებიც გაფრთხილებულები იყვნენ და სპეციალურად გვეუბნებოდნენ იმ ყველაფერს და სპეციალურად ”ნერვიულობდნენ”.
თან პლიუს ამას, ყველგან, სადაც გავიარეთ, ფარული კამერები რომ ყოფილიყო დამონტაჟებული და ყოველ ჩვენ საქმეს თუ სიტყვას იწერდნენ .
რა თქმა უნდა ეს ყველაფერი სისულელე იყო, მაგრამ იმ მომენტში ძალიან დადებითად იმოქმედა.
ერთი წამით მაინც ხომ დავუშვით გონებაში რომ შეიძლებოდა ეს ომი და უბედურება სინამდვილეში არ არსებობდა, არ იხოცებოდნენ ჩვენი ბიჭები, არ წიოკდებოდნენ ჩვენი ოჯახები...
პატარა თბილი სხივი ხომ მაინც შემოიჭრა გონებაში .
..:
ცხრაჯვარი - ქვემო რაჭა... ანუ კარაველი ლტოლვილები 8-10.08.08
რაჭაში აქამდე არ ვყოფილვარ არასდროს, მხოლოდ გადმოცემით ვიცოდი ამ მხარის სილამაზე. ის 3 დღე რაც რაჭაში გავატარე ალბათ არასდროს დამავიწყდება. ერთის მხრივ დაუვიწყარი შთაბეჭდილებეიბი(ულამაზესი ბუნება და საინტერესო ხალხთან გატარებული 3 დღე) მეორესმხრივ ის უბედურება რაც ამ დროს საქართველოს დაატყდა თავს...
მართალია დრო კარგად ვერ შევარჩიეთ (მარა ეს ჩვენი ბრალი არ არის) არ ვნანობ რომ წავედი!!
P.s
First post on karavi.ge :bis:
მართალია დრო კარგად ვერ შევარჩიეთ (მარა ეს ჩვენი ბრალი არ არის) არ ვნანობ რომ წავედი!!
P.s
First post on karavi.ge :bis:
ცხრაჯვარი - ქვემო რაჭა... ანუ კარაველი ლტოლვილები 8-10.08.08
ვაჰ, შენ გაიხარე რა კარგად ყვები ............
შემომაქვს წინადადება, რომ არ გაამახვილო ყურადღება დაძაბულობაზე რომელიც იქ ყოფნისას დაგეუფლათ, როცა ამბებს გებულობდით, არ მიწყინოთ ამის გამო, და ვინმეს ან რაიმეს მიმართ უპატივცემულობაში არ ჩამითვალოთ, უბრალოდ ვითომ ტელეფონები გაითიშა და ეს ამბები არ გაგიგიათ...........
გთხოვთ რა............
ვანოო, სადღაც წავიკითხე მგონი რომ ძაღლუკა დაგეხმარათ , მაგრამ რაში ვერ ვიპოვე ამაზე პასუხი, ჰოდა შენს გახარებას ან მითხარი რომ მართლაც დაგეხმარათ და ჯერ ამაზე არ დაგიწერია, ან არადა დავიჯერებ , რომ მეც მიმტყუნა ნერვებმა და არ წამიკითხავს, უბრალოდ მომეჩვენა..............
პ.ს. ............

=)უკანა გზაზე, დიდი ამბით ვემზადებოდი, შორიდანვე ვაკვირდებოდი იმ ადგილს, სადაც ლეში ეგდო, რომ სუნთქვა შემეკავებინა და მისი არომატის შეუგრძნობლად გამევლო.
თუმცა ლეში აღარ დაგვხვდა, სავარაუდოდ იმ მოწითალო ცუგამ წააჩანჩალა სადმე.
აი ამ კარგ საქმეს ვგულისხმობდი ზემოთ .
Я - Белый лыцаль , мне даже конь нинужин, Ñ„Ñех пабидю !
ცხრაჯვარი - ქვემო რაჭა... ანუ კარაველი ლტოლვილები 8-10.08.08
Bivrili
იმ ძაღლუკამ თვალებს რომ ნაბავს სურათიდან, გზაზე ასვლისას რაღაც უზარმაზარი ლეში ეგდო, რომელიც საოცარ სურნელებას აფრქვევდა და ის მოაშთო სადღაც, იმიტომ რომ ჩამოსვლისას აღარ დაგვხვდა ის ლეში, არადა მთელი გზა სულ მაგაზე ვფიქრობდით, ეხლა შეგვხვდება, ეხლა შეგვხვდება და სუნთქვა დროზე შევიკრა და თვალებზე ხელი ავიფარო თქო. გზაში კი ვლაპარაკობდით სხვა რაღაცეებზე, მაგრამ თავში ყველას ეგ აზრი გვიტრიალებდა, როგორც მერე გამოვუტყდით
ისე მტკიცებულება კი არა გვაქვს, რომ ცუგას მიუძღვის წვლილი ამ ამბავში. უბრალოდ მგონი სერგიმ დაასკვნა და ჩვენც დავეთანხმეთ, რამდენადაც სხვა სულიერი ჩვენი და იმ ძაღლის გარდა შემთხვევის ადგილზე არ დაგვიფიქსირებია