მეაც გავთუშდ, მეაც...
Posted: 06 აგვ 2008, 22:47
მოკლედ, მოვრჩეთ მასხარაობას (ნუ - ეს მხოლოდ მე შემეხება) და საქმეზე გადავიდეთ. არავითარი ცოლი-მოლი და არავითარი კესელოები - გუშინ საღამოს ფდავბრუნდი თუშეთიდან, სადაც 4 დღე გავატარე, დავესწარი ჟველურთის დღეობას და იმის მიუხედავად, რომ წლეულს ვერც კესელოებ მოვიხილ და ვერც ხითანობას დივესწარ (რაიც ძლიერ მწადოდა), მაინც უზომოდ კმაყოფილი, მაგრამ დაღლილ-დაქანცული დავბრუნდი. არადა, რამ დამღალა, მეაც მეტაი გამკვირვებია - მთელი გუშინდელი დღე გზაში კი გავატარე და დაღესტანის საზღვრებიდან მოყოლებული, კამაზიდან დაწყებული, ათასნაირი ტრანსპორტი გამოვიცვალე, მაგრამ კაბინაში ვიჯექ, ძარაზე არ ვმდგარვარ მთელ ისთ გზაი და იგრ საშინლად არ უნდ დავღლილიყავ, როგორც რომ დღეს ფეხზე დგომაი მეძნელების.
...რადგანაც საქმე რეგიონს ეხება, ლაშქრობის დადგენილ წესებს ცოტათი დავარღვევ და გეტყვით, რომ ადმინისტრაციულად ახმეტის რაიონში გახლდით, გეოგრაფიულად კი კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის გადაღმა. ძლიერ მწადოდა, იქ კარაველებთან ერთად წავსულიყავ, მაგრამ მხარ არავინ ამიბით, თუმცა მერე კი დაინტერესებულან ინტელა და სხვანი. ამიტომ გადავწყვიტე, ამჯერად ჩემს რძალს და ბიძაშვილის ბავშვს გავყოლოდი ჟველურთას, სადაც ჩემი რძლის ოჯახი შულტა ანუ დღეობების მასპინძელი იყო. ესაა ათენგენობის დღესასწაულები, რომლებიც აღდგომიდან 100-ე დღეს იწყება და ყველა სოფელში ცოტათი განსხვავებულ დროს ტარდება, იშვიათად კი ემთხვევა ერთმანეთს. სამაგიეროდ, ძლიერ განსხვავებულია წესები. აქვე ისიც თქვათ, რომ ესაა ადგილობრივი მთის სალოცავების დღეობა და არა ქრისტიანული ტაძრებისა, რომლებიც თუშეთს ისედაც ძრიელ ცოტაა და უფრო ახლა აშენებენ.
ჯერ თბილისიდან გავემგზავრე ახმეტისავე სოფელ ქვემო ალვანში. მარშუტკები გადიან ორთაჭალის სადგურიდან. ალვნისაკ ბოლო რეისი 16,30-ზეა, თუმცა ახმეტის მარშუტკებიც ფულის დაუმატებლად ჩაგაცუნცულებენ იქ. მგზავრობა 8 ლარი ღირს. ალვნითაი უპრობლემოდ შეიძლება მთისაკ წასვლა, რადგან სოფლი ცენტრში იქაური ტაქსები - ნივები, ჯიპები და ამგვარები დგანან და ნადირობენ ტურისტებზე. მგზავრობა ომალომდე 200 ლარი ღირს, მაგრამ თუ დაევაჭრებით, ეგებ, 20-ოდე ლარი დააკლებინოთ, მაგრამ მეტზე ნუ იოცნებებთ. ომალოს იქით თუ გინდათ გამგზავრება, 50 ლარის დამატება მოგიწევთ. მაგრამ მე მათი დაქირავება არ მჭირდებოდა, რადგან ჩემი ბიძაშვილის ქვისლს მივყვებოდით ყველანი კამაზით. მთელი ის მშვენიერი გზა ამ კამაზით ავიარეთ და მშვიდობიანად ავედით პირველ სოფელში - ჭალაში. იქიდან კამაზი ომალოში უნდა გასულიყო და მერე უნდა ამოსულიყო ჟველურთაში. ამიტომ ბარგი იქ დავცალეთ და დაველოდეთ, კამაზი კი ომალოში წავიდა. ჩვენი ანგარიშით, სადღაც სამი საათი დააგვიანდებოდა, მაგრამ გაუთვალისწინებელი მიზეზის გამო, დაღამებამდე ვერ დაბრუნდა და რომ იტყვიან, დავმჟავდით ლოდინით.
P.S. ხვალ გავაგრძელებ, მანამ კი კითხვები დამახვედრეთ - ვიცი, ბევრი რამე გაინტერესებთ.