Page 1 of 1

მეაც გავთუშდ, მეაც...

Posted: 06 აგვ 2008, 22:47
by guruli
მოკლედ, მოვრჩეთ მასხარაობას (ნუ - ეს მხოლოდ მე შემეხება) და საქმეზე გადავიდეთ. არავითარი ცოლი-მოლი და არავითარი კესელოები - გუშინ საღამოს ფდავბრუნდი თუშეთიდან, სადაც 4 დღე გავატარე, დავესწარი ჟველურთის დღეობას და იმის მიუხედავად, რომ წლეულს ვერც კესელოებ მოვიხილ და ვერც ხითანობას დივესწარ (რაიც ძლიერ მწადოდა), მაინც უზომოდ კმაყოფილი, მაგრამ დაღლილ-დაქანცული დავბრუნდი. არადა, რამ დამღალა, მეაც მეტაი გამკვირვებია - მთელი გუშინდელი დღე გზაში კი გავატარე და დაღესტანის საზღვრებიდან მოყოლებული, კამაზიდან დაწყებული, ათასნაირი ტრანსპორტი გამოვიცვალე, მაგრამ კაბინაში ვიჯექ, ძარაზე არ ვმდგარვარ მთელ ისთ გზაი და იგრ საშინლად არ უნდ დავღლილიყავ, როგორც რომ დღეს ფეხზე დგომაი მეძნელების.
...რადგანაც საქმე რეგიონს ეხება, ლაშქრობის დადგენილ წესებს ცოტათი დავარღვევ და გეტყვით, რომ ადმინისტრაციულად ახმეტის რაიონში გახლდით, გეოგრაფიულად კი კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის გადაღმა. ძლიერ მწადოდა, იქ კარაველებთან ერთად წავსულიყავ, მაგრამ მხარ არავინ ამიბით, თუმცა მერე კი დაინტერესებულან ინტელა და სხვანი. ამიტომ გადავწყვიტე, ამჯერად ჩემს რძალს და ბიძაშვილის ბავშვს გავყოლოდი ჟველურთას, სადაც ჩემი რძლის ოჯახი შულტა ანუ დღეობების მასპინძელი იყო. ესაა ათენგენობის დღესასწაულები, რომლებიც აღდგომიდან 100-ე დღეს იწყება და ყველა სოფელში ცოტათი განსხვავებულ დროს ტარდება, იშვიათად კი ემთხვევა ერთმანეთს. სამაგიეროდ, ძლიერ განსხვავებულია წესები. აქვე ისიც თქვათ, რომ ესაა ადგილობრივი მთის სალოცავების დღეობა და არა ქრისტიანული ტაძრებისა, რომლებიც თუშეთს ისედაც ძრიელ ცოტაა და უფრო ახლა აშენებენ.
ჯერ თბილისიდან გავემგზავრე ახმეტისავე სოფელ ქვემო ალვანში. მარშუტკები გადიან ორთაჭალის სადგურიდან. ალვნისაკ ბოლო რეისი 16,30-ზეა, თუმცა ახმეტის მარშუტკებიც ფულის დაუმატებლად ჩაგაცუნცულებენ იქ. მგზავრობა 8 ლარი ღირს. ალვნითაი უპრობლემოდ შეიძლება მთისაკ წასვლა, რადგან სოფლი ცენტრში იქაური ტაქსები - ნივები, ჯიპები და ამგვარები დგანან და ნადირობენ ტურისტებზე. მგზავრობა ომალომდე 200 ლარი ღირს, მაგრამ თუ დაევაჭრებით, ეგებ, 20-ოდე ლარი დააკლებინოთ, მაგრამ მეტზე ნუ იოცნებებთ. ომალოს იქით თუ გინდათ გამგზავრება, 50 ლარის დამატება მოგიწევთ. მაგრამ მე მათი დაქირავება არ მჭირდებოდა, რადგან ჩემი ბიძაშვილის ქვისლს მივყვებოდით ყველანი კამაზით. მთელი ის მშვენიერი გზა ამ კამაზით ავიარეთ და მშვიდობიანად ავედით პირველ სოფელში - ჭალაში. იქიდან კამაზი ომალოში უნდა გასულიყო და მერე უნდა ამოსულიყო ჟველურთაში. ამიტომ ბარგი იქ დავცალეთ და დაველოდეთ, კამაზი კი ომალოში წავიდა. ჩვენი ანგარიშით, სადღაც სამი საათი დააგვიანდებოდა, მაგრამ გაუთვალისწინებელი მიზეზის გამო, დაღამებამდე ვერ დაბრუნდა და რომ იტყვიან, დავმჟავდით ლოდინით.
P.S. ხვალ გავაგრძელებ, მანამ კი კითხვები დამახვედრეთ - ვიცი, ბევრი რამე გაინტერესებთ. :wink:

მეაც გავთუშდ, მეაც...

Posted: 06 აგვ 2008, 23:01
by Mta Mkvarebia
guruli
პირველი კითხვა კი არადა საყვედური, აფსუს რა იმედი გვქონდა 9 თვის თავზე ბალღ მოვუნათლავთთქო :wink: :D

მეორე კითხვა- 200 ლარი მარტო აყვანა ღირს ალბათ, არა? და რამდენ ადგილიანი ტაქსები იყვნენ? ანუ საშუალოდ მარტო ერთ ადამიანს რა დაუჯდება თუშეთში ასვლა-ჩამოსვლა?

მესამე კითხვა- ორეთის ტბაზე ხომ არ ყოფილხარ? და რა მდგომარეობაშია ტბისკენ გზები, შეიძლება ასვლა?

მოკლედ, სულმოუთქმელად ველოდებით რეპორტაჟის გაგრძელებას. იმედია, ფოტოებიც გადაიღე :) .

მეოთხე კითხვა კი არადა საყვედური :wink: - აბა, სერთიფიკატიანი თუში სასიძო მწყემსებიო.... :( :wink: :lol:

მეაც გავთუშდ, მეაც...

Posted: 06 აგვ 2008, 23:13
by guruli
Mta Mkvarebia
მეორე კითხვა- 200 ლარი მარტო აყვანა ღირს ალბათ, არა? და რამდენ ადგილიანი ტაქსები იყვნენ? ანუ საშუალოდ მარტო ერთ ადამიანს რა დაუჯდება თუშეთში ასვლა-ჩამოსვლა?
კი, მარტო აყვანა. ჩამოსვლაც იგივეა, მაგრამ თუ იქ ისეთს დაემგზავრები, ვინც მგზავრი აიყვანა და უკან ცარიელი მოდის, მაშინ ნაკლებიც დაგიჯდება - კაცი - 20 ლარი. მაგდენივე ღირს კამაზებზე გაყოლაც - ბარიდანაც და იქიდანაც, მაგრამ ეგენი ყოველთვის არ დადიან.
მესამე კითხვა- ორეთის ტბაზე ხომ არ ყოფილხარ? და რა მდგომარეობაშია ტბისკენ გზები, შეიძლება ასვლა?
კი, როგორ არა. სავსებით თავისუფალია. ლობო იყო მანდ.
აბა, სერთიფიკატიანი თუში სასიძო მწყემსებიო....
ეგენი ძალაშია, ადამიანო... ისეთები ავარჩიე, ძაანაც რომ გინდოდეთ, წუნს ვერ დასდებთ, მაააშ!!! :) :)
ფოტოები მე არ გადამიღია, მაგრამ სხვების აპარატებით ვიღებდი და მომაწვდიან რამდენიმე დღეში...

მეაც გავთუშდ, მეაც...

Posted: 07 აგვ 2008, 01:20
by Archil
guruli

ნამეტნავად კაი ამბოვში ყოფილხარ ძამა და ცოდოა ხარ მარტუა რომ წახვედი, რას იზამ, ხდება ამფერი ამბავიც ხოლმე და.. სხვა დროს არ გამოგვაპარო მაი ამბავი, არ ქნა მარტუამ, კაი?

ჰოდა რას გიჩიოდი, აქანე თავისი წესები ქონიათ და მიყევი მასთე.. თვარა დაგიწყებენ მერე ისაო და ესაო და.. ქე იცი აქაური ამბოვი....

ჰოდა ენაზე რაი მოგივიდა? რაცხა სხვაფრად უქცევ და...

ისთე, ამასწინობას ქე მომიწია გავლა ჩვენ მხარესკენ და იმისთანა მშვენიერი ყოფილა ეს დალოცვილი ჩვენი მხარე, გაგიკვირდება პირდაპირ, სასტაული ხილული....

კაი ძამა, ქენი რაფრაც გაგიხარდება და მე ქე მოგისმენ და....

მეაც გავთუშდ, მეაც...

Posted: 07 აგვ 2008, 02:23
by bela
guruli

ენა კი აგითვისებია და ცოლის მოყვანამდე მაქედან ერთი ნაბიჯია...
რეპორტაჟის გაგრძელებას ველოდები კი არადა, სული მეპარება წინ წინ...

ისე, მე ის ვარ, ვისაც წამოსვლა ყველაზე მეტად უნდოდა :cry:

მეაც გავთუშდ, მეაც...

Posted: 07 აგვ 2008, 11:44
by ლობო
guruli
heh mec tushuri akcenti avikidesavit ik :D vah kvelaze zneli dabruneba tushetidan dabrunebaa :D rafraza davde! :lol:

მეაც გავთუშდ, მეაც...

Posted: 07 აგვ 2008, 15:21
by guruli
Archil - თავიდანვე ვტქვი, რომ რადგან საქმე რგიონს ეხებე და არა კონკრეტულ ადგილს, ამიტომ ცოტა დავარღვევ აღწერის წესებს-მეთქი. აბა, როგორ გითხრათ ახლა, თუშეთში სადაა საბანაკაე ადგილები ან სასმელი წყალი? ეგ ხომ ყოველ ნაბიჯზეა... და გაპარვით კიდე არსადაც არ გავპარულვარ - შეგიძლიათ ნახოთ იდეებში ჩემი გახნილი თემა.
და გურია რომ ლამაზი, სიცოცხლის სამოსახლო და სამყაროს გულია, ეგ აქამდეც უნდა გცოდნოდა.
ლობო - მაშ შენაც? :lol: :lol:
bela - საღამოთი გავაგრძელებ, თუ მივიცალე.

მეაც გავთუშდ, მეაც...

Posted: 08 აგვ 2008, 02:16
by Archil
guruli

გათუშებულხარ, გათუშებულხარ.... აწი ნიკიც რომ შეიცვალო, არ გამიკვირდება...

ამბავი მაინც მოყევი....

მეაც გავთუშდ, მეაც...

Posted: 08 აგვ 2008, 02:38
by guruli
Archil
ამბავი მაინც მოყევი....
არჩილ, გუშინ გავედი ახალ სამსახურში და ისევ დამეწყო ძველებური ჯახადირი. ახლაც სამსახურში ვზივარ და ველოდები, როდის წამიყვანენ. დღეს თავიდანვე ვიცოდი, რომ აქ დასაწერად ვერ მივიცლიდი. ხვალ დილით უფრო მივიცლი.