Page 1 of 1

ბულბულების ჭალა - 30.07.08

Posted: 04 აგვ 2008, 13:36
by Int3lig3nt
1. რეგიონი:
თბილისი

2. მარშუტის დასახელება:
კუს ტბა - ბულბულების ჭალა - კუს ტბა

3. ხანგრძლივობა:
ნახევარი დღე

4. სირთულე:
მარტივი, ფრაგმენტულად საშუალო.

5. გასვლის, ლაშქრობის ღირებულება
გააჩნია, რითი ახვალ კუს ტბამდე :).

6. მონაწილეთა რაოდენობა
5

7. ორგანიზატორი
Int3lig3nt

8. დანიშნულების პუნქტთან უახლოესი დასახლებული პუნქტი:
თბილისი

9. მარშრუტის სიგრძე ტრანსპორტით:
არ საჭიროებს

10. ფეხით გავლილი მანძილი:
2-3 კმ

11. სანახავი და ყურადღებამისაქცევი ადგილები:
კუს ტბა

12. საბანაკე ადგილები:
არ საჭიროებს

13. სასმელი წყალი მარშრუტზე:
ორი წყაროა. აქედან ერთი დამშრალი იყო, მეორეს ვერ მივაგენით

14. საჭირო აღჭურვილობა, რჩევები:
მოხერხებული ფეხსაცმელი, საწვიმარი, მზისგან დამცავი ნელსაცხებლები, ქუდი

15. გასვლისთვის, ლაშქრობისთვის საუკეთესო დრო:
ნებისმიერ დროს შეიძლება ასვლა

16. რისკები, საფრთხეები:
არ არსებობს

17. უახლოესი ღირსშესანაშნავი ადგილი, რომელიც დროის გახანგრძლივების შემთხვევაში, შეიძლება, ამ გასვლის ფარგლებში ინახოს:
კუს ტბა, ეთნოგრაფიული მუზეუმი

18. რუქა, ჯი-პი-ეს-მონაცემები
უახლოეს მომავალში დავამატებთ.

19. სასარგებლო საკონტაქტო ინფო:
არ საჭიროებს

20. გასვლის, ლაშქრობის შეფასება 10ბალიანი სისტემით
არ შეგვიფასებია გზად, შთაბეჭდილებებში გამოჩნდება.

ბულბულების ჭალა - 30.07.08

Posted: 04 აგვ 2008, 13:53
by tiko_r
მერე?

ბულბულების ჭალა - 30.07.08

Posted: 04 აგვ 2008, 13:54
by Int3lig3nt
ეს ლაშქრობა ჩემთვის ცუდად დაიწყო.
გამზადება რომ დავიწყე, ზურგჩანთა მოვიძიე (ლომისობის მერე ეგრე მედო ოთახში, სადაც თითქმის არასდროს არ შევდივართ) და ხელში რომ ავიღე რაღაც ცუდი სუნი მეცა.
გავხსენი ერთი ჯიბე და შავი პარკი ამოვიღე.
ალბათ რამე იყო შიგ ჩარჩენილი-თქო და გადავაგდე.
ისევ ჰქონდა სუნი ჩანთას...
გავხსენი მეორე ჯიბეც და კინაღამ გული შემიწუხდა :D.
ორი ცალი მოხარშული კვერცხი იდო. რომელთაგან ერთი გატეხილიყო და სურნელოვანი სითხე ჩაღვრილიყო ჯიბეში.
ეგრევე გავაქანე და კვერცხები - ნაგვის ბუნკერში, ჩანთა კი აბაზანაში მოვისროლე.
ვცადე ხელით გარეცხვა, მაგრამ სუნი არ მოშორდა. სარეცხ მანქანაში რეცხვის დრო კი აღარ იყო.
რაღას ვიზამდი, მოვძებნე რაღაც პარკი, ჩავდე თბილი მოსასხამი და მფრინავი თეფში და წამოვედი.

12 საათზე, ვაკის პარკთან გვქონდა დათქმული შეხვედრა.

პირველები ჯაბა (ამ ტექსტში თუ სადმე ბექა ნახეთ, ჯაბა იგულისხმეთ :D) და ლიკა მივიდნენ. შემდეგ მე, ნინი და ნესა.

ცოტა ხანი ბელასაც ველოდეთ, აქეთ-იქით გადავრეკეთ, მისი ნომრის გასაგებად და რომ ვერაფერს გავხდით, დავიძარით.

კუს ტბამდე საბაგიროთი ავედით.

უკვე საკმაოდ ცხელოდა, მზეც მაგრად აჭერდა და სიცხეში მოგვიწია სიარული.
ჯაბამ ჩანთა მოჩხრიკა და ნესას ათხოვა თავისი ქუდი :).

Image

კუს ტბა

Image

გზად სვანურ კოშკთან ავიარეთ

Image

თანამედროვე შენობების ფონზე :)

Image

გზა მართალია დიდხანს არ გაგრძელდა, მაგრამ საკმაოდ დამღლელი აღმოჩნდა.

თან მე ამ მხრიდან არასდროს არ ავსულვარ (სულ მთაწმინდიდან გადმოვდიოდი) და გზა არ ვიცოდი კარგად. ხშირად იყოფოდა და ვარაუდით ვირჩევდი მიმართულებას.
შესაბამისად გზაც ცოტა დაგვიგრძელდა.

ერთ მომენტში საკმაოდ კომიკურ სიტუაციაში აღმოვჩნდი.
ვხედავდი ბულბულების ჭალას და საიდან უნდა მივსულიყავი, ვერ ვხვდებოდი :)

აი ისიც:
Image

ბულბულების ჭალა - 30.07.08

Posted: 04 აგვ 2008, 14:16
by Int3lig3nt
ერთი მცირე ზომის მთა გადავიარეთ და გზაც უკვე მეცნო

Image

გზა უკვე ტყეში შევიდა და ამოვისუნთქეთ :).

უცებ ერთ-ერთ მოსახვევში საინტერესო ნაგებობას გადავაწყდით.

Image

მეორე მოსახვევში კი არასასიამოვნო სიურპრიზი დაგვხვდა.
იაკობის წყარო დამშრალიყო :(.
(ვახ, მახსოვს რომ სურათი გადავუღე. ვერ ვპოულობ. იმედია ნინი დადებს)
ვიცოდი რომ სადღაც ახლოს მეორე წყაროც იყო და წივწივას გადავურეკე.
დაახლოებით ამიხსნა სადაც უნდა ყოფილიყო.
ჩვენ გადავწყვიტეთ, ჯერ დავმსხდარიყავით, დაგვესვენა და მერე მოგვეძებნა.

რამდენიმე მეტრიც და ბულბულების ჭალას მივუახლოვდით

Image

მოსასვენებელი ადგილის ძებნა არ დაგვჭირვებია, იქვე დავსხედით, ნაძვების ძირში

Image

ბულბულების ჭალა - 30.07.08

Posted: 04 აგვ 2008, 22:40
by lika-li
:) ძალიან ლამაზი ფოტოებია , მეც დიდი სიამოვნებით დავდებდი რამოდენიმეს, მაგალითად ფოტოს, სადაც პატივცემული ინტელიგენტი გულმოდგინედ აკვირდება ჭიანჭველების ფუსფუსს :D ან ფოტოს, სადაც მფრინავი თეფშით ერთობიან ჩვენი მოლაშქრეები - ჯაბა და ინტელიგენტი :D

მაგრამ რომ არ ვიცი ფოტოების განთავსება :(

უნდა ითქვას რომ ლაშქრობა ერთობ სასიამოვნო იყო, თუ არ ჩავთვლი კალიების თავდასხმას, რომელთა დანახვაზეც ვკიოდი :D განა მართლა ვკიოდი, ვხუმრობ :D ისე კი, ისე შემეშინდა, რომ ჩემი საწყალი ფეხი, რომელზეც კალია მოკალათებულიყო, კინაღამ დავტოვე და შორს გავიქეცი :D :D

დიდი მადლობა ინტელიგენტს, ჩახუთული დედაქალაქიდან ერთი დგით რომ გაგვიყვანა და დაგვასვენა

ბულბულების ჭალა - 30.07.08

Posted: 04 აგვ 2008, 23:08
by Int3lig3nt
lika-li
მაგრამ რომ არ ვიცი ფოტოების განთავსება
www.radikal.ru
ამ საიტზე შედი, დააჭირე Browse და აირჩიე სასურველი სურათი.
შემდეგ Уменьшить до-ში ჩაწერე 800 და ატვირთვას დააჭირე.
პრინციპში ამას ფოტოშოპში დაპატარვება ჯობია, მაგრამ თუ ფოტოშოპი არ იცი, ესეც გამოდგება, უბრალოდ ცოტა მეტი დრო უნდა :).[/b]

ბულბულების ჭალა - 30.07.08

Posted: 05 აგვ 2008, 00:02
by lika-li
Int3lig3nt
გმადლობ :) უკვე ავტვირთე და აქ როგორ დავდო ის ფოტო? ეგეც მითხარი და შეგეშვები :D

ბულბულების ჭალა - 30.07.08

Posted: 05 აგვ 2008, 00:29
by lika-li
ახლა არ ვიცი ეს როგორ გამომივა, მაგრამ მაინც ვცდი ფოტოს დადებას :)
ეძღვნება ინტელიგენტს :)

Image


ვაშაააააააააააააააააააააააააააააა!!!!!!!! გამომივიდააააა, ესეც ჩემი პირველი ფოტო!

ბულბულების ჭალა - 30.07.08

Posted: 05 აგვ 2008, 00:44
by lika-li
ეს კი დაპირებული ფოტო, ჯაბა და ინტელიგენტი ჭიანჭველების ცხოვრებას სწავლობენ

Image

აქვე შემოგთავაზებთ ჭიანჭველას მეგრულ სინონიმებს :D

ჭიანჭველა - ჭკიჭკიტია

ჭიანჭველა - ბუტუტია

:lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol:

ბულბულების ჭალა - 30.07.08

Posted: 05 აგვ 2008, 11:19
by ნინი_85
Int3lig3nt

ყოჩაღ ინტელ, თემა გაგიხსნია :D რა თქმა უნდა ფოტოებსაც დავდებ და ჩემს მოსაყოლსაც :wink:


lika-li

შემოკარვებას გილოცავ ლიკა, ბევრი გელაშქროს კარავთან ერთად :)

ჩემი დღე კი ასე დაიწყო, დილით ადრე ავდექი და ჩავალაგე ყველაფერი, ცოტა ხანში კარზე კაკუნის ხმა გაისმა: მამიდა ჩამომივიდა.
საუბარში ისე შევყევი რომ სახლიდან გამოსვლა დამაგვიანდა, თუმცა ინტელას არ დავურეკე, მეთქი არ დამელოდონ ჯობია, წავლენ და უკან გავყვები თქო, თანს ჩემს ინტუიციასაც გამოვცდიდი.

N51 ავტობუსმა გაჩერებზე კი არ შეაჩერა, სვლა შეანელა და ისე ავხტი, მერე კიდე ისე სწრაფად იარა, უკვე ვაკის პარკთან ვიყავი ინტელამ რომ დამირეკა სად ხარო.

საბაგიროთი ავედით და გზას გავუდექით:

Image

Image


მშობლიური მაღლივი:

Image

მერე გზა ცოტა დავიგრძელეთ:

Image

Image

თუმცა საბოლოოდ სწორ გზას დავადექით

Image

Image

ამ აბრამ ნამეტანი გამახარა:

Image

Image

მერე წყაროს მივადექით, მაგრამ...

Image

ბულბულების ჭალა - 30.07.08

Posted: 05 აგვ 2008, 11:30
by lika-li
ნინი_85
დიდი მადლობა ჩემო კარგო მოლოცვსათვის :)

რა კარგი ფოტოები გადაგიღია, განსაკუთრებით ის მომწონს, დამშრალ წყაროსთან იმედგაცრუებულები რომ ვდგავართ :D

ბულბულების ჭალა - 30.07.08

Posted: 05 აგვ 2008, 11:35
by ნინი_85
მოწყურებულებმა გზა გავნაგრძეთ:

Image

ნაძვების ძირში დავისვენეთ:

Image


Image

მერე მე და ინტელა მეორე წყაროს საძებნელად წავედით:

Image

Image

ბევრი ვიარეტ თუ ცოყტა ვიარეთ, წყაროს ვერ მივაგენით, სამაგიეროდ გზად ტყემალი, მაყვალი და მისთანები გეახელით, ასკილიც კი ვნახეთ, მწიფე.

იაკობის წყაროს ინტელამ ბევრი ეჩალიჩა, ჯოხით უჩხიკინა, შეულოცა, მარა არაფერი არ ეშველა:

Image


და დავბრუნდით ყურებჩამოყრილები, როგორც ინტელამ თქვა: მამა რომ ბრუნდება სახლში უპუროდ და მშიერი შვილები ხელებში შესცქერინო.

Image


მერე წამოვწექი დსასვენებლად და გარემო მივაკარტოჩკე:

Image


Image

მერე კიდევ იყო ნადიმი:

Image

Image

ბულბულების ჭალა - 30.07.08

Posted: 05 აგვ 2008, 11:50
by ნინი_85
ნადიმის შემდეგ თამაში:
Image

Image


თამაშის შემდეგ ცოტა შევისვენეთ, ზოგმა წაუძინა.
ინტელ, ეს ფოტო რათ არ დადე? აი მე დაგასწარი :wink:
შლაპიანები:

Image

ავალაგეთ, მივალაგეთ და წამოვედით:

Image

Image

Image

Image

მოწყურებულები ვაკის პარკში დავეშვით:

Image

აი, აქ კი გონკები გვქონდა, ვინ პირველი მივიდოდა:

Image


Image

Image


როგორც ხვდებით პირველი მე მივედი და შესაბამისად წყურვილიც პირველმა მე მოვიკალი, მერე კიდევ ასაკის მიხედვით. ჯაბა ყველაზე დიდხანს სვავდა, რამი სდააშრო წყალი :D


Image

Image

Image

Image

Image

მერე გავწეით შარდენისკენ და საზოგადოებას შევუერთდით:

Image

დიდი მადლობა ვანო, კაი გასვლა იყო, დავისვენე, დავიძინე, გავერთე, თან იტალიურის მცოდნეც გავიცანი, ნამდვილად ნაყოფიერი იყო :wink:

ბულბულების ჭალა - 30.07.08

Posted: 05 აგვ 2008, 12:43
by Nika
მეორე წყარო ცოტა შორსაა. ფაქტიურად უკვე წყნეთისკენ მიმავალ გზაზეა. მოკლედ რო ავხსნა მანდ ანძებიანი მთა რო არის აი მაგ მთას რო გაცდები თბილისის მხარეს (ანუ ჩრდილოეთის მხარეს) გზა ჩადის წყნეთისკენ და მანდაა ეგ წყარო.