Page 1 of 8

ლაგოდეხის ნაკრძალი - გურგენიანის ჩანჩქერი - 2-3.08.08

Posted: 04 აგვ 2008, 11:48
by Int3lig3nt
1. რეგიონი:
ლაგოდეხის რაიონი. კახეთი

2. მარშუტის დასახელება:
ხიზაბავრა - ნინოსხევის ჩანჩქერი - ხიზაბავრა

3. ხანგრძლივობა:
2 დღე

4. სირთულე:
საშუალო, ფრაგმენტულად რთული

5. გასვლის, ლაშქრობის ღირებულება
180 ლარი

6. მონაწილეთა რაოდენობა
10

7. ორგანიზატორი
civciva, Int3lig3nt

8. დანიშნულების პუნქტთან უახლოესი დასახლებული პუნქტი:
ხიზაბავრა

9. მარშრუტის სიგრძე ტრანსპორტით:
160 - 2,5 სთ

10. ფეხით გავლილი მანძილი:
15-16 კმ

11. სანახავი და ყურადღებამისაქცევი ადგილები:
ნინოსხევის ჩანჩქერი

12. საბანაკე ადგილები:
ძნელი საპოვნია. ალბათ უფრო ჩანჩქერამდე თუ დაბანაკდები, თორე მერე უფრო ძნელია ადგილის პოვნა.
თან ძირითადად ასეთი ადგილები ნაგვით არის სავსე :(.

13. სასმელი წყალი მარშრუტზე:
ალაგ-ალაგ არის წყაროსებრი შენაკადები.

14. საჭირო აღჭურვილობა, რჩევები:
მოხერხებული, რეზინისძირიანი ფეხსაცმელი, საწვიმარი, გამოსაცვლელი სამოსი, მზისგან დამცავი ნელსაცხებლები, ქუდი

15. გასვლისთვის, ლაშქრობისთვის საუკეთესო დრო:
ზაფხული

16. რისკები, საფრთხეები:
წვიმის შემთხვევაში ადვილია სველ ქვებზე ფეხის გაცურება და დაცემა.

17. უახლოესი ღირსშესანაშნავი ადგილი, რომელიც დროის გახანგრძლივების შემთხვევაში, შეიძლება, ამ გასვლის ფარგლებში ინახოს:
ალბათ ნაკრძალის სხვა ბილიკები :).

18. რუქა, ჯი-პი-ეს-მონაცემები
უახლოეს მომავალში დავამატებთ.

19. სასარგებლო საკონტაქტო ინფო:
http://lagodekhipa.ge/contact.html

20. გასვლის, ლაშქრობის შეფასება 10ბალიანი სისტემით
არ შეგვიფასებია გზად, შთაბეჭდილებებში გამოჩნდება.

მოგვიანებით შემოგთავაზებთ დეტალურ რეპორტაჟს.

ლაგოდეხის ნაკრძალი - გურგენიანის ჩანჩქერი - 2-3.08.08

Posted: 04 აგვ 2008, 11:54
by Truli
უკაცრავად და ხიზაბავრას რა უნდა ლაგოდეხთან???

ლაგოდეხის ნაკრძალი - გურგენიანის ჩანჩქერი - 2-3.08.08

Posted: 04 აგვ 2008, 12:06
by Int3lig3nt
Trulala
ვახ.
არის და რა ვქნა :).
ძველ რუკებშიც არის და ახალ - ნაკრძალის რუკებშიც წერია.

ლაგოდეხის ნაკრძალი - გურგენიანის ჩანჩქერი - 2-3.08.08

Posted: 04 აგვ 2008, 12:08
by Naia
Trulala wrote:უკაცრავად და ხიზაბავრას რა უნდა ლაგოდეხთან???
ხიზაბავრა ლაგოდეხშიც ყოფილა. ასეთი რაღაცეები აღარ მიკვირს: ამასწინათ ჯავახეთში სოფ. აგარა ვნახეთ :)

ინტელ, ფოტოებს მოუთმენლად ველით :)

ლაგოდეხის ნაკრძალი - გურგენიანის ჩანჩქერი - 2-3.08.08

Posted: 04 აგვ 2008, 12:10
by navigator
Int3lig3nt
5. გასვლის, ლაშქრობის ღირებულება
180 ლარი

კაცზე 18 ლარი :) + კვება, + წივწივას შჩი უფასოდ (ბონუსი)
9. მარშრუტის სიგრძე ტრანსპორტით:
???
160 კმ +- 5კმ, სჭირდება 2 საათი და 30 წუთი.

ლაგოდეხის ნაკრძალი - გურგენიანის ჩანჩქერი - 2-3.08.08

Posted: 04 აგვ 2008, 12:13
by navigator
ეს რუკა ბროშურიდან
Image
ეს კი პარკის შესასველთან იყო სტენდზე, მცირე განსხვავებებია ბილიკებში, სტენდზე უფრო ძველი ვარიანტია მგონი.
Image

ორივე რუქაზე კარგად ჩანს ხიზაბავრა.
დავამატებ რომ ნინოსხევს თავდან უნდა აუყვეთ მარჯვენა სანაპიროთი (ანუ სვლის მიმართულებით მარცხნიდან) და ასე უფრო მარტივი ბილიკია. ზოგადად კი დაკარგვა შეუძლებელია, სულ მდინარის გასწვრივ უნდა იაროთ.

ლაგოდეხის ნაკრძალი - გურგენიანის ჩანჩქერი - 2-3.08.08

Posted: 04 აგვ 2008, 12:26
by navigator
Image
ჩვენ ასვლაზე დაგვჭირდა 2 საათი და 20 წუთი, ძალიან არ გვიჩქარია.
ბილიკები კარგად დატკეპნილია, ზოგან საფეხურები და კიბეებია, არის რამდენიმე ხიდი.
ჩანჩქერიდან კიდევ ზემოთ ავუყევით მდინარეს.
ჩანჩქერიდან დაბანაკების ადგილამდე მისასვლელად დაგვჭირდა საათი და 20 წუთი. ეს მონაკვეთი კიდევ უფრო რთული იყო. ეს გზა მარშუტში არ შედის, შესაბამისად ნაკლებად კეთილმოწყობილია.

უკანა გზაზეც დაახლოებით 3 საათი დაგვჭირდა.

ლაგოდეხის ნაკრძალი - გურგენიანის ჩანჩქერი - 2-3.08.08

Posted: 04 აგვ 2008, 15:53
by navigator
Int3lig3nt
სურათები იქნება?

ლაგოდეხის ნაკრძალი - გურგენიანის ჩანჩქერი - 2-3.08.08

Posted: 04 აგვ 2008, 16:09
by Int3lig3nt
navigator
საღამოს იქნება სურათებიც და რეპორტაჟიც.

მანამდე ჩანჩქერის ფოტოს დავდებ

Image

ლაგოდეხის ნაკრძალი - გურგენიანის ჩანჩქერი - 2-3.08.08

Posted: 04 აგვ 2008, 19:28
by navigator
14. საჭირო აღჭურვილობა, რჩევები:
მოხერხებული, რეზინისძირიანი ფეხსაცმელი, საწვიმარი, გამოსაცვლელი სამოსი, მზისგან დამცავი ნელსაცხებლები, ქუდი
აი ასეთი რამ იყო საკმაოდ პრაქტიკული
Image
ეს კი ნაკლებად პრაქტიკული
Image

ლაგოდეხის ნაკრძალი - გურგენიანის ჩანჩქერი - 2-3.08.08

Posted: 05 აგვ 2008, 00:27
by Int3lig3nt
დილით ისევ ბაბომ გამაღვიძა...
არა, მაღვიძარა კი დაყენებული მქონდა, მარა მაინც გამაღვიძა, ზუსტად 4 წუთით ადრე, ვიდრე მაღვიძარა დარეკავდა.
ყველაფერი წინა ღამის გამზადებული იყო, მხოლოდ საჭმელი ჩავდე და წამოვედი.
რა თქმა უნდა, უკან მიბრუნება მაინც მომიწია, სუნამოს დასხმა დამავიწყდა (ლაშქრობაში სუნამოს გარეშე როგორ შეიძლება წასვლა).

ჩანთაზე დამაგრებული პარალონით სადარბაზოს კარებში ვერ ვეტევი... პარალონი ედება, კარები ჭანჭყარებს (თუ როგორ ითქმის?) და საკმაოდ ხმაურიანად გავდივარ ხოლმე.
სულ ვცდილობ, რომ ფრთხილად და ჩუმად გავაკეთო ეს, მაგრამ არც ამჯერად გამომივიდა.
იმედია შემდეგზე გამომივა Image.

მეტროში რომ ჩავედი, ინსტიქტურად დიდუბის მიმართულებით გავედი ბაქანზე.
წავედი იმ ადგილისკენ, სადაც პირველი ვაგონის მეოთხე კარები ხვდება (ესეც ჩვევასავით მაქვს), მაგრამ მივხვდი რომ რაღაც მეშლებოდა და უცებ გადმოვუხვიე.

მატარებელი მალე მოვიდა. შევედი ვაგონში და რამდენიმე წამში წივწივაც გამოქანდა ვაგონის მეორე ბოლოდან.
რა ვიცი, ამდენი დამთხვევა როგორ შეიძლება, ვარკეთილისკენ რამდენჯერაც მომიწია ლაშქრობისთვის წასვლა, იმდენჯერ ვიღაც დამემგზავრა.

წივწივას თავისზე დიდი ჩანთა ჰქონდა მოკიდებული. ჩემი ჩანთა იმასთან სასკოლო ჩანთასავით ჩანდა Image.

ისანში ალექსა, პოკაჰონტასი (Na-tia) და პერწკლი (maikomaiko) დაგვხვდნენ. ჰო, კიდევ ბაჩო - წივწივას თანამშრომელი.

მე ჩანთა დავდე და მაშინვე აფთიაქისკენ გავექანე. დედამ მთხოვა, კოღოების საწინააღმდეგო საშუალება იყიდეო, წინა დღეს სულ მალარიის საშიშროების რეკლამები ტრიალებდა.
ავერსის ორი აფთიაქია ისნის მეტროსთან. ორივეს გამყიდველი გავაღვიძე, მაგრამ არცერთს არ ჰქონდა ”OFF”. მარტო "Stop" ჰქონდათ, რომელიც კბენის შემდეგ უნდა წაისვა.
თუ მიკბინა, გინდა წამისვია და გინდა არა Image.
(სხვათა შორის, მდინარესთან ხომ ვიყავით დაბანაკებულები, ერთი კოღო არ მინახავს იქ. კი გამიკვირდა Image)

ნელ-ნელა ვგროვდებოდით.
კიდევ ერთხელ მოგვიწია მარშრუტზე მსჯელობა

Image

დავთქვით, რომ ადგილზე გაგვერკვია სიტუაცია და შემდეგ გადაგვეწყვიტა, წავსულიყავით თუ არა ტბაზე.
(ცნობისათვის: ტბასთან მიმავალი ბილიკი დაღესტანის საზღვართან გადის და მე და კახა წინააღმდეგი ვიყავით, იმ ბილიკზე გამყოლის გარეშე წასვლისა)

მხოლოდ თუშმანა (წივწივას ჯგუფელი და მეგობარი) იყო მოსასვლელი. წავედით ავტოსადგურში, რომ გაგვერკვია ტრანსპორტის ამბავი.
იქვე ვნახეთ 9 კაციანი მიკროავტობუსი, რომელსაც 90 ლარზე შევუთანხმდით.
ამასობაში თუშმანაც მოსულიყო. ჩავიბარგეთ და დავიძარით.
ათნი ვიყავით და როგორღაც მოვთავსდით.
წამოსაწოლი ადგილიც კი იყო ზურგჩანთებზე Image.

Image

დაახლოებით 2,5 საათში ჩავედით დანიშნულების პუნქტამდე.
მხოლოდ ერთხელ მოგვიწია გაჩერება, ბუჩქებთან Image.

დამშვიდობებამდე მძღოლს ნომერი გამოვართვით, რათა მეორე დღეს შევხმიანებოდით და გაგვერკვია, შეძლებდა ჩვენს წამოყვანას თუ ვერა.

Image

ავკრიფეთ გუდა-ნაბადი და დავიძარით.

Image

მოლაშქრეთა სია:

1. წივწივა
2. ბაჩო
3. კაკულია
4. თუშმანა
5. შორენა
6. პერწკლი
7. პოკაჰონტასი
8. კახა
9. ალექსა
10. int3lig3nt

ტრადიციას არ დავარღვევ და დავწერ ამ ლაშქრობაში ჩემს ფავორიტებს :).

3. კაკულია - ძალიან ყოჩაღი ბიჭია

2. შორენა - ამისთანა მაგარი გოგო ჯერ არ მინახავს :). (რეპორტაჟში დავწერ რატომ და როგორ)

1. რა თქმა უნდა წივწივა

ლაგოდეხის ნაკრძალი - გურგენიანის ჩანჩქერი - 2-3.08.08

Posted: 05 აგვ 2008, 00:42
by bela
აი, მაგ ჩანჩქერის ფოტოს რომ ვუყურებ ხოლმე, სულ შავი შურით ვსკდები...
რამდენჯერ გამემაზა მანდ წასვლა, ვეღარ ვითვლი...

ლაგოდეხის ნაკრძალი - გურგენიანის ჩანჩქერი - 2-3.08.08

Posted: 05 აგვ 2008, 09:14
by navigator
ალტერნატიული ტრანსპორტიც იყო ოღონდ გოგოებმა უარი თქვს იმიტომ რომ კონდინციონერი არ ქონდა

ImageImage

ImageImage

აი ეს შენობაა რეინჯერების ოფისი. მაქამდე ნორმალური სამანქანო გზაა
ImageImage

Image

ლაგოდეხის ნაკრძალი - გურგენიანის ჩანჩქერი - 2-3.08.08

Posted: 05 აგვ 2008, 10:33
by climber
კაკულია მე ვარ :D
Image

Image

ლაგოდეხის ნაკრძალი - გურგენიანის ჩანჩქერი - 2-3.08.08

Posted: 05 აგვ 2008, 10:37
by climber
navigator
მართალი ხარ სანდლები და შორტები
მე ერთშ დავამატებ რო ეს მინი ლაშქრობა იყო ბანაობა დიდი :D :D