ლაგოდეხის ნაკრძალი - გურგენიანის ჩანჩქერი - 2-3.08.08

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
bela
მაწანწალა
Posts: 553
Joined: 14 ივნ 2008, 20:27
ლაგოდეხის ნაკრძალი - გურგენიანის ჩანჩქერი - 2-3.08.08

Post by bela » 14 აგვ 2008, 14:57

Archil

სავარაუოდოდ კახამ წყალი დაღვარა, მაგრამ როგორ ამ სიტყვას ყველა სხვადასხვანაირად წერს და აქ უკვე აღარ ვიცი რა გითხრა...

User avatar
Int3lig3nt
იეტი
Posts: 3524
Joined: 01 ივლ 2005, 11:31
Location: არ გავცვლი სალსა კლდეებსა!
Contact:
ლაგოდეხის ნაკრძალი - გურგენიანის ჩანჩქერი - 2-3.08.08

Post by Int3lig3nt » 14 აგვ 2008, 16:42

კახამ დაღვარა tafli

პაროლი იმიტომ დავადე, რომ მაგ სერვერზე ნებისმიერი ადამიანი ხედავს ატვირთულ ფაილებს და ყველამ რომ არ გადმოწეროს.
2 იანვარს ზღარბი დამებედა Image

User avatar
navigator
იეტი
Posts: 3171
Joined: 15 აპრ 2005, 19:08
Location: karavi.ge
ლაგოდეხის ნაკრძალი - გურგენიანის ჩანჩქერი - 2-3.08.08

Post by navigator » 18 აგვ 2008, 15:59

ხო თაფლის ისტორია განსაკუთრებული იყო.
დღევნადელი გადასახედიდან რაღაც სხვანაერად ჩანს.

მოკლედ როცა ჩამოვედით ისევ ნაკრძალის შესასვლელთან და ველოდებოდით მინიბუს. თავიდანვე შევამჩნიე იქვე უამრავი სკა იყო. კაი ნატურალური თაფლის შოვნა ყოველთვის პრობლემაა თბილისში და ვიფიქრე ვიყიდი ცოტაოდენ თაფლს და სახლში წავიღებო.
გავემართე სკებისკენ სანამ დანარჩნები მწიფე ქლიავით ომს აწარმოებდნენ.
გზად ბებო შემომხვდა კეთილი სახით (ზოგი ბებო ხო არის ბოროტი გამომეტყველება აქვთ ხოლმე სახეზე, ალბათ ეს სასჯელია მათთვის ვისი არსებობის წესი შური და სიძულვია, ცხოვრება ასეთ საბრძოლო იარებს უტოვებს). ბებოს ვკითხე ხომ არ იცით თაფლი იყიდება აქო,
- არ ვიცი შვილო, ბევრი გაყიდეს და შეიძლება არ დარჩათო, მეც მაჩუქეს ცოტაო, თან გამაფრთხილა ძაღლები ყავთ და ფრთხილად იყავიო.
მეც ნელ-ნელა და ფრთხილად ვუახლოვდებოდი ადგილს რომელიც ბებომ მიმასწავლა.
დავინახე რამდენიმე კაცი იჯდა და პატარა სუფრა ქონდათ გაშლილი.
მივედი და მივესალმე, თაფლი მოვკითხე.
გამომკითხეს ვინა ხარო საიდანო, ჯერ მოდი ერთი ჭიქა დაგვილიეო, ერთ ჭიქას მეორეც მოყვა, მოვუყევი ჩვენი ლაშქრობის ამბები, იმათაც მოგვიყვნენ თავიანთი ამბები, ერთი, როგორც ჩანს მთავარი მეფუტკრე, მომიყვა რომ უბრალო მეფუტკრე არ გეგონოვო, მეო მეფუტკრეობის სიმპოზიუმებზე დავდივარო საზღვარგარეთო. მესამე ჭიქაც მოყვა ჩვენს ლაპარაკს, ღვინო ვერ გავიგე ზუსტად რა იყო, შეფერილი იყო ოღონდ არც შავი და არც წითელი, უფრო ოადეს და რაღაც თეთრი ყურძენი იყო გარეული ალბათ. კაი გრადუსი კი ქონდა.
მესამე ჭიქაზე უკვე მოვუბოდიშე, მეგობრები მელოდებიან მეთქი, მითხრეს რომ თაფლი რაც იყო სულ ამოვიღეთო, ერთ-ერთმა თქვა, აი ჩემთვის მიმქონდა ცოტა სახლში, ეხლა ვიპოვნე მორჩენილიო და წაიღე ესო. ფულის მიცემას რომ ვაპირებდი იუარეს. ისინიც კახელები იყვნენ და მეც ნახევარი კახელი ვარ, არც მე დამიწყია დიდი ჭიდაობა და არც იმათ დაუწყიათ პრანჭვა, ეგრევე მივხვდი რომ საფულე უნდა შემენახა. რაღა დამრჩენოდა დიდი მადლობებით და გახარებული დავემშვიდობე.
ყველაზე მეტად მიხაროდა რომ საქართველოში არის ხალხი ვინც შრომობს და გულიხვია, ტელეფონი მომცეს და თუ გინდა თბილისში დაგვიკავშირდიო, სახლში მაქვს ის ნომერი და მერე დავწერ.
ხოდა ასე გახარებული დავბრუნდი, გზად ბებოს კიდევ ერთხელ მოვუხადე მადლობა და იმანაც დამიდასტურა რომ ძალიან კარგი ხალხიაო, ეგრეა, ვისაც შრომა უყვარს, ბოროტი და ძუნწი არ იქნება.
ამასობაში მინიბუსიც მოვიდა და ჩაბარგება დავიწყეთ, ხოდა ეს ამბავი რომ მოვყევი, წივწივამ თვალი დაადო თაფლს - თითი ჩამაყოფინეო.
უარი მიიღო ამ ვანდალურ შემოთავაზებაზე.
გზად ნელ-ნელა ღვინო მომეკიდა, თან დაღლამაც იმოქმედა და წოტა წავთვლიმე, თან მიხაროდა რომ ჩემებს გავახარებდი ნატურალური თაფლით.
ისიც მიხაროდა რომ კაცმა კეთილი საქმე გააკეთა, ვფიქრობდი ბლომად კლიენტებს ვუშოვი და სამაგიეროს გადავუხდიო.
თაფლი შუშის ქილაში იდო და ქილა ცელოფნის პაკეტში, რომ ჩამოვედით თბილისში, ნახევრად მძინარე ვიყავი, ზურგჩანთის მორგებისას უცებ რაღაც ხმა გავიგე, უცებ გავაცნობიერე რომ რაღაც ცუდი მოხდა, ძირს დახედვა არ მინდოდა, მივხვდი რომ თაფლის ქილამ არამსუბუქი დაშვება განახორციელა ასფალტზე.
ავიღე პაკეტი გატეხილი ქილით და იქიდან თაფლი მოედინებოდა, წივწივა არ დაიბნა და ხელი შეუშვირა, მე კიდე ისე დამწყდა გული რომ დაბნეული შევყურებდი და არ ვიცოდი რა მექნა, მერე მოიფიქრეს და მეორე პაკეტი მომაშველეს და იმაში გადავიტანე ყველაფერი.
სახლში მივიტანე თაფლის, ფიჭის და შუშის ნამსხვრევების ნაზავი. ჩემმა ხოლმა მაინც ვერ მოითმინა და ფიჭის პატარა ნატეხი დაღეჭა თუმცა შუშის პატარა ნატეხი რომ აღმოაჩინა ფიჭაში, მერე სურვილი გაუქრა. მეც ვითომ მარლით გავფილტრე ნარჩენი რაც იყო მარა მას მერე ისევ ისე მიდევს ის თაფლი მაგიდაზე ხელუხლებად. ვიფიქრე იმ მეფუტკრეს არ ვეტყვი ამ ამბავსო, ეწყინებაო. ისე კი მაინც მიხარია რომ ქართველებს შორის სიყვარული ჯერ კიდევ არ გამქრალა.
ჭირი იქა ლხინი აქა
შუშა იქა თაფლი აქა
აცხა ღორებო Image

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]