დილით ისევ ბაბომ გამაღვიძა...
არა, მაღვიძარა კი დაყენებული მქონდა, მარა მაინც გამაღვიძა, ზუსტად 4 წუთით ადრე, ვიდრე მაღვიძარა დარეკავდა.
ყველაფერი წინა ღამის გამზადებული იყო, მხოლოდ საჭმელი ჩავდე და წამოვედი.
რა თქმა უნდა, უკან მიბრუნება მაინც მომიწია, სუნამოს დასხმა დამავიწყდა (ლაშქრობაში სუნამოს გარეშე როგორ შეიძლება წასვლა).
ჩანთაზე დამაგრებული პარალონით სადარბაზოს კარებში ვერ ვეტევი... პარალონი ედება, კარები ჭანჭყარებს (თუ როგორ ითქმის?) და საკმაოდ ხმაურიანად გავდივარ ხოლმე.
სულ ვცდილობ, რომ ფრთხილად და ჩუმად გავაკეთო ეს, მაგრამ არც ამჯერად გამომივიდა.
იმედია შემდეგზე გამომივა

.
მეტროში რომ ჩავედი, ინსტიქტურად დიდუბის მიმართულებით გავედი ბაქანზე.
წავედი იმ ადგილისკენ, სადაც პირველი ვაგონის მეოთხე კარები ხვდება (ესეც ჩვევასავით მაქვს), მაგრამ მივხვდი რომ რაღაც მეშლებოდა და უცებ გადმოვუხვიე.
მატარებელი მალე მოვიდა. შევედი ვაგონში და რამდენიმე წამში წივწივაც გამოქანდა ვაგონის მეორე ბოლოდან.
რა ვიცი, ამდენი დამთხვევა როგორ შეიძლება, ვარკეთილისკენ რამდენჯერაც მომიწია ლაშქრობისთვის წასვლა, იმდენჯერ ვიღაც დამემგზავრა.
წივწივას თავისზე დიდი ჩანთა ჰქონდა მოკიდებული. ჩემი ჩანთა იმასთან სასკოლო ჩანთასავით ჩანდა

.
ისანში ალექსა, პოკაჰონტასი (Na-tia) და პერწკლი (maikomaiko) დაგვხვდნენ. ჰო, კიდევ ბაჩო - წივწივას თანამშრომელი.
მე ჩანთა დავდე და მაშინვე აფთიაქისკენ გავექანე. დედამ მთხოვა, კოღოების საწინააღმდეგო საშუალება იყიდეო, წინა დღეს სულ მალარიის საშიშროების რეკლამები ტრიალებდა.
ავერსის ორი აფთიაქია ისნის მეტროსთან. ორივეს გამყიდველი გავაღვიძე, მაგრამ არცერთს არ ჰქონდა ”OFF”. მარტო "Stop" ჰქონდათ, რომელიც კბენის შემდეგ უნდა წაისვა.
თუ მიკბინა, გინდა წამისვია და გინდა არა

.
(სხვათა შორის, მდინარესთან ხომ ვიყავით დაბანაკებულები, ერთი კოღო არ მინახავს იქ. კი გამიკვირდა

)
ნელ-ნელა ვგროვდებოდით.
კიდევ ერთხელ მოგვიწია მარშრუტზე მსჯელობა
დავთქვით, რომ ადგილზე გაგვერკვია სიტუაცია და შემდეგ გადაგვეწყვიტა, წავსულიყავით თუ არა ტბაზე.
(ცნობისათვის: ტბასთან მიმავალი ბილიკი დაღესტანის საზღვართან გადის და მე და კახა წინააღმდეგი ვიყავით, იმ ბილიკზე გამყოლის გარეშე წასვლისა)
მხოლოდ თუშმანა (წივწივას ჯგუფელი და მეგობარი) იყო მოსასვლელი. წავედით ავტოსადგურში, რომ გაგვერკვია ტრანსპორტის ამბავი.
იქვე ვნახეთ 9 კაციანი მიკროავტობუსი, რომელსაც 90 ლარზე შევუთანხმდით.
ამასობაში თუშმანაც მოსულიყო. ჩავიბარგეთ და დავიძარით.
ათნი ვიყავით და როგორღაც მოვთავსდით.
წამოსაწოლი ადგილიც კი იყო ზურგჩანთებზე

.
დაახლოებით 2,5 საათში ჩავედით დანიშნულების პუნქტამდე.
მხოლოდ ერთხელ მოგვიწია გაჩერება, ბუჩქებთან

.
დამშვიდობებამდე მძღოლს ნომერი გამოვართვით, რათა მეორე დღეს შევხმიანებოდით და გაგვერკვია, შეძლებდა ჩვენს წამოყვანას თუ ვერა.
ავკრიფეთ გუდა-ნაბადი და დავიძარით.
მოლაშქრეთა სია:
1. წივწივა
2. ბაჩო
3. კაკულია
4. თუშმანა
5. შორენა
6. პერწკლი
7. პოკაჰონტასი
8. კახა
9. ალექსა
10. int3lig3nt
ტრადიციას არ დავარღვევ და დავწერ ამ ლაშქრობაში ჩემს ფავორიტებს

.
3. კაკულია - ძალიან ყოჩაღი ბიჭია
2. შორენა - ამისთანა მაგარი გოგო ჯერ არ მინახავს

. (რეპორტაჟში დავწერ რატომ და როგორ)
1. რა თქმა უნდა წივწივა