Page 1 of 1

სვანეთი 29 ივლისი - 6 აგვისტო, 2008

Posted: 31 ივლ 2008, 19:10
by Wanderer
გთავაზობთ ლაშქრობის აღწერას პირდაპირ ლაშქრობის ადგილიდან, ამ შემთხვევაში სვანეთიდან. :) ახლა დაღლილ-დაქანცული ვზივარ მესტიის ერთ-ერთ სასტუმროში სავარძელში. გვერდს მიმშვენებს არანაკლებ დაღლილი ბატონი ლამაია. გვერდზე გრუხუნ-გრუხუნით მოღელავს და გვამხნევებს მდინარე მესტიის ჭალა. მე და ლამა ვცდილობთ შევაჯამოთ განვლილი 2 დღე და ლეპტოპისა და მობილური ინტერნეტის მეშვეობით გავაკეთოთ ალბათ პირველი LIVE პოსტი კარავზე. :) ვინაიდან ლაშქრობა ჯერ არ დამთავრებულა მე ვყოყმანობდი სად გამეხსნა თემა, მაგრამ მერე გადავწყვიტეთ, რომ ლაშქრობების განყოფილებაში გაგვეხსნა. უამრავი სურათები გადავიღეთ, მაგრამ ჯერ არ გადამიტანია კომპიუტერში და როგორც კი გადავიტანთ 1-2 მათგანს დავდებ(მობილური ინტერნეტი დიდი ფუფუნების საშუალებას არ გვაძლევს).

რამოდენიმე ჩვენგანი(მათ შორის მეც) პირველად ვართ სვანეთში და რა თქმა უნდა შთაბეჭდილებების ტყვეობის ქვეშ ვართ. მე მესტია მომეწონა ძალიან. :) აქ ნახავთ წიწვოვან ტყესაც, ლამაზ ბაღჩებსაც, მდინარესაც , კოშკებსაც, თანამედროვე სასტუმრობსაც და ლამპიონებსაც. :) ჰაერის ტემპერატურაა გადასარევი: არც ცივა და არც ცხელა. ზუსტად შუაშია! :) მართალია ღამ-ღამობით წვიმა მოდის ხოლმე, მაგრამ ამას ჯერჯერობით ხელი არ შეუშლია ჩვენთვის.

დღე პირველი, 29 ივლისი.
დავიძარით თბილისიდან დაახლოებით დილის 8-ის ნახევარზე 2 მანქანით: კახას ნივით და ბექას ჰონდათი. ჩვენამდე დილის 5 საათზე მარშრუტკით გამოვიდნენ მელანო და ნატალია. სულ კახას შვილებიანად გამოვედით 11 კაცი. მელანო და ნატალია ჩვენზე ბევრად ადრე ჩამოვიდნენ მესტიაში. მანქანიანები რამოდენიმე ადგილას გავჩერდით გზაზე. ჯერ ქუთაისში გეახელით მეგრულ-იმერული ხაჭაპური. მერე ცაიშის უძველესი ეკლესია მოვინახულეთ სამეგრელოში. მერე როგორც კი შევედით სვანეთის ტერიტორიაზე ეგრევე ვეძგერეთ კუბდარს, სოფელ ხაიშში. ამის შემდეგ დავიძარით და რამოდენიმე საათის განმავლობაში ვიჯანჯღარეთ სვანეთის გზებზე. :D ბოლოს დაღლილ-დაქანცულები და აზელილ-დაზელილები მივედით ჯერ სოფელ ბეჩოში, სადაც გეახელით მჟავე წყალი, შემდეგ კი მესტიაში, სადაც დაგვხვდნენ მელანო და ნატალია. მესტიაში ნაწილი დაბინავდა ზაქრო მუშკუდიანის სახლში, ნაწილი კი წავედით იქვე კახიანების სასტუმროში.

დღე მეორე, 30ივლისი.
გადავწყვიტეთ ეს დღე მთლიანად მესტიისთვის დაგვეთმო. თავდაპირველად გადავწყვიტეთ მოგვენახულებინა მუზეუმი. იმ დღეს მთელ მესტიაში დენი იყო გათიშული დაზიანების გამო და ჯერ ბეთქილის მჟავე წყლებზე გავისეირნეთ იმ იმედით, რომ დენი მოვიდოდა, მაგრამ შენც არ მომიკვდე. მუზეუმის დათვალიერება ნახევრად სიბნელეში, ფანრებით მოგვიხდა, მაგრამ რაც ვნახეთ იმან ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა... განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო ოთხთავები და ხატები. ამ მუზეუმში არის დაცული სხვადასხვა ნივთები სხვადასხვა ქვეყნებიდან. მაგალითად აქ ნახავთ ვენეციურ ჯვარს, რომელმაც ისე დაგვატყვევა, რომ ძლივს გამოვეხსენით. :) საღამოს ღამის მესტიაში გავისეირნეთ სიმღერ-სიმღერით. :)

დღე მესამე, 31ივლისი(ანუ დღევანდელი დღე).
ამ დღეს გადავწყვიტეთ მნიშვნელოვანი ტაძრები მოგვენახულებინა ლენჯერსა და ლატალში. პირველად მოვინახულეთ ნესგუნის მაცხოვრის ეკლესია, შემდეგ ლაშთხვერის მთავარანგელოზის ეკლესია. შემდგ გადავედით ლატალის თემის სოფლებში და მოვიარეთ იენაშის იონა წინასწარმეტყველისა და სოფელ მაცხვარიშის მაცხოვრის ამაღლების ეკლესია. ეს ოთხივე ეკლესია არის უნიკალური თავისი კედლის მხატვრობით და არქიტექტურით. ზოგიერთ მათგანზე გარე ფასადებზეც იყო ხატები. ხატები უმეტესწილად დაზიანებული იყო, მაგრამ თავისი ფერებით, კომპოზიციითა და განსხვავებულობით ჩვენს აღფრთოვანებას იწვევდა. ხატები ძირითადად იყო 11-12-ე საუკუნის. მაცხვარიშში ვნახეთ დამიანეს(ანუ დემეტრე პირველის) მეფედ კურთხევის უნიკალური ფრესკა.
ბოლოს დაღლილები და მოშიებულები მოვედით სახლში და მგონი ყველაფერი შევახრამუნეთ რაც გვქონდა. :D
ახლა ვისვენებთ და ვაპირებთ, რომ 20 საათზე წავიდეთ ფრანგების კონცერტზე, რომლებიც როგორც ამბობენ მშვენივრად მღერიან ქართულ ხალხურ სიმღერებს.

ხვალ ვაპირებთ უშგულის და მის გზაზე მდებარე ეკლესიების და სოფლების მონახულებას. უაზს უკვე შეთანხმებულები ვართ და ხვალ 10 სთ-ზე გავალთ. იმედია კარგი ამინდი იქნება... :)

სვანეთი 29 ივლისი - 6 აგვისტო, 2008

Posted: 31 ივლ 2008, 19:12
by აცაბაცა
ცოცხალი შესრულებით აი ეს მესმის!!!! ტექნოლოჯის!!!!

სვანეთი 29 ივლისი - 6 აგვისტო, 2008

Posted: 31 ივლ 2008, 19:21
by SERJ_I
მშვიდობით იარეთ... :)

სვანეთი 29 ივლისი - 6 აგვისტო, 2008

Posted: 31 ივლ 2008, 19:50
by Mta Mkvarebia
გაიხარეთ, კარგი დრო გაატარეთ, ყველაფერი ნახეთ, რისი ნახვაც შეიძლება :).
Wanderer wrote:გთავაზობთ ლაშქრობის უპრეცენდენტო აღწერას პირდაპირ ლაშქრობის ადგილიდან,
:)
ამაში კი ვერ დაგეთანხმები, კაპადოკიიდან ასე ჩვენც გავხსენით თემა, თუმცა "ჩაოს" განყოფილებაში და "მოკითხვები კაპადოკიიდან" დავარქვით და აბალდუიმ კიდევ უფრო წინ წაიყვანა საქმე, როცა სვანეთში წასვლამდე გახსნა თემა :wink:

სვანეთი 29 ივლისი - 6 აგვისტო, 2008

Posted: 31 ივლ 2008, 20:00
by Tamusia
სვანეთი მომიკითხეთ!
ლამაც მომიკითხეთ!

სვანეთი 29 ივლისი - 6 აგვისტო, 2008

Posted: 31 ივლ 2008, 20:35
by konstantine
Wanderer wrote:გთავაზობთ ლაშქრობის უპრეცენდენტო აღწერას პირდაპირ ლაშქრობის ადგილიდან, ამ შემთხვევაში სვანეთიდან. :) ახლა დაღლილ-დაქანცული ვზივარ მესტიის ერთ-ერთ სასტუმროში სავარძელში. გვერდს მიმშვენებს არანაკლებ დაღლილი ბატონი ლამაია. გვერდზე გრუხუნ-გრუხუნით მოღელავს და გვამხნევებს მდინარე მესტიის ჭალა. მე და ლამა ვცდილობთ შევაჯამოთ განვლილი 2 დღე და ლეპტოპისა და მობილური ინტერნეტის მეშვეობით გავაკეთოთ ალბათ პირველი LIVE პოსტი კარავზე. :) ვინაიდან ლაშქრობა ჯერ არ დამთავრებულა მე ვყოყმანობდი სად გამეხსნა თემა, მაგრამ მერე გადავწყვიტეთ, რომ ლაშქრობების განყოფილებაში გაგვეხსნა. უამრავი სურათები გადავიღეთ, მაგრამ ჯერ არ გადამიტანია კომპიუტერში და როგორც კი გადავიტანთ 1-2 მათგანს დავდებ(მობილური ინტერნეტი დიდი ფუფუნების საშუალებას არ გვაძლევს).

რამოდენიმე ჩვენგანი(მათ შორის მეც) პირველად ვართ სვანეთში და რა თქმა უნდა შთაბეჭდილებების ტყვეობის ქვეშ ვართ. მე მესტია მომეწონა ძალიან. :) აქ ნახავთ წიწვოვან ტყესაც, ლამაზ ბაღჩებსაც, მდინარესაც , კოშკებსაც, თანამედროვე სასტუმრობსაც და ლამპიონებსაც. :) ჰაერის ტემპერატურაა გადასარევი: არც ცივა და არც ცხელა. ზუსტად შუაშია! :) მართალია ღამ-ღამობით წვიმა მოდის ხოლმე, მაგრამ ამას ჯერჯერობით ხელი არ შეუშლია ჩვენთვის.

დღე პირველი, 29 ივლისი.
დავიძარით თბილისიდან დაახლოებით დილის 8-ის ნახევარზე 2 მანქანით: კახას ნივით და ბექას ჰონდათი. ჩვენამდე დილის 5 საათზე მარშრუტკით გამოვიდნენ მელანო და ნატალია. სულ კახას შვილებიანად გამოვედით 11 კაცი. მელანო და ნატალია ჩვენზე ბევრად ადრე ჩამოვიდნენ მესტიაში. მანქანიანები რამოდენიმე ადგილას გავჩერდით გზაზე. ჯერ ქუთაისში გეახელით მეგრულ-იმერული ხაჭაპური. მერე ცაიშის უძველესი ეკლესია მოვინახულეთ სამეგრელოში. მერე როგორც კი შევედით სვანეთის ტერიტორიაზე ეგრევე ვეძგერეთ კუბდარს, სოფელ ხაიშში. ამის შემდეგ დავიძარით და რამოდენიმე საათის განმავლობაში ვიჯანჯღარეთ სვანეთის გზებზე. :D ბოლოს დაღლილ-დაქანცულები და აზელილ-დაზელილები მივედით ჯერ სოფელ ბეჩოში, სადაც გეახელით მჟავე წყალი, შემდეგ კი მესტიაში, სადაც დაგვხვდნენ მელანო და ნატალია. მესტიაში ნაწილი დაბინავდა ზაქრო მუშკუდიანის სახლში, ნაწილი კი წავედით იქვე კახიანების სასტუმროში.

დღე მეორე, 30ივლისი.
გადავწყვიტეთ ეს დღე მთლიანად მესტიისთვის დაგვეთმო. თავდაპირველად გადავწყვიტეთ მოგვენახულებინა მუზეუმი. იმ დღეს მთელ მესტიაში დენი იყო გათიშული დაზიანების გამო და ჯერ ბეთქილის მჟავე წყლებზე გავისეირნეთ იმ იმედით, რომ დენი მოვიდოდა, მაგრამ შენც არ მომიკვდე. მუზეუმის დათვალიერება ნახევრად სიბნელეში, ფანრებით მოგვიხდა, მაგრამ რაც ვნახეთ იმან ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა... განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო ოთხთავები და ხატები. ამ მუზეუმში არის დაცული სხვადასხვა ნივთები სხვადასხვა ქვეყნებიდან. მაგალითად აქ ნახავთ ვენეციურ ჯვარს, რომელმაც ისე დაგვატყვევა, რომ ძლივს გამოვეხსენით. :) საღამოს ღამის მესტიაში გავისეირნეთ სიმღერ-სიმღერით. :)

დღე მესამე, 31ივლისი(ანუ დღევანდელი დღე).
ამ დღეს გადავწყვიტეთ მნიშვნელოვანი ტაძრები მოგვენახულებინა ლენჯერსა და ლატალში. პირველად მოვინახულეთ ნესგუნის მაცხოვრის ეკლესია, შემდეგ ლაშთხვერის მთავარანგელოზის ეკლესია. შემდგ გადავედით ლატალის თემის სოფლებში და მოვიარეთ იენაშის იონა წინასწარმეტყველისა და სოფელ მაცხვარიშის მაცხოვრის ამაღლების ეკლესია. ეს ოთხივე ეკლესია არის უნიკალური თავისი კედლის მხატვრობით და არქიტექტურით. ზოგიერთ მათგანზე გარე ფასადებზეც იყო ხატები. ხატები უმეტესწილად დაზიანებული იყო, მაგრამ თავისი ფერებით, კომპოზიციითა და განსხვავებულობით ჩვენს აღფრთოვანებას იწვევდა. ხატები ძირითადად იყო 11-12-ე საუკუნის. მაცხვარიშში ვნახეთ დამიანეს(ანუ დემეტრე პირველის) მეფედ კურთხევის უნიკალური ფრესკა.
ბოლოს დაღლილები და მოშიებულები მოვედით სახლში და მგონი ყველაფერი შევახრამუნეთ რაც გვქონდა. :D
ახლა ვისვენებთ და ვაპირებთ, რომ 20 საათზე წავიდეთ ფრანგების კონცერტზე, რომლებიც როგორც ამბობენ მშვენივრად მღერიან ქართულ ხალხურ სიმღერებს.

ხვალ ვაპირებთ უშგულის და მის გზაზე მდებარე ეკლესიების და სოფლების მონახულებას. უაზს უკვე შეთანხმებულები ვართ და ხვალ 10 სთ-ზე გავალთ. იმედია კარგი ამინდი იქნება... :)



მაგრები ხართ, ლამა მოიკითხეთ.....

სვანეთი 29 ივლისი - 6 აგვისტო, 2008

Posted: 31 ივლ 2008, 20:45
by Nika
Wanderer
ფრთხილად მოსახვევებში :D
გთავაზობთ ლაშქრობის უპრეცენდენტო აღწერას პირდაპირ ლაშქრობის ადგილიდან
2006 წელს რაჭიდან აბა რას ვაკეტებდი მე?

სვანეთი 29 ივლისი - 6 აგვისტო, 2008

Posted: 13 აგვ 2008, 16:49
by Wanderer
სამწუხაროდ იმ გრძელი პირველი პოსტის შემდეგ ინტერნეტში შესვლის საშუალება სვანეთიდან აღარ გვქონია(მოულოდნელად) და ამიტომ LIVE-იც ვეღარ გაგრძელდა. მე გუშინ ჩამოვედი ბათუმიდან და ბოლო დღეების ამბებით ისე ვარ დაგრუზული, რომ სვანეთი აღარც კი მახსოვს საერთოდ...
:oops: :cry: :? :roll: :evil:
ალბათ სხვებიც ასე არიან. გონს რომ მოვალთ და სიტუაციაც ჩაწყნარდება ალბათ გავაგრძელებთ რეპორტაჟს.

Mta Mkvarebia
Nika
OK. არ ვიცოდი. ეგ რეპორტაჟები მე არ წამიკითხავს. საერთოდ განვლილი ლაშქრობების თემაში იშვიათად ვიხედები ხოლმე. სამომავლო გეგმები უფრო მაინტერესებს ხოლმე როგორც წესი... :)

სვანეთი 29 ივლისი - 6 აგვისტო, 2008

Posted: 29 აგვ 2008, 09:35
by Kakha
ჩემს პიკასაზე ავტვირთე სვანეთში მოგზაურობის სურათები და ცალკე გალერეა გავაკეთე. შეიგიძლიათ ნახოთ აქ http://picasaweb.google.com/kakha.khims ... vaneti2008