ჯავახეთის ტბები და სარო-ხიზაბავრა-თოკი-კუმურდო 07.2008ში

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ჯავახეთის ტბები და სარო-ხიზაბავრა-თოკი-კუმურდო 07.2008ში

Post by Mta Mkvarebia » 30 ივლ 2008, 10:53

გვალვამ უკვე დაწერა, რომ მესაზღვრეებთან პატარა დაბრკოლება შეგვექმნა, თქვენი პასპორტები რაში გვჭირდება, სასაზღვრო დეპარტამენტის საშვი გვანახეთო :( . თუმცა, ნაპირი მაინც დაჭაობებული და მიუდგომელი იყო და გავიფიქრეთ რა, რომ დიდი არაფერი დაგვიკარგავს, ტბის მეორე მხარეს, ფიჭვნარში დაბანაკება გადავწყვიტეთ.

Image

Image

მერე სუფრა გავშალეთ და საზამთრო დავკალით:

Image

Image

მართლა კრაზანისხელა კოღოები დაფრინავდნენ ირგვლივ, საშინელ ხმებს გამოსცემდნენ და საშინლად იკბინებოდნენ. თანამედროვე პარფიუმერიის არომატიზირებულმა მიღწევებმაც ვერ გვიშველა. (ახლა არ მითხრათ, რად გინდოდა ლაშქრობაშიო, სწორედ მაგისთვის :wink: )

ნეტა რა მესიჯს კითხულობს ლელა ასეთი სერიოზული სახით: "...ოსს, ...ოსს"-ს? :wink: :lol:
Image
Image

User avatar
გვალდა
იეტი
Posts: 2222
Joined: 15 ივლ 2004, 12:49
Contact:
ჯავახეთის ტბები და სარო-ხიზაბავრა-თოკი-კუმურდო 07.2008ში

Post by გვალდა » 30 ივლ 2008, 11:07

ძალიან ლამაზი იყო ირგვლივ ყველაფერი...

Image

Image

ფოტოაპარატებიც ლოცვად აღიმართნენ კუმურდოს კედლებსა და გუმბათქვეშ..

Image
სვანეთოლოგი

User avatar
L-O-M-I
იეტი
Posts: 1170
Joined: 02 ივლ 2008, 10:53
ჯავახეთის ტბები და სარო-ხიზაბავრა-თოკი-კუმურდო 07.2008ში

Post by L-O-M-I » 30 ივლ 2008, 11:17

მთელი ჩვენი მოგზაურობის მაძილზე მემგონი ჩემს მეტი არავის შიოდა ქრონიკულად:) ჩემი ეკიპაჟის წევრები სულ მთავაზობდნენ რამე შეჭამეო, მაგრამ საჭესთან და მითუმეტეს ასეტ გზაზე ლუკმა არ გადამივიდოდა და ამიტომ უარს ვამბობდი. როგორც კი გავჩერდებოდით სადმე ჩემი პირველი სიტყვები - "არ ვსჭამოთ პურიიიი" იყო და ყველაზე დიდი გულშემატკივარი ამ შემთხვევაში მთა მყვარებია გახლდათ რაზედაც დიდი მადლობა მას :) და კიდევ მადლობა ასეთი ფოტოებისთვის:)

User avatar
გვალდა
იეტი
Posts: 2222
Joined: 15 ივლ 2004, 12:49
Contact:
ჯავახეთის ტბები და სარო-ხიზაბავრა-თოკი-კუმურდო 07.2008ში

Post by გვალდა » 30 ივლ 2008, 11:20

ბელა
Image

კავკასიკა ისვენებს
Image

რა გავაფუჭოთო ფიქრობენ
Image
სვანეთოლოგი

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ჯავახეთის ტბები და სარო-ხიზაბავრა-თოკი-კუმურდო 07.2008ში

Post by Mta Mkvarebia » 30 ივლ 2008, 11:24

თენდებოდა, რომ გავიღვიძე, 5 საათზე, მაგრამ კავკასიკას მაინც ვერ დავასწარი, რომელიც თავქუდმოგლეჯილი გარბოდა უკვე ტბისაკენ :wink: .

ბევრი ვიყვირეთ "ხალხნო გაიღვიძეთ, აშენდა ქვეყანათქო", მაგრამ გამაჩუმეს, 7 იყო დაწყებული ბანაკმა რომ ნელ-ნელა გაიღვიძა. ყველა მხრიდან ფრინველების ხმა ისმოდა, ჩვენს ოდნავ ხმაურზე ფიჭვნარის მეორე მხარეს გათიბული ბალახიდან და თივის ზვივებიდან ასეულობით ფრინველი წამოიშლებოდა ხოლმე ფრების შრიალით, მზე ნელ-ნელა იწვერებოდა და ავარდისფრებდა ჰორიზონტს, დილის ნამიც ნელ-ნელა შრებოდა. იქიდან წამოსვლა აღარ მინდოდა, ამიტომაც ვითრევდით ყველა ფეხს :D და მხოლოდ 8 საათის შემდეგ დავიძარით.

აი ასე ვიმხობდით თავზე კარვებს :wink:
Image

ლელას ჭოგრიტით ტბაში მოცურავე ვარხვებს და სხვა ფრინველებს ვაკვირდებოდით

Image

Image

გზის პატარა ნაწილზე ფეხით გამოვისეირნეთ

Image

Image

Image
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ჯავახეთის ტბები და სარო-ხიზაბავრა-თოკი-კუმურდო 07.2008ში

Post by Mta Mkvarebia » 30 ივლ 2008, 11:30

L-O-M-I wrote:....და ყველაზე დიდი გულშემატკივარი ამ შემთხვევაში მთა მყვარებია გახლდათ რაზედაც დიდი მადლობა მას :)...
რა ვიცი, გენაცვალე, მეუბნებოდნენ მაგას არაფერი აკლია, უბრალოდ შენ გაცოდებს თავსო :wink: :lol:

გაიხარე, ფოტოები მომეწონა, რამდენიმე განსაკუთრებით, მათ შორის "ლოცვად აღმართული ფოტოაპარატები" :D , შესანიშნავად მიგნებულ კომენტარზე კი მადლობა გვალდას :D .
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ჯავახეთის ტბები და სარო-ხიზაბავრა-თოკი-კუმურდო 07.2008ში

Post by Mta Mkvarebia » 30 ივლ 2008, 11:44

გზად ბევრ სამახსოვრო-სახალისო ფოტოს ვიღებდით
Photo by Gvalva
Image

Photo by Gvalva
Image

Photo by Gvalva
Image

მერე ლაკლაკის პირველი ბუდე დავინახეთ და გადმოვცვივდით მანქანებიდან. ნაწილი თივის ზვინზე აძვრა და იქიდან იღებდა სურათებს, მერე თავად დაიწყეს პოზირება :D

Image

Image

Image

Image

Image
Image

User avatar
გვალდა
იეტი
Posts: 2222
Joined: 15 ივლ 2004, 12:49
Contact:
ჯავახეთის ტბები და სარო-ხიზაბავრა-თოკი-კუმურდო 07.2008ში

Post by გვალდა » 30 ივლ 2008, 11:48

კარვის კუსკუსელა თვალი

Image

მესაზღვრემ დამელოდეთ ამბავს გაგირკვევთო და დრო ვიხელთეთ ჩაჩხაკუნებისთვის (იმედია რამე უწყება არ მოვა :oops: :D )
Image

Image

Image

Image
სვანეთოლოგი

User avatar
აცაბაცა
იეტი
Posts: 1760
Joined: 27 ივნ 2005, 13:02
Location: ირმის ნახტომი
ჯავახეთის ტბები და სარო-ხიზაბავრა-თოკი-კუმურდო 07.2008ში

Post by აცაბაცა » 30 ივლ 2008, 11:55

მთელმა შურმა, რომელიც საქართველოსთვის არის გამოყოფილი (თეთრმაც და შავმაც) ჩემში დაიბუდა და ამაფორიაქა.............. მეც მინდოდაააააააააააააააააააააააააააა მააააააააააააააააააააააააააააააააააააააააანნნნნნნნნნნნნნნნნნნნდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდ :lol:
ჩაისუნთქე! ამოისუნთქე! ჩაისუნთქე! ჩაისუნთქეეეეე!

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ჯავახეთის ტბები და სარო-ხიზაბავრა-თოკი-კუმურდო 07.2008ში

Post by Mta Mkvarebia » 30 ივლ 2008, 12:10

დანიშნულების შენდეგი ადგილი ხანჩალის ტბა იყო. მოკლე გზით წავედით, პატარა სოფლების გავლით, ლამაზი ხედები იყო ირგვლივ. ესეც ტბა (უფრო მომგებიანი ფოტოები ახლო ხედით ლამაზი კუნძულები რომ ჩანს უკვე დაიდო :) ):

Image

Image

Image

Image

Image

Image
Image

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
ჯავახეთის ტბები და სარო-ხიზაბავრა-თოკი-კუმურდო 07.2008ში

Post by Gvalva » 30 ივლ 2008, 12:11

აცაბაცა

ნუ გვაწამებ :)

ყველა ძალიან შევწუხდით და რაღაცნაირი დანაშაულის გრძნობა გვქონდა ვისაც უნდოდა და ვერ წამოვიდა იმათ მიმართ... ნეტავ რამე გამოგენახათ...

შემოდგომა უკეთესი იქნება მანს და აუცილებლად წავიდეთ. არაფერი ჯიპი მაგას არ უნდა, თუ საროზე უარს ვიტყვით.

ავიყვანოთ იმდენი მარშუტკა რამდენიც მსურველი იქნება და წავიდეთ.

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ჯავახეთის ტბები და სარო-ხიზაბავრა-თოკი-კუმურდო 07.2008ში

Post by Mta Mkvarebia » 30 ივლ 2008, 12:23

Image

Image

Image

ისეც ხანჩალის ტბა, ამჯერად ხედი სოფელ დიდი ხანჩალიდან:

Image

Image

Image

Image
Image

User avatar
აცაბაცა
იეტი
Posts: 1760
Joined: 27 ივნ 2005, 13:02
Location: ირმის ნახტომი
ჯავახეთის ტბები და სარო-ხიზაბავრა-თოკი-კუმურდო 07.2008ში

Post by აცაბაცა » 30 ივლ 2008, 12:42

Gvalva wrote:აცაბაცა

ნუ გვაწამებ :)

ყველა ძალიან შევწუხდით და რაღაცნაირი დანაშაულის გრძნობა გვქონდა ვისაც უნდოდა და ვერ წამოვიდა იმათ მიმართ... ნეტავ რამე გამოგენახათ...

შემოდგომა უკეთესი იქნება მანს და აუცილებლად წავიდეთ. არაფერი ჯიპი მაგას არ უნდა, თუ საროზე უარს ვიტყვით.

ავიყვანოთ იმდენი მარშუტკა რამდენიც მსურველი იქნება და წავიდეთ.

თქვენ რა შუაში ხართ ჩემი ბრალია ენა რომ დამემოკლებინა და +-სთვის არ მეთქვა ნამუსიც აღარ შემაწუხებდა და წამოვიდოდა!!!! :lol:
ჩაისუნთქე! ამოისუნთქე! ჩაისუნთქე! ჩაისუნთქეეეეე!

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ჯავახეთის ტბები და სარო-ხიზაბავრა-თოკი-კუმურდო 07.2008ში

Post by Mta Mkvarebia » 30 ივლ 2008, 12:49

მერე გავემართეთ მადათაფის ტბისკენ სომხეთის საზღვართან. გზად სოფელ გორელოვკაში გავჩერდით, ნაწილი მაღაზიაში შევიდა, ნაწილი ისევ ლაკლაკებს უღებდა ფოტოს. უცებ გოგა მოვიდა და გვეუბნება, "გადმოდით, დროზე, დროზე, ყავაზე ვართ დაპატიჟებული, 15 წუთი გვაქვსო :roll: ", და შეგვიძღვა სომეხი ეროვნების ადგილობრივის ეზოში. სახლის პატრონის სტუმრად ჩამოსული და მშვენიერი ქართულით მეტყველებდა, მაგრამ უფრო მეტი გაკვირვება წინ გველოდა, მისი მეუღლე კახური აქცენტით მოლაპარაკე ფირო, თურმე კახეთში დაბადებული და გაზრდილი სომეხი ყოფილა, რომელიც გამსახურდიას პრეზიდენტობის დროს იძულებული გამხდარა, მიეტოვებინა სახლ-კარი და ოჯახთან ერთად სომხეთში გადახვეწილიყო :( , მაიძულებდნენ გვარი შეიცვალე ან აქაურობა დატოვეო, გვითხრა, ძალიან მატკინეს გული, ახლა რომ მეხვეწონ არაფრით არ დავბრუნდები, მიუხედავად იმისა რომ კახეთი ჩემი სამშობლოაო. ძალიან დაგვწყვიტა გული მისმა მონათხრობმა, ზოგიერთს ეჭვიც კი გაუჩნდა, ასე აშკარად ვინ დაემუქრებოდაო.
მოკლედ ეს ჩვენი კახელი ფიროი, ახალგაზრდობაში რაღაც ბედად ფარავნის ტბისკენ მოხვედრილა, იქ უნახავს თავისი მომავალი მეუღლე და წამოუყვანია კახეთში :) .

ესეც ფირო და ჩვენ

Image

Image

Image

აი, ასეა როცა გოგასთან ერთად სადმე ვმგზავრობთ, მისი ექსპრესიულობის წყალობით ხან ვინ გვეპატიჟება რამეზე და ხან ვინ :) :wink: , სურათის გადასაღებად წასულს რომ შეაგვიანდებოდა ხოლმე, ვხუმრობდით, "ალბათ, ყავას სვამს სადმეო" :wink: .
Image

User avatar
Ninukala
იეტი
Posts: 4473
Joined: 14 მაი 2007, 10:53
Location: წყნეთი
Contact:
ჯავახეთის ტბები და სარო-ხიზაბავრა-თოკი-კუმურდო 07.2008ში

Post by Ninukala » 30 ივლ 2008, 12:50

ვკითხულობ, ვათვალიერებ და სიტყვები არ მყოფნის ჩემი ემოციების გადმოსაცემად.....
ულამაზესი ფოტოებია...
წავიდეთ მართლა შემოდგომაზე :)
უკვე ვეწერები სიაში :D
ვაჩუქოთ ერთმანეთს სიყვარული

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]