ჯავახეთის ტბები და სარო-ხიზაბავრა-თოკი-კუმურდო 07.2008ში

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ჯავახეთის ტბები და სარო-ხიზაბავრა-თოკი-კუმურდო 07.2008ში

Post by Mta Mkvarebia » 30 ივლ 2008, 13:10

მერე მაღაზიაში იქაურმა ქართველმა კახა ზედგენიძემ იქვე მდებარე კიდევ ერთი ტბის შესახებ გვითხრა. არ დაიზარა თავადვე წამოგვყვა გზის საჩვნებლად. კახა ყველის დამამზადებელ ადგილობრივ ქარხანაში მუშაობს თურმე, საიდანაც მათი დამზადებული ყველი თბილისში მოდის რეალიზაციისთვის.

როგორც გვალვამ დაწერა, ეს ბუღნაშენის ტბა უნდა იყოს, რომელიც რუქაზეცაა აღნიშნული, ტბაში ერთი პატარა კუნძული იყო, რომელზეც ერთადერთი ხე ამოსულიყო. კუნძულის გარშემო და ტბის ნაპირზე შორიდანვე შევნიშნეთ ქვის პატარა ლოდები, რომლების საეჭვოდ მოძრაობდნენ, მიახლოებისას ეს ლოდები ფრინველები აღმოჩნდნენ, საოცრად რომ ალამაზებდნენ ტბას :D .

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ჯავახეთის ტბები და სარო-ხიზაბავრა-თოკი-კუმურდო 07.2008ში

Post by Mta Mkvarebia » 30 ივლ 2008, 13:26

ბუღნაშენის ტბის მონახულების შემდეგ მადათაფის ტბისკენ გავეშურეთ, მაგრამ ადგილობრივმა ყმაწვილმა შეცდომაში შეგვიყვანა, გზა არასწორად მოგვასწავლა და ტბას არასამანქანო, წელამდე ბალახებით და ყვავილებით აბიბინებული გზიდან მივადექით, კარგა ხანს ვიარეთ ამ, მანქანისთვის საშიშ გზაზე, მერე ირაკლი, რომელსაც ექსტრიმის სიყვარული ნამეტნავად მოეძალა იმ დღეს, დასაზვერად წავიდა წინ, ჩვენ კი მათ პასუხს ველოდებოდით და თან სურათებს ვიღებდით
Image

მერე მითხრეს ბოლოდროინდელი გასვლების კოდური წინადადება :wink: : "ყაყაჩო, მთაშენკა, ყაყაჩოო" და გავიქეცი ყაყაჩოებისკენ :D

Image

Image

რას არ გააკეთებს ადმინის გულისთვის კაცი? ყვავილით ხელშიც კი იპოზიორებს :wink:

Image

Image

Image
Last edited by Mta Mkvarebia on 30 ივლ 2008, 13:51, edited 1 time in total.
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ჯავახეთის ტბები და სარო-ხიზაბავრა-თოკი-კუმურდო 07.2008ში

Post by Mta Mkvarebia » 30 ივლ 2008, 13:43

ექსტრემალ და ლომგულ ირაკლის გადაულახავს დაბრკოლებები, მდინარეც გადაუკვეთავს და სამშვიდობოს გასულან, ჩვენ მაინც უკან დაბრუნება ვამჯობინეთ და მალევე შევუერთდით ერთმანეთს ტბის ნაპირას. თუმცა გოგამ და ნაიამ ცოტა ხნით დაგვტოვეს და ტბას სოფლის მხრიდან მოუარეს. როგორც ვიცი, ულამაზესი კადრები გადაუღიათ, ველოდებით ამ ფოტოებს :).

Image

Image

ტბის ნაპირას პარალონებზე წამოვგორდით, ვისადილეთ და კარგად დავისვენეთ.

Image

Image

ჯაბამ გაზის ბალონზე მოთუშული ხორცის წვნიანი მოამზადა :wink:
Image

Image

Image

"კა-რა-ვი!"
ძალიან მიყვარს ეს ადამიანი :D
Image
Last edited by Mta Mkvarebia on 30 ივლ 2008, 13:52, edited 1 time in total.
Image

User avatar
zika
იეტი
Posts: 1466
Joined: 27 მაი 2008, 16:53
Location: Tbilisi
ჯავახეთის ტბები და სარო-ხიზაბავრა-თოკი-კუმურდო 07.2008ში

Post by zika » 30 ივლ 2008, 13:48

ვგიჟდები ტბებზე :!:

რა სილამზეა, აღბფხოვანებული ვარ :lol:

მაგარი ფოტოებია ისეთი , რომ წასვლა მოგინდება. აუ როგორ მინდა შემშურდა :lol: :lol: :lol:
мир идет навстречу Вам во Всем.

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ჯავახეთის ტბები და სარო-ხიზაბავრა-თოკი-კუმურდო 07.2008ში

Post by Mta Mkvarebia » 30 ივლ 2008, 14:11

შემდეგი მოსანახულებელი ადგილი საღამოს ტბა იყო, რომელიც ამავე სახელწოდების სოფელში მდებარეობს. ეს ტბა თვენახევრის წინ ვნახე პირველად, ფოკაში მოგზაურობისას. თავიდანვე ძალიან მოგვეწონა :) .

საღამოს ტბაზე მოკლე გზით გადავედით
გზად გვხვდებოდა პუანტებიანი :wink: ბალერინა ლაკლაკები (ფოტო დადო უკვე გვალვამ)

ცხვრის ფარა:
Image

Image

ნახირი
Image

ტბაზე მისულებს მზე ღრუბლებში დაგვხვდა დამალული და არასაკმარისმა შუქმა საშუალება არ მოგვცა, ტბის უნიკალური ფერები და მშვენიერება შესაბამისად აღგვებეჭდა :(

Image

Image

Image

Image

Image
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ჯავახეთის ტბები და სარო-ხიზაბავრა-თოკი-კუმურდო 07.2008ში

Post by Mta Mkvarebia » 30 ივლ 2008, 14:51

მერე მოხდა ძალიან საინტერესო რამ, კარველებმა ძალზე საინტერესო ადამიანი გავიცანით, რომელსაც ალბათ რამდენიმე წელში ლეგენდად აღიარებენ (ჩვენს ლეგენდასთან სად მივა, მაგრამ მაინც :wink: ) . ყველაფერი კი ასე დაიწყო, ტბის ნაპირას პოზიორობისას, მტვრის კორიანტელში გახვეული მოტოციკლეტისტი დავინახეთ, აქეთ-იქით ლითონის ყუთები რომ ჰქონდა გადაკიდებული, გოგამ იხუმრა, "ხედავ შენ, პიცის დამტარებელი გამოუძახიათო :wink: ","პიცის დამტარებელი" ახლოს რომ მოვიდა, მივხვდით, უცხოელი იყო, გავაჩერეთ, ჩამოვიდა მოგვესალმა, გაგვეცნო (დამავიწყდა გვარი :oops: , მგონი, კემერონ-სმიტი ავსტრალიიდან სახელი კიდევ არ მახსოვს , ის კი თქვა სახელს დედაჩემიც არ მეძახის, ყველა კემერონით მომმართავსო. მოკლედ ეს ადამიანი 5 წელია გზაშია, მოგზაურობს დედამიწის გარშემო ქართველ მოგზაურ ლეჟავასავით, მაგრამ ველოსიპედით კი არა, მოტოციკლეტით. საქართველოში თურქეთიდან შემოსულა და რადგან რუქაზე უნახავს რომ ჯავახეთიდან თბილისისკენ უმოკლესი გზა წალკაზე გადიოდა, ამ გზას დასდგომია, მაგრამ ის კი არ იცოდა როგორი დანგრეული გზა ელოდა წინ.
სურათები გადავიღეთ მასთან:

Image

Image

Photo by Gvalva
Image

მისი ქუდით

Image

Image



მერე პროდუქტის ნაწილი ვუწილადეთ და დავემშვიდობეთ
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ჯავახეთის ტბები და სარო-ხიზაბავრა-თოკი-კუმურდო 07.2008ში

Post by Mta Mkvarebia » 30 ივლ 2008, 14:58

მზეც მალე ჩაიწვერა, ამიტომ იდეად გაჟღერებული ფარავნის ტბის მონახულების სურვილი იდეად და სურვილადვე დარჩა :( . თუმცა შევთანხმდით, რომ მალე ხელმეორე გასვლას მოვაწყობდით ჯავახურ ტბებზე, ამჯერად მინიბუსით :) .

ერთი-ორი ფოტო კიდევ გადავიღეთ და დავადექით უკანა გზას თბილისისაკენ.

Image

ძალიან ნასიამოვნები ვარ ამ გასვლით, დიდი სიამოვნებით გავიმეორებდი კიდევ. ულამაზეს ადგილებს უსაყვარლესი ხალხის კომპანია კიდევ უფრო ალამაზებდა. დიდი მადლობა თითოეულ მათგანს:D .
Image

User avatar
გვალდა
იეტი
Posts: 2222
Joined: 15 ივლ 2004, 12:49
Contact:
ჯავახეთის ტბები და სარო-ხიზაბავრა-თოკი-კუმურდო 07.2008ში

Post by გვალდა » 30 ივლ 2008, 16:19

გოგამ, გამოჰკითხა რა კამერონ-თრეისის თავისი მოგზაურობის ამბები, დაუყოვნებლივ ჰკითხა "ლობოს ხომ არ იცნობო" :D - სმიტმა გაიკვირვა, არაო, ლობო ვინ არისო. გოგამ, როგორ კაცო, ლობოს როგორ არ იცნობო, შენი კოლეგააო. ააა ჩემნაირი ბოშააო? :D

პ.ს. საღამოს ტბასთან ეკლესია რომ ვნახეთ და დაგებული ქვების წარწერებიც უცნაურად მოგვეჩვენა, სომხური ეკლესია ყოფილა.
სვანეთოლოგი

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ჯავახეთის ტბები და სარო-ხიზაბავრა-თოკი-კუმურდო 07.2008ში

Post by Mta Mkvarebia » 30 ივლ 2008, 16:26

გვალდა
ჰო, თრეისი ერქვა სახელად, გამახსენდა :)
Image

Varvara
იეტი
Posts: 1279
Joined: 08 სექ 2006, 09:53
Location: თბილისი
ჯავახეთის ტბები და სარო-ხიზაბავრა-თოკი-კუმურდო 07.2008ში

Post by Varvara » 31 ივლ 2008, 19:28

Gvalva wrote:გზად... საერთოდ ფრინველი ბევრი იყო... თევზი არ ვიცი, არც ერთი არ დამინახავს :)
საღამოს ტბაზე ვნახეთ უამრავი ლიფსიტა ნაპირთან - სიღრმეში რა იქნებოდა წარმომიდგენია (თანაც სიმართლე რომ ითქვას, ნორმალურად მარტო საღამოს ტბასთან მივედით ახლოს, თუ ხანჩალის ტბას არ ჩავთვლით).

თევზი ბლომად უნდა იყოს ყველა ტბაში - თორემ ამდენი ყარყატი და თოლია მშიერი დარჩებოდა.

Varvara
იეტი
Posts: 1279
Joined: 08 სექ 2006, 09:53
Location: თბილისი
ჯავახეთის ტბები და სარო-ხიზაბავრა-თოკი-კუმურდო 07.2008ში

Post by Varvara » 31 ივლ 2008, 20:04

L_O_M_I-ს მეორე ლომისგან,

ანუ

აქა ამბავი თუ როგორ მოპარა ვარვარამ ,,შამილა'' სოფელ სათხეში ირაკლის და გაუდგა კუდიგორის გზას:

Image
Image

Image
Image

Image
Image

ბოლო ფოტოში ირაკლის ხელებს დააკვირდით :D :D :D :D :D

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ჯავახეთის ტბები და სარო-ხიზაბავრა-თოკი-კუმურდო 07.2008ში

Post by Mta Mkvarebia » 31 ივლ 2008, 20:47

Varvara wrote: ..ბოლო ფოტოში ირაკლის ხელებს დააკვირდით :D :D :D :D :D
"შამილას" (არ ვიცოდი, თუ ასე ერქვა :wink: )რომ მოაჯექი, ირაკლიმ თქვა, ის კი არ იცის, ცოტა ხანში სიგნალიზაცია რომ ჩაირთვებაო, არ ვიცი ირაკლიზე მსუბუქი წონა იგრძნო თუ რა არის, მაგრამ მართლაც მალე აჭიხვინდა "შამილა" ჰოდა მაგ ფოტოზე სწორედ მაგ მომენტია მგონი, ირაკლიმ რომ ერთი შეიკუნტრუშა "YES, YES!"-ო :wink:
Image

Varvara
იეტი
Posts: 1279
Joined: 08 სექ 2006, 09:53
Location: თბილისი
ჯავახეთის ტბები და სარო-ხიზაბავრა-თოკი-კუმურდო 07.2008ში

Post by Varvara » 31 ივლ 2008, 20:49

ამ ნესვს გარდამავალი დროშასავით 2 დღე ვატარებდით, სანამ სოფელ გორელოვკაში არ დავუტოვეთ ფიროს :D


Image
Image


ეს ფოტო კი ეძღვნება Tamari-ch-ს:

ვ.ი.ძ. (ანუ ვნახეთ ისტორიული ძეგლები) (ბარელიეფი ასპინძაში) :wink: :wink: :wink: :

Image
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ჯავახეთის ტბები და სარო-ხიზაბავრა-თოკი-კუმურდო 07.2008ში

Post by Mta Mkvarebia » 31 ივლ 2008, 21:08

Varvara wrote:ამ ნესვს გარდამავალი დროშასავით 2 დღე ვატარებდით, სანამ სოფელ გორელოვკაში არ დავუტოვეთ ფიროს :D
...
:lol: ჰოო, ფიროდან რომ მოვდიოდით ყავადალეულები ერთი სევდიანად კი გავხედე მაგ ნესვსს ხირხალასავით და კინაღამ იღლიაში ამოვიჩარი :wink:

Varvara

ვ.ი.ძ.-ის მიძღვნა უმაგრესი იყო :lol: .
Image

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
ჯავახეთის ტბები და სარო-ხიზაბავრა-თოკი-კუმურდო 07.2008ში

Post by Gvalva » 31 ივლ 2008, 21:49

მოდი რამდენიმე ფოტოს კიდევ დავდებ. :)

Image

კარწახის ტბასთან
Image

ესეც კარწახი
Image

დილა ჩვენი ბანაკიდან
Image
Last edited by Gvalva on 31 ივლ 2008, 21:56, edited 1 time in total.

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]