Page 1 of 18

ვეძებ გუდარეხს - ვნახეთ ფიტარეთი..

Posted: 28 ივლ 2008, 10:04
by Tamari-ch.
ეს ლაშქრობა ექსტრემ-არაორდინარული გამოვიდა -
და ამ დღეს განსაკუთრებით ვიგრძენით ჯიპიესის აუცილებლობა -
იმიტომ რომ გზა აგვებნა-

და გუდარეხი ვერ ვნახეთ...
:cry:

თან ყველაზე ცუდი ის იყო, რომ
ადგილობრივებიდან ვერავინ ვნახეთ - რომ წესიერად გამოგვეკითხა -
თუ სად უნდა გვევლო.
იმის გამო, რომ გზას ავცდით -
ბევრი სიარული მოგვიწია ტყუილად...
და გუდარეხის ნაცვლად გამოვიდა
"გასეირნება ბუნებაში გუდარეხთან"...
:lol:


1. რეგიონი:
ქვემო ქართლი, თეთრიწყაროს რაიონი

2. მარშუტის დასახელება:
გუდარეხი - ფიტარეთი

3. ხანგრძლივობა:
1 დღე

4. სირთულე:
რთული შუა ზაფხულში,
საშ. - გრილ ამინდში

5. გასვლის, ლაშქრობის ღირებულება
220 ლარი

6. მონაწილეთა რაოდენობა
18

7. რთული მონაკვეთები
მდინარე ხრამი.
გუდარეხთან მისასვლელი გზა - ძირითადად გზისპირიდან ფეხისაა სასიარულო.

8. დანიშნულების პუნქტთან უახლოესი დასახლებული პუნქტი:
ტანძია, თეთრიწყარო.

9. მარშრუტის სიგრძე ტრანსპორტით:
თბილისი - გუდარეხი - ფიტარეთი - სულ დაახლოებით 170 - 180 კმ

10. ფეხით გავლილი მანძილი:
8 კმ (3 კმ ტანძიიდან ხულოტის ცხიხემდე და 5 კმ ციხიდან ფიტარეთამდე
+ ვიარეთ ბევრად მეტი - იმის გამი, რომ გზა აგვებნა.


11. სანახავი და ყურადღებამისაქცევი ადგილები:
თეთრიწყაროს წმ ნიკოლოზის სახ. ეკლესია, ხულოტის ციხე,
ფიტარეთის ღვთისმშობლის სახელობის მამათა მონასტერი

12. საბანაკე ადგილები:
ბევრია, ციხესთანაც და მონასტერთან, ხრამთან.

13. სასმელი წყალი მარშრუტზე:
გუდარეხთან წყარო გზის პირას,
ტანძიაში გზის დასაწყისში 2 წყარო,
ფიტარეთში მონასტრის გვერდით

14. საჭირო აღჭურვილობა, რჩევები:
მოხერხებული ფეხსაცმელი, საწვიმარი, გამოსაცვლელი სამოსი, მზისგან დამცავი ნელსაცხებლები, ქუდი, მწერისაგან (კერძოდ კოღოსაგან) დამცავი საშუალება, წყალი.

15. გასვლისთვის, ლაშქრობისთვის საუკეთესო დრო
ზაფხული, შემოდგომა

16. რისკები, საფრთხეები:
მდინარე ხრამი,


17. უახლოესი ღირსშესანაშნავი ადგილი, რომელიც დროის გახანგრძლივების შემთხვევაში, შეიძლება, ამ გასვლის ფარგლებში ინახოს
ბოლნისის სიონი, ქვეშის ციხე, ტანძიაში ეკლესია.

18. რუქა

Image

Image



19. გასვლის, ლაშქრობის შეფასება 10ბალიანი სისტემით
12
:lol:

ვეძებ გუდარეხს - ვნახეთ ფიტარეთი..

Posted: 28 ივლ 2008, 10:13
by Tamari-ch.
დილით შევიკრიბეთ 7 სათზე და

რვის 10 წუთზე გავედით -
ადრე გასვლა სიცხის გამო გადაწდა -
რომ რაც შეიძლება გრილ დროს ყოფილიყო ფეხით სასიარულო...

ანუ გათვლილი იყო იმაზე,
რომ გუდარეხამდე მიმავალი გზა ფეხით უნდა გვევლო -
თან იქ გაშლილი ადგილებია
და გვინდოდა შუადღმედე მოგვესწრო.

მაგრამ.....

:cry:


Image
დილით დაკლებული ძილი -
გზაში ავინაზღაურეთ...

ვეძებ გუდარეხს - ვნახეთ ფიტარეთი..

Posted: 28 ივლ 2008, 10:13
by Tamari-ch.
Image
ლეგენდა წინ მოკალათდა

ვეძებ გუდარეხს - ვნახეთ ფიტარეთი..

Posted: 28 ივლ 2008, 10:14
by Tamari-ch.
Image
დანარჩენები გზაში ერთობოდნენ...

ვეძებ გუდარეხს - ვნახეთ ფიტარეთი..

Posted: 28 ივლ 2008, 10:17
by Tamari-ch.
გუდარეხში მიმავალი გზა არის თეთრიწყაროდან.
ქალაქში უნდა შეხვიდეთ და იქაა ნიშანი - სადაც ეს გზაა მითითებული.

ფარცხისიდანაც შეიძლებოდა გადასვლა -
მაგრამ ერთმა ადგილობრივმა გვირჩია-
ვერ გახვალთ -ეს გზა ეხლა გაფუჭებულიაო..

Image
ასეთი გზააა გუდარეხამდე
მანქანა გაივლის, თუმცა ნაწვიმარზე გაუჭირდება....

ვეძებ გუდარეხს - ვნახეთ ფიტარეთი..

Posted: 28 ივლ 2008, 10:24
by Tamari-ch.
Image
აი ეს რუქა არის ძველი -
აქ გზა არის ფარცხისიდან მითითებული -
ჯვარი სადაცაა დასმული იქა გუდარეხი -

მაგრამ ახლა ჩვენ წავედიტ თეთრიწყაროდან-
ეს გზა ამ რუქაზე არაა აღნიშნული..

და საერთოდ ვერცერთ რუქაზე მე პირადად გუდარეხის ციხე-ნაქალაქარი ვერ ვნახე -
ის აღნიშნულია მხოლოდ გ. ბაგრატიონის დისკზე,
მაგრამ ის რუქა ვერ ამოვბეჭდე
და ხელზე არ გვქონდა..

ამის გამო

ზუსტად არ ვიცოდით საით უნდა წავსულიყავით და როგორ უნდა გვევლო..
:?

Image
ეს ჯვარი თეთრიწყაროს შესასვლელთანაა

ვეძებ გუდარეხს - ვნახეთ ფიტარეთი..

Posted: 28 ივლ 2008, 10:32
by Tamari-ch.
გზაზე როცა მიდიხართ თეთრი წყაროდან გუდარეხისაკენ -
გზად არის მხოლოდ ერთი სოფელი -
ქსოვრისი ჰქვია (ასე მახსოვს)
ეს სოფელი არაა აღნიშნული რუქაზე.

ჩვენი მთელი შეცდომა იმაში იყო -
რომ გუდარეხისაკენ გასასვლელი არის ამ სოფლამდე -
ჩვენი კი სოფელში შევედით და მერე ვიკითხეთ გუდარეხის გზა..
(აბა რა ვიცოდით!! - ეს სოფელი საერთოდ არაა რუქაზე და...)

გზაზე მარჯვნივ -
სოფლამდე წააწყდებით ერთ ობელისკს საბჭოთა ვარსკვლავით -
იქვეა წყაროც

აი იმ წყაროდან გზის მეორე მხარეს ჩანს კოშკი -
რომელთანაც მისვლა შეიძლება 45 წუთში -

სწორედ ამ კოშკს გავცდით ჩვენ გუშინ .
და ამის გამო დავიკარგეთ....

ვეძებ გუდარეხს - ვნახეთ ფიტარეთი..

Posted: 28 ივლ 2008, 10:36
by Tamari-ch.
იმ სოფელში რომ შევედით -
ადგილობრივების ჭაჭანება არ იყო-
მხოლოდ ერთი ბაბუა ვნახეთ -
და იმან გვითხრა
გზა უნდა გააგრძელოთო - 5 კმ-იაო-

და იქით გვიჩვენა ხელით
ანუ სოფლის იქით...
ის კი არ გვითხრა,
რომ სოფლამდე -
უკან უფრო მოკლე გზა იყო-
სულ 3 კმ ფეხით...
:(

ჰოდა ჩვენ დავადექით გზას...
მცირე მანძილი მარშრუტკამ გაიარა-
მაგრამ მერე პატარა რუ იყო
და იქ გაიჭედა -
მოგვიწია ფეხით სიარული
Image

და თან გარშემო ვიხედებოდით -
ვიცოდით რომ კოშკი უნდა დაგვენახა..

მარა სადაა კოშკი...
:cry:

ის უკან დაგვრჩა..!!!!!

ვეძებ გუდარეხს - ვნახეთ ფიტარეთი..

Posted: 28 ივლ 2008, 10:41
by Tamari-ch.
ნელ ნელა ჩამოცხა-

არადა კოშკი არ ჩანდა-
ცოტა ტყით ვიარეთ -
მერე კი

გარშემო სულ ასეთი გაშლილი ადგილები გამოჩნდა -

Image
ცხელაააა!!!!
:shock:

კოშკი კი არა და არ ჩანს...

ვეძებ გუდარეხს - ვნახეთ ფიტარეთი..

Posted: 28 ივლ 2008, 10:44
by Tamari-ch.
მოთიბულ მინდორზე რომ გავედით -
მარჯვნივ გამოჩნდა წყალსაცავი
ახლა კი დავეჭვდი -
რაღაც არასწორედ მივდივართ თქო -
სწორედ მაშინ გადავრეკე კახასთან -

კახამ -
კოშკი ნახეთო -
იმ კოშკიდან მიხვალთ მერე გუდარეხშიო!!

სადაა კოშკი!!!

ვეძებთ კოშკის კვალს...
ვეძებთ კოშკის კვალს...
:lol:

ვეძებ გუდარეხს - ვნახეთ ფიტარეთი..

Posted: 28 ივლ 2008, 10:52
by ლეონტი
ჰო სულ ახლოს ჩაგივლიათ.
ფოტოებზე გუდარეხის შემოგარენი მეცნო.
მანდ უკვე მაგრად უნდა იჩალიჩო რო ვერ მიაგნო.
:lol:

ვეძებ გუდარეხს - ვნახეთ ფიტარეთი..

Posted: 28 ივლ 2008, 10:58
by Tamari-ch.
ლეონტი wrote:ჰო სულ ახლოს ჩაგივლიათ.
ფოტოებზე გუდარეხის შემოგარენი მეცნო.
მანდ უკვე მაგრად უნდა იჩალიჩო რო ვერ მიაგნო.
:lol:
ლეონტი -
კაციშვილის ჭაჭანება არ იყო....
გარშემო კოშკი არ ჩანდა...
არჩილიც არ იყო თავისი ჯიპიესით -

რა გვექნა???
:D

ერთი გზა იყო მხოლოდ წინ-
ჰოდა მივყვებოდით მაგ გზას....

გევედით მეორე ბოლოში -
ორჯერ დავრეკეთ კახასთან -
მარა რა შეეძლო კახას...


დავიხოცეთ - რასაც ჰქვია...
ჰოდა მზემაც მაგრად დააჭირა....
Image

ვეძებ გუდარეხს - ვნახეთ ფიტარეთი..

Posted: 28 ივლ 2008, 11:01
by xaliana21
ლეონტი wrote:ჰო სულ ახლოს ჩაგივლიათ.
ფოტოებზე გუდარეხის შემოგარენი მეცნო.
მანდ უკვე მაგრად უნდა იჩალიჩო რო ვერ მიაგნო.
:lol:
ჰოდა ჩვენც მოვინდომეთ: 8)

ვეძებ გუდარეხს - ვნახეთ ფიტარეთი..

Posted: 28 ივლ 2008, 11:10
by megzuri
ლეონტი wrote:ჰო სულ ახლოს ჩაგივლიათ.
ფოტოებზე გუდარეხის შემოგარენი მეცნო.
მანდ უკვე მაგრად უნდა იჩალიჩო რო ვერ მიაგნო.
:lol:
ეჰ,ვიჩალიჩეთ,ვიჩალიჩეთ და გავიჩალიჩეთ გუდარეხის უნახავად წამოვედით :(

ვეძებ გუდარეხს - ვნახეთ ფიტარეთი..

Posted: 28 ივლ 2008, 11:11
by khrukhuna
ცუდია რომ ვერ მიაგენით, მაგრამ მაგასაც აქვს თავისი ხიბლი.. მეორედ აუცილებლად წახვალთ :lol: