Page 1 of 2

მესამედდღიანი ლაშქრობა გუდამაყარში, ანუ წადი და რაჭა იკვლიე.

Posted: 26 ივლ 2008, 22:56
by ლეონტი
დღეს არსად წასვლას არ ვფიქრობდი, მით უმეტეს მესამედდღიანი ხანგრძლივობის ლაშქრობაში, რაც არ მიხარია, მიყვარს მოდუნება ბუნებაში.
მაგრამ 3 საათისთვის ისე დააჭირა, რომ ჯობდა თბილისს გავცლოდი და აი, ღამის სათევად ანუ "2 დღიანში" წავედი გუდამაყარში.

Image

მესამედდღიანი ლაშქრობა გუდამაყარში, ანუ წადი და რაჭა იკვლიე.

Posted: 26 ივლ 2008, 23:04
by ლეონტი
4ს აკლდა 10 წუთი როცა თბილისიდან გავედი, და ჩემდა გასაკვირად ზუსტად 2 საათში ხეობის სამანქანო გზის ბოლო წერტილში, სოფელ ჩოხში გახლდით , გავიარე რა ზუსტად 100 კმ.

ეს გზაა ჩოხისკენ.

Image

მესამედდღიანი ლაშქრობა გუდამაყარში, ანუ წადი და რაჭა იკვლიე.

Posted: 26 ივლ 2008, 23:12
by ლეონტი
გზადაგზა ვეძა გამოდის მიწიდან, უძვირფასესი მინერალური წყალი.
მაგრამ ისე როგორც საქართველოს სხვა კუთხეებში, ეს ოქროზე ძვირფასი სიმდიდრე , ჭაბურღილების დახმარებით უაზროდ იღვრება.
ალბათ არაბ შეიხს ელოდება რომ მოუსწროს და დროზე დაუყოს პირი , სანამ სულ გათავდება , ან მინერალურ შემადგენლობას დაკარგავს.

Image

მესამედდღიანი ლაშქრობა გუდამაყარში, ანუ წადი და რაჭა იკვლიე.

Posted: 26 ივლ 2008, 23:16
by ლეონტი
Image

მესამედდღიანი ლაშქრობა გუდამაყარში, ანუ წადი და რაჭა იკვლიე.

Posted: 26 ივლ 2008, 23:24
by ლეონტი
წყაროებს მიცვალებულთა სახელებზე აკეთებენ რაც ქრისტიანული
წესიდან მოდის, უცხოს სიკეთე გაუკეთო მიცვალებულის სახელზე.

Image

მესამედდღიანი ლაშქრობა გუდამაყარში, ანუ წადი და რაჭა იკვლიე.

Posted: 26 ივლ 2008, 23:28
by ლეონტი
Image

მესამედდღიანი ლაშქრობა გუდამაყარში, ანუ წადი და რაჭა იკვლიე.

Posted: 26 ივლ 2008, 23:32
by ლეონტი
მაგრამ ამ დროს ღურბლებმა იწყეს ქედზე გადმოდენა, გლახათ.

Image

მესამედდღიანი ლაშქრობა გუდამაყარში, ანუ წადი და რაჭა იკვლიე.

Posted: 26 ივლ 2008, 23:37
by ლეონტი
აი ესე არის შეფენილი შავ არაგვს გაღმა და გამოღმა 2-3 კომლიანი სოფლები თუ ნასოფლარები.

Image

მესამედდღიანი ლაშქრობა გუდამაყარში, ანუ წადი და რაჭა იკვლიე.

Posted: 26 ივლ 2008, 23:42
by ლეონტი
Image

მესამედდღიანი ლაშქრობა გუდამაყარში, ანუ წადი და რაჭა იკვლიე.

Posted: 26 ივლ 2008, 23:51
by ლეონტი
დაბოლოს მივადექით სოფელ ჩოხს, მარჯვნივ , ახლოში რო ჩანს, გაღმა ქედზე კიდო ბოდიში სახელზე.
აი მარცხნივ მიდის გზა და ადგება მდინარეს , რომელშიც 3 ხიდიანები თუ შებედავენ შესვლას.დიდი ლოდები ეგდო წყალში.
Image

მესამედდღიანი ლაშქრობა გუდამაყარში, ანუ წადი და რაჭა იკვლიე.

Posted: 26 ივლ 2008, 23:59
by ლეონტი
ზემო სურათზე რომ ქედი ჩანს მაგის მარჯვნიდან ჩამოდის ეს შენაკადი, რომელიც ამ დროს ძირითადის ტოლი იყო სიდიდით, მაგ მხარეს თუ წახვალთ მიადგებით ჭიუხებს.


Image

მესამედდღიანი ლაშქრობა გუდამაყარში, ანუ წადი და რაჭა იკვლიე.

Posted: 27 ივლ 2008, 00:04
by ლეონტი
ამ დროს მთაში წვიმამ დასცხო, აქ კი წინწკლავდა.
Image

მესამედდღიანი ლაშქრობა გუდამაყარში, ანუ წადი და რაჭა იკვლიე.

Posted: 27 ივლ 2008, 00:12
by ლეონტი
ჯერ გვინდოდა მანქანის სოფელში დატოვება და აღმა ფეხით წასვლა, მაგრამ ძლიერი წვიმის შემთხვევაში მანქანაში თავის შეფარება დაგვჭირდებოდა, ამიტომ შავ ღრუბლებს ავხედე და უკან გამობრუნება გადავწყვიტე ისეთი ადგილის საძებნელად , სადაც კარავიდან მანქანამდე შორი არ იქნებოდა.

Image

მესამედდღიანი ლაშქრობა გუდამაყარში, ანუ წადი და რაჭა იკვლიე.

Posted: 27 ივლ 2008, 00:16
by ლეონტი
პირიმზე, წიკლაურების სალოცავი.

Image

მესამედდღიანი ლაშქრობა გუდამაყარში, ანუ წადი და რაჭა იკვლიე.

Posted: 27 ივლ 2008, 00:19
by ლეონტი
Image