მესამედდღიანი ლაშქრობა გუდამაყარში, ანუ წადი და რაჭა იკვლიე.

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
მესამედდღიანი ლაშქრობა გუდამაყარში, ანუ წადი და რაჭა იკვლიე.

Post by ლეონტი » 27 ივლ 2008, 00:36

რო მოვბრუნდი,ჩოხიდან 500 მეტრში გზაზე 4 მთვრალი,მაკე ზროხასავით მსხვილი ადგილობრივი გადაგვიდგა.
გაგვაჩერეს.
თურმე იქვე ახალგაზდა კაცის 40 -ში იყვნენ, რომელიც მოსკოვიდან ჩამოსულმა ქილერმა საკუთარ ეზოში ავტომატით მოკლა.იქ ქურდებთან ქონია რაღაც საქმე და რომ წამოვიდა 2 დღეში აქ დაადგენ და მოკლეს.
მოკლედ მეუბნებიან ეხლა 4 ივე ჩაგვისვი და წაგვიყვანეო.
მე ხანგრძლივად ვარწმუნებდი რომ, მხოლოდ 1 კაცს ჩავისვამდი, რადგან უკან ათასი ბარგი მელაგა, მაგრამ ვერ გავაგებინე ვერაფრით.
ერთმა მითხრა მე სახურავზე დავწვებიო, მეორე კი უკან შეახტა და ბორბალს ჩაავლო.
10 წუთიანი გაწევ გამოწევის შემდეგ 2 დავტოვე , ჩემები უკან გადასხდნენ და 2 , 30 იდან 40 წლამდე მასიური მუტრუკი წინა სკამზე შემოეტენა.
მერე მკითხეს აქ რა გინდაო.
მე უთხარი ვსეირნობ მეთქი.
რატო, იკვლევო?
ჰო დაახლოებით მეთქი.
საიდანა ხარო, თბილისიდან მეთქი, არა ძირი საიდან გაქვსო?
მე უთხარი რაჭიდან მეთქი.
ჰოდა იცი რა ძმაო, წადი და რაჭა იკვლიე რამდენიც გინდა, აქ ნუღარ ამოხვალო.
მე ვკითხე რატო მეთქი?
აქ შენ ოქროს საზებნელად ხარო.
რა უნდა აქ ოქროს მეთქი?
თამარ მეფეს 2 ურემი ოქრო გადაუვარდა კლდიდანო, და ქალაქელები მაგის საძებნელად დაძრწიანო.
მე გამახსენდა რომ გზა ხევში მართლაც მაქედან მიდიოდა.
მერე გზაში ნაცნობები ნახეს და დავტოვე, მაგრამ ხიდების კოლოფის ბერკეტს რო შევხედე, ბოლომდე იყო დაღუნული, ძირამდე.
ზედ იჯდა და ვერც გაიგო.
:lol:
მე ლაშქრობის ხალისი დავკარგე და სახლში წამოვედი.

User avatar
GIRA
იეტი
Posts: 1127
Joined: 24 ივლ 2008, 09:59
Location: tbilisi
Contact:
მესამედდღიანი ლაშქრობა გუდამაყარში, ანუ წადი და რაჭა იკვლიე.

Post by GIRA » 27 ივლ 2008, 01:16

ტფუი, სულ წამიხდა ხალისი სადმე წასვლის. რა ტურიზმის განვითარება რის ტურიზმი. ტფუი ამათი მენტალიტეტი რა ვთქვი. ხისთავიანები მლიად
მამოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი(ძუძუთმპყრობელი)

User avatar
Kavtaradze
იეტი
Posts: 1151
Joined: 27 მაი 2007, 23:34
Location: კოსმოს
მესამედდღიანი ლაშქრობა გუდამაყარში, ანუ წადი და რაჭა იკვლიე.

Post by Kavtaradze » 27 ივლ 2008, 11:16

გაიხარე ლეონტ!
მაგარია მაინც... ძროხებს მწყემსი უნდათ დიდი კომბლიანი მწყემსი !
უხ...
GIRA
ვისი ამათი?

User avatar
Int3lig3nt
იეტი
Posts: 3524
Joined: 01 ივლ 2005, 11:31
Location: არ გავცვლი სალსა კლდეებსა!
Contact:
მესამედდღიანი ლაშქრობა გუდამაყარში, ანუ წადი და რაჭა იკვლიე.

Post by Int3lig3nt » 27 ივლ 2008, 12:52

FუF
ატანა არ მაქვს ასეთი ხალხის.
2 იანვარს ზღარბი დამებედა Image

User avatar
Wanderer
იეტი
Posts: 2739
Joined: 01 მაი 2004, 15:42
Location: viewtopic.php?p=X
მესამედდღიანი ლაშქრობა გუდამაყარში, ანუ წადი და რაჭა იკვლიე.

Post by Wanderer » 27 ივლ 2008, 13:49

ლეონტი
მაგარი ამბავია. :)

GIRA
ტფუი, სულ წამიხდა ხალისი სადმე წასვლის. რა ტურიზმის განვითარება რის ტურიზმი. ტფუი ამათი მენტალიტეტი რა ვთქვი. ხისთავიანები მლიად
გეთანხმები, მაგრამ მანდ ერთგვარი ციკლური პროცესია: ვთქვათ მე და შენ არ წავალთ მანდ იმიტომ, რომ მასეთი ტიპები არიან. მაგრამ მასეთი ტიპები იქნებიან კიდევ დიდხანს თუ მე და შენ მანდ არ წავალთ. :) ანუ სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ ტურიზმი განვითარდა, მასეთი ტიპები ასე რომ ვთქვათ უკან დაიხევენ.
ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი ... ჯაზია

User avatar
Nika
იეტი
Posts: 5044
Joined: 30 მარ 2005, 11:04
Location: თბილისი
Contact:
მესამედდღიანი ლაშქრობა გუდამაყარში, ანუ წადი და რაჭა იკვლიე.

Post by Nika » 27 ივლ 2008, 15:50

არ ვიცი არ ვიცი არაფერი გვეშველებაოს ძახილიც უაზრობაა. უნდა ვუშველოთ ჩვენ თავს. მანდ თუ არ განვითარდა ტურიზმი სხვა კუთხეში რო განვითარდება და დაინახავენ ეგებ მერე მოეგონ გონს.
Dzuar-Zenji-Barzond
http://www.vardzelashvili.com

User avatar
GIRA
იეტი
Posts: 1127
Joined: 24 ივლ 2008, 09:59
Location: tbilisi
Contact:
მესამედდღიანი ლაშქრობა გუდამაყარში, ანუ წადი და რაჭა იკვლიე.

Post by GIRA » 29 ივლ 2008, 10:34

Kavtaradze
ვისი ამათი და "მესტნი პაპუასების", ანუ მაგ მთვრალი ტიპების

Wanderer
მინდა გითხრა, სწორი მსჯელობაა :D
მამოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი(ძუძუთმპყრობელი)

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
მესამედდღიანი ლაშქრობა გუდამაყარში, ანუ წადი და რაჭა იკვლიე.

Post by Gvalva » 29 ივლ 2008, 20:51

მე მგონი თქვენ მსჯელობისას ორი რამე არ გაითვალისწინეთ:
ლეონტი wrote: თურმე იქვე ახალგაზდა კაცის 40 -ში იყვნენ, რომელიც მოსკოვიდან ჩამოსულმა ქილერმა საკუთარ ეზოში ავტომატით მოკლა.იქ ქურდებთან ქონია რაღაც საქმე და რომ წამოვიდა 2 დღეში აქ დაადგენ და მოკლეს.
და მეორე:

"მითხარი ვინ არის შენი მეგობარი და გეტყვი ვინ ხარ შენი"...

ეს "კაი" ბიჭები მეორე "ძაან კაი" ბიჭის 40–ზე იყვნენ, 40–ზე მხოლოდ ძაან ახლობლები დადიან, იმ "ძაან კაი" ბიჭმა ეტყობა ძაან მოინდომა თორემ, არალიტერატურული სიტყვის ხმარებისთვის მოსკოვიდან ქილერი გუდამაყარში არ მოძებნიდა. დარწმუნებული ვარ, ლეონტის თანამგზავრები ბოლოს გუდამაყარში 10–15 წლის წინ იყვნენ და მაგათ უფრო გაუჭირდათ სადაც მიდიოდნენ იმის პოვნა ვიდრე იმ ქილერს! ეგენი გამწარებული იყვნენ, როგორ შემოიპარა ის ..., რა ოქროსავით ბიჭი მოგვიკლა, რა დაძრწიან, რას დადიან, წინაპრების სადღეგრძელოსაც იტყოდნენ უეჭველი და იმასაც გაიხსენებდნენ რომ ადრე ჩიტი ვერ გადმოფრინდებოდა უნებართვოდო...

მოკლედ, მე ძალიან მადლობელი ვარ ლეონტის კაი ბიჭების რომ ვერ მოისაზრეს და ხეობის საერთოდ ჩაკეთვა არ განიზრახეს ოქროსავით ბიჭის მოკვლის გამო ვთქვთ 40 წლით, ხსოვნის პატივსაცემად!, გუდამაყარი ნანახი არ მაქვს და რა ვიცი 40 წლის შემდეგ შევძლებდი კიდე?



ხო, :) ამ სცენარში თამარ მეფის განძი დამრჩა გამოსაყენებელი და ალბათ ის კაცი მოსაკლავი იმიტომ გახდა რომ ბრჭყვიალა შუშები მიყიდა ვინმე ჩუქჩას, თამარ მეფის განძიაო...


User avatar
Nika
იეტი
Posts: 5044
Joined: 30 მარ 2005, 11:04
Location: თბილისი
Contact:
მესამედდღიანი ლაშქრობა გუდამაყარში, ანუ წადი და რაჭა იკვლიე.

Post by Nika » 30 ივლ 2008, 00:00

დარწმუნებული ვარ, ლეონტის თანამგზავრები ბოლოს გუდამაყარში 10–15 წლის წინ იყვნენ და მაგათ უფრო გაუჭირდათ სადაც მიდიოდნენ იმის პოვნა ვიდრე იმ ქილერს!
не факт.
Dzuar-Zenji-Barzond
http://www.vardzelashvili.com

User avatar
Nika
იეტი
Posts: 5044
Joined: 30 მარ 2005, 11:04
Location: თბილისი
Contact:
მესამედდღიანი ლაშქრობა გუდამაყარში, ანუ წადი და რაჭა იკვლიე.

Post by Nika » 30 ივლ 2008, 00:01

ეს ისე კამათის გასაგრძელებლად დავპოსტე. არის ბევრი უარყოფითი შემთხვევა ხოლმე. სამწუხაროდ ეგ მთლიანად ჩვენს საწინააღმდეგოდ მუშაობს და იმათ კიდე ისედაც მაგრა ფეხებზე ჰკიდიათ ყველაფერი ვინც მაგას აკეთებს.
Dzuar-Zenji-Barzond
http://www.vardzelashvili.com

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
მესამედდღიანი ლაშქრობა გუდამაყარში, ანუ წადი და რაჭა იკვლიე.

Post by Gvalva » 30 ივლ 2008, 12:17

Nika

ჩემი დაკვირვებით ისეთი მასიური მუტრუკები როგორიც ლეონტიმ აღწერა მასეთ ადგილებში არ იზრდებიან :)

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
მესამედდღიანი ლაშქრობა გუდამაყარში, ანუ წადი და რაჭა იკვლიე.

Post by ლეონტი » 30 ივლ 2008, 22:29

Gvalva
ის ვერსია რომელიც წარმოადგინე , სამწუხაროდ არასწორია.
გზაში ერთ-ერთი , უფროსი რომელიც იყო ,ამაყობდა 30 ძროხა მყავს, 5 ცხენი, 200 სული ცხვარი და მტელი ოჯახი ვუვლითო, პატარები ცხვარს დასდევენო.
ამის გარდა ჩოხში დიდი სახლი მაქვს ფასანაურსშც , 2 და თბილისში თემქაზეცო.
მეორე მეძროხე კი რომლის სახელი და გვარი გავიგე,ერთ-ერთი ჩვენი კარაველის ნაცნობი გამოდგა, რომელმაც მათ უჯიშოები უწოდა, დათვრებიან და ეგრე იქცევიანო.
ისე გამოგიტყდებით და კაცობის ვერაფერი შევატყე, სიფხიზლეშიც იგივე იქნებიან.
ღირსი კი არიან თითო ძროხა წამოულალო, ეგეთი საქციელისთვის, მაგრამ თავის შეკავება მირჩევნია.
:wink:

User avatar
GIRA
იეტი
Posts: 1127
Joined: 24 ივლ 2008, 09:59
Location: tbilisi
Contact:
მესამედდღიანი ლაშქრობა გუდამაყარში, ანუ წადი და რაჭა იკვლიე.

Post by GIRA » 31 ივლ 2008, 01:01

ლეონტი
მე ცხენსაც გამოვიყოლებდი :lol:
მამოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი(ძუძუთმპყრობელი)

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]