Page 1 of 5

ფიტარეთი 19-20 ივლისი

Posted: 22 ივლ 2008, 16:48
by Ninukala
1. რეგიონი:
ქვემო ქართლი, თეთრიწყაროს რაიონი

2. მარშუტის დასახელება:
ფიტარეთი

3. ხანგრძლივობა:
2 დღე

4. სირთულე:
საშუალოდ რთული

5. გასვლის, ლაშქრობის ღირებულება
160 ლარი

6. მონაწილეთა რაოდენობა
7

7. ორგანიზატორი
Pauna

8. დანიშნულების პუნქტთან უახლოესი დასახლებული პუნქტი:
ტანძია

9. მარშრუტის სიგრძე ტრანსპორტით:
თბილისი - ფიტარეთი - 100 კმ

10. ფეხით გავლილი მანძილი:
8 კმ (3 კმ ტანძიიდან ხულოტის ცხიხემდე და 5 კმ ციხიდან ფიტარეთამდე

11. სანახავი და ყურადღებამისაქცევი ადგილები:
ხულოტის ციხე და ფიტარეთის ღვთისმშობლის სახელობის მამათა მონასტერი

12. საბანაკე ადგილები:
ბევრია, ციხესთანაც და მონასტერთან წყაროს გვერდით (სადაც ჩვენ დავბანაკდით)

13. სასმელი წყალი მარშრუტზე:
ტანძიაში გზის დასაწყიოსში 2 წყარო და ფიტარეთში მონასტრის გვერდით

14. საჭირო აღჭურვილობა, რჩევები:
მოხერხებული ფეხსაცმელი, საწვიმარი, გამოსაცვლელი სამოსი, მზისგან დამცავი ნელსაცხებლები, ქუდი, მწერისაგან (კერძოდ კოღოსაგან) დამცავი საშუალება

15. გასვლისთვის, ლაშქრობისთვის საუკეთესო დრო
გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა

16. რისკები, საფრთხეები:
მდინარე ხრამი, ჯერჯერობით არ არის ხიდი ამიტომ მდინარეზე ფეხით გადასვლაა საჭირო და თუ მდინარე ადიდებულია საშიშია, საკმაო სიჩქარით მოდის

17. უახლოესი ღირსშესანაშნავი ადგილი, რომელიც დროის გახანგრძლივების შემთხვევაში, შეიძლება, ამ გასვლის ფარგლებში ინახოს
ბოლნისის სიონი

18. რუქა, ჯი-პი-ეს-მონაცემები
Image

19. სასარგებლო საკონტაქტო ინფო:
არ საჭიროებს.

20. გასვლის, ლაშქრობის შეფასება 10ბალიანი სისტემით
9

ფიტარეთი 19-20 ივლისი

Posted: 22 ივლ 2008, 16:57
by Ninukala
შაბათს დილით 10 საათზე შევიკრიბეთ სამგორის მეტროსთან
1. პაუნა
2. ნინუკალა
3. ივლიტა
4. ტორქვადო
(კარაველები)
5. სოფო
6. ია
7. ნიკა
ვიყიდეთ ორი დღის საკმარისი საჭმელი და გაუდექით გზას... :)

Image
Image
გზიდან გადაღებული ფოტოები :)

ფიტარეთი 19-20 ივლისი

Posted: 22 ივლ 2008, 17:21
by Ninukala
ჩამოვედით სოფელ ტანძიაში და გაუდექით ფეხით გზას :)

ტორქვადო

Image
Image

ფიტარეთი 19-20 ივლისი

Posted: 22 ივლ 2008, 17:28
by Tamari-ch.
Ninukala
სიხარულო -
ერთი ხრამის ფოტო დამიდეთ რა
შევხედო როგორი სიღრმისაა მდინარე და
თუ არ შეწუხდებით
გზა რომ ჩანდეს ისეთი ფოტოც ფიტარეთამდე ასავლელი
გზის ხარისხი მაინტერესებს.....

ფიტარეთი 19-20 ივლისი

Posted: 22 ივლ 2008, 17:33
by Ninukala
Tamari-ch.
აგერ http://www.youtube.com/watch?v=8Nu0Bm6Upx4 ვიდეო ნახე ;) როგორ გადმოდის ალეკო მდინარეზე :)

ფიტარეთი 19-20 ივლისი

Posted: 22 ივლ 2008, 17:36
by Tamari-ch.
Ninukala
გადასარევი მდინარეა-

:D

ჭყუმპალავი მომინდა...
:lol:

ფეხითაც გადახვალ უპრობლემოდ..
:wink:

ფიტარეთი 19-20 ივლისი

Posted: 22 ივლ 2008, 17:37
by Ninukala
გზაზე ძაალიან ცხელოდა და ამხელა ტვირთით სურათების გადაღების ხალისი დაკარგული გვქონდა.
შემდეგ მივადექით მდინარე ხრამს, ადრე ხიდი ყოფილა, მაგრამ ამ ჯერზე არ დაგვხვდა.

პაუნა ეძებს გამოსავალს

Image
Image

ფიტარეთი 19-20 ივლისი

Posted: 22 ივლ 2008, 17:43
by Ninukala
Tamari-ch.
კი გადახვალთ, უბრალოდ წაიღეთ ფეხსაცმელი მაინც გამოსაცვლელი, ვისაც არ უყვარს სველი ფეხით სიარული, თორემ ტანსაცმელი მაქსიმუმ 1 საათში გაგვიშრა :D. მერე როგორც მონასტერში გვითხრეს გაგვიმართლა რომ მდინარე დაწეული იყო, თურმე უფროა ადიდებული არის ხოლმე. იმედია თქვენც გაგიმართლებთ :)

ხულოტის ციხე მდინარედან

Image

პირველი რისკი ბიჭებმა გაწიეს :)

Image
Image

შემდეგ უკან დაბრუნდნენ და გადაწყვიტეს ძვირფასი ნივთები ჯერ დაეტოვებინათ და ნელნელა გადასვულიყავით :)

Image

ფიტარეთი 19-20 ივლისი

Posted: 22 ივლ 2008, 17:51
by Ninukala
პირველად გადავედი მდინარეზე ფეხით ლაშქრობისას... საოცარი გრძნობა იყო, მდინარის სიცივე სასიამოვნო, რადგან საშინლად ცხელოდა. შემდგე შუაში კი ისეთი დინება იყო რომ ნიკას არ დავეჭირე მდინარე წამიღებდა :D. პაუნამ 4 რეისი გააკეთა :D, ნიკამ კი 5 (ბოლოს ატამი დაგვრჩა და უნდა წამოეღო :D). გზა განვაგრძეთ, ციხეს მხოლოდ შევხედეთ და მეორე დღისთვის შემოვინახეთ მისი დათვალიერება :). სადღაც 3 კმ გავლის შემდეგ შეგხვდა ალეკო თავისი სასწაულად მავალი მიცუბიშით და ყველანი ჩვენი ბარგიბარხანიანად ჩაგვსვა მანქანაში და წაგვიყვანა, თან ორი ახალგაზრდა ბიჭი მიყავდა მონასტერში.

Image

მიცუბიში, ნომრად ტოი :D

Image

ფიტარეთი 19-20 ივლისი

Posted: 22 ივლ 2008, 17:57
by Ninukala
ფიტარეთი, ულამაზესი ტაძარია :)

Image

ფიტარეთი 19-20 ივლისი

Posted: 22 ივლ 2008, 20:50
by GAMARJOBA SAKARTVELO
Ninukala
აი, ასე, რა.
მშვენიერი აღწერილობა გაქვს.
და როგორ მოხვდით მათ?
ნაუცბათევად გადაწყვიტეთ წასვლა?
გაგვეპარეთ, არა?

თამარიჩს უნდა წამოსვლა მაქეთ.

ფიტარეთი 19-20 ივლისი

Posted: 23 ივლ 2008, 00:27
by pauna
ხოდა რომ გადმოვედით ჯიპიდან ბევრმა (ყველამ გარდა ნიკასი იმას ნანახი ქონდა) პირველად დაინახა ეს მშვენიერი ეკლესია
მართლაც გამართლა მოლოდინი
Image

ფიტარეთი 19-20 ივლისი

Posted: 23 ივლ 2008, 00:31
by pauna
ეს კი ჩვენი კეთილი კაცის მანქანა იყოო რომელიც როგორც მიწაზე დადიოდა მშვენივარად, წყალშიც ასევე მშვენივრად გრზნობდა თავს,
მოკლეთ ნამდვილი მანაქანა ეგეთი უნდა იყოს :D
Image

ფიტარეთი 19-20 ივლისი

Posted: 23 ივლ 2008, 00:35
by pauna
ეს კი ფიტარეთის ერთ ერთი სარკმლის რელიეფი :)
Image

ფიტარეთი 19-20 ივლისი

Posted: 23 ივლ 2008, 00:41
by pauna
კიდევ ერთი ნიკას ფოტო

Image