Page 1 of 2

გურგენიანის იგივე ნინიგორის იგივე ნინოს ხეობის ჩანჩქერი

Posted: 21 ივლ 2008, 14:22
by Kakha
უცხოელებთან (საელჩოში) მოშაუობას ერთი დამატებითი პლიუსი ის აქვს რომ პერიოდულად, კაცმა არ იცის რატომ, გვეპატიჟებიან ხოლმე რაღაც-რაღაც ღონისძიებებზე.

ამჟამად მოგვივიდა მოსაწვევი გარემოს დაცვის სამინისტროდან - გვეპატიჟებოდნენ ლაგოდეხის ნაკრძალში ერთ დღიან საინფორმაციო და, როგორც ახლა ამბობენ, "პრომოუშენ" ტურზე როლის დროსაც გურგენიანის, იგივე ნინიგორის და იგივე ნინოს ხევის ჩანჩქერზე უნდა ავსულიყავით.

ვისარგებლე ამ მომწვევით და კვირას, 20 ვილისს, დილას აღმოვჩნდი სამინისტროს მიერ დაქირავებულ უზარმაზარ ავტობუსში. ჩემს გარდა აღმოჩნდა რომ კარვიდან სხვებიც იყვნენ - მირანდამაც ისარგებლა ამ შესაძლებლობით.

ახლა კი რიგით მივყვეთ

1. რეგიონი: კახეთი, ლაგოდეხის რაიონი

2. მარშუტის დასახელება: გურგენიანის, იგივე ნინიგორის, იგივე ნინოს ხევის ჩანჩქერის მონახულება ლაგოდეხის ნაკრძალში

3. ხანგრძლივობა: ერთი დღე

4. სირთულე: მე ვიტყოდი რომ მარტივია, მაგრამ ზოგიერთებს მაინც გაუჭირდათ

5. გასვლის, ლაშქრობის ღირებულება - არ ვიცი, მაგრამ თუ მინიბუს დაიქირავებთ ლაგოდეხამდე ცხადია ფასი გაიყოფა და ეგ იქნება ღირებუელბა

6. მონაწილეთა რაოდენობა -

7. ორგანიზატორი - ჩემს შემთხვევაში გარემოს დაცვის სამინისტრო

8. დანიშნულების პუნქტთან უახლოესი დასახლებული პუნქტი: დაბა ლაგოდეხი და სოფელი ხიზაბავრა (არ აგერიოთ სამცხე-ჯავახეთის ხიზაბავრაში)

9. მარშრუტის სიგრძე ტრანსპორტით: თბილისი- ლაგოდეხი 170 კმ, დაახლოებით 2,5 სთ.
10. ფეხით გავლილი მანძილი: ნაკრძალის შესასვლელიდან ჩანჩქერამდე 7 კმ-ია, შესაბამისად იქით და უკან 14 კმ

11. სანახავი და ყურადღებამისაქცევი ადგილები: თავად ჩანჩქერი და ულამაზესი ლაგოდეხის ნაკრძალის ტყე

12. საბანაკე ადგილები: რამდენიმე საბანაკე ადგილია, ნაკრძალში შესასვლელთან სპეციალურად მოწყობილი ადგილიც კია

13. სასმელი წყალი მარშრუტზე: უამრავი წყარო - მთელ მანძილზე მიყვებით პატარა მდინარეს - ნინოს ხევს, რომლიც ისმევა

14. საჭირო აღჭურვილობა, რჩევები: არ დაგავიწყდეთ საბანაო კოსტუმები

15. გასვლისთვის, ლაშქრობისთვის საუკეთესო დრო: თუმცა ზაფხულს დიდი უპირაესობა ისაა რომ იბანავებთ, მაგრამ დიდი ეჭვი მაქვს რომ გაცილებით ლამაზი იქნება ჩანჩქერზე გასვლა ოქტომბერში, როცა ტყე შემოდგომის ფერს დაიდებს

16. რისკები, საფრთხეები: თუ რამე მნიშვნელოვანი ღონისძიება დაგეგმილი გერემოს დაცვის ან ნაკრძალის ადმინისტრაციის მიერ დაემთხვა თქვენს მერ შერჩეულ დღეს შეიძლება რეინჯერებმა არ შეგიშვან ნაკრძალში, ჯობია დარეკოთ წინასწარ ნაკრძალის ადმინისტრაციაში და წინასწარ შეათანხმოთ

17. უახლოესი ღირსშესანაშნავი ადგილი, რომელიც დროის გახანგრძლივების შემთხვევაში, შეიძლება, ამ გასვლის ფარგლებში ინახოს: ნაკრძალში რამდენიმე მარშრუტია დამუშავებული, ერთდღიანიც და სამდღიანიც - ალპიურ ზონაში ასვლით და ტბის მონახულებით

18. რუქა, ჯი-პი-ეს-მონაცემები - თუ მოვიპოვე დავდებ

19. სასარგებლო საკონტაქტო ინფო: ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციული შენობის
მის: ქ. ლაგოდეხი, ვაშლოვანის ქ #197. ტელ+995 354) 22715;
(+995 99) 385283
(+99577) 101890
დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ www.lagodekhipa.ge

დამატებით რჩევა თუ საიდან უნდა მიუდგეთ ჩანჩქერისკენ მიმავალ ბილიკს: თუ გურგენიანის ჩანჩქერის სანახავად გადაწყვიტეთ წასვლა და ლაგოდეხის გზას დაადექით არაა საჭირო ლაგოდეხის ნაკრძალის ადმინისტრაციაში მიხვიდეთ - პირდაპირ გურგენიანის ჩანჩქერისკენ მიმავლი ბილიკისკენ წადით. საქმე იმაშია რომ ლაგოდეხის ნაკრძალი დიდია და მასში რამდენიმე შესასვლელია - ნაკრძალია ადმინისტრაცია დაბა ლაგოდეხშია, ხოლო გურგენიანის ჩანჩქერისაკენ შესასვლელი სოფელ გურგენიანსა და ხიზაბავრას ზემოთაა, მთის (ტყის) ძირში. ნაკრძალის ეს შესასვლელი თბილისიდან წამსვლელებისათვის გაცილებით ახლოა, რომ წარმოიდგინოთ თბილისიდან მიმავლი ტრასა ადგება ლაგოდეხ-ყვარლის დამაკავშირებელ ტრასას. რეალურად ეს გზაჯვარედინია, რადგან ერთი პატარა გზა იქვე შედის ორღობეებში და მთებისკენ მიიწევს. სწორედ ამ პატარა სოფლის გზას უნდა გაყვეთ და მიადგებით გურგენიანის ბილიკის დასაწყის.

მოკლედ, თუ გაუგებრად დავწერე გაითვალისწინეთ მთავარი - როგორც კი თბილისიდან მიმავალი გზა მიადგება ლაგედეხ-ყვარლის დამაკავშირებელ გზას იქვე იკითხეთ გურგენიანის გზა. არ წახვიდეთ ნაკრძალის ადმინისტრაციისკენ ლაგოდეხში, რომელიც მოშორებითაა, ასე 15 წუთის სავალზე მანქანით.

გურგენიანის იგივე ნინიგორის იგივე ნინოს ხეობის ჩანჩქერი

Posted: 21 ივლ 2008, 14:46
by Kakha
როგორც კი პოსტი გავაკეთე, კაუკასიკამ ეს დამატებითი ინფო გამომიგზავნა - დიდი მადლობა მას. ხალხო არ აურიოთ გურგენიანისა და ლაგოდეხის ჩანჩქერები - ეს სხვადასხვა ჩანჩქერებია.

ეს კი ნაკრძალში დამუშავებული მარშრუტების აღწერილობა და საკონტაქტო ინფო - კაუკასიკასაგან

რას გთავაზობთ პარკი:
1.საფეხმავლო ტურისტული მარშრუტი “ლაგოდეხის ჩანჩქერი”:
• მარშრუტის ხანგრძლივობა _ 1 დღე;
• მარშრუტის სიგრძე _ 7 კმ;
მარშრუტი იწყება ნაკრძალის ადმინისტრაციული ცენტრიდან, მიუყვება მდინარე შრომის ხევის მარცხენა მხარეს და შედის ხეობაში საფეხმავლო ბილიკით და სრულდება ჩანჩქერთან.
მარშრუტი ვიზიტორებს საშუალებას აძლევს, ნახონ ხელუხლებელი ფართოფოთლოვანი ტყე, სხვადასხვა ჯიშის საუკუნოვანი ხეები, მინერალური გოგირდოვანი წყაროები. ვიზიტორებს აგრეთვე საშუალება აქვთ გზად შეისვენონ სპეციალურად მოწყობილ საპიკნიკე ადგილებზე.

2. საფეხმავლო ტურისტული მარშრუტი “გურგენიანის ჩანჩქერი”:
• მარშრუტის ხანგრძლივობა _ 1 დღე;
• მარშრუტის სიგრძე _ 8 კმ;
მარშრუტი იწყება დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციიდან ავტომანქანით სოფელ ზემო გურგენიანში, ნინოს ხევის ხეობის დასაწყისამდე, შემდეგ ფეხით მიემართება ვიწრო ბილიკით ხეობის გასწვრივ ჩანჩქერამდე. მარშრუტზე ვიზიტორები ნახავენ მრავალსაუკუნოვან ცაცხვის ხეს, კლდეებზე გადმომდინარე ანკარა წყაროებს, მდინარეებზე ბუნებრივად შექმნილ მრავალ კომპოზიციას. ვიზიტორებს აქვთ საშუალება გზად შეისვენონ საპიკნიკე ადგილას.
3. საფეხმავლო ტურისტული მარშრუტი “მაჭის ციხე”:
• მარშრუტის ხანგრძლივობა _ 1 დღე;
• მარშრუტის სიგრძე _ 4კმ;
მარშრუტი იწყება ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციიდან, კერძოდ კი სოფელ მაწიმის უბნიდან და ბილიკით მიუყვება მდინარე მაწიმჩაის პარალელურად “მაჭის ციხემდე”, სადაც V-VI საუკუნის ისტორიულ-კულტურული ძეგლის ნანგრევებია შემორჩენილი. ამ მარშრუტის გავლისას არა არის გამორიცხული ვიზიტორები შეხვდნენ გარეულ ცხოველებს: ირემი, შველი, გარეული ღორი და სხვა.
4. სამანქანო _ საცხენოსნო ტურისტული მარშრუტი “შავი კლდეების ტბა”:
• მარშრუტის ხანგრძლივობა _ 3 დღე;
• მარშრუტის სიგრძე _ 50კმ;
მარშრუტი იწყება ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციიდან, მანქანით გადაადგილდება სოფელ მაწიმში, იქიდან საცხენოსნო ბილიკით მიუყვება მიტოს სერის მიმართულებით ალპური ზონისკენ და გადის სახელწიფო საზღვრის პარალელურად შავი კლდეების ტბის მიმართულებით.

ტურისტული მომსახერეობის ტარიფები
გიდის მომსახურება 1 დღე 35 ლარი
ცხენით მომსახურება 1 დღე 35 ლარი
კარავი 1 დღე 7 ლარი
საკარვე ადგილი 1 დღე 5 ლარი
საპიკნიკე ადგილი 1 დღე 5 ლარი
სასტუმროს ნომერი ვიზიტორთა ცენტრში ორადგილიანი 40 ლარი
სასტუმროს ლუქსი ნომერი
ვიზიტორთა ცენტრში ორადგილიანი 50 ლარი
საკონფერენციო დარბაზით სარგებლობა 1 დღე 100 ლარი

ავტომობილით მომსახურება:
ვიზიტორთა ცენტრი - "გურგენიანის ჩანჩქერი" 20 ლარი
ვიზიტორთა ცენტრი - "მაწიმის" სიანფორმაციო ცენტრი 10 ლარი



ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციული შენობის
მის: ქ. ლაგოდეხი, ვაშლოვანის ქ #197. ტელ+995 354) 22715;
(+995 99) 385283
(+99577) 101890
დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ www.lagodekhipa.ge

გურგენიანის იგივე ნინიგორის იგივე ნინოს ხეობის ჩანჩქერი

Posted: 21 ივლ 2008, 15:07
by Naia
Kakha
რა საინტერესოა

დიდი ხანია ვგეგმავ მაქაურობის მონახულებას

დიდი მადლობა ინფოსთვის :)

გურგენიანის იგივე ნინიგორის იგივე ნინოს ხეობის ჩანჩქერი

Posted: 21 ივლ 2008, 15:12
by ნინი_85
თემის სათაური რომ წავიკითხე, მაშინვე გავიფიქრე: აქ აუცილებლად უნდა მოვხვდე მეთქი!
დიდი ხანია ლაგოდეხის ნაკრძალის მონახულებაზე ვფიქრობ და ახლა ეს სურვილი გამიორმაგდა...
სამწუხაროდ საიტზე ვერ შევედი, მაგრამ ადმინისტრაციას ტელეფონით დავუკავშირდები ალბათ.

ძალიან მომეწონა მარშუტი, ფასებიც მისაღებია.

მადლობა კახა ინფორმაციისათვის.
იმედია თემას გააგრძელებ და ჩვენც შენთან ერთად გვამოგზაურებ :)

გურგენიანის იგივე ნინიგორის იგივე ნინოს ხეობის ჩანჩქერი

Posted: 21 ივლ 2008, 15:16
by TuTa
Kakha

ძალიან საინტერესოა, ფოტოებიც ხომ არ შეგიძლიათ შემოგვთავაზოთ

ალბათ ულამაზესია :)

გურგენიანის იგივე ნინიგორის იგივე ნინოს ხეობის ჩანჩქერი

Posted: 21 ივლ 2008, 15:25
by Mta Mkvarebia
მეც მინდა მანდ. აუცილებლად გიდის თანხლებით, რომ არცერთი ღირშესანიშნავი და ლამაზი კუნჭული არ დამრჩეს უნახავი :)

გურგენიანის იგივე ნინიგორის იგივე ნინოს ხეობის ჩანჩქერი

Posted: 21 ივლ 2008, 15:26
by Kakha
ჯერ გზა ასეთ ტყეში მიდის
Image

მერე და მერე კი სულ მდინარეს მიუყვება
Image

მდინარეზე რამდენიმე ადგილას უნდა გადახვიდეთ და გადმოხვიდეთ - პატარა ხიდებია გაკეთებული - ფეხსაც კი არ დაისველებთ
Image

ალაგ-ალაგ ან გადმოქცეული ხის ქვეშ უნდა გაძვრეთ ან პირიქით ხეზე უნდა გადაცოცდეთ. ჩანჩქერს რომ მიუახლოვდებით პატარა საძრომილოცაა, მაგრამ არაა რთული, პირიქით სახალისოა

და ბოლოს მიადგებით ჩანჩქერს
Image

გურგენიანის იგივე ნინიგორის იგივე ნინოს ხეობის ჩანჩქერი

Posted: 21 ივლ 2008, 15:30
by Kakha
Mta Mkvarebia
არ ვარ დარწმუნებული რომ ამ მარშრუტზე გიდი საჭირო იყოს - როგორც ხევსურეთის გზაზე თქვა ვიღაცამ - მანდ როგორც წყალქვეშა ნავში ისე ხარ, ვერ აცდები გზას და ვერ დაიკარგებიო - აქაც იგივე სიტუაციაა, თუ ლამა არ ხარ ვერ დაიკარგები და ალბათ ლამაც კი ვერ დაიკარგება :wink:

გურგენიანის იგივე ნინიგორის იგივე ნინოს ხეობის ჩანჩქერი

Posted: 21 ივლ 2008, 15:31
by Kakha
ეს კი მირანდა და მისი პლიუსი, თუ ამ შემთხვევაში მირანდა იყო მგონია პლიუსი.
შანსი ხელიდან არ გაუშვეს და ჩანჩქერში იბანავეს
Image

გურგენიანის იგივე ნინიგორის იგივე ნინოს ხეობის ჩანჩქერი

Posted: 21 ივლ 2008, 15:33
by Kakha
აქ კი დიდ ქვაზე მოკალათდნენ სურათის გადასაღებად
Image

გურგენიანის იგივე ნინიგორის იგივე ნინოს ხეობის ჩანჩქერი

Posted: 21 ივლ 2008, 15:36
by Kakha
გარდა იმისა, რომ ბილიკი მშენივრად ჩანს ორიოდ ადგილას ამისთანა ისარი შეგხვდებათ გზად - ზედ სავარაუდოდ რამდენი ხნის სავალია ისაა აღნიშნული, მაგრამ აშკარად მეტობითაა დრო აღებული - ამიტომ მხოლოდ მიმართულებას დაუჯერეთ (თუმცა მეტი ბილიკი იქ არცაა), ხოლო ნაჩვენებ დროს ყურადღებას ნუ მიაქცევთ - ნამდვილად უფრო სწრაფად მიხლალთ
Image

გურგენიანის იგივე ნინიგორის იგივე ნინოს ხეობის ჩანჩქერი

Posted: 21 ივლ 2008, 15:44
by Kakha
ახლა მივაქციე ყურადღება რომ ნაკრძალის ადმინისტრაციის ინფორმაციაში გურგენინის ჩანჩქერის აღწერაში მარშრუტის სიგრძედ მითითებულია 8 კმ - ეს ერთი მარეს მხოლოდ ანუ როგორც ჩანს ერთღიანების სიგრძეები ორზე უნდა გაამრავლოთ, რომ იქით-აქეთ გაიგოთ რამდენის გავლა მოგიწევთ. გაითვალისწინეთ.....

გურგენიანის იგივე ნინიგორის იგივე ნინოს ხეობის ჩანჩქერი

Posted: 21 ივლ 2008, 16:05
by Sikvdila
Kakha
ნაკრძალის შესასვლელიდან ჩანჩქერამდე ცხენებით მისვლის საშუალება არის ?

გურგენიანის იგივე ნინიგორის იგივე ნინოს ხეობის ჩანჩქერი

Posted: 21 ივლ 2008, 16:12
by Kakha
Sikvdila
მგონია, ჯობია, რომ ნაკრძალის ადმინისტრაციას დაუკავშირდე და იმათ ჰკითხო. საკონტაქტო ტელეფონები ნახე პირველ ორ პოსტში.

ისე ჩანქერს რომ უახლოვდები, როგორც დავწერე, რამდენიმე გადასაძრომია, დიდი არაფერი ადმიანისთავის, მაგრამ არა მგონია რომ ცხენი იქ გადაძვრეს.

გურგენიანის იგივე ნინიგორის იგივე ნინოს ხეობის ჩანჩქერი

Posted: 21 ივლ 2008, 16:17
by Sikvdila
Kakha
გასაგებია, დიდი მადლობა.
და თვითონ ნაკრძალამდე როგორი გზაა ? მსუბუქი მანქანა (ვოლვო) მივა ? თუ გაუჭირდება ?
ლაგოდეხისკენ არ ვყოფილვარ წლებია უკვე და მაგიტომ მაინტერესებს