Page 5 of 6

ტაბაწყურის ტბა 2008ის ივლისში

Posted: 21 ოქტ 2008, 10:35
by GAMARJOBA SAKARTVELO
9წყაროს უღელტეხლზე:

Image

Image

ტაბაწყურის ტბა 2008ის ივლისში

Posted: 21 ოქტ 2008, 10:36
by GAMARJOBA SAKARTVELO
ეს სოფელი ტაბაწყური
Image

Image

ტაბაწყურის ტბა 2008ის ივლისში

Posted: 21 ოქტ 2008, 10:39
by Naia
GAMARJOBA SAKARTVELO
მკდ, აქაურ სომხებთან ხშირი ურთი1ობაა საჭირო. ისინი საქართველოს დანარჩენი ნაწილისგან თავს გარიყულად
გრძნობენ და თვალიც ამიტომ უჭირავთ სომხეთისკენ, სადაც მათვის ენობრივი კომფორტია შექმნილი.
მართლაც, რომ ძალიან კარგი ხალხი გავიცანით. ძალიან უყვართ საქართველო და თავის სამშობლოდ მიიჩნევენ. ოჯახის დიასახლისმა ისიც კი გვითხრა: სომხეთში ღვიძლი ძმები მყავს და ჩემი გოგო ცოტა ხნით გავუშვიო. მაგრამ ვერ გაძლო და მალევე დაბრუნდაო.

სხვათაშორის, ოჯახის უმცროსი თაობა უფრო კარგად ლაპარაკობდა ქართულად ვიდრე უფროსები. დროდადრო თარჯიმნობდნენ კიდეც. ასე, რომ საჭიროა უფრო ხშირი კონტაქტი მათთან. ძალიან კეთილგანწყობილები არიან და გოგა მართალია, ჩვენც უნდა შევუწყოთ ხელი რომ უფრო ადვილად მოახდინონ ინტეგრაცია საქართველოს სხვა მოსახლეობასთან.

ტაბაწყურის ტბა 2008ის ივლისში

Posted: 21 ოქტ 2008, 10:40
by GAMARJOBA SAKARTVELO
Image

რამდენიმე წამი მზემ ტბის კუნძულს ჩააკითხა:
Image

ტაბაწყურის ტბა 2008ის ივლისში

Posted: 21 ოქტ 2008, 10:43
by GAMARJOBA SAKARTVELO
ტაბაწყურელები
Image

Image

Image

Image

1 ყოფითი კადრი
Image

ტაბაწყურის ტბა 2008ის ივლისში

Posted: 21 ოქტ 2008, 10:46
by GAMARJOBA SAKARTVELO
ეს მიმწუხრის ფერებში მოცურავე ტბა...

Image

Image

ტაბაწყურის ტბა 2008ის ივლისში

Posted: 21 ოქტ 2008, 11:03
by Truli
GAMARJOBA SAKARTVELO
ბოლო სურათები უმაგრესია!!!

ტაბაწყურის ტბა 2008ის ივლისში

Posted: 24 ოქტ 2008, 13:19
by Mta Mkvarebia
GAMARJOBA SAKARTVELO
რა საყვარელი პირგამურული ბავშვებია! სად იპოვე, მე რომ ვერ შევამჩნიე? :D

ძალიან ვისიამოვნე ტაბაწყურის ხელახლა ხილვით და ჩვენს ძველ მასპინძლებთან სტუმრობით. კვლავ შესანიშნავი ორი დღე გვქონდა წინა შაბათ-კვირას :D . ჯერ კავკასიკას მივულოცეთ დაბადების დღე: http://www.karavi.ge/viewtopic.php?t=2622&start=30 და მეორე დღეს ტაბაწყურისკენ გამოვემართეთ.

რამდენიმე ფოტოს დავდებ.
გზაში:

Image

Image

Image

Image

Image

ტაბაწყურის ტბა 2008ის ივლისში

Posted: 24 ოქტ 2008, 13:59
by Mta Mkvarebia
უღელტეხილზე:
Image

Image

Image

ბი-პი-ს ნავთობსადენის ტერასები:
Image

ტაბაწყური:
Image

Image

ტაბაწყურის ტბა 2008ის ივლისში

Posted: 24 ოქტ 2008, 14:05
by Mta Mkvarebia
მერე ისევ ამ ოჯახს ვესტუმრეთ:
Image

უფრო სწორედ, გვიცვნეს და თავად შეგვიპატიჟეს კარგი ნათესავებივით გაუხარდათ ჩვენი ნახვა. ჩვენც ბევრი არ ვახვეწნინეთ. ძალიან სტუმართმოყვარე ოჯახია, ჩვენი იქ ყოფნისას კიდევ რამდენიმე სტუმარი მიიღეს :D

Image

Image

Image

Image

ტაბაწყურის ტბა 2008ის ივლისში

Posted: 24 ოქტ 2008, 14:15
by Mta Mkvarebia
Image

მელინა (მასპინძლების უფროსი შვილი, თამუსიასთან ერთად. მელინას გარდა მათ კიდევ ორი შვილი ჰყავთ.

Image

ტრულის უკან რომ ბებო ჩანს (მასპინძლის დეიდა) ისეთ ჯანზე იყო, თამუსიას რომ ზურგზე ხელი დაუტყაპუნა, გოგო ოთხად მოიკეცა :lol:
Image

Image

Image

მზერა კარვული :wink:
Image

ტაბაწყურის ტბა 2008ის ივლისში

Posted: 24 ოქტ 2008, 14:31
by Mta Mkvarebia
უკან დაბრუნებისას ისევ ტაბაწყურის ტბასთან გავჩერდით:

Image

Image

Image

Image

Image

Image

ტაბაწყურის ტბა 2008ის ივლისში

Posted: 24 ოქტ 2008, 15:25
by Tamusia
კაი იყო, ადრე არ მინახავეთი

ტაბაწყურის ტბა 2008ის ივლისში

Posted: 24 ოქტ 2008, 15:50
by ZVIOSULI
uaaaa
eseni naxe ra

moica da TuTam xom imasqna da Tqventan ra pontSi iyo? :twisted:

ტაბაწყურის ტბა 2008ის ივლისში

Posted: 24 ოქტ 2008, 19:26
by Mta Mkvarebia
ZVIOSULI
თუთა ხვალ "იმასქნავს" :lol:, ანუ ჯვარს დაიწერს :wink: .
მაგრამ ჩვენთან ერთად არ ყოფილა, აქ ორი გასვლს ფოტოებია მოცემული. თუთა შენ ივლისის გასვლს ფოტოებზე ნახე. წინა კვირას კი თუთას ნაცვლად თამუსია იყო (დანარჩენები ზუსტად ის შემადგენლობა ვიყავით), ჰოოდა საქმე ისე წავიდა, რომ თამუსიაც მალე "იმასქნავს" მგონი :lol: . ამის გასაგებად ერთი პატარა ისტორია უნდა მოვყვე. ივლისში რომ ვიყავით ტაბაწყურში, გავარკვიეთ რომ დიასახლისი ყავის ჭიქაში იხედებოდა კარგად, თუთა ხუმრობდა, უნდა ჩავახედინოო, სანამ თვალები არ "დავუბრიალეთ" :wink: , მორწმუნე გოგო ხარ აბა რას ამბობთქო. მერე თუთა რომ გასული იყო დიასახლისი დავამუშავეთ, რა უნდა ეთქვა თუთასთვის თუკი ის თავისას არ დაიშლიდა. წარმოდგენილი გვქონდა ხათოს გაფართოებული თვალები, ჩემთვის ცნობილ მთელ ინფორმაციას რომ ჩაუკაკლავდა ჩვენი მასპინძელი მარუსია, არადა მე რა დოსიე მაქვს ნებისმიერ თქვენგანზე, ხომ იცით? :lol: მაგრამ მკითხაობას, რა თქმა უნდა, არავინ აპირებდა. თუმცა ამას რა მნიშვნელობა აქვს, მთავარია, "მკითხაობის დამუქრებას" კარგი ფეხი ჰქონდა და ამჯერად თამუსიას "დავემუქრეთ". ჰოდა ახლა შედეგს ველოდებით :lol: .