ლომისი 20.07.08

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
pataputina
იეტი კი არა და...
Posts: 5201
Joined: 10 სექ 2007, 14:29
Location: ვალპე
ლომისი 20.07.08

Post by pataputina » 21 ივლ 2008, 15:16

მართლა 40 კგ-ა ეგ ჯაჭვრი?

48 კგ მე ვარ და კიდევ კარგად მაქვს კისერი ანუ


:D
ბედნიერებაა რომ ვარსებობ, თორემ ნაღველს მივეცემოდი

http://pataputina.blogspot.com/
http://www.flickr.com/photos/me-xato

User avatar
Int3lig3nt
იეტი
Posts: 3524
Joined: 01 ივლ 2005, 11:31
Location: არ გავცვლი სალსა კლდეებსა!
Contact:
ლომისი 20.07.08

Post by Int3lig3nt » 21 ივლ 2008, 16:11

რა ვიცი, ვტვირთავ და საათნახევარში იქნებაო...

სულ 3 საათი გამოვა...

იმედია ბოლომდე აიტვირთევა და ლინკსაც მომცემს...

საღამოს შემოგთავაზებთ რეპორტაჟს, სურათებითურთ.
2 იანვარს ზღარბი დამებედა Image

User avatar
Int3lig3nt
იეტი
Posts: 3524
Joined: 01 ივლ 2005, 11:31
Location: არ გავცვლი სალსა კლდეებსა!
Contact:
ლომისი 20.07.08

Post by Int3lig3nt » 21 ივლ 2008, 20:54

დღეს სასწაული მოხდა და როგორღაც აიტვირთა სურათები :).

ხვალ ვიდეოს ავტვირთავ, რომლის გადაღებაც გვიან გამახსენდა და მეორეჯერ მომიწია ბოლო მწვერვალზე ასვლა :lol:.

http://allshares.ge/download.php?id=E176D66714
სიტყვა კოდია: mleta

ახლა კარგად მოვკალათდები და დავიწყებ მოყოლას :).

P.S. არქივში არ არის პანორამული სურათები.
პანორამებს ავაწყობ და მერე ავტვირთავ.
2 იანვარს ზღარბი დამებედა Image

User avatar
აცაბაცა
იეტი
Posts: 1760
Joined: 27 ივნ 2005, 13:02
Location: ირმის ნახტომი
ლომისი 20.07.08

Post by აცაბაცა » 21 ივლ 2008, 21:04

Int3lig3nt
რაღაც ვერ ვიწერ ჩამოტვირთვას რომ ვაწვები იჭედება :cry:
ჩაისუნთქე! ამოისუნთქე! ჩაისუნთქე! ჩაისუნთქეეეეე!

User avatar
Int3lig3nt
იეტი
Posts: 3524
Joined: 01 ივლ 2005, 11:31
Location: არ გავცვლი სალსა კლდეებსა!
Contact:
ლომისი 20.07.08

Post by Int3lig3nt » 21 ივლ 2008, 21:13

აცაბაცა
რა ვიცი, როგორც კი დასრულდა ატვირთვა, სამსახურში ვცადე დასატესტად და გადმოწერა.
ახლაც დავიწყე და იწერს უპრობლემოდ :roll:
2 იანვარს ზღარბი დამებედა Image

ann
ბოდიალა
Posts: 277
Joined: 08 ივლ 2008, 13:57
ლომისი 20.07.08

Post by ann » 21 ივლ 2008, 21:16

gushin zalian visiamovne...didi madloba kvelas... :)

deida kama
მაწანწალა
Posts: 313
Joined: 31 მარ 2008, 15:08
Location: samxretis miyruebuli kunchuli
ლომისი 20.07.08

Post by deida kama » 21 ივლ 2008, 22:46

75 % ასული გამეთიშა FუF არადა წუთებს ვითვილი როდის ვნახავთქო
:evil: :oops: :გაბრაზებაგაწიწმატებაგაანჩხლებასმილე:

User avatar
perwkli
იეტი
Posts: 1088
Joined: 09 მარ 2007, 04:18
Location: ბუნბუნლანდია
ლომისი 20.07.08

Post by perwkli » 21 ივლ 2008, 23:13

ერთ საათში იქნებაო
ოლშეეარმა
როგორც ყოველთვის :roll:

deida kama

დეიდა კამააა
არ გინდა ჩემი სურათები სადმე ატვირთოო
აა :? :oops:
პლიზპლიზპლიზ :oops:
პეპილოტა ვიქტუალინა როგალდინა.

http://bunbunland.blogspot.com/

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ლომისი 20.07.08

Post by Mta Mkvarebia » 21 ივლ 2008, 23:25

Int3lig3nt
მშვენივრად გადმოვიწერე, დიდი მადლობა ინტელ, გაიხარე :) .
Image

User avatar
Int3lig3nt
იეტი
Posts: 3524
Joined: 01 ივლ 2005, 11:31
Location: არ გავცვლი სალსა კლდეებსა!
Contact:
ლომისი 20.07.08

Post by Int3lig3nt » 22 ივლ 2008, 02:41

მაღვიძარას დაყენება დამავიწყდა და კიდევ კაი ბაბომ (ასე ეძახიან ჩვენსკენ ბებიებს) გამაღვიძა, თორემ დამაგვიანდებოდა (ნესა, შენ Image).
წამოვხტი, მოვწესრიგდი, წინა ღამეს ბაბოს გამომცხვარი ღვეზელები ჩავილაგე ჩანთაში და ნიკას დავურეკე, რომელიც წუთი-წუთზე უნდა მოსულიყო, დავითთან ერთად.
მოვიდნენ...
ჩანთა ერთს შევაჩეჩე, პარალონი მეორეს, მე სურათები უნდა გადავიღო-მეთქი Image (რა, არ იყო მასე Image?) და წავედით.
სამთო ქიმიასთან რომ მივედით, დათქმულ რაოდენობაზე მეტი დამხვდნენ (ნაწილი ბაზარში იყო, ნაწილმა დააგვიანა. თუმცა მგონი დანიშნულ დროზე დავიძარით)

ესეც ჩვენი სია:

1. Int3lig3nt
2. წივწივა
3. ნიკა
4. დავითი
5. ამიგო
6. ზვიოსსული
7. ვინმე მიშა
8. ვინმე ბადრი (მგონი ასე ერქვა)
9. კახა (სვასტიკაო, რა ვიცი)
10. დიანა
11. დიანას გოგონა, მარი
12. ხათახუთინა
13. მთვარეული
14. მაიკომაიკო (იგივე პერწკლი)
15. ნინო (გვალვას პლუსი და ამ ლაშქრობის გმირი Image)
16. დეიდა_კამა
17. მირანდა Image (სინამდვილეში ციცინოა)
18. მთაშენკა
19. ანა
20. შორენა
21. ბაცილა
22. თიკო
23. ანი (ნესას პლუსი)
24. ნესა
25. ნათია
26. თებრონე
27. რუსტკა

რას ვიზამდით, შევლაგდით 21 ადგილიან მიკროავტობუსში და გავემგზავრეთ. თამაზმა (მძღოლი) მითხრა, სახლში გავივლი და ტაბურეტებს დაგიდგამთო.
მართლაც ასე ვქენით, თუმცა 2 ტაბურეტზე მეტი მაინც არ ავიღეთ, ზოგი ფეხზე იდგა, ზოგიც კალთაში ჩაუჯდა ერთმანეთს.

დავიძარით თუ არა, ბატონმა ზვიოსსულმა ჭიქები და ბოთლით არაყი ამოიღო, სამ-სამი ჭიქა უნდა დავლიოთო.

მართლაც სამჯერ თითო-ოროლა ყლუპი მოსვეს და არაყი შეინახეს.

გზას დაახლოებით 1,5 საათი მოვანდომეთ. თამაზმა მოწყენის საშუალება არ მოგვცა და ქართული სუფრული აუდიო-ფონი შეგვიქმნა Image.

ქვემო მლეთაში 11 საათისთვის ჩავედით.

ლომისის (ახალ) ეკლესიაში ხალხი დაგვხვდა შეკრებილი. ალბათ პეტრე-პავლობის ”სწორი” რომ იყო, მაგიტომ იყვნენ ამოსულები.

ჭურჭელი წყლით დავავსეთ, თამაზს და მარის (მარი დიანას გოგონაა, რომელმაც სასიამოვნოდ გამაოცა. ჯერ არ მინახავს ასეთი ბავშვი, დედას დაუჯერა და პირველად ნანახ ადამიანს გაყვა უპრობლემოდ. ერთიც არ დაუწუწუნია Image) დავემშვიდობეთ და ლომისისკენ გავემართეთ.

ბატონმა მიშამ არ დაგვიცადა და პირველი გაიჭრა. ჩვენც გრძელ კოლონად გავიშალეთ და აღმართს ავუყევით.
პირველი შესვენება ტყის პირას გავაკეთეთ.
ნაწილი ხალხისა გამოუცდელი იყო და უჭირდა სიმაღლის აღება, ეს ჩვენი ასვლის დროზეც აისახა. თუმცა ძალიანაც არ დაგვიგვიანია (სამ საათზე ცოტა მეტი მოვანდომეთ ასვლა).

ცოტა ხანში მიშამ ლიდერის პოზიციები დათმო და დეიდა კამას და პერწკლის დაუთმო ასპარეზი, რომლებიც პირველები ავიდნენ ლომისის ნიშთან.

ჩვენ მანამდე პირველივე გადმოსახედზე დავსხედით და იმ დროისთვის საუკეთესო ხედით ვტკბებოდით.
ნინომ და ციცინომ დრო იხელთეს და წვნიანი ვაშლებით გაგვიმასპინძლდნენ.

ამის შემდეგ უკვე ძალიან გავიფანტეთ.
ზოგი წინ წავიდა, ზოგი უკან ჩამოგვრჩა.

ცოტა ავიარეთ და გაღმა რაღაც მოძრავი შევნიშნე.
კარგად დავაკვირდი და ცხენოსანი აღმოჩნდა.
თურმე ეს უბრალოდ ცხენოსანი კი არა, ჩვენი მძღოლი თამაზი ყოფილა, მარისთან ერთად.
(ვინც არ იცით, თამაზიც ჩემი სოფლიდან, ზემო მლეთიდან არის)
სახლამდე ავიდა მიკროავტობუსით, ბიძაჩემ ნუგზარას გამოართვა ცხენი და ჩვენსკენ წამოვიდა.

გზად ორჯერ შეგვხვდა წყარო, თუმცა წყარო მარტო სახელად თუ შეეფერებოდათ.
პირველიდან ასანთის ღერის სიმსხოზე მოწანწკარებდა წყალი, მეორედან ცოტათი მეტი.

მოკლედ ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, ხუმრობა-ხუმრობაში და წუწუნ-წუწუნში პირველი საათისთვის ლომისამდე ავაღწიეთ.
პირველი და ბოლო ვინ ავიდა მე არ ვიცი, ვინც იცის, დაწეროს :).

ეკლესიასთან ავედი თუ არა, არც დავფიქრებულვარ, ეგრევე ბავშვობის ოცნების ასრულება გადავწყვიტე Image.
ჩემი სოფლის თავზე არის წვეტიანი მთა, რომელსაც ”ელიაის წვერს” ეძახიან, ეს სადღაც წინა გვერდზეც დავპოსტე.
მთელი ბავშვობა სულ ქვემოდან შევყურებდი და მინდოდა ერთხელ ზემოდანაც გადმომეხედა Image.
თვალსაჩინოებისთვის დავდებ სურათს, სადაც ჩემი სოფელიც მოჩანს და ელიაის წვერიც.
ეს სურათი დაახლოებით ერთი თვის წინ არის გადაღებული (იმ ”ზიგზაგების” ზემოდან, წინა გვერდებზე დადებულ პანორამაში რომ მოჩანს), ხადას ხეობაში რომ მივდიოდი სალაშქროდ.

Image

პირველ რიგში შევეხმიანე დეიდა კამას, რომელმაც ლომისობაზე, დროის უქონლობის გამო, ვერ შეძლო იქ ასვლა, არადა ძალიან უნდოდა. შემდეგ წივწივამ, პერწკლიმ, ნინომ და სხვებმაც გამოთქვეს წამოსვლის სურვილი და არც შეგვისვენია, ეგრევე დავიწყეთ ზემოთ ასვლა.

დასაწყისი რთული აღმოჩნდა... ბილიკი ჭინჭრებს შორის გადიოდა.
მეც კი დავისუსხე, მიუხედავად იმისა, რომ გრძელი შარვალი მეცვა და შორტებიანებს რაღა მოუვიდოდათ ?
კიდევ უფრო მეტი წუწუნით გავიარეთ რამდენიმე მეტრი და დაბალ ბალახიან აღმართს შევუდექით.

პირველივე მთაზე გავჩერდით და სურათები გადავიღეთ (სურათებს მერე დავყრი, ისედაც დიდხანს გამეწელა დაწერა).

შემდეგ უმეტესი ნაწილი უკან გაბრუნდა (აქ თამაზს შევუთანხმდი, რომ 5 საათზე დავიწყებდით სოფლისკენ დაშვებას) და მხოლოდ 9 რჩეულმა მოლაშქრემ განვაგრძეთ აღმასვლა Image.
დავწერ მათ სახელებს: ინტელა, წივწივა, ნიკა, დავითი, ამიგო, ნინო, ციცინო, პერწკლი და დეიდა_კამა.

კიდევ ერთი მთა ავიარეთ.
ნიკა და ციცინო შედეგით დაკმაყოფილდნენ და გადაწყვიტეს ჩვენთვის იქ დაეცადათ.

მხოლოდ შვიდმა ავაღწიეთ პირველ მწვერვალამდე.

ავედით და ულამაზესი ხედი გადაგვეშალა.
წინ არაგვი, უკან ქსანი... გარშემო კი სულ მთები და მთები.
შორს კავკასიონის დათოვლილი მწვერვალები მოჩანდა.
არ ვიცი როგორ აღვწერო, არ მაქვს ამის ნიჭი, იმედია სხვები უკეთ დაწერენ.

პირველ მწვერვალზე ამიგო და დავითი დარჩნენ და ხუთნი გადავედით მეორე მწვერვალზე.
(თუ რამე მეშლება, ბოდიშს ვიხდი :)).

მეორე მწვერვალზე, როგორც ამიგო იტყოდა, ერთი ცუდი იდეა მომივიდა Image. გადავწყვიტე მწვერვალის მართობულ ქედზე გავსულიყავი და ქსნის ხეობაში ზემოდან ჩამეხედა.
ეს იდეა რა თქმა უნდა აიტაცეს კამამ, პერწკლიმ, წივწივამ და გავემართეთ.
ნინო უკან გაბრუნდა.

კიდევ თხუთმეტიოდე წუთი ვიარეთ და ქედის თითქმის ბოლოში გავედით.
უცებ საათს შევხედე და მივხვდი რომ ძალიან გვიგვიანდებოდა.

სურათები გადავიღეთ და გამოვბრუნდით ჩქარი ნაბიჯით.

მეორე მწვერვალზე მარტო დავრჩი, ხალხის გარეშე პანორამები რომ გადამეღო.
გადავიღე კიდეც და დავიწყე ჩასვლა.
ჩასვლა, ამოსვლაზე ძნელი აღმოჩნდა.
ფეხი მისრიალებდა და მალიმალ ვეცემოდი.

პირველი მთა რომ ჩავიარე, მაშინღა მომაფიქრდა, რომ ზემოდან ვიდეოთიც კარგი პანორამა გამოვიდოდა Image.

კამას გავძახე, ვიდეოს გადაღება დამავიწყდა-თქო.
რას იზამო... არც არაფერს-მეთქი.
თუმცა უცებ მოვედი აზრზე და ჩემს თავს შევძაზე: ოე, ტუტუც! რა იცი, კიდევ როდის მოგიწევს აქ დაბრუნება Image?! იქვე დავაგდე შტატივი და ისევ ზემოთ ავბრუნდი.

ავედი თუ არა, გონებაში დავსახე ვიდეოს სცენარი, თუ რა და როგორ უნდა გადამეღო, ხმამაღლა ვთქვი, ღირდა ამობრუნება, ღირდა!
და კამერა დავქოქე.

ჯერ მოახლოებული გუდაური ვაჩვენე კადრში. შემდეგ დავაშორე და მარჯვნივ დავიწყე ტრიალი. 360 გრადუსით რომ შემოვბრუნდი, კლდეზე დავაბრუნე ხედი და ნელ-ნელა სოფლისკენ ჩავატარე. მოვაახლოვე სოფელი, მოვათვალიერე, შემდეგ ქვემო მლეთა და ეკლესია გამოვაჩინე და გავთიშე.

ძალიან რთული აღმოჩნდა კლდის წვერზე კამერის სამზერში ყურება და ადგილზე ტრიალი. თან ძლიერი ქარი იყო და ორმაგად მიძნელებდა.
შეიძლება მოსაყოლად არაფერია, მაგრამ იმ მომენტში ცოტა შემეშინდა.
ტრიალში ხელს მიშლიდა ფართო ტოტებიანი ”შლაქსი” შარვალიც (ჩემს მეტი, რომელი იდიოტი ჩაიცმევს ლაშქრობაში ”შლაქსს” Image?!). ერთ მომენტში ტოტზე დავიბიჯე და კინაღამ გადავყირავდი Image.

ქარი კიდევ უფრო ძლიერდებოდა.
მეორე სინჯის მერე ნერვები აღარ მეყო და შედეგით და საკუთარი თავით კმაყოფილი, დაბლა დავეშვი.

ცოტა ხანში წივწივას, პერწკლის და კამას წამოვეწიე, რომლებიც მაღლა ამოსულ მთაშენკას და ნათიას ესაუბრებოდნენ.
რამდენიმე სურათი იქაც გადავიღეთ, ვითომ ხორუმიც ვიცეკვეთ (სასურათედ) და ეკლესიისკენ დავეშვით.
მე პირველი გავიქეცი, ეკლესიის გადაღებაც მოვასწრო-თქო, მაგრამ ცოტა ხანში აღმოვაჩინე, რომ აპარატი წივწივასთვის დამიტოვებია Image.
ავბრუნდი ზემოთ, დრო რომ აღარ დამეკარგა (”დურნაია გალავა ნაგამ ნე დაიოტ პაკოია”, თუ როგორ არის Image?).

კიდევ ერთხელ ჩავიარე ეკლესიამდე ბოლო დაღმართი და გაკვირვებული დავრჩი Image.
რატომღაც ჭინჭრებმა აღარ დამსუსხეს, კიარადა ჭინჭრები აღარ იყო.
არ ვიცი როგორ, რატომ... ალბათ სხვა ბილიკზე ჩამოვიარე.

ეკლესიაში შევედი, ჯაჭვი შემოვატარე.
იმდენად მძიმე მეჩვენა, რომ სურვილის თუ თხოვნის ჩაფიქრება სულ დამავიწყდა და ისე შემოავატარე.
ახლა ვფიქრობდი: ყოჩაღ ჩემი ნათლიის შვილს, ნანას, რომელმაც ერთი თუ ორი კვირის წინ ეს ჯაჭვი სამჯერ შემოატარა ეკლესიის გარშემო. არადა 21-22 წლის გამხდარი, ტანწერწეტა გოგოა Image. ალბათ ღმერთმა მისცა ამისთვის ძალა. მე ნამდვილად ვერ გავბედავდი.

ეკლესიასთან რამდენიმე კადრი გადავიღე და ტრაპეზს შევუერთდი.
ყველაფერი ორმაგად გემრიელი მეჩვენა.

ამასობაში აგრილდა.
გოგონებს შესცივდათ და წასვლაზე დავიწყეთ ფიქრი.
პრინციპში უკვე 5 საათი იყო და შეიძლებოდა დაშვება.

სანამ სუფრას აალაგებდნენ, ცხენთან წავედი, ცოტას გავატარებ-თქო Image.
ჯერ ხომ შეჯდომა არ მაცალა.
იდგა და როგორც კი ფეხს შევყოფდი უზანგში, ეგრევე მოძრაობას იწყებდა და მეორე ფეხი უკან მრჩებოდა.
რამდენიმე მცდელობის შემდეგ, როგორღაც მოვახერხე შეჯდომა, მაგრამ რა ხეირი... არაფრით არ იკადრა დაძვრა Image.
ხან ქუსლები შემოვცხე, ხან აჩუ ვეძახე, ვეხვეწე, ვეფერე, თოკი ვუტკაცუნე, ხელი ვურტყი გავაზე... არა რა! არ უნდა სიარული და მოკალი თუ გინდა Image.
ვიფიქრე, ალბათ რაღაც პაროლი დაადო თამაზმა-თქო და რაღას ვიზამდი, ჩამოვქვეითდი.

შემდეგ დავიწყეთ დაშვება.
აქ უფრო ორგანიზებულად მივდიოდით, დაღმართი იყო და დიდად არ გასჭირვებიათ.

ბოლო გადმოსახედზე გავჩერდით და ჯგუფური სურათები გადავიღეთ.
მე ყველას სათითაოდ ჩამოვუარე და ”პორტრეტი დღის ბოლოს” გადავუღე.

სულ ბოლო დაღმართი რომ ჩამოვიარეთ, წივწივას ერთი ძროხა მოეწონა და გამოეკიდა, მარა თამაზმა მიაძახა, მაკედ არის, მაკედო.
რავა ყველაფერი დასწრებაზეაო - წივწივამ და ბედს შეეგუა Image.

სოფელში ჩემს სახლთან ჩამოვიარეთ, წივწივამ ბევრი უძახა ვანოს, მარა არ გამოუხედია, ვალი ჰქონია წივწივასი და იმალებოდა Image.

ეზოშიც კი არ შევსულვარ, აღარ გვქონდა დრო Image.

ადგილობრივებიც ვნახე, თითქმის ყველანი ნათესავები ვართ მანდ.
მოვიკითხე და წამოვედი.

ქვემოთ, ხევთან მოვგროვდით. მერე ნაწილი დავეშვით, ნაწილი მიკროავტობუსს დაელოდა, რომელიც გაღმა სოფელში, თამაზის ეზოში ეყენა.

ხიდამდე ფეხით ჩამოვედით.

ცნობისათვის, ქვემო მლეთასთან რომ ხიდია, ეგ ახალი (რა თქმა უნდა, შედარებით) აშენებულია. მანამდე სამხედრო გზა ზემო მლეთასთან გადიოდა და ძველი, უფრო მოკლე ხიდი იყო არაგვზე (ფოტო ხვალ იქნება).
არ ვიცი რამდენად მართალია, მაგრამ თურმე მეორე მსოფლიო ომის დროს ამ ხიდზე გერმანელებს ორი ბომბი ჩამოუგდიათ, დასანგრევად. ვერ აუცილებიათ და ხიდის გვერდით აფეთქებულა.

მიკროავტობუსში ხალხის გადაწყობა მოხდა, რომ უფრო კომფორტულად დამსხდარიყავით.

დავიძარით თუ არა, შემორჩენილი არაყი გამოაჩინეს და განაახლეს სადღეგრძელოები.

შემდეგ თამაში დავიწყეთ და შეუმჩნევლად გაიარა საათნახევრიანმა გზამ.

ჭირი იქა, ლხინი აქა
ქატო იქა, ფქვილი აქა.

მართალია, ძალიან ბევრი რამე გამომრჩა.
ისიც მართალია, რომ ნინისავით საინტერესოდ ვერ ვყვები, მაგრამ ზოგადი წარმოდგენისათვის ალბათ საკმარისია.

დანარჩენი, სურათებს რომ დავყრი, მაშინ გამახსენდება და კომენტარებად დავურთავ :).
კარგი იქნებოდა, ამ ტექსტს სურათებიც მომეყოლებინა, მაგრამ ისედაც დიდხანს გამიგრძელდა.

წავედი ახლა ნანებში Image

P.S. ძალიან გთხოვთ მათ, ვინც სულ ეკლესიასთან ტრიალებდა, დაწეროთ, ჩემს იქ არ ყოფნაში რა ხდებოდა.

P.P.S. რაღაც გამახსენდა.
საერთოდ, ყოველ დილით, სამსახურში წასვლისას, შეუძლებელია რომ კიბიდან ან ქვემოდან არ ამოვბრუნდე. ყოველთვის რაღაც მავიწყდება.
მაგ დილითაც შტატივი დამრჩა სახლში და ქვემო ქუჩიდან ამოვბრუნდი.
ჰოდა ალბათ რაღაც წყევლა ან ჯადო მაქვს გაკეთებული Image და ვინმე კაი მჩხიბავი, მისანი და მარჩიელი თუ იცით, მიმასწავლეთ Image
Last edited by Int3lig3nt on 22 ივლ 2008, 20:18, edited 3 times in total.
2 იანვარს ზღარბი დამებედა Image

User avatar
MIRANDA
სხარტი
Posts: 2711
Joined: 06 სექ 2007, 11:45
ლომისი 20.07.08

Post by MIRANDA » 22 ივლ 2008, 03:13

ერთი წამით შემშურდა კიდეც თქვენი, მაგრამ მერე გამახსენდა, რომ მე თვითონაც ძალიან კარგი და ნაყოფიერი დღე მქონდა კვირას, ლაგოდეხის ნაკრძალი დავლაშქრე(თ)... :)

P.S. მაინც მშურს :lol:

User avatar
Int3lig3nt
იეტი
Posts: 3524
Joined: 01 ივლ 2005, 11:31
Location: არ გავცვლი სალსა კლდეებსა!
Contact:
ლომისი 20.07.08

Post by Int3lig3nt » 22 ივლ 2008, 03:17

MIRANDA
Image
2 იანვარს ზღარბი დამებედა Image

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
ლომისი 20.07.08

Post by Gvalva » 22 ივლ 2008, 08:31

Int3lig3nt

გული ნუ გწყდება, მაგ პოსტში ჩაამატე სურათები, ჩვენ მეორედაც სიამოვნებით წავიკითხავთ და ერთი თვის შემდეგ ხომ მთლად განძი იქნება შენი მონაყოლი!

User avatar
eloiza
ბოდიალა
Posts: 175
Joined: 10 სექ 2007, 07:50
ლომისი 20.07.08

Post by eloiza » 22 ივლ 2008, 09:29

პირი შეკარით თუ რა ხდება, სურათებს რატომ არ აწყობთ?

:)

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ლომისი 20.07.08

Post by Mta Mkvarebia » 22 ივლ 2008, 09:36

Int3lig3nt wrote: ...ბოლო გადმოსახედზე გავჩერდით და ჯგუფური სურათები გადავიღეთ.
მე ყველას სათითაოდ ჩამოვუარე და ”პორტრეტი დღის ბოლოს” გადავუღე...
პორტრეტები ძალიან მომეწონა, რამდენიმე საერთოდ გადასარევია, მაგრამ მზე თვალებში გვაჭყიტებდა და ამიტომ გაწამებული სახე და მოჭუტული თვალები გვაქვს უმრავლესობას :).
Int3lig3nt wrote:..სულ ბოლო დაღმართი რომ ჩამოვიარეთ, წივწივას ერთი ძროხა მოეწონა და გამოეკიდა, მარა თამაზმა მიაძახა, მაკედ არის, მაკედო.
რავა ყველაფერი დასწრებაზეაო - წივწივამ და ბედს შეეგუა ...
:lol: :lol: :lol:
მიყვარს შენი იუმორი და საერთოდ ლაშქრობაში ხმას რომ არ იღებ და მერე გახსნილ თემაში რომ გადმოაფრქვევ, მაგრამ რას გადმოაფრქვევ :!: ესეც ძალიან მიყვარს :wink:
Image

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]