Page 1 of 7

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის პირვე-მე6 ბილიკები ივლისში

Posted: 15 ივლ 2008, 11:13
by Truli
1. რეგიონი:
ბორჯომის (ლიკანი) რაიონი

2. მარშუტის დასახელება:
თბილისი-ლიკანი-ბორჯომ-ხარაგაულის-ეროვნული-პარკი-ბორჯომი-თბილისი

3. ხანგრძლივობა:
2 დღე-ღამე

4. სირთულე:
საშუალო და ფრაგმენტულად რთული

5. გასვლის, ლაშქრობის ღირებულება
თბილისი-ბორჯომი-თბილისი 16 ლარი

6. მონაწილეთა რაოდენობა
დაახ 10

7. ორგანიზატორი
კავკასიკა

8. დანიშნულების პუნქტთან უახლოესი დასახლებული პუნქტი:
ლიკანი

9. მარშრუტის სიგრძე ტრანსპორტით:
თბილისი-ბორჯომი 152 კმ

10. ფეხით გავლილი მანძილი:
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის პირველი-მე6 ბილიკები
1 ბილიკი 17 კმ.

11. სანახავი და ყურადღებამისაქცევი ადგილები:
პარკის მცენარეთა და ცხოველთა სამყარო, ხედები, სუბალპური და ალპური ზონები

12. საბანაკე ადგილები:
ლომისთას ტურისტულ თავშესაფარში

13. სასმელი წყალი მარშრუტზე:
პირველი ბილიკის დასაწყისში, შემდეგ მხოლოდ თავშესაფართან.

14. საჭირო აღჭურვილობა, რჩევები:
მოხერხებული ფეხსაცმელი, საწვიმარი, გამოსაცვლელი სამოსი, მზისგან დამცავი ნელსაცხებლები, ქუდი, საძილე ტომარა.
მოკლე შარვლებით ტყეში სიარული არაა სასურველი

15. გასვლისთვის, ლაშქრობისთვის საუკეთესო დრო
აპრილის ბოლოდან ოქტომბრის ბოლომდე

16. რისკები, საფრთხეები:
უმეთვალყურეოდ ყოფნა, ჯგუფიდან ჩამორჩენა გარეული ნადირისგან თავდასხმის რისკს ზრდის.

17. უახლოესი ღირსშესანაშნავი ადგილი, რომელიც დროის გახანგრძლივების შემთხვევაში, შეიძლება,
ამ გასვლის ფარგლებში ინახოს
ლომის მთა და იქვე ეკლესია 1ლ, ნიკოლოზ რომანოვის ბილიკზე, აგრეთვე, აწყურისა და მოქცევის ციხე, ქალაქ ბორჯომის გასართობი პარკი

18. რუქა, ჯი-პი-ეს-მონაცემები
http://www.borjomi-kharagauli-np.ge/reg ... -large.jpg
http://www.borjomi-kharagauli-np.ge/tra ... -large.jpg
ლიკანი: 41° 49' 80 43° 22' 0
აწყური 41° 57' 26, 45° 22' 35"

19. სასარგებლო საკონტაქტო ინფო:
კავკასიკა PM-ით.
მცველი (რეინჯერი) ზურაბი 855595046
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაცია
8 367 2 21 17
8 99 233449
935119

20. გასვლის, ლაშქრობის შეფასება 10ბალიანი სისტემით
სა2განიზაციო მხარე - 10;
მონახულებული გარემო - 8

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის პირვე-მე6 ბილიკები ივლისში

Posted: 15 ივლ 2008, 11:24
by Truli
თხრობა.
დღე 1
6 საათზხე მაღვიძარამ გამაღვიძა, თავი ისეთი მძიმე მქონდა თითქოს ტვინის ნაცვლად თუჯის მასა მქონდეს ქალაში.
თავს ძალა დავატანე და ეს ტონიანი თავი ავწიე. ბარგი ჩალაგებული იყო, მხოლოდ კბილის ჯაგრისი ღა იყო ჩასადები... ჩავდე.. ვჭამე, ყავა დავლიე, რის შემდეგაც თავის ქალის შიგთავსის წონა განახევრდა და წავედი.
ტაქსი მეტრომდე, მეტრო.. დიდუბე... ადგილზე დამხვდნენ მთაშენკა, თუთა და გიორგი... მალე სხვებიც გამოჩდნენ.
ნაიას დაეზარა მინიბუსით მგზავრობა და მე, მთა, თუთა და გოგა მისი ფირუზათი გავუდექით გზას.
ბორჯომში 2 საათში ჩავედით. ოფისის კიბეებთან კავკასიკა და მარინუსი შეგვეგებნენ.
კავკასიკამ მითხრა შენთვისო 3 ბილიკი ნამეტანიაო, და პირველზე წადიო.
მეც არ შევეკამათე.
პირველ ბილიკზე მოვდიოდით:
1. ჩვენი შესანიშნავი გამცილებელი ჯაბა
2. ინტელიგენტი + შლაპა
3. კოტეტბელი
4. კოტეს პლუსი (სახელი რა თქმა უნდა არ მახსოვს)
5. ბელჯი
6. მარინუსი
7. გოგო ლატვიიდან (სახელი ისტორიას არ შემოუნახავს)
8. ნახევრად ლატვიელი ბიჭი (მგონი ანდრეასი)
9. მე
10. გამცილებელი კუკური
11. გამცილებელი დიტო.

მგონი კიდევ იყო ვიღაც...
და 3 ცხენი

ლიკანში პარკის შესასვლელამდე ნივებით მივედით და გზას გავუდექით.
მალე მე ბათინკებმა ფეხი გადამიხეხა (ეჰ ჩემი უიღბლო მარჯვენა ქვედა კიდური) და ”ბასანოშკების” ამარა დავრჩი. მაგრამ დაილოცოს მათი შემქმნელი, შესანიშნავად მატარა, ერთხელ არ მინატრია დახურული ფეხსაცმელი.
თავიდან აღმართი რთული იყო. მერე აღმართები შემცირდა და სტაბილუერი სიჩქარით მივდიოდი.
გავჩერდით ”ლანჩისთვის” და გემრიელად შევექეცით. ჯაბა ისე გვპატრონობდა, როგორც დედა არ მოუვლის შვილებს.

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის პირვე-მე6 ბილიკები ივლისში

Posted: 15 ივლ 2008, 11:34
by Truli
ვიარეთ ვიარეთ ვიარეთ... ტყეები გადავიარეთ და ყვავილებით აჭრეკლებულ ველებზე ავედით. მარინუსმა მითხრა რომ ამ სიმაღლეზე კობნდენსატი გროვდება და ამით ახსნა ის მოხუთულობა და სიცხე. მართლაც ალაგ ალაგ საუნასავით ცხელოდა, თითქოს საუნაში ბევრი ბალახი შეიტრანესო, ხოლო 2 ნაბიჯში გრილი ნიავი უბერავდა.
გზად უღრანი მაღალი ბალახი შეგვხვდა და ჭინჭრებიც.
საკმაო სიარულის შემდეგ რუსთავი 2-ს ჟურნალისტები წამოგვეწივნენ ნივებით. მალე დანიშნულების წერტილამდეც მივედით - ლომისთის თავშესაფარამდე.
აქ გავიშალეთ, დავწექით, მე ჩემი ჭრილობების დიზიფენქციას შევუდექი.
ჯაბა აქაც დედასავით გვივლიდა, წყალი მოგვიტანა, სუფრა გაშალა კოცონი დაანთო, მწვადები შეწვა (ამ საქმიანობაში დიტოც აქტიურ მონაწილეობას იღებდა).
გაიმართა ქართული სუფრა სადღეგრძელოებით, რომელიც შემდეგ კოცონთან გადავიდა.
მე და მარინუსს მოგვინდა ”ინდიელობანას” თამაშიც, სახელებიც დავირქვითმ, მაგრამ სხვებმა ეს იდეა არ აიტაცეს.
მხიარულად ვიყავით და მალევე დავიძინეთ.
აქ ჯაბას ზრუნვამ ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა. ქოხში ფეჩი იყო ჩართული, და ისე ცხელოდა რომ საძილეებში ძილი რთული იყო...
როგორც იქნა დავიძინეთ. მე ფეხი მაწუხებდა.

დღე 2
დილის 6 საათზე ჯაბამ ლომისმთაზე ამსვლელები გააღვიძა ისე რომ დანარჩენებმა ვერც კი გავიგეთ.
რომ ავდექი, მთაზე წასულები ბრუნდებოდნენ. დილა ისევ ჭრილობებს დაეთმო, საუზმე წესიერად ვერ მოვასწარი.
უკან დაბრუნება 6 ბილიკით იყო დაგეგმილი, მაგრამ ჯაბამ და მარინუსმა ნმითხრეს შენ გაგიჭირდებაო, მე დავღონდი... ცხვირი ჩამოვუშვი... ღია ფეხსაცმელი... ატკივებული დაჩეხილი ფეხი... რა უბედურ ვარლსკვავზე დავიბადე თქო, ასეთი მოუსვენარი სული ასეთ აუწყობელ სხეულში...
მარინუსმა ანაცხადა რომ მუხლი სტკივა და პირველი ბილიკით დაბრუნდება, მეც გამეხარდა რომ მარტო არ მომიწევს იმავე გზით წამოსვლა. ჩვენ დიტოც გამოგყვა ერთი ცხენით.
საკუთარი თავის რეაბილიტაციისთვის ჩემი ზურგჩანთა ცხენს აღარ ავკიდე და წავედით.

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის პირვე-მე6 ბილიკები ივლისში

Posted: 15 ივლ 2008, 11:53
by Truli
ჩამოსვლა უფრო ადვილი იყო რა თქმა უნდა.
მარინუსს თუ მუხლი აწუხებდა მე ინვალიდის ეტლით უნდა ვყოფილიყავი, გიჟივით გარბოდა და ადგილ ადგილ მელოდებოდა.
ჯუნგლები ერთ დღეში უფრო გაზრდილი დაგვხვდა.
მალევე დავეშვით ქვემოთ. ლიკანში არავინ გვხვდებოდა და ფეხით გავუდექით გზისკენ.
ტრასაზე ვეძგერეთ ცივ ლუდს და კარგად დავისვენეთ, რის შემდეგაც მინიბუსით დავბრუნდით ბორჯომში.

ასე დასრულდა დღე მეორე. მესამე დღე კი სხვა თემას ითხოვს მგონი.

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის პირვე-მე6 ბილიკები ივლისში

Posted: 15 ივლ 2008, 12:56
by Mta Mkvarebia
Trulala
თქვენც არანაკლებ საინტერესო ბილიკზე ყოფილხართ, როგორც მივხვდი, მაგრამ მტკიცებულებები მჭირდება :wink: სად არიან მეღილაკმწერები? :wink: კოტე, ინტელა, ბელჯი? ძალიან მინდოდა ყველა ერთად ვყოფილიყავით, მაგრამ მაგ პროექტის იდეა ის იყო რომ ფოტოგრაფებს სხვადასხვა ბილიკის მარშრუტებზე გადაეღოთ სურატები და ჩვენი დაშორებაც ამიტომ მოხდა :)
სულმოუთქმელად ველი გაგრძელებას :D

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის პირვე-მე6 ბილიკები ივლისში

Posted: 15 ივლ 2008, 12:57
by Naia
Trulala
ნაიას დაეზარა მინიბუსით მგზავრობა
ტრული, კი არ დამეზარა, ჩავთვალე, რომ რახან ორშაბათს ტაბაწყურში ვაპირებდით ასვლას, საკუთარი მანქანით წამოსვლა უფრო მოსახერხებელი და ეკონომიური იქნებოდა
მე, მთა, თუთა და გოგა მისი ფირუზათი გავუდექით გზას
ფირუზა თიკოს ჰყავს :) ეს ზურმუხტაა :)

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის პირვე-მე6 ბილიკები ივლისში

Posted: 15 ივლ 2008, 13:24
by Bivrili
Trulala

ძალიან მიყვარს შენი თხრობის სტილი, ისე დეტალურად და თან ხალისიანად აღწერ ყველაფერს მეჩვენება, თითქოს მეც იქ ვყოფილიყავი............

და სურათები?...........

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის პირვე-მე6 ბილიკები ივლისში

Posted: 15 ივლ 2008, 13:42
by Truli
Naia
ბოდიში ნაიკ!!!
თავი ისე მისკდება და კუნთები მტკივა რომ ძლივს ვაბავ აზრებს, თან აქ ლეგენდების თხროვა მიწევს :lol: :lol: :lol: :lol:
ტაბაწყურზე ვინ გახსნას თემა?
Bivrili
მე არ ვიღებ სურათებს, ფოტოგრაფებს დაველოდოთ.

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის პირვე-მე6 ბილიკები ივლისში

Posted: 15 ივლ 2008, 13:46
by Int3lig3nt
Trulala
2. ინტელიგენტი + შლაპა
:D

ბორჯომ-ხარაგაულიდან ჩამოვედი თუ არა, მაშინვე სიგნაჩა შევცვალე.
ყოჩაღ შენ, ძალიან მაგრად იარე :).

სურათებს საღამოს დავყრი სახლიდან.

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის პირვე-მე6 ბილიკები ივლისში

Posted: 15 ივლ 2008, 13:56
by Truli
Int3lig3nt
გმადლობ ;)
ბუმბული შლაპაში კიდევ გაქვს? გჰიხდებოდა.
ველი ფოტოებს!!!

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის პირვე-მე6 ბილიკები ივლისში

Posted: 15 ივლ 2008, 14:19
by TuTa
Trulala
Int3lig3nt

მართლაც გული დამწყდა რომ ჩვენი გზები გაიყო, კარგი იქნებოდა ერთად ლაშქრობა, მაგრამ ყველაფერს თავისი ობიექტური მიზეზები ქონდა :)

უზომოდ მაინტერესებს თქვენი ბილიკის ამბებიც. ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის მრავალფეროვნებამ გამაოცა, ყველა ბილიკის ნახვის სურვილმა შემიპყრო :wink:
გუშინ ღამე სახლში რომ დაღლილ-დაქანცული დავბრუნდი, იმის ნაცვლად ნანატრ ლოგინში სასწრაფოდ დამეძინა, რუკის შესწავლა დავიწყე :shock:

ბოლოს მივხვდი რომ რაღაც მანიაკალური მჭირდა (ნუ ყოველ შემთხვევაში ჩემთვის უჩვეულო :D ), შემეშინდა, შუქი გამოვრთე და სასწრაფოდ დავიძინე :lol:

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის პირვე-მე6 ბილიკები ივლისში

Posted: 15 ივლ 2008, 14:22
by Truli
მე ჩემი ჭრილობა აქამდე ვერ გამოვირეცხე, მაგრამ აღარაა აწითლებული, ანუ ინფექციის საფრთხე ავიცილე

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის პირვე-მე6 ბილიკები ივლისში

Posted: 15 ივლ 2008, 14:27
by Int3lig3nt
TuTa
ყველა ბილიკის ნახვის სურვილმა შემიპყრო
მეც ვეკითხებოდი გამცილებლებს, ყველა ბილიკის სიგრძე რამდენია ჯამში და რამდენი დღე დასჭირდებაო :).

მართლა მაინტერესებს ყველა ბილიკის მოვლა :).

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის პირვე-მე6 ბილიკები ივლისში

Posted: 15 ივლ 2008, 14:37
by Truli
Int3lig3nt
+1
1 და 4 ბილიკები ვნახე... 5 მაინტერესებს :)

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის პირვე-მე6 ბილიკები ივლისში

Posted: 16 ივლ 2008, 00:14
by Int3lig3nt
წავიდნენ სტუმრები და დავიწყებ სურათების დადებას.

მანამდე კი მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო კავკასიკას, ამ ორი ლამაზი დღისთვის :).

ცოტა გული კი მწყდება, კარგი სურათები რომ ვერ გადავიღე (ეს ჩემი ბრალიცაა და ამინდისაც), მაგრამ მართლა მაგარი იყო ყველაფერი.

ჰოდა კიდე არ შემიძლია მადლიერებით არ მოვიხსენიო ჩვენი გამცილებლები, კუკური, დიტო და ჯაბა, რომლებიც ეს ორი დღე ჩვენს გვერდით იყვნენ და შესანიშნავად ასრულებდნენ დაკისრებულ მოვალეობას.

კუკური, ეს პატარა კაცი, დაუზარებლად აკეთებდა ყველაფერს :).
ჯაბა ხო გადაგვყვა საერთოდ, ძალიან კარგი ადამიანია :).

მოკლედ დავიწყებ ნელ-ნელა დადებას, თორე პირველი დაიწყო უკვე...