Page 1 of 10

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის მე2-მე3 ბილიკები ივლისში

Posted: 15 ივლ 2008, 03:29
by GAMARJOBA SAKARTVELO
1. რეგიონი:
ბორჯომისა (ლიკანი) და ახალციხის (აწყური) რაიონები, სამცხე-ჯავახეთი

2. მარშუტის დასახელება:
თბილისი-ლიკანი-აწყური-ბორჯომ-ხარაგაულის-ეროვნული-პარკი-ბორჯომი-თბილისი

3. ხანგრძლივობა:
2 დღე-ღამე

4. სირთულე:
საშუალო, ფრაგმენტულად რთული და ზერთული

5. გასვლის, ლაშქრობის ღირებულება
თბილისი-ბორჯომი-თბილისი 16 ლარი

6. მონაწილეთა რაოდენობა
1ლი დღე ათი, მე2 დღე - 6.

7. 2განიზატორი
კავკასიკა

8. დანიშნულების პუნქტთან უახლოესი დასახლებული პუნქტი:
აწყური, ქვაბისხევი, ლიკანი, ბორჯომი

9. მარშრუტის სიგრძე ტრანსპორტით:
თბილისი-ბორჯომი 152 კმ

10. ფეხით გავლილი მანძილი:
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის მე2-მე3 ბილიკები - აწყური-ამარათის მთა-საღალატო სერი-ოჭორა-აწყური - 46 კმ

11. სანახავი და ყურადღებამისაქცევი ადგილები:
პარკის მცენარეთა და ცხოველთა სამყარო, ხედები, სუბალპური და ალპური ზონები

12. საბანაკე ადგილები:
ამარათისა და სახვლარის ტურისტულ თავშესაფარში, აგრეთვე, ოჭორას მწყემსთა საზაფხულო საცხოვრებელში

13. სასმელი წყალი მარშრუტზე:
მე-2-მე3 ბილიკზე წყალი თავშესაფრებსა და ბოლო საპიკნიკე ადგილიდან 50 მეტრში, ხეობაშია

14. საჭირო აღჭურვილობა, რჩევები:
მოხერხებული ფეხსაცმელი, საწვიმარი, გამოსაცვლელი სამოსი, მზისგან დამცავი ნელსაცხებლები, ქუდი, საძილე ტომარა.
მოკლე შარვლებით ტყეში სიარული არაა სასურველი

15. გასვლისთვის, ლაშქრობისთვის საუკეთესო დრო
აპრილის ბოლოდან ოქტომბრის ბოლომდე

16. რისკები, საფრთხეები:
უმეთვალყურეოდ ყოფნა, ჯგუფიდან ჩამორჩენა გარეული ნადირისგან თავდასხმის რისკს ზრდის.

17. უახლოესი ღირსშესანაშნავი ადგილი, რომელიც დროის გახანგრძლივების შემთხვევაში, შეიძლება,
ამ გასვლის ფარგლებში ინახოს

ლომის მთა და იქვე ეკლესია 1ლ, ნიკოლოზ რომანოვის ბილიკზე, აგრეთვე, აწყურისა და მოქცევის ციხე, ქალაქ ბორჯომის გასართობი პარკი

18. რუქა, ჯი-პი-ეს-მონაცემები
http://www.borjomi-kharagauli-np.ge/reg ... -large.jpg
http://www.borjomi-kharagauli-np.ge/tra ... -large.jpg
ლიკანი: 41° 49' 80 43° 22' 0
აწყური 41° 57' 26, 45° 22' 35"

19. სასარგებლო საკონტაქტო ინფო:
კავკასიკა PM-ით.
მცველი (რეინჯერი) ზურაბი 855595046
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაცია
8 367 2 21 17
8 99 233449
935119

20. გასვლის, ლაშქრობის შეფასება 10ბალიანი სისტემით
სა2განიზაციო მხარე -
9,5;
მონახულებული გარემო - 9

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის მე2-მე3 ბილიკები ივლისში

Posted: 15 ივლ 2008, 04:20
by GAMARJOBA SAKARTVELO
შაბათს კავკასიკამ და ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაციამ ტურისტული
სეზონის სარეკლამოდ ჟურნალისტები, ფოტოგრაფები, ლაშქრობისა და
ჯანსაღი ცხოვრების მოყვარულების
გარკვეული ნაწილი დაპატიჟა. მათ შორის იყვნენ კარაველები: ელი-ელი-კოტეტბელი, ბელჯი, ინტელიგენტი,
ტრული, მთაშენკა, ნაია, ტუტა-თუთა.
მეც სიამოვნებით გავეშურე.

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის მე2-მე3 ბილიკები ივლისში

Posted: 15 ივლ 2008, 04:24
by GAMARJOBA SAKARTVELO
თავდაპირველად, მინიბუსით 1ად წასვლა გადავწყვიტეთ. 12 ივლისს (2008) დილის 8ის ნახევრაზე მეტრო "დიდუბესთან" შევიკრიბეთ.
ნაის ზურმუხტას დატოვება დაეზარა, ამასთან, ბორჯომის რაიონში სხვა ადგილების სანახავად 2შაბათსაც
დარჩენა მოინდომა და მისი მანქანით მთაშენკა, ტუტა-თუთა, ტრული და მე გავეშურეთ.
დილის 10ზე ყველანი ბორჯომ-ხარაგაულის ადმინისტრაციულ შენობასთან ვიყავით. იქვე სხვა და სხვა ბილიკებზე
სასიარულოდ გადაგვანაწილეს.
მანქანის თანამგზავრებიდან მოტეხილი ფეხის გამიზეზების თავიდან ასარიდებლად, ტრული 1ლ
ბილიკს დაადგა, რომელსაც რომანოვის ბილიკსაც ეძახიან.
ჩვენ ბოკელები შემოგვი1დნენ და კავკასიკასა და პარკის მცველებს ზურასთან და ნიკოსთან 1ად, 10ნი შევიქენით და
მე2 ბილიკს, იგივე ანდრია პირველწოდებულის ბილიკს (აწყურიდან მარელისამდე) დავადექით,
რომელიც 16 კმის მანძილზე მე3 ბილიკიც არის. გზა მათ შორის ამარათის მთასთან (1531 მ) იყოფა,
ბოლო 2-3 კმტში, ბაღის ჭალასთან კი მე2 და მე3 ბილიკები ისევ უ1დება.

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის მე2-მე3 ბილიკები ივლისში

Posted: 15 ივლ 2008, 04:27
by GAMARJOBA SAKARTVELO
ინტერვიუების გამო, ბილიკზე ასვლა შუა დღით დავიწყეთ. მალევე ნიამორების მოსაშენებელი საჩიხე ვნახეთ.
საღამოს 8სთზ უკვე 16 კმ გვქონდა გავლილი და ამარათის თავშესაფარში გავჩერდით.
გზად, რა თქმა უნდა, არაჩვეულებრივი ხედები იყო.
მე2 დღეს დილის 5ზე წამოვდექით. ბოკელი ფოტოგრაფები, კავკასიკა და გამყოლი ნიკო მე3 ბილკს დაადგნენ.
ჩვენ 6ნი დავრჩით - ნაია, ტუტა-თუთა, მთაშენკა, ზურა გამყოლი, მისი 9 წლის ყოჩაღი გიორგი და მე.
საღალატო სერამდე, რომელიც სუბალურიდან ალპურ ზონაში გადადის, დაახლოებით 6 კმ ავიაღმართეთ.
სამეცხვარეო მთამდე, რომელიც ბორჯომ-ხარაგაულის ყველაზე მაღალი ადგილია - 2643 მეტრია ზღვის დონიდან,
ძლიერი ნისლისა და საღამოს აწყურში ვერ ჩასვლის საფრთხის გამო, აღარ ავედით და 24 კმიან
დაღმართ-აღმართ-დაღმართს დავადექით. ალაგ-ალაგ სიარულში ცხენიც დავიხმარეთ.
გზად ოჭარელმა მწყემსებმა გემრიელ ციკანზე დაგვპატიჟეს. ყოველ პეტრე-პავლობას ვკლავთ თხას და ციკანსო.
შებინდებამმდე აწყურის მცველთა თავშესაფარში ვიყავით. სხვა ბილიკზე მყოფი კარაველები
უკვე თბილისის გზაზე იდგნენ. მხოლოდ ტრული დარჩენილიყო. აწყურიდან ბორჯომში კავკასიკასთან წავედით, მოვწესრიგდით, ვივახშმათ და სა2შაბათო გასვლისთვის მოვემზადეთ.
თუ რა გასვლა იყო, ამას სხვა დროს მოგახსენებთ.

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის მე2-მე3 ბილიკები ივლისში

Posted: 15 ივლ 2008, 06:08
by GAMARJOBA SAKARTVELO
ასეა თუ ისე, ნაიამ, მთაშენკამ და ტუტა-თუთამ 2 დღეში 46 კმ იარეს და საკმაოდ მხნედ დაბრუნდნენ.
თუმცა, გამოტყდნენ, რომ გვცოდნოდა, ამდენი უნდა გვევლოო, ნამდვილად არ წამოვიდოდითო.
მკდ, ძN იყოჩაღეს

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის მე2-მე3 ბილიკები ივლისში

Posted: 15 ივლ 2008, 08:53
by ნიმფა
გიხილეთ მეგობრებო რუსთავი 2-ზე:)

გიცქერთიდ და სიხარულისგან ვჭყლოპინებდი:)

კავკასიკა, გოგა, ინტელიჯენტი, კოტეტბელი, გერმანელი მარინო, ნაია გამოჩნდნენ.

ნაია ძალიან ლამაზი იყო :D

გიორგი მელიქიშვილიც გამოჩნდა კარგად :D

მოკლედ, სინტერესო გასვლა იქნებოდა ძალიან და ველი სურათებს და შთაბეჭდილებებს :)

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის მე2-მე3 ბილიკები ივლისში

Posted: 15 ივლ 2008, 10:19
by Truli
მე პირველ ბილიკზე ვიყავი ამიტომ სხვა თემას გავაკეთებ ;)
მაგარი იყო

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის მე2-მე3 ბილიკები ივლისში

Posted: 15 ივლ 2008, 10:58
by Mta Mkvarebia
ეს სამდღიანი მოგზაურობა ჩემთვის ერთერთი დასამახსოვრებელი და გამორჩეული ლაშქრობა იყო, დიდი ხნის განმავლობაში რომ მემახსოვრება. ემოციებით დამუნჯებული ვარ. რა ადგილებში ვიყავი! რა ხალხთან ერთად! ვხვდები რომ წერა მიჭირს, იმდენი რამ მინდა დავწერო, რომ ვერაფერს ვწერ. სრულიად მოულოდნელად რომ შემომთავაზა გოგამ მათი სამუშაო პროექტის ფარგლებში ბორჯომ-ხარაგაულში წასვლა, გამიხარდა, მაგრამ ცოდვა გამხელილი ჯობია და ის უფრო მიხაროდა, რომ კარველებთან ერთად მივდიოდი. ბორჯომ-ხარაგაულზე ძალიან ზედაპირული წარმოდგენა მქონდა, არ ვიცი იმ რამდენიმე თემამ რაც კარავზე გახსნილა ამ პარკის შესახებ, ვერ მომცა სათანადო ინფორმაცია რომ ზოგადად წარმოდგენა შემქმნოდა მომავალ მარშრუტზე თუ წელიწადის ამ პერიოდშია ასე ლამაზი ის ადგილები, მაგრამ ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა და ერთი რამ დანამდვილებით ვიცი, რომ უბედნიერესი ადამიანი ვარ რომ ეს სამი დღე იყო ჩემს ცხოვრებაში :D . დიდი მადლობა გოგას, ნაიას და, რა თქმა უნდა, კავკასიკას. ამ ადამიანით აღფრთოვანებული ვარ და ჯობია მისი ქება-დიდება აქ შევწყვიტო, თორემ თუ დავიწყე, ვეღარ გავჩერდები :D.
გოგამ დაწერა, გოგოებმა თქვეს, რომ გვცოდნოდა ასეთი გრძელი მარშრუტი გვექნებოდა, შეიძლება არ წამოვსულიყავითო. ნაწილობრივ არ დავეთანხმები. ახლა რომ ვიცოდე, რომ ზუსტად იმავე მარშრუტზე (თუნდაც იმაზე გრძელზე- სამეცხვარეოს ჩათვლით) მივდივარ იმავე ხალხთან ერთად დიდი სიამოვნებით წავიდოდი :D, სულ ხტუნვა-ხტუნვით, ისევე როგორც ვიარე ის 46 კილომეტრი :wink:

რადიკალ.რუ-ზე ეტყობა დღესაც პროფილაქტიკური სამუშაოები გრძელდება (არადა გუშინ უნდა დაესრულებინათ) როგორც კი ჩაირთვება, სურათების დადებას დავიწყებ :D .

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის მე2-მე3 ბილიკები ივლისში

Posted: 15 ივლ 2008, 13:11
by TuTa
მართლაც დაუვიწყარი იყო ეს გასვლა, ჯერ კიდევ ბოლომდე არ გამიაზრებია ნანახი და ნაგრძნობი :) და რაც მთავარია ისეთ ხალხთან ერთად, რომლებთანაც მართლაც ცხრა მთას გადალახავ :wink: დიდი მადლობა ყველას

განსაკუთრებით გამიხარდა კავკასიკას გაცნობა, მოხიბლული ვარ ამ ადამიანით, მინდა წარმატებები ვუსურვო ყველა მის საქმიანობაში და იმედი მაქვს მომავალში უფრო ხშირად მექნება მასთან ერთად ლაშქრობის შესაძლებლობა

ჩემთვის პირადად აღმოჩენებით სავსე იყო ეს სამი დღე
პირველი ღამე საძილეში
პირველი აღფრთოვანება დეკათი
გაოცება რომ შემიძლია ამდენი ვიარო ფეხით და დაღლილობის მიუხედავად გარემოთი ტკბობის გრძნობა არ დავკარგო, პირიქით ...
პირველი გასეირნება ცხენით

გაგრძელება და ფოტოები იქნება :wink:

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის მე2-მე3 ბილიკები ივლისში

Posted: 15 ივლ 2008, 13:20
by Bivrili
გიხილეთ დღეს დილით რუსთავი 2- ზე...........

მშვენიერი სიუჟეტი იყო............

მოუთმენლად ველი თქვენს სურათებს.................

განსაკუთრებით მაკროებს და პანორამებზე შეყვარებული კაცის პანორამებს..............

და კიიდევ პოზირების მოყვარული უმშვენიერესი რეპტილიების ფოტოებს............

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის მე2-მე3 ბილიკები ივლისში

Posted: 15 ივლ 2008, 13:26
by Mta Mkvarebia
Bivrili wrote:განსაკუთრებით მაკროებს და პანორამებზე შეყვარებული კაცის პანორამებს..............

და კიიდევ პოზირების მოყვარული უმშვენიერესი რეპტილიების ფოტოებს............
მაშინ მეზობელ თემაში (I ბილიკი) უნდა მიბრძანდეთ გენაცვალე :wink: ინტელა I-VI ბილიკებზე იყო, პანორამების და მაკროების ოსტატი ეგ არის :) ჩვენთან პროფესიონალი კარველი ფოტოგრაფი მხოლოდ გოგა იყო, მაგრამ გოგა სანამ ერაყიდან ჩამოვა ფოტოებს ვერ დადებს. ასე რომ ჩემი, არაპროფესიონალური, თან მობილურით გადღრებული სურათებით მოგიწევთ დაკმაყოფილება :wink:

კიდევ იყვნენ ჩვენთან (პირველი დღეს) ბოკლეი ფოტოგრაფები, გიაკო (გიორგი) და პესო (ბესო) მაგრამ ისინი კარველები არ არიან და როგორც შეგვპირდნენ, ატვირთული ფოტოების ლინკს თუ მოგვაწვდიან, მერე ჩვენ ავტვირთავთ :) .

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის მე2-მე3 ბილიკები ივლისში

Posted: 15 ივლ 2008, 13:31
by Ninukala
ჩემო კარგო მეგობრებო, ერთი სული მაქვს ამ ლამაზი ლაშქრობის ფოტოებს როდის დაყრით.... ასეთ აღფრთოვანებულებს რომ გხედავთ მიხარია და ველი გაგძელებას ;)

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის მე2-მე3 ბილიკები ივლისში

Posted: 15 ივლ 2008, 15:13
by Mta Mkvarebia
რადიკალ.რუ-ს ალტერნატიული სერვერი მასწავლა ინტელამ და ვიწყებ თხრობას და სურათების დადებას :D .

როგორც აღმოჩნდა შეხვედრის ადგილზე 7 საათზე, ნახევარი საათით ადრე მივედი. მეტყობა არა როგორ მოლოდინი მქონდა ამ ლაშქრობის :wink: ცოტა ხანში ყველა შევიკრიბეთ: ტრულალა, გოგა, ნაია, თუთა კოტე, ინტელიგენტი, ბელჯი, კოტეს პლიუსი, ფოტოგრაფი გიორგი, და ორი ბოკელი ფოტოგრაფი გიაკო და პესო იგივე გიორგი და ბესო. მერე მოულოდნელად აღმოჩნდა, რომ ნაწილი ნაიას ზურმუხტათი გავემგზავრებოდით ბორჯომში. ჩვენი გზები ბორჯომ-ხარაგაულის ტყე პარკში შეერთდა. ვნახეთ კავკასიკა და მარიუსი, რომლის გაცნობაც შატილში მოვასწარით.
გიომ მუზეუმი დაგვათვალიერებინა.
Image

Image

Image

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის მე2-მე3 ბილიკები ივლისში

Posted: 15 ივლ 2008, 15:25
by Mta Mkvarebia
მერე განვიხილეთ სხვადასხვა მარშრუტის ვარიანტები და გადავწყვიტეთ, ვინ რომელ ბილიკზე წასულიყო. რადგან ამ ვიზიტის მთავარი იდეა მომავალი გამოფენისათვის სხვადასხვა პეიზაჟების შემცველი ფოტოების გადაღება იყო, ჯგუფის წევრები სხვადასხვა ბილიკებზე გაუშვეს. გოგა, ნაია, მე, თუთა, კავკასიკა, გიაკო და პესო ჩვენს გამყოლებთან - ზურასთან ნიკოსთან და პატარა გიოსტან ერთად მეორე-მესამე ბილიკს უნდა შევდგომოდით. რადგან ტრულალას ფეხი შეიძლება გამიზეზებოდა, ჩვენს მარშრუტზე წამოსვლა კავკასიკამ არ ურჩია და პირველ-მეექვსე ბილიკზე გაუშვა ინტელიგენტთან, კოტეტბელთან, ბელჯისთან, მარიუსთან და სხვებთან ერთად.

ჩვენი ბილიკი სოფელ აწყურიდან იწყებოდა. ესეც აწყურში რეინჯერების კოტეჯი.
Image

Image

Image

კავკასიკა, გიაკო, პესო და კავკასიკას მაილო. ძაღლი და პატრონი ასე უგებდნენ ერთმანეთს , ცხოვრებაში პირველად ვნახე. ადამიანივით ელაპარაკებოდა და ისიც ყველაფერს უჯერებდა :shock:

Image

ფოტოგრაფების გარდა, სხვადასხვა ბილიკი რუსთავი 2-ის დილის გადაცემის ჟურნალისტებმაც მოინახულეს და მარშრუტების მონაწილეებს ინტერვიუ ჩამოართვეს.

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის მე2-მე3 ბილიკები ივლისში

Posted: 15 ივლ 2008, 15:27
by Truli
Mta Mkvarebia
იმ კარგ გერმანელს მარინუსი ჰქვია :lol: