ეს ლაშქრობა ასე იწყებოდა....
12-ში 6 საათზე რესპუბლიკის მოედნიდან გავეშურეთ... გაგვაცილა ლამამ....
მოკლედ. გადავწყვიტეთ გვენახულა ხევსურეთი. ჯგუფი შედგებოდა ისეთებისგან, რომლებსაც არ ჰქონდათ ნანახი ხევსურეთი და იმათგან, რომლებიც უკვე რამოდენიმეჯერ ნამყოფი იყო. ამიტომაც ერთს შატილი ნახვა აინტერესებდათ, ხოლო მეორეებს მივიწყებული, არაგაპიარებული, ანუ ნაღდი ხევსურეეთის. ლაშქრობა ისე დაიგეგმა, რომ ყველა კმაყოფილი ყოფილიყო და გზაში დაღლას თუ ჩავთვლით და აცაბაცას საათსაც და ფოტოაპარატს არ ჩავთვლით, ყველა მოხიბლული დაბრუნდა ხევსურეთიდან
მივყვეთ როგორც წესი და რიგია...
1. რეგიონი: პირიქეთა ხევსურეთი
2. მარშუტის დასახელება:
1. დღე 1. თბილისი-დათვიჯვარი-შატილი-მუცო-არდოტის ჭალა
დღე 2. არდოტის ჭალა-ანდაქი-არდოტი-მუცოს ძირში გავლა-ხევსურეთის მუზეუმი კორშაში-თბილისი
2. დღე 1. თბილისი-დათვჯვარი-ძველი ხახაბო, ახალი ხახაბო-არდოტის ჭალა
დღე 2. იგივე რაც პირველ ჯგუფს
3. ხანგრძლივობა: 2 დღე
4. სირთულე: 1 ვარიანტი - საშუალო (მეორე დღეს თუ გავითვალისწინებთ), 2 ვარიაინტი შედარებით რთული
5. დანიშნულების პუნქტთან უახლოესი დასახლებული პუნქტი: არდოტი
6. მარშრუტის სიგრძე ტრანსპორტით: 6 საათის სავალია თბილისიდან
7. ფეხით გავლილი მანძილი: დათვიჯვრიდან 11-ზე დავშრდით და 7-ზე არდოტში შევხვდით. ანდაქში მისვლას 1 საათი დაგვჭირდა... (დაკოტაში საათობით ზომავენ მანძილს

8. სანახავი და ყურადღება მისაქცევი ობიექტები: ხევსურეთის მუზეუმი კორშაში, დათვიჯვრის უღელტეხილი, შატილი, ანატოლის აკლდამები, მუცო, არდოტი, ბახვა, ანდაქი, არქილი, ძველი და ახალი ხახაბო, ხევსურეთის ცა დღისით და ვარსკვლავებით მოჭედილი ღამით, უამრავი ყვავილი, მთას შერჩენილი ხევსურები
9. საბანაკე ადგილები: არდოტის რიყეზე დავბანაკდით. მუცოსთანაც შეიძლება.
10. სასმელი წყალი მარშრუტზე: არის, საკმარისზე მეტი
11. საჭირო აღჭურვილობა, რეკომენდაციები: ფარანი, საწვიმარი, ხახაბოდან წამოსვლის შემთხვევაში უნდა გაითვალისწინოთ რომ მუხლამდე წყალში რამოდენიმეჯერ მოგიწევთ შესვლა, მდინარეს ერთი ნაპირიდან მეორეზე წყლით გავდი-გამოვდიოდით. წყალში გატოპვების გამო მე ღია ფეხსაცმელი შევარჩიე, მაგრამ დაღმართზე სიარული ამით რთული იყო. სჯობდა ბოტასი ან ჩექმა ჩამეცვა, წყალში გასატოპად გამეწირა, სამაგიეროდ ფეხიც მყარად მექნებოდა დადგმული დაღმართზე სიარულისას და ბალახებში გავლისასაც ჭინჭრები ნაკლებად შემაწყხებდნენ. ტანისამოსი აგრეთვე გრძელტოტებიანი, თორემ ჯინჭარაულების საუფლოში ჭინჭარი საკმარისზე მეტი იცის

12. სასარგებლო საკონტაქტო ინფო: მურღვა, იგივე ნიკო არდოტელი, უშანგი, ufo, კავკასიკა
13. უახლოესი ღირსშესანაშნავი ადგილი, რომელიც შეიძლება ინახოს ამ გასვლის ფარგლებში, დროის გახანგრძლივების შემთხვევაში
ერთი იდეა არ მასვენებდა. პირიქეთადან დაბრუნებისას აბუდელაურზე ავსულიყავი და იქიდან ჯუთას გადავსულიყავი, მაგრამ გაამხსენდა, რომ 15-ისათვის რაღაცა მზად უნდა მქონდეს და პირადი სიამოვნების გამო საქმის გაფუჭება არ მოსულა და დავანებე მაგაზე ფიქრს თავი...
14. რუქა:
