სვანეთობა 2008
Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia
- Mta Mkvarebia
- მარგალიტი
- Posts: 9960
- Joined: 23 აგვ 2007, 12:23
- Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
სვანეთობა 2008
თქვენ გაიხარეთ,ჩემო ძვირფასებო,
ასე გააგრძელეთ , გულზე კი მხეთქავთ, მაგრამ... იმედია, მეც მეღირსება სვანეთის ნახვა .
ასე გააგრძელეთ , გულზე კი მხეთქავთ, მაგრამ... იმედია, მეც მეღირსება სვანეთის ნახვა .
სვანეთობა 2008
მჟავე წყალი ძან მაგარია, ეგ მემგონი სკოლის ეზოშია არა გადაღებული? სვანურათ სგიმი ქვია.Monadire wrote:მჟავე წყალს დაწაფებულნი: ამეთვისტო,ბელა(ვითიბი),გიორგი(მორჩა)
სვანეთობა 2008
რომელ ხერგიანთან გათიეთ ღამე? მეც ხერგიანების ოჯახში ვისვენებ ხოლმე და სუყველას ვიცნობ,Monadire wrote:
ხერგიანების ულამაზესი სახლი რქებით დამშვენებული აივნით
სვანეთობა 2008
ამათ უყურე ერთი რა დრო უტარებიათ
ოჰ მალე გავგიჟდები ამ ლაშქრობების ყურებით (და მხოლოდ შორიდან ყურებით)
ოჰ მალე გავგიჟდები ამ ლაშქრობების ყურებით (და მხოლოდ შორიდან ყურებით)
სვანეთობა 2008
არც ერთ ხერგიანთან ღამე არ გაგვითევიაt.d wrote: რომელ ხერგიანთან გათიეთ ღამე?
უბრალოდ ნაზო ხერგიანს შევუარეთ და....
სვანეთობა 2008
ტორიას, პატერ, ტორიას...
როგორც ვთქვი, `მეზირ თარგლეზელ~-თან გოგოები არ მიგვიშვეს. შესვლა კი არა და, შორიდან მოუარეთო, გვითხრეს და თვითონ იმისთანა ღირსებით წავიდნენ, იფიქრებდით, ტორეადორები ხარებთან საბრძოლველად მიდიანო.
ჰმ! ხარებთან! კი, აბა!
რას ვიზამდით, ისევ მოვიკიდეთ ზურგჩანთები და იმ გორისკენ გავემართეთ, სადაც წყარო იყო და მწყემსების ქოხები, _ ქარიშხალი რომ ამოვარდეს, შევეფარებითო, გვარწმუნებდა აბალდუი, თუმცა კი, იმ ქოხებს სახურავიან-გვერდებიანად იმისთანა ღრიჭოები ჰქონდა, აი, ის ბორშში ჩავარდნას გადარჩენილი გოჭი თავისუფლად გაეტეოდა...
აბალდუი ეკლესიაში შევიდა თუ არა, აღარ მახსოვს, ფაქტია, რომ მეორე გორაზე დაგვხვდა ხარებით გარშემორტყმული.
კაცობრიობის ისტორიაში გადატრიალება მოახდინა არქეოლოგ მარსელინო საუტუოლას 10 წლის ქალიშვილის შეძახილმა: ტორიას, პატერ, ტორიას! და საუტუოლამ გამოქვაბულში პირველყოფილ ადამიანთა ნახატები აღმოაჩინა. ის ბიზონები დღემდე უყვარს კაცობრიობას, რომელ ენციკლოპადიასა და კატალოგში აღარ ხატავენ! მაგრამ როცა ოთხმა გოგომ მეზირის მთაზე ხარებით გარშემორტყმული ბალდუი დავინახეთ, დაგვიჯერეთ, ის გამოქვაბულის ბიზონები მაგრად არ გვიყვარდა!
აბალდუიმ შორიდანვე დაგვიძახა, არ შეგეშინდეთ, მშვიდად წამოდითო. წითელი არავის გვეცვა და წავედით. აბალდუი დიდად მოწყენილი დაგვხვდა: ფოტოაპარატი დავკარგეო. როგორ დაკარგე, ხელში არ გეჭირაო? ჟაკეტის ჯიბეში მედოო და რაკი ჟაკეტი წითელი იყო, ხარები რომ არ გაღიზიანებულიყვნენ, გზადაგზა გადმოვაბრუნე და ისე ჩავიცვიო, ეტყობა მაშინ ამომვარდაო. ჩვენი ფოტოებიო? შევიცხადეთ. ფოტოები კი არა, აპარატი მარიამმა მათხოვაო, მოსთქვამდა აბალდუი...
ამ ლაპარაკში ხარებმა ძოვა შეწყვიტეს, თავები ასწიეს და მთელი ტანით ჩვენსკენ მოტრიალდნენ. რამდენი ხარი იყო, არ დაგვითვლია, მაგრამ მთელი ჯოგი იყო, მერწმუნეთ! ნელ-ნელა გარს შემოგვერტყნენ და წრეც ნელ-ნელა შეავიწროვეს! ვაიმეეეე, ალყაში გვაქცევენოოოო! გულგახეთქილმა იყვირა ნუსამ და ბალდუის მიეკრო. ამ დროს ერთმა ახალგაზრდა მოზვერმა გადაწყვიტა მუხლი გაეშალა და გოგოებისთვისაც თავი მოეწონებინა და კუნტრუშ-კუნტრუშით პირდაპირ ჩემსა და ნამცეცუნასკენ წამოვიდა. ჩვენ ცოტა მოშორებით ვიდექით აბალდუისგან. ვის რისი ეშინია, არ ვიცი, მაგრამ რქებმოღერებული ხარის დანახვაზე რომელი შეიკავებდით თავს, მითხარით, რა! ვიკივლეთ მე და ნამცეცამ, სამი ნახტომი გავაკეთეთ პირდაპირ დეკის ბუჩებში და ჩვენც აბალდუის ამოვეფარეთ მეტეხის ციხის კედელივით. ხარები იდგნენ. ჩვენც ვიდექით. ნელ-ნელა გავიჩოჩეთ უკან და ამ დროს შორიდან ვითიბი გამოჩნდა. აუ, ეს მარტოა და გული გაუსკდებაო, ვთქვით და ძახილი დავუწყეთ, ნუ მოდიხარ, მანდ გაჩერდი, ნუ მოდიხარო. ბელა ვარ, ბელაო, იძახდა ვითიბი, თქვენიანი ვარ, თქვენიანიო. ის ხარები ჯერ შემჩნეული არ ჰყავდა, თორემ მარსელინო საუტუოლას ქალიშვილის შეძახილი მონაგონი იქნებოდა ვითიბის სოპრანოსთან! ვითიბი რაღაცას მიხვდა და გაჩერდა. აბალდუიმ ჩვენ ვითომ სამშვიდობოს გაგვიყვანა და ახლა მის საშველად დაიძრა. მამაცი იყოოოო, როგორც რომ ზეზვა გაფრინდაული ბახტრიონის ომში!...
სანამ ბიჭები მოვიდოდნენ, ის მწყემსების ქოხებიც დავათვალიერეთ და კიდევ ერთხელ შეშინებაც მოვასწარით _ ხარები უკან გამოგვყვნენ. ჩანთები დავყარეთ და ქოხის სახურავზე ავძვერით. ერთი ხარი მოგვიახლოვდა, იდგა და გვიყურებდა. მეორე შორიახლოს გაჩერდა და მოვლენების განვითრებას დაელოდა. სახურავიდან გადმოკიდებული ფეხებიც ავკეცეთ და გულში ვფიქრობთ, ერთი გემრიელი გამოქანება და ამ დაფხავებულ ქოხს ხარის რქები სულ ნაფოტებად აქცევსო...
ხარმა ჩვენი ჩანთები დასუნა და ვერ გეტყვით, რა მოეწონა და რა არა, მშვიდად გაბრუნდა უკან.
ეკლესიიდან ამოსულ ბიჭებს ქოხის სახურავზე მსხდომნი დავხვდით...

უშბა არ დაგავიწყდეთ!
შეიძლება ითქვას, რომ კარვები პირდაპირ უშბის წინ გავშალეთ. ღამდებოდა და ვინც კარავს არ შლით, წადით და შეშა შეაგროვეთო, ასეთი ბრძანება მივიღეთ. მე, თამუსია და თინეიჯერები დავტრიალდით. შეშა კი შევაგროვეთ, კოცონის დანთებაც მოვახერხეთ, მაგრამ კარგად რომ ჩამობნელდა, მაშინ მივხვდით, რომ მინდორი დანაღმული იყო! ხან ვისი შეკივლება ისმოდა, ხან ვისი, გოგოს და ბოჭის გარჩევა არ იყო, ხარების ფუნაში მორიგეობით ვეფლობოდით! ყოველ ფეხის ნაბიჯზე ფეთქდებოდა! განსაკუთრებით იმ ადგილებში, სადაც კოცონი გვენთო. (ჩანადირს არ უყვარს ეს სიტყვა, მაგრამ აქ უნდა ვიხმარო) _პარალონები პირდაპირ ნეხვებში გვეფინა!
ჯნოსის ჭაჭის დალევას საშველი დაადგა, მორჩაძემ რომ ხელით ამოიტანა 2200 მეტრზე ზღვის დონიდან!
მერე ვისხედით და ვარსკვლავებს ვითვლიდით და დიდსა და პატარა დათვებს ვცნობდით მხოლოდ. მერე რა, რომ პური არ გვქონდა! სამაგიეროდ ყველი გვქონდა და კეთილი გულები! და აბა, მშრალი სუპები არ მეყიდა! სულგუნები იმდენი იყო, პირდაპირ ცეცხლზე ვწვავდით. მშრალი სუპები კი ვერმიშელის ეფექტს იძლეოდა და ძეხვზეც მიდოდა და შპროტზეც. მე და თამუსიამ ჩვენი რკინის ფინჯნები გავწირეთ და პირდაპირ კოცონში ვდგამდით, ნაკვერჩხალზე. და ვინ უყურებდა რომ იმ წყალში ფერფლი და ნაცარი ერთად ეყარა, ყავადაც კარგად დაილია და ჩაიც დიდებული გამოვიდა!
ღამით, მე რომ ისევ გათიშულს მეძინა, ნუსამ იგრძნო როგორ მოვიდნენ ხარები ჩვენს კარავთან, დაგვსუნეს, გვერდები მოიფხანეს და მშვიდად წავიდნენ.
დილით ყველა კარავი ადგილზე იყო.
დილით ლამამ გვითხრა, რომ არსადაც არ გვეჩქარებოდა და შეგვეძლო რადენიც გვინდოდა გვძინებოდა, გვებანავა და გვეკოტრიალა უშბის ძირას.
ჯნოსი დროდადრო გახედავდა ხოლმე ჩვენს წინ ასვეტილ მთას და შეგვიძახებდა: `უშბა არ დაგავიწყდეთ!~
რა დაგვავიწყებდა!
ვისხედით და ვუყურებდით.
ჩანჩქერი შ"დგრაც ჩანდა მეზირის მთიდან, შორიდანაც კი ვარჩევდით, როგორ მოქუხდა.
მერე ლამამ ის მარშრუტი დამანახვა, რა გზითაც ორი წლის წინ ზალიკო ქიქოძე, მერაბ ხაბაზი და გეგე ოთარაშვილი ავიდნენ ჰოლანდიელებთან ერთად და სამწუხაროდ, მერაბი და ზალიკო დაიღუპნენ. მაშინ `ახალ ვერსიაში~ ვმუშაობდი და ამ ფაქტზე მე მომიწია წერა...
საღამომდე ვისხედით მეზირის მთაზე და უშბა არ გვავიწყდებოდა! მონადირემ, მორჩამ და თინეიჯერებმდა იმ ტბაშიც იბანავეს, ეკლესიასთან რომ იყო. გოგოებმა წყაროს შეუშვირეს ტან-ფეხი, ზოგმა თავიც, მოკლედ, ნუსას `ჯონსონის~ შამპუნი ტყუილად არ უტარებია.
მეორე სიმღერა, რომელიც ჩვენ ლაშრობას დაებედა, `ცოლი გამოდიდგულდა~ იყო. მორჩაძე იწყებდა ხოლმე ქართლელი გლეხის ხმით: ცოლი გამიდიდგულდააა, იქით გადამიბრუნდაააა, აღარ გადმომიბრუნდააა...
ნეტა რას ბრუნავს ეს ქალიო, ბუზღუნებდა ნამცეცა, დიდი ქარფშუტა ვინმეა, კაბისა და ბაღდადის გულისთვის ტრიალებს წინ და უკანო? ჰო, 21-ე სუკუნეში ნამცეცა რას წარმოიდგენს გლეხის ქალის მიზანმიმართულ ინტრიგებს?!
ფაქტია, ჯერაც უცოლოდ მოსიარულე ჩვენს მოლაშქრეებს კი ცოლის გადიდგულების ამბავი დიდად ხვდებოდათ გაუდიდგულებელ გულებზე და ვითომ ხუმრობით, სინამდვილეში კი შიშით ამბობდნენ _ აზრზე ხარ, ცოლი რომ იქით გადაგიბრუნდება, როგორ ტეხავსო?
ჰეიიი, ჯერ სად არიაააან...

პოკაჰონტას , ასე მგონია თითქოს რამე ნაწარმოებს ვკითხულობ, რა მაგრად წერ
სვანეთობა 2008
მოვიჩქაროდი შენკენა....
მოვდივარ და ვკითხულობ, ვკითხულობ და მინდა რომ არ დამთავრდეს, არ დამთავრდეს ზღაპარი სვანეთზე....
რა საოცარი გმირები ყავს ამ ზღაპარს და და რა საოცარია ზღაპრის პეიზაჟი....
ვკითხულობ და ვგრძნობ იმ მთების სიდიადეს, მესმის იმ წყაროს ხმა და თქვენი კისკისი, ვხედავ თქვენს დაღლილ, თუმცა გაბრწყინებულ თვალებს და
უნებურად ჩემი თავი სვანეთში მგონია, მგონია, რომ ყველაფერს ხელით შევეხები, მგონია ,რომ მეც თქვენთან ერთად ვარ ზღვის დონიდან 2200 მეტრზე და მიხარია!
ძალიან მიხარია! თქვენი სიხარული მიხარია!
დიდი მადლობა ბელა

ამ სურათის არ დადებას ნამდვილად ვერ ვაპატიებდი საკუთარ თავს
გიგასნაირად ვერავინ ვერ იძახდა აააააამირაან!

აუ ნეტა აქამდე სად ვიყავი?
სვანეთობა 2008
მაშველი რაზმი მალევე გაცნდა და დაიწყეს ქვების ჩაყრა .ოდნავ იკლო მდინარის დონემ ,მაგრამ გადასვლა მაინც შეუძლებელი იყო.ჩვენც სხვა გზა აღარ დაგვრჩენოდა გარდა კუდამოძუებული გამობრუნებისა
აუ ნეტა აქამდე სად ვიყავი?