სეზონის გახსნა პირიქითა ხევსურეთში!

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
სეზონის გახსნა პირიქითა ხევსურეთში!

Post by Naia » 07 ივლ 2008, 11:59

მუცოზე ჩვენ რომ მივედით ჯგუფის ნაწილი ასული იყო. ნაწილი კი ახლა აპირებდა ასვლას. ჩვენც მათთან ერთად ავედით. უკვე პირველი საათი ხდებოდა და დავთქვით, რომ მუცოდან მაქსიმუმ 2 საათზე ჩამოვიდოდით, რათა ბანაკში, შეთანხმებისამებრ, 3 საათისთვის მიგვესწრო მისვლა.

ვჩქარობდით, რადგან წინა დღეებში გოგამ ტელეფონით აიკლო დუშეთის გამგებელი და საგზაოს უფროსი. მათი ინფორმაციით გზა კარგი იყო გარდა ნაზვავარისა, სადაც ტექნიკური ჯგუფი მუშაობდა. სამწუხაროდ, ეს ჯგუფი კვირას ისვენებს და ზვავთან არავინ არ უნდა ყოფილიყო. გოგას დაჟინებული მოთხოვნის შემდეგ ადგილობრივი ხელმძღვანელობა დაგვთანხმდა, რომ საგზაო სამუშაოების ჯგუფს კვირას შუადღემდე დატოვებდნენ ჩვენთვის და საჭიროების შემთხვევაში დაგვეხმარებოდნენ ზვავზე გადმოსვლაში.

მუცო დავათვალიერეთ, ყველა ზემოთმყოფ კარაველს შევახსენეთ დრო, თავი მოვუყარეთ და დაშვება დავიწყეთ. დროში თავისუფლად ვეტეოდით. მაგრამ... ჩვენს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც უკან მომავალთ მუცოზე ამავალი ბანაკში დატოვებული კარაველები შეგხვდნენ!!!

აღმოჩნდა, რომ ბანაკში დარჩენილთა ნაწილი დილითვე ასულა მუცოზე, იქაურობა დაუთვალიერებიათ და ბანაკში დაბრუნებულან. მეორე ნაწილმა კიდევ კარგად გამოიძინა, შემდეგ ადგილობრივთა მორთმეულ დათვის მწვადებზე და ჩვენს დატოვებულ ღორის მწვადებზე იქეიფა და მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყვიტა მუცოზე წამოსვლა.

ამიტომაც შეგვხვდნენ უკან მობრუნებულებს გზაში. სხვა რა გზა გვქონდა, დაველოდეთ და თან წამდაუწუმ დროს ვახსენებდით :)

ბანაკში 1 საათის დაგვიანებით მივედით. საბოლოოდ 4 საათი ხდებოდა, რომ დავიძარით. გზად მხოლოდ შატილში გავჩერდით ლობოს ასაყვანად. როგორც აღმოჩნდა, ზოგიერთებმა ადგილობრივებთან ერთად არყის სმა და სადღერგრძელოების თქმა დაიწყეს :) ლობოს პოვნის იმედი რომ დავკარგეთ, მინიბუსებში ჩავსხედით და გზა გავაგრძელეთ.
Last edited by Naia on 07 ივლ 2008, 12:02, edited 1 time in total.

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
სეზონის გახსნა პირიქითა ხევსურეთში!

Post by Naia » 07 ივლ 2008, 12:00

ზვავზე გადასვლა ცოტა გაგვიჭირდა. ერთი მინიბუსი კარაველმა ბიჭებმა თითქმის ხელით აათრიეს. ძალიან გაწვალდნენ, სულ ტალახიანები და სველები იყვნენ. ჩვენი უცხოელი სტუმრები კარაველებ არ ჩამორჩნენ: ახალზელანდიელი ტომი, სერგიკუნას პლიუსი კორეელი ჯო და კავკასიკას პლიუსი გერმანელი მარიუსი ბოლოს არანაკლებ იყვნენ ტალახში ამოგანგლულები.

მეორე მინიბუსმა შედარებით ადვილად გადაიარა მაგრამ მასაც დასჭირდა დახმარება. ამ დროს საგზაო სამუშაოების ჯგუფიც გამოჩნდა და ბუქსირით გადაგვათრიეს. სიმძიმისთვის უკან გოგოები ჩაგვსვეს. ცოტა არ იყოს შეგვეშინდა. მთაშენკა ლოცვებს კითხულობდა, მე და მირანდა ვკიოდით და ხელებს ისე ვუჭერდით ერთმანეთ რომ მგონი დავლურჯდით. ტრული მძღოლს ამხნევებდა. საბოლოოოდ მშვიდობიანად გადმოვედით.

მესამე მინიბუსის გადმოთრევას დიდი დრო დასჭირდა. საბოლოოდ ზვავზე 1 საათამდე მაინც დავკარგეთ. თან ბოლოს წვიმაც წამოვიდა და კარგადაც დავსველდით.

ცოტა ხანში, როცა ზვავს გავცდით და უკან მოვიხედეთ, იქაურობა გადათეთრებული იყო. ჩვენი ვარაუდით ეს სეტყვა იყო. საბედნიეროდ, გამოვასწარით :)

შემდეგ ისევ დათვიჯვარზე გავჩერდით, დანარჩენ მინიბუსებს დაველოდეთ, ხევსურეთს დავემშვიდობეთ და დაშვება დავიწყეთ.

ბოლოს მაღაროსკარში გავჩერდით. ჯნოსმა, ლამამ და დანარჩენებმა ქართული სიმღერები დააგუგუნეს. სამწუხაროდ, მე ისე ვიყავი დაღლილი რომ ძილს თავი ვერ გავართვი და მანქანაში დავრჩი.

თბილისში ჩამოსულებს ს/ქიმიასთან გურული დახვდათ. გოგა, მე და მთაშენკა დიღომში ჩამოვედით და სრულიად შემთხვევით მაკენას და რუხს გადავეყარეთ:(

სამწუხაროდ, ყველასთან დამშვიდობება ვერ მოვახერხეთ. ძალიან მადლობელი ვარ ყველასი ასეთი ლამაზი და ორგანიზებული გასვლისთვის. მინდა გითხრათ, რომ ხალხმრავლობის მიუხედავად უცხოობა არ მიგვრძნია. ბევრი ახალი კარაველი და მათი პლიუსი გავიცანი. ჯერ კიდევ ეიფორიაში ვარ.

იმედია დანარჩენები ფოტოებსაც დადებენ. (სამწუხაროდ, ფოკაში ლაშქრობის შემდეგ ჩემი ფოტოაპარატი დაზიანდა და ჯერ კიდევ ვერ შევაკეთე :(

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
სეზონის გახსნა პირიქითა ხევსურეთში!

Post by Naia » 07 ივლ 2008, 12:04

უფ, რამდენი მიწერია :)

კიდევ ერთი სასარგებლო ინფორმაცია შატილში წამსველთათვის: 1 კვირაში გზას ზვავისგან გაწმენდენ და გადასვლა და გადმოსვლა უკვე პრობლემა აღარ იქნება.

User avatar
Truli
იეტი
Posts: 3463
Joined: 18 სექ 2005, 21:01
Location: deep space!
Contact:
სეზონის გახსნა პირიქითა ხევსურეთში!

Post by Truli » 07 ივლ 2008, 12:25

paata_
ბოდიში, ექსპერტები არ ვართ ;)
Naia
ეკლესია სად იპოვე??? ხატს გულისხმობ?

განვაგრძობ..

სუფრის შემდეგ სიგარეტის სასტიკი ნაკლებობა შეინიშნა (ვის არ მოაქვს თავისი სამყოფი?? :evil: :twisted: ) რათა გადამერჩინა ჩემი მარაგები გაძარცვას, სიგარეტიან გერმანელთან ერთად (კავკასიკას პლუსი) ჩავედით მდინარესთან სადაც რამდენიმე საათის მანძილზე განვიხილეთ მსოფლიოს გეოპოლიტიკა, ახალ ზელანდიელთა ხევსურეთში შეხვედრის ალბათობა, გერმანული კულტურა, ლიტერატურა, პირველი და მეორე მსოფლიო ომები, აღმოვაჩინეთ რომ ჩვენი ბაბუები ერთიდაიგივე მონაკვეთზე იბრძოდნენ (სხვადასხვა მხარეს) და ვიცინჰჯეთ იმაზე რომ შვილიშვილები ასე მშვიდად ვსხედვართ მდინარის პირას :) ვიმსჯელეთ ფილოსოფიაზე, სოცუიოლოგიაზე იდეოლოგიებზე და ბოლოს დაძინება გადავწყვიტეთ.
მე მოვიხიბლე ვარლსკვავებით მოჭედილი ცით და ღია ცის ქვეშ მინდოდა ძილი. ჩემი ნივთები მდინარესთან ჩავიტანე, თან იქ მდინარე მოქეიფეთა ხმასაც ახშობდა, მაგრამ გავიყინე და მალევე კარავში დავბრუნდი, სადაც ჩემთან ერთად ჯაბა ფიცხელაურის ჩინეთოლოგი პლიუსი და კიდევ ვიღაც ქალბატონი იყო (სახელი არ ვიცი). ვიმსჯელეთ და ვივარჯიშეთ ჩინურ ფონეტიკაში და ბოლოს დავიძინეთ.

ღრმა ძილში ვიყავი როდესაც უფოს ღრიალმა გამაღვიძა. ჩემი კიდურების პრობლემების გამო გადავწყვიტე არდოტში არ წასვლა და მუცოს შემოვლა, ამიტომ არსად არ მეჩქარებოდა, მაგრამ მოღრიალე და ტვინის ბურღმა უფომ (რომელიც თურმე მთვრალი იყო, მთელი ღამე სვავდა).
მოკლედ დილა საკმაოდ ცუდი იყო... ასე საზიზღრად გატეხილი ძილი, ძალიან დაღლილი ავდექი..
მი მალატ შვან

User avatar
Truli
იეტი
Posts: 3463
Joined: 18 სექ 2005, 21:01
Location: deep space!
Contact:
სეზონის გახსნა პირიქითა ხევსურეთში!

Post by Truli » 07 ივლ 2008, 12:34

არდოტში წასასვლელები წავიდნენ და მე, ბექა, მონადირე, და მისი ძმა მუცოსკენ დავიძეროთ. ნელნელა მივდიოდით ხედებით ვტკბებოდით. მისულებს, მუცოს ძირში გერმანელი მარინოსი (მგონი სწორად დავწერე მისი სახელი) დაგვხვდა. გამიხარდა. ამ ადამიანის მიმართაც ღამის საუბრის შემდეგ დიდი სიმპატიით განვეწყვე.
ავედით. მე და ბექა ჩამოვრჩით, ნელნელა ავდიოდით, ვათვალიერებდით იქაურობას და აღფრთოვანებას ვერ ვმალავდით. თან ბექამ მითხრა რომ კლდეებზე და ქვებზე პატარა მცენარე კლდევაშლა ყოფილა და იჭმევა, ამ უჩვეულო ”ხილით” გავისველეთ პირი...
სალოცავთან ავედით, სადაც წინ წასულები ისვენებდნენ. მოხდა ხანმოკლე განხილვა ჩემი იქ ჯდომის ლეგალურობის შესახებ. ბექამ როგორც ჯგუფში ერთადერთმა ხევსურმა, უფლება მომცა დავრჩენილიყავი და ამით საკითხი დაიხურა. :lol:
წავიხემსეთ, ღვინო დავლიეთ.. გამაძრებს და უძილოებს მალევე ჩაგვეძინა... აქხლო მახლო არავინ ღრიალებდა და სრული სიმშვიდე იყო. ასე საათნახევარი გვეძინა, თან ყველას ძალიან ტკბილად...
მი მალატ შვან

User avatar
Ninukala
იეტი
Posts: 4473
Joined: 14 მაი 2007, 10:53
Location: წყნეთი
Contact:
სეზონის გახსნა პირიქითა ხევსურეთში!

Post by Ninukala » 07 ივლ 2008, 12:57

მშვიდობით დაბრუნებას გილოცავთ მეგობრებო....
მოუთმენლად ველი ფოტოებს... :)
ვაჩუქოთ ერთმანეთს სიყვარული

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
სეზონის გახსნა პირიქითა ხევსურეთში!

Post by Naia » 07 ივლ 2008, 13:06

Ninukala
მოუთმენლად ველი ფოტოებს...
ჩვენც :)

User avatar
ubralod
ბოდიალა
Posts: 175
Joined: 12 ოქტ 2005, 22:44
სეზონის გახსნა პირიქითა ხევსურეთში!

Post by ubralod » 07 ივლ 2008, 13:14

მოკლედ ჩემი მცირეოდენი კომენტარი
პირველად გახლდით შატილში- და წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა იქურობამ, ცოტა კი სევდა მომეძალა როცა ასე მოუვლელად დარჩენილ კოშკებში შევიხედე და ათასი სიბინძურე დავინახე... ვფიქრობდი როგორი იქნებოდა ძველად, ათასგვარი ძველებური ნივთებით გადაჭედილი და მინდოდა ასეთივე მენახა. იმედია მალე მიხედავენ ამ ამბავს , ისინი ვისაც ევალებათ და ეს , საქართველოს ღირშესანიშნავი კულტურული ძეგლი - ისეთი დაფასებული გახდება, როგორც ეკადრება. ძალიან მომეწონა შატილი, ერთმანეთში გამავალი კოშკებით, ლამაზი აივნებით და სარკმელებით, ბევრი ვიხეტიალე და ვიძრომიალე თითოეულ კოშკში, თუმცა მაინც ის დრო რაც ჩვენ გვქონდა -ძალიან ცოტა იყო შატილის მთლიანად დასათვალიერებლად და ამ ყველაფრის აღსაქმელად...ძალიან მინდოდა შატილში დაბანაკება , მაგრამ "უფროსობამ" სხვანაერად გადაწყვიტა :lol:

რაც შეეხება მუცოს, ასეთ სიმაღლეზე ასეთ ციხესიმაგრეებს რომ ვუყურებ სულ მინდა ვიკითხო -ნეტა რა ხელმა ააგო , ან როგორ ააგო, ან რამდენმა ააგო , მაგრამ თითქოს პასუხს ვერ ვპოულობ. მიყვარს როცა ასე ვვოცდები ხოლმე, თანაც საქართველოში და რაღაც განსაკუთრებულ სიამაყეს რომ იგრძნობ შენი ქართული სისხლის გამო, შენი წინაპრების გამო , შენი კულტურის გამო ...მიყვარს ესეთი გაოცება :oops: ძალიან მომეწონა კლდეზე ცოცვა თუ ბობღვა , მითუმეტეს ზევით ისეთი რამ დამხვდა რომ - ღირდა !

მიუხედავად ამ წარუშლელი შთაბეჭდილებისა, მაინც ისეთი შეგრძნება დამრჩა რომ ძირეულად არაფერი დამითვალიერებია და ეს მხოლოდ შემამზადებელი გასვლა იყო -რაღაც უფრო დდიდის მოლოდინში ვარ, ვფიქრობ 2 დღე ძალიან ცოტა იყო ...


რაც შეეხება მგზავრობას- სიმართლე გითხრათ დავიტანჯე -ძირითადად ხტუნაობით, ძალიან ბევრჯერ გავჩერდით აქედანაც და იქიდანაც , ყოველი გაჩერება თან მიხაროდა და თან არა, ვინაიდან და რადგანაც ბარგი სამ სართულად ეწყო გასასვლელში და ჩვენ 5-10 წუთით ვჩერდებოდით ხოლმე , ძალიან დამტანჯველი იყო ამ ბარგზე ხტუნაობა :twisted: კინაღამ თავბედი ვიწყევლე ამ ფაქტის გამო... თუმცა მინდა აღვნიშნო რომ ჩემს სამარშრუტო ტაქსში ყველაზე მშვიდი ხალხი იჯდა, ეს სამივე მძღოლმა აღნიშნა : )) ამისთვის დიდი მადლობა მათ :oops: ასე უფრო გვქონდა საშუალება დავმტკბარიყავით გარემოთი : )) თანაც უკანა გზაზე სულ სიმღერ -სიმღერით ჩამოვედით (ჯნოსის ,ციცქას ,ლამას და მგონი ამრირანის-წყალობით :oops: ) ხოლო წინა გზაზე კი ლამა გვიყვებოდა მეტად საინტერესო ისტორიებს , მოკლედ შესანიშნავი იყო : )))


რაც შეეხება ხალხს, ბევრი ვერავინ გავიცანი -იმიტომ რომ ძალიან ბევრნი ვიყავით , თუმცა სახეზე ყველას ვცნობ და გამარჯობასაც ვეტყვი ქუჩაში რომ შემხვდეს : )) ყველა კარგი და საყვარელი იყო, არავის არავინ შეუწუხებია-მგონი :oops:
მეგობარი ვარ გზის!

http://www.ubralod.ge

http://www.scandinavia.ge

User avatar
Int3lig3nt
იეტი
Posts: 3524
Joined: 01 ივლ 2005, 11:31
Location: არ გავცვლი სალსა კლდეებსა!
Contact:
სეზონის გახსნა პირიქითა ხევსურეთში!

Post by Int3lig3nt » 07 ივლ 2008, 13:31

დღეს საღი გონებით კიდევ ერთხელ გადავხედე განვლილ ორ დღეს და ჩემი შეფასება გაიზარდა :).

ამ ლაშქრობას ვუწერ 9,5 ქულას!

ახლა სამსახურში ვარ და ვერც ბევრს დავწერ და ვერც სურათებს დავყრი.

საღამოს დავიწყებ შემოტევას :).

User avatar
bela
მაწანწალა
Posts: 553
Joined: 14 ივნ 2008, 20:27
სეზონის გახსნა პირიქითა ხევსურეთში!

Post by bela » 07 ივლ 2008, 13:52

ვიდრე მუცოს ვნახავდი, მასზე სტატია რამდენიმე თვით ადრე მქონდა დაწერილი...
მოლაშქრეებს დავპირდი, რომ ამ სტატიას მათაც გავაცნობდი.
გამომდინარე იქიდან, რომ ამ ლაშქრობიდან შთაბეჭდილებები თითქმის ყველას ერთნაირი გვაქვს, დამატებით აღარაფერს ვიტყვი და პირდაპირ ხევსურეთის არქიტექტურაზე მოგიყვებით:

აღმოსავლეთ საქართველოს მთის არქიტექტურა ფორმებით, ნიშნებითა თუ მასალით უფრო ახლოსაა ჩრდილოკავკასიურ არქიტექტურასთან, ვიდრე დასავლეთ საქართვლოს მთიანეთთან. სვანური ციხე-კოშკები გვხვდება ყაბარდოში, ხოლო ხევსურულ-თუშური _ ჩეჩნეთსა და ინგუშეთში. ზოგადად ეს საერთო კავკასიური არქიტექტურაა, თუმცა გავლენას სამხრეთი ახდენდა, ვინაიდან აქ გადიოდა მნიშვნელოვანი სავაჭრო გზები და საქართველოს მნიშვნელოვანი გეოსტრატეგიული ტერიტორია ეკავა.
ამავე დროს მთის არქიტექტურაში დაცულია მახასიათებლები, რაც ბარში შემორჩენილი აღარ არის. კერძოდ, ციტადელითა და გალავნით დაცულ ბარის ქალაქს, მაგალითად ძველ თბილისს, ჰქონდა შიდა დამცავი სისტემებიც – ჩიხები იკეტებოდა და ბანიდან ბანზე, აივნიდან აივანზე ისე შეეძლოთ გადასვლა, რომ მიწაზე ფეხი არ დაედგათ. მსგავსი ელემენტების ნიშნები ჯერ კიდევ შემორჩენილია მთიან რეგიონებშიც ხევსურეთსა და თუშეთში.
ძველი ციხექალაქის მაგალითად შეგვიძლია მუცოს ციხის კომპლექსი განვიხილოთ, რომელიც დღეს მიტოვებული ნასოფლარია. როგორც არქიტექტორმა სოსო ბანძელაძემ გვითხრა, ეს არის ტერასებად აშენებული გამაგრებული დასახლება, სადაც კარგად იკითხება ვიწრო ქუჩების ქსელი და მცირე მოედნები_თავშეყრის ადგილები. ძალიან საინტერესოა დონეთა ურთიერთკავშირები, გადასასვლელი ხიდები, რაც აკავშირებდა ნაგებობებს ერთმანეთთან.
სოსო ბანძელაძე: `მართალია, მუცოს ქალაქს ვერ ვუწოდებთ, მაგრამ ეს მაინც მიკროურბანული დასახლებაა, ერთგვარი პატარა პოლისია. გარდა შიდა გეგმარებითი სტრუქტურისა, მუცოს იმითაც აქვს ქალაქის ნიშნები, რომ მას აქვს გამაგრებული ციტადელი, რაც ქალაქისთვისაა დამახასიათებელი, ხოლო გზის პირას მდგომი ხეობის ჩამკეტი თირღვას კოშკს, სავარაუდოთ საბაჟოს ფუნქცია უნდა ჰქონოდა ვინაიდან აქ კავკასიის ქვეყნების და კუთხეების დამაკავშირებელი გზა გადიოდა. მუცოსკენ ერთიEბილიკი ხეობიდან ადის, მეორე კი ჩრდილო-კავკასიიდან გადმოდის. ციხის ორივე მისასვლელთან არის `მკვდარი სოფლები~, ანუ აკლდამები.
მუცოს ციხის მწვერვალზე, ანუ აკროპოლზე, არის პატარა მინდორი, რომელიც `ბროლისკალოს~ სახელითაა ცნობილი. აქ არის წმ. გიორგის სახატე ნიში. იქვე აკლდამა-სამლოცველო, რომელსაც ეთნოგრაფიული გადმოცემის მიხედვით ბროლისკალოს დარბაზი ჰქვია. ძველი ქართული ტერმინი დარბაზი თანამედროვე პარლამენტს ნიშნავდს. ბროლისკალოს საფიხვნოზე თემთა საბჭო იკრიბებოდა. ამ ადგილის მნიშვნელობა ტოპონიმმა შემოინახა, დღემდეა შემორჩენილი კლდეში ნაკვეთი ლოდი, სავარძელი, სადაც ხევისბერი იჯდა.
ციტადელში არის ეკლესიის ნიშნები, ჩანს საკურთხევლის შემკლავება და ტრაპეზის ქვა. ციტადელი შედგება 3 ციხე-კოშკისაგან. სამ კოშკიანი ციხის ფენომენი ძალიან მნიშვნელოვანია მთის საფორტიფიკაციო სისტემებში. ანალოგია ბევრგან გვხვდება. მაგალითად მურის ციხე ლეჩხუმში ცაგერთან (გვიანდელი ხალხური გადმოცემით ამ ციხეებს დაუხვდი, დაჰკარ, არ გაუშვა ეწოდებათ); სვანეთში ჩაჟაშის ციტადელი; თუშეთში კესელოს, გირევის და ინდურთის ციხეები და სხვა.
მუცოს ნასახლარზე ორი უბანია, შეთეკაურების და დაიაურების. ორივე უბანს თითო კოშკი იცავდა. ზედა კოშკი შეთეკაურებისაა, ქვედა დაიაურების. მუცოში ცხოვრობდნენ აგრეთვე ნაცაურნი, ჭინჭარაულნი და ბორჩაშვილები. ხევსურთა ძირითადი საქმიანობა მესაქონლეობა ხელოსნობა და ნადირობა იყო. მთაში ფეოდალური იერარქია არ იყო, ამიტომ სამხედრო საქმე ყველას ეხებოდა. სულ მუცოში 6 კოშკია ამათგან შეთეკაურებისა მეტად ავარიულია, ციტადელის შუა კოშკი დანგრეულია, ხოლო შეთეკაურების უბანში კოშკის კვალი თითქმის წაშლილია. მუცოში 25 ციხე-სახლია, გადახურვები არცერთ სახლს არ შემორჩა. ბევრი ძლიერ დაზიანებულია, ნაწილი ჩაშლილია. მოსალოდნელია გაწმენდის შედეგად სხვა ციხე-სახლთა ნაშთების აღმოჩენა ~.

ტრადიციულად, მშენებლობის ხელოვნება ბევრადაა დამოკიდებული გარემოზე, ადგილზე და იმ მასალაზე, რაც ადგილობრივად მოიპოვება. აღმოსავლეთ საქართველოს მთაში მშენებლობისათვის ფიქალებსა და ქვიშა-ქვებს იყენებდნენ, თუმცა კი, განსხვავება იყო ქვის ხარისხშიც. როგორც სოსო ბანძელაძემ აგვიხსნა, მშენებლობისათვის წინასწარ ხდებოდა ადგილის მომზადება, მოედნის მოჭრა, ზოგ ადგილებში უფრო დიდი და კარგი ქვა იყო. მაგალითად, თუშეთში, დართლოს კოშკები კარგი ქვით არის ნაგები. ქვის წყობის ხასიათი დროზეც მიანიშნებს ხოლმე.

გამომდინარე იქიდან, რომ მთაში ხის მასალა ნაკლები იყო, მას მხოლოდ სართულებშორის გადახურვისას მიმართავდნენ. მაღალ კოშკებში თუ ერთ სართულზე ხის კოჭები ჩრდილოეთ-სამხრეთზე იყო გადებული, მეორე სართულზე დასავლეთ-აღმოსავლეთზე, რასაც კონსტრუქციული მნიშვნელობა ჰქონდა: ოთხივე კედელზე სტატიკური და დინამიკური დატვირთვა ერთნაირად ნაწილდებოდა. ასეა აგებული, მაგალითად, თორღვას კოშკი. გადახურვებს შორის ხავსსა და მიწასაც იყენებდნენ, რომელსაც ჩხლაკვს ეძახდნენ. ჩხლაკვი ხის ძელებზე იდებოდა, რაც თბოიზოლაციის მიზნით კეთდებოდა. ზედა გადახურვა კი, ჩვეულებდივად, სიპით ხდებოდა.
აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში ხალხური მშენებლობა უმეტესად მშრალი წყობით ხდებოდა. პირიქითა ხევსურეთში კირქვა ძნელად მოიპოვება. მის გამოსაწვავად საჭირო შეშის მასალაც ცოტაა. ციხე-სახლები შიგნიდან უმეტესად თიხისა და ნაკელის ნარევით ილესებოდა ცალკეულ შემთხვევებში კირის ნალესობაც გვხვდება. შრალი წყობისას კედელს ამაგრებდა ქვის სიმძიმე და ხახუნის ძალა, რასაც ემატებოდა გადახურვის სიმძიმეც, ისე რომ კოშკი არ იშლებოდა. მშრალ წყობას უპირატესობა აქვს, რომ თუ კარგი ქვითაა ნაგები და ერთმანეთზე მჭიდროდ დგას, ასეთ კოშკებს სახურავიც რომ მოეშალოს, წყალი ვერ შლის. კირით მშენებლობის დადებითი მხარეა სიმტკიცე და უკეთესი თბოგაუმტარობა, მაგრამ უარყოფითი ისაა, რომ სახურავი თუ მოიშალა და კედლებში წყალი ჩავიდა, მრავალწლიანი გაყინვა-გალღობის ციკლის შედეგად კირი იშლება და ირეცხება, კედლები ჯდება, ბზარები ჩნდება და ნგრევა იწყება.
როდის დაიწყო საქართველოს მთიანეთში კირით მშენებლობა, ძნელი სათქმელია. მაგალითად, სვანეთში ადრეული ნიშნების მატარებელი ციხე-სახლები და ზოგიერთი კოშკი მშრალად ნაგებია. შედარებით გვიანდელი მაჩუბიანი კოშკები კი უმეტესად კირით. ხევსურეთსა და თუშეთში კი კირით მშენებლობა აქტიური არ არის, მას უფრო ფუნქციონალური დატვირთვა აქვს. კამაროვანი და პირამიდული გადახურვის კოშკებზე კირია გამოყენებული, მშრალი წყობით ამ კონსტრუქციას ვერ ააგებდნენ. ასეთია მაგალითად ახიელის და ლებაისკარის კოშკები ხევსურეთში.
აღმოსავლეთ საქართველოს ადრე და განვითარებული შუასაუკუნეების კოშკების საბრძოლო აღჭურვილობა ქონგურები, სალოდეები და საისრეებია. გვიან შუასაუკუნეებში სათოფურები ჩნდება. ქონგურებით დიდი ტერიტირიის მომცველი ზღუდე-გალავნებია აღჭურვილი. ასეთი ციხე-გალავნები მხოლოდ ბარში გვხვდება. ადრეული პერიოდის ქონგურებს კვადრატული ფორმა აქვს. განვითარებული და გვიანი შუასაუკუნეებისას თაღოვანი ფორმები. სალოდეები ყველა დროში და ყველგან გვხვდება. მაგრამ ადრეულ პერიოდში უფროა გავრცელებული. მაგალითად სვანეთის მშრალი წყობით ნაგები სალოდეებიანი ციხე-სახლები და ზოგიერთი კოშკი ადრეული ნიშნების მატარებელია. ხოლო მაშიკულებით დაგვირგვინებული მაჩუბიანი კოშკები შედარებით გვიანი. მაშიკულებიანი კოშკები ძირითადათ სვანეთშია. რამდენიმე ნიმუშია შემორჩენილი რაჭა-ლეჩხუმში, სამეგრელოსა და მეზობელ ყაბარდოში. ერთადერთი შიდა ქართლის მაღალაანთკარში. კავკასიის აღმოსავლეთ მთიანეთში სიპერდიანი გადახურვის კოშკებია გავრცელებული. ამ გადახურვას პირამიდული ფორმა აქვს. სიპერდი მრავალი საფეხურისაგან შედგება და დასრულებულია წაკვეთილი ქვით, რომელსაც კუშტული ჰქვია. ხევსურეთში სიპერდიანი კოშკია ახიელში, გუროში, არდოტსა და ლებაისკარში, თუშეთში დართლოში, მეზობელ ინგუშეთ-ჩეჩნეთში სოფლები ეგიკალი, ხაიბახოი, დიორე, ერზი, ლეჟგი და სხვა მსგავსი კოშკებით იყო დაცული.
გადახურვის გავრცელებული ფორმაა აგრეთვე ორკალთიანი სახურავი, გვხვდება ბანიანი ან ცალკალთიანი სახურავებიც, რომელიც თუშეთშია შემორჩენილი, მაგალითად გირევის და ინდურთია ციხეები. მუცოს ციხესახლებიც ცალკალთიანი გადახურვისაა, ამბობენ, ზედა კოშკიდან ქუდი რომ გადმოგეგდო, გორვით ჩავიდოდა ხეობაშიო. შატილში ბანიანი გადახურვა გვაქვს. მუცოს ცალკალთიანი გადახურვა იგივე ბანია, ოღონდ ცოტა დახრილი. აქ მიწის ატანა და დამუშავება ვერ ხერხდებოდა, ამიტომ გადახურვას სიპის ფიქალებით აკეთებდნენ.
კოშკების აშენებისას არასდროს გამოიყენებოდა ხარაჩოები, ამისათვის ხის მასალას არავინ გააფუჭებდა, ამიტომ კოშკი შიგნიდან შენდებოდა. საშუალოდ თითო სართული 2 მეტრის სიმაღლის იყო, კოშკის ზევითკენ დავიწროვების, ანუ ენტაზისის ამოყვანა თვალით ხდებოდა. რამდენიმე წლის წინ კესელოს ციხის რესტავრაციის დროს თუშეთის მოამაგე ძმებმა, ანზორ და ნუგზარ იდოიძეებმა, კოშკის გვერდების თანაბარი დახრილობის მისაღებად სპეციალური ლითონის კონსტრუქცია შექმნეს. შემდეგ წელლს დაღესტნიდან გამოცდილი კალატოზები გადმოიყვანეს, რომელთაც ეს რკინის ხელსაწყო ხევში მოისროლეს და კოშკი ძველებურად, თვალის ზომით ააგეს. როგორც სოსო ბანძელაძე ამბობს, მათი აღდგენილი კოშკი უფრო ლამაზი და ცოცხალი გამოვიდა ვიდრე წინა წელ აღდგენილი ციხეები.
მუცოს ციხის საბრძოლო კოშკები 5 სართულიანია, ციხე-სახლები კი 2-4 სართულიანები. კოშკების შესასვლელები, გარდა საბაჟო კოშკისა, მოწყობილია არა მიწისპირას, არამედ მაღალ დონეზე. პიდაპირ მიწის დონეზე შესასვლელები გვიან პერიოდში ჩნდება, განვითარებულ და ადრეულ შუასაუკუნეებში პირველი სართულები დიდი სიმაღლზეა მოწყობილი. განვითარებულ საუკუნეებში ჩნდება ქვედა სართული, მაგრამ მას კარი არ აქვს, იქ ან სურსათის საცავი იყო, ან სადილეგო. ადრეულ საუკუნეებში კი ეს სართული ქვით იყო ამოვსებული, რაც ციხეს მეტ სიმყარეს ანიჭებდა. იმ ეპოქაში, როცა კედელსანგრევი მანქანები გამოიყენებოდა, საძირკვლის სიმყარეს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა.
ციხე-სახლების პირველ სართულზე საქონლის სადგომი იყო მოწყობილი, მას თუშეთში “ბაშტეი” ჰქვია, შუა სართული_”შუა” საცხოვრებლი დანიშნულების იყო , მესამეს კი, რომელსაც “ჭერხოს” ეძახდნენ, საძილედ ან სტუმრის მოსასვენებლად გამოიყენებოდა. თუ სახლი ოთხსართულიანი, მესამე სართულს “ზემო შუა” ჰქვია. ხშირად ორი ციხე-სახლის სართულები დაკავშირებული იყო ერდო-ბანებით.

აღმოსავლეთ საქართველოს არქიტექტურაზე საუბრისას ცალკეა აღსანიშნავი აკლდამები, სადაც ღრმა სიბერეში ან ჟამიანობისას ხევსური თავისი ნებით შედიოდა სიკვდილთან შესახვედრად. აკლდამები საგვარეულო იყო, მაგალითად, მუცოს ციხესთან 20-ზე მეტი აკლდამაა. აკლდამები, ისევ როგორც კოშკები, სიპი ქვით არის ნაგები. შიგნიდან კამაროვანი, გარედან სიპერდის მსგავსი გადახურვა აქვს. შიგნით იყო თაროები, სადაც მომაკვდავი წვებოდა.

ქართველმა არქიტექტორებმა და რესტავრატორებმა მუცოს უნუკალური კომპლექსის აღდგენაზე ფიქრი დაიწყეს, რასაც არა მხოლოდ კულტურული დატვირთვა ექნება, ხევსურეთში ტურიზმის განვითარებასაც შეუწყობს ხელს.
2004 წელს მუცოში მასშტაბური ექსპედიცია მოეწყო კომპანია `არსის~ და `თBჩ~ ბანკის მხარდაჭერით. მოხდა ფერადი ფოტოფიქსაცია, კინოგადაღება და 1989 წელს დაწყებული აზომვების დასრულება.
დღის წესრიგში დადგა მუცოს რესტავრაცია-რეკონსტრუქციისა და რეგენერაციის საკითხი. ქართველმა რესტავრატორებმა უცხოურ ფონდებსაც მიმართეს. პროექტის ხელმძღვანელმა სოსო ბანძელაძემ და წარმოშობით მუცოელმა, ამჟამად ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრებმა პაატა შეთეკაურმა პროექტი გაუგზავნეს “გეტისა” და მსოფლიო ძეგლთა ფონდებს.
მიმდინარეს წელს კულტურის სამინისტრო აცხადებს ტენდერს მუცოს რეკონსტრუქციის პროექტზე.
სოსო ბანძელაძე: `მუცოს რესტავრაცია საშენი მასალის გარეშე ვერ მოხერხდება, მასალის მიტანა კი იქ ამჟამად შეუძლებელია. ყველაზე მოსახერხებელი საბაგირო გზის მონტაჟი იქნება (ამის პრეცედენტი გვაქვს, ასე ავაშენეთ ლენტეხის მიუვალი კლდის თავზე ეკლესია), მაგრამ საბაგიროს მუშაობისთვის საჭიროა ელექტრო ენერგია, რისთვისაც ალბათ მცირე ჰესი უნდა მოეწყოს. (აქაც სიფრთხილეა საჭირო რომ ეკოსისტემას ზიანი არ მივაყენოთ. მდინარეში კალმახია) ამავე დროს მუცოში არის მეტად ავარიული ნაგებობები, რომლებიც სასწრაფოდ გასამაგრებელია.
მუცოს სრულ აღდგენას არავითარი აზრი არ ექნება, თუკი იქ ადამიანი არ დასახლდა, რადგან ზამთარში სახურავი თუ არ გადაითოვლა, ისევ დაინგრევა. ამიტომ მუცოს განვითარების კომპლექსური პროექტია შესადგენი~.
რესტავრაცია თვითმიზანი არ უნდა იყოს, თუ იქ არ შევიდა სიცოცხლე, და არ მოხდა რეგენერაცია ( და არა ადაპტაცია), იგი ტურისტებისათვის მიმზიდველი ვერ გახდება. ტურიზმის ყველაზე სწორი ფორმა იქნება არა მომსახურე ტურიზმის, არამედ სტუმარ-მასპინძლობის ინსტიტუტის აღორძინება. თანამედროვე ტურისტული კომპლექსი შეიძლება მუცოს მისადგომებთან გაკეთდეს, ოღონდ კარგად შეფარული, რათა ახალი დომინანტი არ გაჩნდეს. Mმხოლოდ ამის შემდეგ მოხდება ადგილობრივი მოსახლეობის იქ დაბრუნება. ახალი დროება, ინფორმაციის ინტერნეტ სივრცით ხელმისაწვდომობა უკვე იძლევა იმის საშუალებას, რომ ადამიანმა ასეთ ადგილებში იცხოვროს და თავი გარიყულად არ იგრძნოს. უნდა აღდგეს საზღვრის დაცვის ისტორიული მოდელი, რაც მესაზღვრე ოჯახებ ...

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
სეზონის გახსნა პირიქითა ხევსურეთში!

Post by Mta Mkvarebia » 07 ივლ 2008, 13:57

Naia
ტრული

ყოჩაღ, აღფრთოვანებული ვარ თქვენი დეტალური და საინტერესო მონათხრობით. მეც შემოგეშველებით, როგორც კი მოვიცლი, ჯერ გადაღებული სურათებიც ვერ დავათვალიერე.

მართლა უმაგრესი იყო. ძალიან ვისიამოვნე. ხევსურეთმა გადამრია, განსაკუთრებით მუცომ, არდოტმა. დათვიჯვრიდან ხედებზე ხომ საერთოდ ენა ჩამივარდა. მართალია ცოტა მეშინოდა ძაფის სივიწროვის გზებზე მინიბუსი ყანყალით რომ მიდიოდა, მაგრამ ვიცოდი საიმედო ხელში რომ ვიყავით და ეს მამშვიდებდა. ჩვენი კაპიტნის - ზვიადის ფანი ვარ. ეს რა გამოცდილი მძღოლი ყოფილა, იმ უწვრილეს ბილიკებზე ისე მიაგელვებდა მანქანას, შუმახერსაც შეშურდებოდა :wink: მერე რა ადამიანია?! :)

ამ გასვლაში კიდევ კავკასიკამ განმაცვიფრა. თავიდან რომ მეგონა, ლაპარაკი არ იცისთქო, თბილისს რომ გავცდით და ჩინთთან ხევსურეთისკენ გადავუხვიეთ , დაიწყო ოხუნჯი, მაგრამ რა დაიწყო. სადღაც შატილამდე მეგონა, რომ რასაც ამბობდა კავკასიკასათვის დამახასიათებლი "დასტოინი," სერიოზული გამომეტყველებით, ყველაფერი მართალი იყო და ვუჯერებდი, მერე მივხვდი რომ ეს კარგად მოფიქრებული ხუმრობა იყო და უკვე საერთოდ აღარაფერს ვუჯერებდი, სიმართლესაც კი :wink: მახსოვს, დათვისჯვარზე ფერდობზე შეფენილი ცხვარი რომ დავინახეთ და ვკითხეთ, "რატომ არ ცვივათქო" (ვიგულისხმეთ, ძირს რატომ არ ვარდებიანთქო ასეთ დამრეცი ფერდობიდან), კარგად ვერ გაიგო შეკითხვა და სერიოზული სახით მორიგი ოხუნჯობა გამოაცხო: "ადამიანს ხომ ლიმფური უჯდედები აქვს, ცხვარს კიდევ ანტიფრიზი უსხია ძარღვებში ლიმფის ნაცვლადო" მივხვდით, რომ ცვივა"-ს ნაცვლად "ცივა" მოესმა, შეცდომაზე მივუთითეთ და ვუთხარით: "აბა, ახლა მოიგონე რამე, თორემ დავიღუპეთთქო", იმანაც მოიფიქრა: "ჩლიქებში ასეთი პატარა "ფხრიწები" აქვთო" და ზურგჩანთის წებოვან შესაკვრელზე მიგვითითა :) . მოკლედ მაგრად გვახალისა კავკასიკამ. მისი ფანიც გავხდი :wink: . მოკლედ ეს ჩვენი კარველი ბიჭები მაგრად გვასულელებენ (იმედია კარგი გაგებით :roll: :wink: ) მახსოვს ორი თვის კარველი ვიყავი, კოტეტბელის ხუმრობების მოსმენის შემდეგ რომ დავიმუქრე: "მგელი რომ დაიძახო, ალბათ იმასაც არ დაგიჯერებთმეთქი" და ასე იყო ახლაც. მაგრამ ჩვენი კოტეს და მისი უკიდეგანო იუმორის შესახებ მოსამზადებელი კურსი გავლილი მქონდა და "ჩუმი" კავკასიკას იუმორი ჩემთვის პირადად აღმოჩენა იყო :) . ხუმრობაში გიოს გოგა, უფო და ჩვენი მძღოლი ზვიადიც აყვნენ. ასე მხიარულად ვიმგზავრეთ მთელი გზა და ასე მჯეროდა პატიოსნად, რომ მუცოში 2 წვეროსანი მოხუცი ცხოვრობდა განდეგილად, რომ ერთერთ კოშკში ჩასაფრებული 7 ხევსური ძმა თბილისიდან ჩამოსულ სწორფეხება( :roll: ) გოგოებს იტაცებდა, რომ შატილი კორშადან 20 წუთის სავალზეა, რომ კავკასიკას ფეხი აწუხებს და მის მუცოზე ასაყვანად ტახტრევანი უნდა გაგვეკეთებინა, ან მხრებზე შეგვესვა. "ტახტრევნამდე" რომ მოვედით უკვე მივხვდი რაშიც იყო საქმე და ხუმრობაში მეც ვყვებოდი, მაგრამ ასეთ ხუმრობებს იმაზე მეტი ემსხვერპლა, ვიდრე თავიდან გვეგონა: მუცოს აღმართებს რომ ავუყევით მე და დეიდა კამა, იგივე ანი, ეს უკანასკნელი სრულიად ალალად მეკითხება, ის ბიჭი ფეხი რომ ტკივა, რატომ არ ამოიყვანეს, ვერ გააკეთეს საკაციოსმაგვარი ვერაფერიო?" :wink: ასე მხიარულად ვმგზავრობდით პირიქითა ხევსურეთში :) .
Image

User avatar
xaliana21
ბოდიალა
Posts: 145
Joined: 10 სექ 2007, 15:19
სეზონის გახსნა პირიქითა ხევსურეთში!

Post by xaliana21 » 07 ივლ 2008, 14:09

ძალიან ლამაზად ჟღერს ყველაფერი: ) "მეც მინდა"-ს შტაბეჭდილებები იზრდება:D
თან სურათებისც!:) ბევრჯერ გაგონილს 1ხელ ნანახი სჯობსო ამბობენ. ჰოდა მეც მჯერა: )

User avatar
G
ბოდიალა
Posts: 122
Joined: 13 იან 2008, 11:23
სეზონის გახსნა პირიქითა ხევსურეთში!

Post by G » 07 ივლ 2008, 14:11

რამოდენიმე ფოტო დასაწყისისათვის:

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

User avatar
Truli
იეტი
Posts: 3463
Joined: 18 სექ 2005, 21:01
Location: deep space!
Contact:
სეზონის გახსნა პირიქითა ხევსურეთში!

Post by Truli » 07 ივლ 2008, 14:11

Mta Mkvarebia
ველი სურათებს!!!

განვაგრძობ:
მუცოზე რომ გაგვეღვიძა (თან ყველასს ერთად) ღრუბლები აქღარ იყო და მზის გულზე ვიწექით, სახეებიც დაგვეწვა.
გამოვფხიზლდით და დაშვება დავიწყეთ. ქვემოთ ჩამოსულებს არდოტიდან მომავლები შეგვხვდნენ, ახლა ისინი აპირებდნენ მუცოს დაპყრობას. ჩვენ დასვენებული, გამოძინებულნი ვიყავით სხვები კი დაღლილები, ოფლიანები.
მე და ზელანდიელი ტომი ბანაკში დავბრუნდით, გზად ძილისგუდები შეგვხვდნენ ვინც მუცოსკენ მიდიოდნენ.
ყავა დავლიეთ, ტომმა მდინარეში იბანავა, წყლები ავასეთ, კოცონი ჩავაქრეთ, ისევ ჭამას შევუდექით და მუცოდან ხალხმა მოსვლა დაიწყო.
მე განვიძრახე, სანამ ყველა მოვიდა და დაიძრა, წინ წავსულიყავი და ხედებით დავმტბარიყავი.
ასე ვიარე ნახევარი საათი ალბათ, კაცი შვილი არ შემხვედრია, ანატორამდე არ მისულს წამომეწია მინიბუსი.
შატილში ცოტა ხნით დავყოვნდით, გზა განვაგრძეთ და ზვავს მივადექით.
მი მალატ შვან

User avatar
Truli
იეტი
Posts: 3463
Joined: 18 სექ 2005, 21:01
Location: deep space!
Contact:
სეზონის გახსნა პირიქითა ხევსურეთში!

Post by Truli » 07 ივლ 2008, 14:12

G
ისაა.. რომელი ხარ?? ლამასთან იჯექი მინიბუსში?
მი მალატ შვან

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]