ვ.ი.ძ. - ქსანი2 - გავაზი-წირქოლი-ოძისი...

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ვ.ი.ძ. - ქსანი2 - გავაზი-წირქოლი-ოძისი...

Post by Tamari-ch. » 06 ივლ 2008, 22:51

ვ.ი.ძ. - ვნახეთ ისტორიული ძეგლები -

ავიხდინეთ ოცნება და როგორც იქნა ავედით გავაზში....


1. რეგიონი: ახალგორის რაიონი
2. მარშუტის დასახელება: გავაზი - წირქოლი - ოძისი
3. ხანგრძლივობა: 1 დღე
4. სირთულე: მარტივი
5. დანიშნულების პუნქტთან უახლოესი დასახლებული პუნქტი: ახალგორი, დორეთკარი, წირქოლი, ოძისი.
6. მარშრუტის სიგრძე ტრანსპორტით: თბილისიდან გავაზამდე (დორეთკარი) 84 კმ. აქედან ბოლო 5-6 კმ ჭირდება ორხიდიანი მანქანა ან მარშრუტკა, ყოველ შემთხევაში მანქანა რომელიც შედარებით მაღალია.
7. ფეხით გავლილი მანძილი: 4- 5 კმ.
8. სანახავი და ყურადღება მისაქცევი ობიექტები ანუ ჩვენ ვნახეთ:

გავაზის იგივე დორეთკარის (სოფელ დორეთკარს ეკუთნის თუ გავაზს ბოლომდე ვერ გავარკვიეთ) წმ ბარბარეს სახ. ეკლესია რომელშიც შემორჩენილია მაღალი ხარისხის XIII-XIV საუკუნის მხატვრობის საკმაოდ დიდი ფრაგმენტები. სოფელ დორეთკარიდან ეკლსიამდე დაახლოებით 1,5 კმ-ია

ლარგვისის ეკლესია XVII საუკუნის და იქვე ლარგვისის კოშკი რომელიც მშენიერი ნიმუშია ფეოდალის საცხოვრებელი კოშკისა

წირქოლში ორი ეკლესია - აქედან ერთი რომელიც წორქოლის ციხის მიდამოებში ტყის პირას დგას არის VIII-IX საუკუნისა და გამორჩეული ადგილი უჭირავს ქართული საეკლესიო ხუროთმოძღვრების განვითარებაში, კერძოდ იგი განეკუთვენება ე.წ. გარდამავალ პერიოდს როცა ახალი გამომსახველობითი ფორმების ძიება მიდიოდა და სწორედ ამის გამოა რომ წირქოლის ეკლესიის გუმბათი მოქცეულია ორფერდა სახურავში, ანუ გარდან ეკლესიას ერთნავიანი ბაზილიკის შესახედაობა აქვს. წოროლიში შესაძლებელია მანქანით მისვლა, მაგრამ ამ შემთხვევაში გზა ახალგორიდან მიდის. მეორე ვარიანტია, რაც ჩვენ გამოვიყენეთ, მანქანას აჩერებთ სოფელ წირქოლთან ქსანზე გადებულ ვიწრო, საფეხმავლო ხიდთთან და იქიდან ადიხართ ტაძარსა და ციხეზე - დაახლოებით 1 კმ ან ცოტა მეტი

ოძისში ვნახეთ წმ. მარინეს სახ. ეკლესია, რომელიც სოფლის თავზე დგას, კარგი ფერდია ასავლელი რომ მიუდგეთ, დარბაზული ეკლესიაა XII-XIII საუკუნისა. გადარჩენილია აღმოსავლეთ სარკმილის ორნამენტი ასომთავრული წარწერითურთ და რამდენიმე ფრაგმენტი მოჩუქურთმებული კარნიზისა.

ქსანში ჭყუმპალავი... :D
9. საბანაკე ადგილები: - .
10. სასმელი წყალი მარშრუტზე: ლარგვისთან წყარო, ახალგორში წყარო, თავად ძეგლებზე წყალი არაა და გაითვალისწინეთ, ქვემოდან, სანამ ძეგლებზე ასვლას დაიწყებთ უნდა აიღოთ.
11. საჭირო აღჭურვილობა, რეკომენდაციები:
12. სასარგებლო საკონტაქტო ინფო:
13. უახლოესი ღირსშესანაშნავი ადგილი, რომელიც შეიძლება ინახოს ამ გასვლის ფარგლებში, -ახალგორის სამხარეო მუზეუმი
14. რუქა:


Image



მოკლედ ვიტყვი რომ შევიკრიბეთ რესპუბლიკის მოედანზე შეთანხმებისამებრ -
დილის 8 საათზე - და 10 წუთში გავედით

დაახლოებით 11-12 საათზე მივედით დორეთკარამდე -

მერე ფეხით ვიარეთ და საერთო ჯამში 14 საათზე მოვრჩით გავაზზე ასვლა ჩამოსვლას...

30 -40 წუთი გავჩერდით ლარგვისში -
რათა ენახათ ეს ეკლესია იმათ, ვინც პირველად იყო იქ...

4 საათზე ვიყავით წირქოლში

და 8-9 საათზე ოძისში და ვნახეთ წმ მარინეს სახ ეკლესია....

ახლა კი დაწვრილებით....
Last edited by Tamari-ch. on 07 ივლ 2008, 12:21, edited 2 times in total.

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
ვ.ი.ძ. - ქსანი2 - გავაზი-წირქოლი-ოძისი...

Post by Archil » 06 ივლ 2008, 23:03

მაგარ იყო !!!
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ვ.ი.ძ. - ქსანი2 - გავაზი-წირქოლი-ოძისი...

Post by Tamari-ch. » 07 ივლ 2008, 10:08

მოკლედ ეს გასვლა ყველაზე მეტად დამამახსოვრდება -
წინაზე ტლაპოებში ვიჭყუმპალავეთ -
ამჯერად კი მთელი დღე წყალში -
:lol:
სხვადასხვა საპატიო მიზეზების გამო..
:lol:


დილით შეკრება იყო ქართვეებისათვის ზედმიწევნით პუნქტუალური -
:lol:

დათქმულ დროს მხოლოდ 10 -15 წუთით გადავაცილეთ ...

და ცხრის წუთებზე უკვე მარშრუტკაში ვიჯექით...

Image

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ვ.ი.ძ. - ქსანი2 - გავაზი-წირქოლი-ოძისი...

Post by Tamari-ch. » 07 ივლ 2008, 10:10

შესაშური მზადყოფნა გამოაცხადეს საექსკურსიო ბატალიონის წევრებმა -

დათო ბატონმა
ასე გამოხადა თავისი მზადყოფნა -

მზად ვარ სამშობლოს შესასწავლადო...
:lol:

Image

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ვ.ი.ძ. - ქსანი2 - გავაზი-წირქოლი-ოძისი...

Post by Tamari-ch. » 07 ივლ 2008, 10:12

Image

არჩილამ შტურმანის ადგილი დაიკავა თავისი ჯიპიესით -

მე გაგიძღვებითო...

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ვ.ი.ძ. - ქსანი2 - გავაზი-წირქოლი-ოძისი...

Post by Tamari-ch. » 07 ივლ 2008, 10:12

Image

სოფომ კი მზად ვარ საჭყიპინოდო .....

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ვ.ი.ძ. - ქსანი2 - გავაზი-წირქოლი-ოძისი...

Post by Tamari-ch. » 07 ივლ 2008, 10:13

აქ ცოტა ხანს შევჩერდები -
თუ ვინმეს სურათები აქვს,

სანამ მივიდოდეთ დორეთკარამდე და მდინარემდე...

დადეთ...

User avatar
megzuri
ბოდიალა
Posts: 260
Joined: 13 ივნ 2008, 00:41
ვ.ი.ძ. - ქსანი2 - გავაზი-წირქოლი-ოძისი...

Post by megzuri » 07 ივლ 2008, 12:35

Tamari-ch. wrote:აქ ცოტა ხანს შევჩერდები -
თუ ვინმეს სურათები აქვს,

სანამ მივიდოდეთ დორეთკარამდე და მდინარემდე...

დადეთ...
კარგი თამთ დგესვე იქნება სახალისო სურათები :D ...
სალამი ყველას :) გუშინ მშვენიერი დღე იყო:ცივი მდინარითაც ვისიამოვნეთ,სურათებს აუცილებლად იხილავთ :) [/quote]

User avatar
xaliana21
ბოდიალა
Posts: 145
Joined: 10 სექ 2007, 15:19
ვ.ი.ძ. - ქსანი2 - გავაზი-წირქოლი-ოძისი...

Post by xaliana21 » 07 ივლ 2008, 14:25

ჰოდა ასე...:)
კარგი გასვლა გამოგვივიდა.
ძალიან საინტერესო ძეგლები ვნახეთ და დღის ბოლოს მდინარის პირას "გრილად" განვიტვირთეთ:)
Tamari-ch. wrote:მოკლედ ეს გასვლა ყველაზე მეტად დამამახსოვრდება -
თამთ, მეეეეეეეეც:D მხოლოდ სულ სხვა მიზეზით :lol:
მანამდე არასდროს მიფიქრია ლაშქრობაზე ფეხშიშველი სიარული როგორი იქნებოდა. ეხლა რატომღაც კარგად წარმომიდგენია.
:lol: :lol:
ვიცი, ვიცი, სურათებსაც მოგაწვდით ეხლავე:)

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ვ.ი.ძ. - ქსანი2 - გავაზი-წირქოლი-ოძისი...

Post by Tamari-ch. » 07 ივლ 2008, 15:40

მოკლედ,
ვიარეთ, ვიარეთ,
და მივადექით ახალგორს...
დედათა მონასტრის ეკლესიაში სანთლები ვიყიდეთ -
მაღაზიაში კიდევ რაღაც რუღაცეები და
და გავაგრძელეთ ლარგვისისაკენ...

გზა ახალგორამდე არაჩვეულებრივია -
სულ სრიალ სრიალით ჩავფრინდით - -
აი მერე დაიწყო ჭანჭყალიიი


Image

და მის უდიდებულესობა - გილგამეშ I-ს სახეზე აწერია
აი მაჭანჭყალებს -
და ეს რავა მაკადეთო...
:lol:

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ვ.ი.ძ. - ქსანი2 - გავაზი-წირქოლი-ოძისი...

Post by Tamari-ch. » 07 ივლ 2008, 15:46

ლარგვისამდე კიდევ გზა ჰქვია გზასა -

აი ლარგვისის მერე უკვე აღარ ვიცოდით - ეს გზა იყო თუ მდინარე-გზა..

Image

ჩვენს მარშრუტკას აქვს საპატიო წოდება "ვეზდეხოდი " -
ხიდებიც აქვს მომარაგებული ყოველი შემთხვევისათვის ..
აი გავაზის მერე მგონი დადგა მოთხოვნილება
ფარფლ-ლასტებიც მოვაბათ ....
:lol:

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ვ.ი.ძ. - ქსანი2 - გავაზი-წირქოლი-ოძისი...

Post by Tamari-ch. » 07 ივლ 2008, 15:51

Image

აი აქ კი უკვე კი არ მივდივართ გავაზისაკენ -
არამედ - მივცურავთ...
ანუ მივტოპავთ..

მალადეც ამირანას (თამაზის ძმაკაცია)

ვაჟკაცურად მიგვიყვანა დორეთკარამდე...

აი მივედით დორეთკარში და
უცებ გააჩერა მანქანა -
ვაიო!!!

რა იყო ტქვა?
ყურები ვცქვიტეთ !


ბენზინი დამეცალა -
ეტყობა ქვებმა ბაკი გამიხიესო!

:shock: :shock: :shock:

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ვ.ი.ძ. - ქსანი2 - გავაზი-წირქოლი-ოძისი...

Post by Tamari-ch. » 07 ივლ 2008, 15:54

ააააააააააა!!!!!!!
უიიიიიიიიი!!!!!!
იყო კივილი....

ზოგიერთმა ფერი დაკარგა....
კარავი მაინც წამოგვეღოო..
ზოგმა იფიქრა -
აუფ გამაგდებენ ახლა ხვალ სამსხურიდანო..

მარა ინფარქტამდ არ მისულ საქმე-
ამირანამ დროზე ჩაიხითხითა -
ვიხუმრეო...
:lol:


ესეც გავაზი

დორეთკარში ჩანდა უკვე მოპირდაპირე მთაზე...

Image

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ვ.ი.ძ. - ქსანი2 - გავაზი-წირქოლი-ოძისი...

Post by Tamari-ch. » 07 ივლ 2008, 16:00

მოკლედ დორეთკარიდან გადაწყდა გვევლო ფეხით...

ისე კი იქაჩებოდა ამირანა კიდევ წაგიყვანთო -
მარა ახლა მე ვიკივლე -

"თავი დამანებე !-
მართლა არ დაანგრიო ეს მანქანა ! -
შენი რემონტის თავი არა მაქვს
ფეხით წავალთ თქვა!"

"კაიო -
აქ დაგელოდებით, და სანამ თქვენ აქ მოხვალთ,
აბა მე მანამდე აქ თევზების დაჭერასაც მოვასწრებო - "
ბრძანა ამირან-ბატონმა...

ჰოდა დავქოქეთ ფეხით...

Image

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ვ.ი.ძ. - ქსანი2 - გავაზი-წირქოლი-ოძისი...

Post by Tamari-ch. » 07 ივლ 2008, 16:02

Image

ეს ნიტა გახლავთ -
პატარა კარველი...
გილგამეშოვნა...

ყველაზე მაგრა ეგ დადიოდა...
:wink:

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]