Page 1 of 29

აბუდელაუირ-ჭაუხები-მეწყერი-2008ის ივნისში

Posted: 30 ივნ 2008, 10:44
by GAMARJOBA SAKARTVELO
1. რეგიონი:
მცხეთა-მთიანეთი, დუშეთის რაიონი

2. მარშუტის დასახელება:
თბილისი-მაღაროსკარი-როშკა-აბუდელაურის ტბები-მაღაროსკარი-თბილისი

3. ხანგრძლივობა:
2 დღე კარვებით

4. სირთულე:
აბუდელაურის ლურჯი და მწვანე ტბები - რთული,
თეთრი ტბა - ზერთული

5. დანიშნულების პუნქტთან უახლოესი დასახლებული პუნქტი:
როშკიდან სოფლები დიდაა დაშორებული.
ქმოსტი - ნასოფლარი როშკასთან ახლოს, 1,5 კმში
ბლო - 3,6 კმ (დაცლილი სოფელი, 1 გიგაური ცხოვრობს)
ღელისვაკე - 4 კმ (დაცლილი სოფელი)

როშკამდე ყველაზე დიდი დასახლებული ადგილია სოფელი კორშა 12 კმ თბილისი როშკის გზის მონაკვეთი)
შატილი-როშკის მონაკვეთზე დასახლებული ადგილებია გუდანი 9 კმ, პისო 15 კმ, ხახმატი 19 კმ

6. მარშრუტის სიგრძე ტრანსპორტით:
სულ 224 კმ

7. ფეხით გავლილი მანძილი:
როშკა-თეთრი-ტბა-ლურჯი და მწვანე ტბები-როშკა 13 კმ
ნაწილმა 12 კმ იარა

8. სანახავი და ყურადღება მისაქცევი ობიექტები:
ტბები, იქვე ჭაუხები მწვერვალებით მარცხნივ დავით აღმაშენებელი (მთამსვლელთათვის რთული)
და მარჯვნივ - ვაჟა ფშაველა (ადვილი).
ისტორიული ნაგებობები არ გვხვდება

9. საბანაკე ადგილები:
სოფელ როშკაში ბოლო სახლთან, სადაც შოთა წიკლაური ცხოვრობს, აგრეთვე, ბოლო სახლის ზურგს უკან 200 მეტრში

10. სასმელი წყალი მარშრუტზე:
სოფელში და სოფლამდე გზებზე მილებიდან მოედინება სასმელი წაყლი.
როშკა-ჭაუხებამდე მრავალი წყაროგამოედინება და სასმელად ვარგისია

11. საჭირო აღჭურვილობა, რეკომენდაციები:
დაცურების საწინააღმდეგო და წყალგაუმტარი ფეხსაცმელი, საწვიმარი და გამოსაცვლელი სამოსი.
ტრანსპორტს რაც შეეხება, როშკამდე ასასვლელად მაღალი გამავლობის მანქანებია საჭირო

12. სასარგებლო საკონტაქტო ინფო:
შოთა წიკლაური ან მისი და 899399789

13. უახლოესი ღირსშესანაშნავი ადგილი, რომელიც დროის გახანგრძლივების შემთხვევაში,
შეიძლება ამ გასვლის ფარგლებში ინახოს

კორშაში ეთნოგრაფიული მუზეუმი,
მაღაროსკარში ღვთისმშობლის ეკლესი

14. რუქა:
სრულყოფილი რუკა არ იძებნება
http://www.holiday-weather.com/roshka_ge/map.html

შენიშვნის სახით:
აბუდელაურის ტბების ნახვა სასურველია ივნისის ბოლოდან სექტემბრის ბოლომდე.
სხვა დროს თოვლისა და წვიმა-ნისლის გამო გავლა შეუძლებელი ხდება.
ასევე, როშკა-აბუდელაურებზე ფეხით ასვლა შესაძლებელია კორშა-შატილის გზის
1ლივე მთავარი ხიდის მიდამოებიდან. სოფლამდე დაახლოებით 6 კმია.
ტბებთან დაბანაკება ქვისცვენის გამო სასურველი არაა.

აბუდელაუირ-ჭაუხები-მეწყერი-2008ის ივნისში

Posted: 30 ივნ 2008, 11:11
by Guest
რა კარგია,რომ ჩამოსულხართ.წარმომიდგენია,ღამეს როგორ გაატარებდით.მოუთმენლად ველოდები თქვენს ფოტოებს.ძალიან მეძვირფასებით.

აბუდელაუირ-ჭაუხები-მეწყერი-2008ის ივნისში

Posted: 30 ივნ 2008, 11:19
by GAMARJOBA SAKARTVELO
გავედით შაბათს დღის მე2 ნახევარში 3 ჯიპით:

1. ნაია.
2.მოდერი ილია
3. მთაშენკა

4. მეორე მონადირის ძმა ჯაბა
5.სერგიკუნა
6. ბაბუა (იგივე სერგიკუნას პაპა)
7. ერი-ერი თიკო ერი
8. პაატა (თიკო ერის +
ჯიპით)
9. პოპინსიკო გეგათი
10. ქვევრი
11. ინტელიგენტი
12. თამუნა ინტელას +
13. ზიკა
14. ირაკლი (გვალდას +
ჯიპით)
15. და მე

ბავშვიანად სულ 16ნი ვიყავით.
სქიიმიდან არჩილ დაკოტელმა გაგვაცილა.
"გუდვილიდან" - მაკენამ.
მცხეთაში ქვევრი ავიყვანეთ.
საღამოს 9ზე როშკაში შოთა წიკლაურის სახლთან დავბანაკდით.
აქ ვნახეთ კარაველი ნინო ხუხუნი შვილით და დასუფთავების აქციაში მონაწილე მოსწავლეებით.

აბუდელაუირ-ჭაუხები-მეწყერი-2008ის ივნისში

Posted: 30 ივნ 2008, 11:20
by GAMARJOBA SAKARTVELO
კვირას, დილის რვის ნახევარზე აბუდელაურის ტბებისკენ გავედით.
შოთა წიკლაურის რჩევით, გეზი თეთრი ტბისკენ ავიღეთ.
თოვლის გამო, ტბამდე მისასვლელი ბილიკი არ ჩანდა.
ქედის თავზე სიარულით ინტელა, ნაია და მე ჭაუხების ძირამდე მივედით.
ნაიამ, ქვევრმა და მე მწვანე ტბაც ვნახეთ.
ძლიერი სეტყვისა და ხანგრძლივი წვიმის გამო, თეთრი ტბიდან ლურჯი ტბის გავლით ჯგუფის
დიდი ნაწილი პირდაპირ როშკაში დაეშვა.

როშკაში მოდერი კახა დაგვხვდა შვილითა და ახლობლებით, რომლებიც 1ლად ლურჯ
ტბასთან ქედიდან დავინახეთ. თუმცა, სეტყვის გამო, იქ დიდ ხანს არ გაჩერებულან.
ჩვენ პოპინსიკოს, გეგას, ჯაბას და მგონი, მე4 პაატა იყო, იმათ ველოდით და კახას ჯგუფს
ტბასთან ამიტომ ვერ შევხვდით.

როშკიდან საღამოს 7ისკენ გამოვედით. ბარისახო-მაღაროსკარის გზაზე, ჩარგლის ასახვევამდე მეწყერი იყო ჩამოწოლილი.
გზა ჩაიკეტილიყო და დილამდე თბილისისკენ ვერ წამოვედით.
იქ ტელეფონები არ იჭერს. აქა-ი "ჯეოსელს" არაუშავს რა და კავშირი დედაქალაქთან, თითქმის, არ გვქონდა.
დაახლოებით 11ისკენ ნინო ხუხუნი მოვიდა ჩვენთან, საკვები მოგვიტანა და თან რამდენიმე
კარაველის თბილისში წაყვანა შემოგვთავაზა იმ მინიბუსით, რომელიც მეწყერს იქიდან იყო მომდგარი.
პოპინსიკო შვილით, ფეხებდასველებული თამუნა, ბაბუა და სერგიკუნა მეწყერ-მეწყერ
ფეხით გადსავლით მინიბუსში ჩასხდნენ და წესით, ღამის 2ის ნახევარზე უკვე ტიფლისში უნდა ყოფილიყვნენ.

დილის 6ზე დამახმარე ტრაქტორის მეშვეობით გზა გაიხსნა და 8ზე უკვე თბილისში ვიყავით.

შთაბეჭდილებების გაზიარება სხვა მოლაშქრეებისთვის მიმინდვია.
ჰო, აქვე დიდი მადლობა ჯაბა ფიცხელაურს უკანა გზაზე 6 წლის გეგას ზურგით
კილომეტრ-კილომეტრობით ტარებისთვის და როშკა-თეთრ ტბამდე ასვლისას ბრწყინვალე ჩამკეტობისთვის

აბუდელაუირ-ჭაუხები-მეწყერი-2008ის ივნისში

Posted: 30 ივნ 2008, 11:23
by popins
nino khukhuni კიდევ კარგი რომ წამომიყვანე..რა ვალში ვართ შენთან მე და გეგა..

ჰოდა ამ კაცის სურათი უნდა დავდო რა...


Image

ესაა ჯაბა ფიცხელაური.ჩვენი ბექას ძმა..ჩამკეტი.. მიხარია და ბედნიერი ვარ რომ ღმერთმა ეს კაცი მომივლინა გუშინ

აბუდელაუირ-ჭაუხები-მეწყერი-2008ის ივნისში

Posted: 30 ივნ 2008, 11:32
by namcecuna
ექტრემალური ლაშქრობების წელია :)

მოგვიყევით ახლა-ამბები და შთაბეჭდილებები :)
და ფოტოებიც მოაყოლეთ ;)

მშვიდობით დაბრუნებას გილოცავთ :D

აბუდელაუირ-ჭაუხები-მეწყერი-2008ის ივნისში

Posted: 30 ივნ 2008, 11:40
by TuTa
კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება :) კარგია რომ ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა, ყველაფერი ყველაფერი მაინტერესებს

სეტყვაში როგორ იარეთ, პატარა გეგამ გული ხომ არ აიცრუა ჩვენთან მეგობრობაზე :wink:

აბუდელაუირ-ჭაუხები-მეწყერი-2008ის ივნისში

Posted: 30 ივნ 2008, 11:48
by Ninukala
GAMARJOBA SAKARTVELO
ვა დაბრუნდით.... რა მაგარია... ყოჩაღებო ველი რეპორტაჟს... :)

აბუდელაუირ-ჭაუხები-მეწყერი-2008ის ივნისში

Posted: 30 ივნ 2008, 11:51
by TuTa
გუშინ ზედაზენზე ვიყავი წვიმა რომ წამოვიდა, ისეთ ნიაღვრებში ვიარეთ, მანქანა კია არა ნავი უფრო გვჭირდებოდა :wink:

"მოვცურავდი" და თან სათითაოდ თქვენს ნომრებს ვკრიფავდი, მაგრამ ამაოდ... ვერ წარმომედგინა თუ საგურამოში ასეთი თავსხმა იყო ხევსურეთში ალბათ რა ხდებოდა

დილით მთაშენკას გზავნილი დამხვდა, გაიხარე ლიკუნა :)
წარმომიდგენია რა დაღლილ-დაქანცულები ხართ, თან ეს ორშაბათი დღე. არაუშავს ყველაფერი კარგია რაც კარგად სრულდება :)

აბუდელაუირ-ჭაუხები-მეწყერი-2008ის ივნისში

Posted: 30 ივნ 2008, 11:53
by teo-
vai vai sad ar viyaviiiiiiiiii :oops:

აბუდელაუირ-ჭაუხები-მეწყერი-2008ის ივნისში

Posted: 30 ივნ 2008, 11:53
by kiki
მშვიდობით დაბრუნებას გილოცავთ:)


მოუთმენლად ველი რეპორტაჯის გაგრძელებას................


როგორ მინდოდა თქვენთან .....................

აბუდელაუირ-ჭაუხები-მეწყერი-2008ის ივნისში

Posted: 30 ივნ 2008, 11:56
by Kakha
როგორც გოგამ დაწერა, მეც ვიყავი ჩემი მანქანით კვირას 29-ში აბუდელაურის ტბებზე - ერთდღიანში. გავედი დაახლოებით 7:30.

ვიყავით მე, მჭრელი თვალი (თინათინი), ჩემი თანამშრომელი და ჩემი მეგობრის შვილი. ჩემს გარდა არც ერთს არ ენახა ტბები (მეც არ მინახავს ყველა, თეთრ ტბამდე ვერაფრით ავაღწიე, სულ რაღაც მისლი ს ხელს).

10:30 რიშკაში ვიყავით და ბილიკით გავუყევით მწვანე და ლური ტბებისკენ, სადაც სამ საათში ავედით. სასიარულოდ მშვენიერი ამინდი იყო - ოდნავ მოღუბლული, მზე არ წვავდა. არადა როცა ჭაუხებისკენ შევტრიალდით ჭაუხების მხარე მოკრიალებული იყო, მზე ურტყავდა და დიდებული სანახავი იყო.

მკაცრი და უხვთოვლიანი ზამთრის გამო თოვლი ბევრ ადგილას იყო შერჩენილი და ალაგ-ალაგ ნაზვაურებზე გადავლა გვიწევდა. მთაში, გარშემო ჯერ გაზაფხულია - დეკა ყვავის და სხვა უამრავლი ყვავილი რომელთა სახელები სამწუხაროდ არ ვიცი. არადა რა ფერი აქვთ!

დაგეემილი გვქონდა ლურჯ და მწვანე ტბებზე ერთი საათი მაინც გავჩერებულიყავით. მაგრამ ტბებს რომ მივაღიწიეთ უცებ ძალზე, ძალზე ცივმა ქარმა წამოუბერა. სულ ალბათ რაღაც ერთი-ორი წუთი უბერავდა. რაც კი რამ ტანსაცმელი გვქონდა ეგრევე ჩავიცვით. მერე ქარი ჩაწყნარდა, მაგრამ ჭაუხები ამ ერთ-ორ წუთში ღრუბლებით დაიფარა. ის იყო წახემსება დავიწყეთ, რომ წვიმა წამოვიდა, მერე სეტყვაც მოაყოალა. ამ დროს დავინახეთ ხალხი რომელიც თეთრი ტბიდან ჩამოდიოდა კი მივხვდით, რომ კარველები უნდა ყოფილიყვნენ, მაგრამ მთლად დარწმუნებულებიც არ ვიყავით, რადგან არ მათი ნაფეხური შეგხვედრია ბილიკზე და ვერც ბავშვი დავინახეთ (ვიცოდი, რომ გეგა უნდა ყოფილიყო). ვინაიდან დაშვებას არ ჩქარობდნენ, არადა სეტყვა უმატებდა და უმატებდა აღარ დაველეოდეთ და დავეშვით. წვიმაშიც ლამაზია აბუდელაურ-როშკის ბილიკი (თუ კარგი ბათინკი გაცვია ხომ საერთოდ - მჭრელ თვალს ნაჭრის ბოტასები ეცვა და წყალი შესდიოდა და გამოდიოდა). ერთი რამ, არ გეგონოთ რომ თბილისში რომ წვიმა იყო ისეთი მოდიოდა, ჩვეულებრივი, არც თუ ძლეირი წვიმა იყო. სეტყვაც წვრილი და თან შედარებით მალე გადაიღო. ამ მხრივ ექსრიმი არ შედგა :wink:

როშკაში დაბრუნებულებმა სანამ ვიცვლიდით მანქანაში და ა. შ. ვნახეთ დანარჩენები, მაგრამ ადრევე დავიძარით. გეგმა იყო რომ თბილისში სადღაც 8 ან 9 საათზე ჩამოვსულიყავით და ფეხბურთამდე დაგვესვენა.

მაგრამ ხომ იცით კაცი ბჭობდა, ღმერთი იცინოდაო, როცა ყველაზე რთულ როშკის აღმართს (თუ ამ შემთხვევაში დაღმართს) გამოვცდით და ბარისახოსაც გამოვციდთ სულ ახალ ჩამოწოლილ მეწყერს მივადექით. უფრო სწორედ საღაც მთებში დაგროვილი და გაჭედილი მორები მოსკა და პატარა ღელეს ჩამოჰყვა. გზა დაახოლებით ორი მეტრის სიმაღლისა და 30 მეტრი სიგრძის ხის მორების გროვას ჩეხერგა.

დანარჩენი იცით - ბარისახოს საგზაოს ხალხი თავგამოდებით ცდილობდა გზის გახსნას. სადღაც ღამის პირველ საათზე ბელარუსი რომელიც გზას წმენდდა გაფუჭდა და ცავიდნენ სხვა ტრაქტორის მოსაყვანად რომელიც შატილის უღელტეხილისკენ იყო. მთელი ღამე გზაში იყვნენ და დილის ხუთ საათზე ჩამოიყვანეს. დაახლოებით ერთ საათში გზა გაიხსნა და 8 საათზე სახლებში ვიყავით.

მაგარი კმაყოფილი ვარ რომ წავედი და ამდენ თოვლიანი ტბები ვნახე. ჩემი, ასე ვთქვათ პლიუსებიც უსაზღვროდ კმაყოფილები არიან და ჩვენი მცირედი თავგადასავალ, ექსტრიმიც მოეწონათ...

ფოტოები მერე, სახლიდან...

აბუდელაუირ-ჭაუხები-მეწყერი-2008ის ივნისში

Posted: 30 ივნ 2008, 12:15
by GAMARJOBA SAKARTVELO
ეს აბუდელაურის მოლაშქრეები

Image

აბუდელაუირ-ჭაუხები-მეწყერი-2008ის ივნისში

Posted: 30 ივნ 2008, 12:16
by GAMARJOBA SAKARTVELO
დილა როშკის თავზე
Image

თავად როშკა
Image

ბანაკის ნაწილი დილის 05.44ზე
Image

აბუდელაუირ-ჭაუხები-მეწყერი-2008ის ივნისში

Posted: 30 ივნ 2008, 12:17
by GAMARJOBA SAKARTVELO
გაგეზება თეთრი ტბისკენ
Image