Page 7 of 7

რუისი-ურბნისი - ბრეთი და ა.შ. 29.06.08

Posted: 01 ივლ 2008, 13:27
by Tamari-ch.
ეს ფრაგმენტი ციციშვილების დროს აგებული სამწევრისის ეკლესიის სამხრეთ ფასადშია ჩასმული. როგორც ჩანს, ამ ტაძრის ადგილას მდგარი ძველი ეკლესიის ნაშთია, ან შეიძლება ქვაჯვარის ბაზისიც იყოს. სამწუხაროდ გვიან შევამჩნიე და ვერ მოვასწარი კარგად დათვალიერება....

უი - ეგ სად შეამჩნიე?
საინტერესო გამოსახულებაა..
შენ ულუმბოში შიგნით ნახე ძველი ქვა?
წარწერებით...

Image

რუისი-ურბნისი - ბრეთი და ა.შ. 29.06.08

Posted: 01 ივლ 2008, 13:57
by ჩიტუციო
ესეც ულუმბოს მონასტერი, მე და ამიგო ავედით ზემოთ მთაზე და იქიდან გადავიღეთ.

Image

ეს წარწერა სამხრეთი კედლის შესასვლელის თავზეა განთავსებული. ''1871 წელსა ხელ დასხმულ ვიქმენ არხი ეპისკოპოზის ევსეის მიერ მღვდლად ულუმბაის ღ-ის მშ-ბლის ეკკლესიისა მე ალექსი კევლიევი მეცადინეობითა ჩემითა შეუდექ აღშენებას ამა ტაძრისას და შევასრულე. 1871 წ'' კევლიევი იგივე კევლიშვილია.

Image

ამ ტაძრამდე კიდე მდგარა ძველი ეკლესია, რომლის სამხრეთი კედლის ნაწილიც ამჟამინდელი ეკლესიის კედლისათვის გამოიყენეს. აი სურათზე კარგად ჩანს ძველი წყობა. ნახევარწირული შესასვლელი ქონია ტაძარს, რომელიც ორნამენტული მოტივებით იყო შემკული. ეს შესასვლელი ახლა ამოქოლილია.

Image

აქვეა მხატვრობის ფრაგმენტები. როგორც ჩანს, ამ შესასხვლელს კარიბჭე ან ეკვდერი ჰქონდა კიდე მიშენებული, რომელიც მოხარული ყოფილა. ალბათ უფრო კარიბჭე იქნებოდა.

Image

გარდა ამისა დასავლეთ ფასადის კედლის წყობაშიცაა ძველი ეკლესიის ფრაგმენტები ჩართული.

Image

Image


ისე ტაძრის მიმდებარე ტერიტორია რომ შეისწავლონ მგონი ბევრ საინტერესოს ნახავენ... თუნდაც გარშემო მიწის საფარი რომ აიღონ, ძველი ტაძრის უფრო დიდი მონაკვეთი გამოჩნდება.

Tamari-ch.
არა არ მინახია :( მე ვიცოდი, რომ ეგ ფილა საკურთხევლის აფსიდის ქვედა ნაწილში იყო ჩადგმული... ტაძარში კი შემოვედი მაგრამ ეგ არ მინახია :((

ისე ეს წარწერა XI საუკუნისაა და გიორგი მეფე იხსენიებაო.

რუისი-ურბნისი - ბრეთი და ა.შ. 29.06.08

Posted: 01 ივლ 2008, 14:02
by Tamari-ch.
არა არ მინახია მე ვიცოდი, რომ ეგ ფილა საკურთხევლის აფსიდის ქვედა ნაწილში იყო ჩადგმული... ტაძარში კი შემოვედი მაგრამ ეგ არ მინახია (
რომ შეხვალ მარცხნივ იყო კუთხეში -

დასავლეთ-ჩრდილო კედლის კუთხეში...

მე კი ეს მოხატულობა არ მინახავს...

ულუმბოში მამომ გვითხრა -
ეს ეკლესია უძველესიაო-
უბრალდო აღდგენილია რამოდენიმეჯერ...

რუისი-ურბნისი - ბრეთი და ა.შ. 29.06.08

Posted: 01 ივლ 2008, 14:13
by Bivrili
Tamari-ch.

მგონი მაგ ქვის გვერდით ულამაზესი და თექით საკმაოდ ორგინალურად გაკეთებული მაღალი ჩექმები იყო , გადაიღეთ?................

მგონი თექა იყო , შეიძლება მეშლება და სხვა რამე ქვია მაგ მასალას..............
სანთლების მაგიდის გვერდით იყო...............

რუისი-ურბნისი - ბრეთი და ა.შ. 29.06.08

Posted: 01 ივლ 2008, 14:19
by Tamari-ch.
უი, როგორ არ გადავიღე -

"ვალინკები " -


Image

რუისი-ურბნისი - ბრეთი და ა.შ. 29.06.08

Posted: 01 ივლ 2008, 14:27
by Mta Mkvarebia
რამდენი გიწვალიათ ულუმბოში ასვლაზე.
სკიტე ხომ არ გინახავთ ზემოთ? ჩვენ მაშინ კურთხევა ვერ მოგვცეს წინამძღვრის გარეშე.

ყოჩაღ თქვენ, რამდენი მოგისწრიათ :)

რუისი-ურბნისი - ბრეთი და ა.შ. 29.06.08

Posted: 01 ივლ 2008, 14:35
by Tamari-ch.
Mta Mkvarebia wrote:რამდენი გიწვალიათ ულუმბოში ასვლაზე.
სკიტე ხომ არ გინახავთ ზემოთ? ჩვენ მაშინ კურთხევა ვერ მოგვცეს წინამძღვრის გარეშე.

ყოჩაღ თქვენ, რამდენი მოგისწრიათ :)
უი კურთხევა კი არა და
წინამძღვარი არ გაგვახსენო..
:lol:

რომ გამოვედით ტლაპოდან -
ისაა მოვწესრიგდით და უნდა განვაგრძოთ გზა-
რომ უცებ ჩამოიარა ულუმბოს წინამძღვარმა ჯიპით -
პირველი ეკა შეეფეთა მოღეღილი მაისურით და ჯინსებით -
მერე დათო შორტებში და სიგარეტით ხელში -
ჰოდა გადაირია კაცი-
:lol:
დაგვიწყო ჩხუბი -
ასე მიდიხართო მონასტერშიო ?
:twisted:

უიმეო !
ვაიმეო!
უნდა გენახათ ჯინსიანი ქალები რომ გაცვინდნენ მარშრუტკის უკან
და იმალებოდნენ იქანე...
:lol:

დათოს სიგარეტი გააგდებინეს ხელიდან.

მოკლედ კურთხევას ვინ მოგვცემდა ამის მერე?
:lol:

რუისი-ურბნისი - ბრეთი და ა.შ. 29.06.08

Posted: 01 ივლ 2008, 15:52
by tiko_r
Tamari-ch.
:lol: ჰაჰაჰა

რუისი-ურბნისი - ბრეთი და ა.შ. 29.06.08

Posted: 02 ივლ 2008, 00:19
by Tamari-ch.
Image

ეს ნათიას გადაღებული სურათია წრომში -
ყველანი მამაოს გარშემო ვართ შემოკრებილები -

მამაო კი გვიჩვენებს მოზაიკის ნატეხებს, რომელიც საკურთხეველში ეყარა...
ამ ეკლესიაში კომუნისტების დროს თურმე უამრავი საშინელება ხდებოდა...
კომუნისტებს მამაო 20 -ან წლებში - პირდაპირ შუა წირვის დროს მოუკლავთ.

რუისი-ურბნისი - ბრეთი და ა.შ. 29.06.08

Posted: 02 ივლ 2008, 00:22
by Tamari-ch.
Image

ესეც ნათიას გადაღებული ფოტოა -

რუისი-ურბნისი - ბრეთი და ა.შ. 29.06.08

Posted: 02 ივლ 2008, 00:24
by Tamari-ch.
თავად ნათია არაა დარეგისტრირებული
და სურათები მე გადმომიგზავნა.

რუისი - ეზოში ჩვენ დავრბივართ...

Image

რუისი-ურბნისი - ბრეთი და ა.შ. 29.06.08

Posted: 02 ივლ 2008, 00:37
by Archil
Tamari-ch.

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი ღირშესანიშნავია სწორედ ასეთი არქიტექტორული გადაწყვეტით.

დამატებითი კედელ-სვეტებმა კონსტრუქციების შემსუბუქებისა და სიმაღლეში მომატების საშუალება მისცა ნაგებობას... ჰოდა ეგ ყველაფერი მანდა..

tres interesant

რუისი-ურბნისი - ბრეთი და ა.შ. 29.06.08

Posted: 02 ივლ 2008, 20:36
by Tamari-ch.
Image

სტრიპტიზი მდინარეში...
:lol:

Image