Page 1 of 7

რუისი-ურბნისი - ბრეთი და ა.შ. 29.06.08

Posted: 30 ივნ 2008, 00:40
by Tamari-ch.
http://karavi.ge/viewtopic.php?p=133177#133177

დავბრუნდით და ახლა დავდებ სურათებს....

ანუ ჩვენი გეგმა იყო ასეთი -

რუის-ურბნისი-
ბრეთა - დირბი
მერე ულუმბო -
სამწერისი და ყინწვისი..

რეზერვში: არადეთი - წვერი - ხცისი და წრომი...


წამომსვლელების უმრავლესობა ახლობლები და მეგობრები (ანუ ჩვენი +-ები )იყვნენ -
კარველებიდან იყვნენ ტომა, ამიგო, ბივრილი - ჩიტუციო (რომელიც დარეგისტრირებულია აქ, მაგრამ ვერ გაიხსენა თავისი ნიკი და პაროლი :D )
დანარჩენები ელოდებიან გააქტიურებას და კარველობას.

შევიკრიბეთ დილის 7 საათიდან -
მე პირადად შვიდის ნახევარზე რესპუბლიკის მოედანზე ვიყავი -
და პირველი მივედი...

ერთი საინტერესო დეტალი-
მერიის შარშანდელი ექსკურსიების მერე
რესპუბლიკის მოედანი ტრადიციულად იქცა უამრავი ექსკურსიის გასვლის პუნქტად -
მაგალითად დილით ასეთი დიდი და ლამაზი ავტობუსი დამხვდა იქ -

Image
მგონი თურქეთში (ტაოში) მიდიოდა...

როცა ჩვენებს ველოდებოდით ცოტა ხანში ვიღაც ქალბატონი მოგვიახლოვდა -
"ვი სლუჩაინო ვ დავიტ გარეჯა ნე ედეტეო?"

ნეტ თქო ვუთხარით,
- მაგრამ თუ გინდათ ჩვენთან წაგიყვანთ თქო -ვუპასუხეთ -
:wink:

დამოჩკამ ცოტა ცერად შემოგვხედა - მართლა არ წამიყვანონო და ჩქარი ნაბიჯით გაგვეცალა..
:D
მერე კიდევ ერთი დამოჩკა მოგვიახლოვდა-
"ვი სლუჩაინო ვ კოდორსოე უშელიე ნე ედეტეო?
ვაიმე!
.. კი გაგვიკვირდა ექსკურსია კოდორის ხეობაში...
:lol:

ნელ ნელა ჩვენი ხალხიც მოვიდა...

ესეც ბივრილი - ჩვენი უცვლელი მოექსკურსიე...
Image

რუისი-ურბნისი - ბრეთი და ა.შ. 29.06.08

Posted: 30 ივნ 2008, 00:48
by Tamari-ch.
გავედით 7:35 -ზე

9:15 - ზე ვიყავით ურბნისში

10:10 -ზე ვნახეთ რუისი

11:00 -ზე ვიყავით ბრეთაში -

11:50 -ზე მოვედით დირბში

13:30 - ზე ავედით ულუმბოში -

17:05 -ზე ვიხილეთ წრომის დიდებული ეკლესია.

18:10-ზე მივედით სამწერისი მამათა მონასტერში - ციციშვილების ყოფილი რეზიდენცია

18:45 - ზე დავტკბით ყინწვისით...

კილომეტრები არ მკითხოთ....
სპიდომეტრი მილებს უჩვენებდა და თამაზიმ გვითხრა -
თავი დამანებეთო
:D

დროის ათვლა- დაფიქსირებაში მეხმარებოდა ბივრილი.
:D



პირველი პუნქტი იყო

ურბნისი -
Image

Image

რუისი-ურბნისი - ბრეთი და ა.შ. 29.06.08

Posted: 30 ივნ 2008, 00:49
by Linda
hmm es gogo natia neburnishvilia, visi megobari iyo am ekskursiaze?

რუისი-ურბნისი - ბრეთი და ა.შ. 29.06.08

Posted: 30 ივნ 2008, 00:52
by Tamari-ch.
კი ნათია იყო -
ეკას მეგობარი
და როგორც გაირკვა ჩემი მეზობელი.
:D


კიდევ ვინმე ხომ არ გეცნობათ -
თბილისი პატარა ქალაქია.
Image

რუისი-ურბნისი - ბრეთი და ა.შ. 29.06.08

Posted: 30 ივნ 2008, 01:05
by ლეონტი
Tamari-ch. wrote: თბილისი პატარა ქალაქია.
ჭორაობის ქართული მასშტაბისთვის კი.
აი 30 მილიონიანში რო ცხოვრობენ ჩვენები იქ სულ სხვაა.
:lol:

რუისი-ურბნისი - ბრეთი და ა.შ. 29.06.08

Posted: 30 ივნ 2008, 01:06
by Tamari-ch.
ურბნისი საქართველოს ერთ ერთი ადრეული ქრისტიანული ძეგლია-
თარიღდება V - VI საუკუნით.
ჩრდილოეთ ფასადზე შემორჩენილია უძველესი წარწერა ასომთავრულით,
რომელიც იუწყება, რომ ეკლესიის მშენებელნი ყოფილან ვინმე კონსტანტი
და მამა მიქაელი

აღმოსავლეთ ფასადზე არის უკვე სხვა წარწერა, რომელიც თარიღდება მე-9 საუკუნით და გვაუწყებს, რომ დანგრეული ეკლესია ამ დროს შეუკეთებიათ ვინმე ურბნელ ეპისკოპოსს თეოდორე ლუკას ძეს - კონსტანტინე მიქელის ძის შეწევნით... წარწერა ამოუკვეთია ვინმე აბიათარს..


Image

Image

კიდევ ერთი წარწერაა სამხრეთ მხარეს - კარიბჭის თავზე -
რომელიც გვაუწყებს, რომ 1668 წელს ვახტანგ V -ის მეუღლე - მარიამ დედოფალის (დადიანის ასულის) შეწევნით ეკლესია ისევ შეუკეთებიათ..
Image


Image
ეკლესიის ეზოში ბეკეკო შევნიშნეთ.

რუისი-ურბნისი - ბრეთი და ა.შ. 29.06.08

Posted: 30 ივნ 2008, 01:12
by Tamari-ch.
ვსეირნობთ - ვათვალიერებთ -
ტაძარში კი წირვა მიმდინარეობდა ამ დროს...

Image

Image

რუისი-ურბნისი - ბრეთი და ა.შ. 29.06.08

Posted: 30 ივნ 2008, 01:14
by Tamari-ch.
Image

ტომა

რუისი-ურბნისი - ბრეთი და ა.შ. 29.06.08

Posted: 30 ივნ 2008, 01:22
by Tamari-ch.
Image

შემდეგ ვესტუმრეთ რუისის საკათედრო ტაძარს -
რომელიც მე პირადად დედოფალს მაგონებს თავისი უმშვენიერესი ჩუქურთმებით...

Image

პირველად ეკლესია ამ ადგილას აუგია მეფე ვახტანგ გორგასალს
მე - 6 საუკუნეში,
მაგრამ იმ უძველეს ეკლესიას არ მოუღწევია თავისი პირვანდელი სახით -
ეკლესია ხელახლა აუგიათ მე 8 - - 9 საუკუნეებში, ხოლო X საუკუნეში იგი საფუძვლიანად შეუკეთებიათ და
მან დღევანდელი სახე მიიღო.

Image

რუისი-ურბნისი - ბრეთი და ა.შ. 29.06.08

Posted: 30 ივნ 2008, 01:23
by ლეონტი
Tamari-ch. wrote:ვსეირნობთ - ვათვალიერებთ -
ტაძარში კი წირვა მიმდინარეობდა ამ დროს...
მერე წირვაზე რატო არ დადექით, ქვების ყურება უფრო საინტერესოა თუ ღმერთის ყურება?
:wink:

რუისი-ურბნისი - ბრეთი და ა.შ. 29.06.08

Posted: 30 ივნ 2008, 01:28
by Tamari-ch.
ლეონტი wrote:
Tamari-ch. wrote:ვსეირნობთ - ვათვალიერებთ -
ტაძარში კი წირვა მიმდინარეობდა ამ დროს...
მერე წირვაზე რატო არ დადექით, ქვების ყურება უფრო საინტერესოა თუ ღმერთის ყურება?
:wink:

წირვაზეც ვიდექით -

რუისშიც წირვა მიმდინარეობდა და სამწუხაოდ ახლოდან ვერ გადავიღე შემორჩენილი ფრესკების ფრაგმენტები -

Image

რუისი-ურბნისი - ბრეთი და ა.შ. 29.06.08

Posted: 30 ივნ 2008, 01:30
by Tamari-ch.
Image

გავაგრძელეთ გზა...
ბრეთასკენ ...

რუისი-ურბნისი - ბრეთი და ა.შ. 29.06.08

Posted: 30 ივნ 2008, 01:34
by ლეონტი
Tamari-ch. wrote: Image
ეკლესიის ეზოში ბეკეკო შევნიშნეთ.
ბეკო ბეკო ბეო,
კარი გამიღეო.

რუისი-ურბნისი - ბრეთი და ა.შ. 29.06.08

Posted: 30 ივნ 2008, 01:35
by Tamari-ch.
Image
ბრეთი -
პატარა ოაზისი ეკლესიის გარშემო ეზოში ...

ადრე ამ ადგილას ორი ეკლესია მდგარა -
ერთი პიროს ბრეთელის სახელობის
და მეორეც წმ გიორგის სახელობის.
შემდეგ ეს ორი ეკლესია ერთმანეთთან შეუერთებიათ
და ახლა ერთი ეკლესიის შთაბეჭდილებას ტოვებს.

Image
პიროს ბრეთელის საფლავი -
ერთ ერთი ცამეტი ასურელ მამათაგან -

Image

რუისი-ურბნისი - ბრეთი და ა.შ. 29.06.08

Posted: 30 ივნ 2008, 01:37
by Tamari-ch.
Image