დავბრუნდით და ახლა დავდებ სურათებს....
ანუ ჩვენი გეგმა იყო ასეთი -
რუის-ურბნისი-
ბრეთა - დირბი
მერე ულუმბო -
სამწერისი და ყინწვისი..
რეზერვში: არადეთი - წვერი - ხცისი და წრომი...
წამომსვლელების უმრავლესობა ახლობლები და მეგობრები (ანუ ჩვენი +-ები )იყვნენ -
კარველებიდან იყვნენ ტომა, ამიგო, ბივრილი - ჩიტუციო (რომელიც დარეგისტრირებულია აქ, მაგრამ ვერ გაიხსენა თავისი ნიკი და პაროლი

დანარჩენები ელოდებიან გააქტიურებას და კარველობას.
შევიკრიბეთ დილის 7 საათიდან -
მე პირადად შვიდის ნახევარზე რესპუბლიკის მოედანზე ვიყავი -
და პირველი მივედი...
ერთი საინტერესო დეტალი-
მერიის შარშანდელი ექსკურსიების მერე
რესპუბლიკის მოედანი ტრადიციულად იქცა უამრავი ექსკურსიის გასვლის პუნქტად -
მაგალითად დილით ასეთი დიდი და ლამაზი ავტობუსი დამხვდა იქ -

მგონი თურქეთში (ტაოში) მიდიოდა...
როცა ჩვენებს ველოდებოდით ცოტა ხანში ვიღაც ქალბატონი მოგვიახლოვდა -
"ვი სლუჩაინო ვ დავიტ გარეჯა ნე ედეტეო?"
ნეტ თქო ვუთხარით,
- მაგრამ თუ გინდათ ჩვენთან წაგიყვანთ თქო -ვუპასუხეთ -

დამოჩკამ ცოტა ცერად შემოგვხედა - მართლა არ წამიყვანონო და ჩქარი ნაბიჯით გაგვეცალა..

მერე კიდევ ერთი დამოჩკა მოგვიახლოვდა-
"ვი სლუჩაინო ვ კოდორსოე უშელიე ნე ედეტეო?
ვაიმე!
.. კი გაგვიკვირდა ექსკურსია კოდორის ხეობაში...

ნელ ნელა ჩვენი ხალხიც მოვიდა...
ესეც ბივრილი - ჩვენი უცვლელი მოექსკურსიე...
