Page 1 of 1

ვინ სად ყოფილა საინტერ

Posted: 24 მაი 2004, 13:07
by lukrecia
აი ასეთი თემა წამოვჭერი.აბა დაფაცურდით ამ საიტის წარმომადგენლებო და სათითაოდ ჩამოყაჭეთ ვინ სად ყოფილა.საინტერესოა ერთობ. :D

ვინ სად ყოფილა საინტერ

Posted: 24 მაი 2004, 14:17
by Gvalva
lukrecia, გილოცავ წარმატებიტ ჩატარებულ მანიპულაციას.

ვიფიქრე ეს თემა რჩევებთან უფრო ნაკლებ კავშირშია, ვიდრე ლაშქრობებთან მეთქი და აქეთ გადავიტანე. თანაც თემის გადატანის მექანიზმი შევამოწმე თუ მუშაობდა . :lol:

ვინ სად ყოფილა საინტერ

Posted: 24 მაი 2004, 14:32
by Gvalva
რადგან, wanderer დაინტერესდა მე დავიწყებ აბუდელაურის ტბებით.

3 დღიანი ლაშქრობა იყო.
ყაზბეგამდე არ მისული არის ჯუთას გადასახვევი, საკმაოდ ცუდი გზაა სოფლამდე. ჯუთელები ამბობენ ჯუთა უშგულზე მაღალი სოფელიაო. ჯუთადან ჩანს ულამაზესი ჭაუხები.

Image

ღამე ჭაუხების ძირას გავათენეთ, მეორე დღეს გადავედით უღელტეხილი და აბუდელაურის ტბებზე კაი ხანს დავისვენეთ, იმავე დღეს ჩავედით როშკასთან და სოფელთან ახლოს გავათენეთ, მეორე დღეს ჩავედით შატილი-ბარისახო-თბილისის გზაზე და იქედან დავბრუნდით თბილისში.

პირველ ღამეს სადაც გვეძინა იქედან არის შესაძლებელი ასევე საკმაოდ საინტერესო ალპინისტური ასვლები ჭაუხების ქედის მრავალ მწვერვალზე, ვაჟა-ფშაველა, თაყაიშვილი და სხვა.

ვინ სად ყოფილა საინტერ

Posted: 27 მაი 2004, 12:30
by lukrecia
აუ რაც მაგ სოფელში რძე და ყველი მაქვს ნაჭამი.....ეეჰ.მომენატრა.

ვინ სად ყოფილა საინტერ

Posted: 15 ივნ 2004, 10:01
by Wanderer
მაგარი ადგილია რა ეგ აბუდელაური! დიდი სიამოვნებით წავიდოდი.

სხვათაშორის გუშინწინ ვიყავი ქოროღლის ციხეზე და ძალიან მომეწონა ! ჯერ ციხესთან ავედით და ზედ ვიძრომიალეთ ბლომად :D მერე ქვემოთ ეკლესიაა პატარა და ისიც მოვინახულეთ - მგონი 40 წმინდანის ეკლესია თუ რაღაც ასეთი ჰქვია. ძაან მაგარი ადგილია ! ვინც არ ყოფილა ვურჩევ მოინახულოს.

ვინ სად ყოფილა საინტერ

Posted: 15 ივნ 2004, 10:24
by Gvalva
აი, ხედავ? მშვენიერ ადგილას ყოფილხარ, და წუწუნებ არ მომყვებიანო.

ვინ სად ყოფილა საინტერ

Posted: 15 ივნ 2004, 17:01
by lukrecia
ცნობისათვის:ქოროღლის ქვემოთ რომ ეკლესიაა,მაგას კაბენი ქვია.და ოდესგაც მანდ მარტო ეკლესია კი არა,მთელი სამონასტრო კომპლექსი იყო.ვოტ!

ვინ სად ყოფილა საინტერ

Posted: 15 ივნ 2004, 19:39
by Wanderer
lukrecia
რაღაც ძალიან მეეჭვება, რომ კაბენი ერქვას ! შენ ეტყობა სხვაზე ამბობ. პატარა ეკლესიაა. ახლად ნაშენი. ჯერ დამთავრებულიც არაა ბოლომდე. ეტყობა რესტავრაცია გაუკეთეს ან ახლიდან ააშენეს.

ვინ სად ყოფილა საინტერ

Posted: 03 აპრ 2005, 16:41
by Guka-David Gilmour
კარავის სასტავთან ერტად ორჯერ ვიყავი ერთხელ არმაზში და მეორეთ რო ვიყავი თავ-ბედი ვიწყევლე რამ წამომიყვანა მეთქი ალბათ მიხვდებით რომ ნიჩბისზე ვგულისხმობ! :lol: :lol: :lol: