სვანეთმა ისევე სტუმარგულიანად მიმიღო, როგორც შარშანწინ.
მიყვარს სვანეთი, რომელმაც პატარძალი უშბა თეთრ კაბაში გამოაწყო და მისი კიდეები შეურყვნელად დაიმარტოხელა
მოდი და არ გიყვარდეს ეს კუთხე.
ლილეო რომ შენს სასმენელს აიტაცებს, ახალ მზეს გადმოკიდებს სულის კიდეებში.
ენგურის თქარათქურა ჩხრიალიც რომ ჩაგწვდება, იგრძნობ, რომ შენი გულის სამანებმა დედამიწის სამოთხეში მოგაქციეს.
ერთმა სვანმა მითხრა, სვანი რომ არ ვყოფილიყავი, სვანი გავხდებოდიო.
ჯერ გულიანად ვიცინე, მერე კი ვკითხე, რატომ-მეთქი.
იმიტომ , რომ სვანი პატიოსანი და გულწრფელი ადამიანიო.
მათ წესიერებაში ეჭვს ვერაფრით შევიტან. მთავარი საბუთი საუკუნეებია, მესტიის მუზეუმია.
პატიოსანმა სვანებმა ქართული საგანძური უტყვად და უ1გულესად შეინახეს.
საკუთარი თოთოებივით
უვლიდნენ ჩამოკალმებულ ოთხთავებს, ხატებს, სამკაულებს.
ახლო-მახლოებში კოშკები ჩოჩქოლებენ. თუ შეიგრძნეს, რომ კეთილი გულით ახვედი, კარს გაგიღებენ,
ბანებზე მიგიწვევენ და რიბირაბოზე აჟღურტულებული სხივებით მოგელამუნებიან...
თქვენს წინაშეა მესტია თანმდევი სოფლებით.
თემას უწესიერეს ადამიანებს, მოლებზე დაცვენილი თრთვილებივით სუფთა კარაველებს - გვალდასა და ლამას ვუძღვნი
(რეპორტაჟი სრული არ არის და ნუ დამძრახავთ)
