უჯარმა-ბოჭორმა-სიონის ტბა 2008ის 21 ივნისს

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
უჯარმა-ბოჭორმა-სიონის ტბა 2008ის 21 ივნისს

Post by lama » 23 ივნ 2008, 20:19

ძალიან კარგი, საინტერესო და ლამაზი რეპორტაჟია


გაიხარეთ მეგობრებო :)
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
უჯარმა-ბოჭორმა-სიონის ტბა 2008ის 21 ივნისს

Post by Mta Mkvarebia » 23 ივნ 2008, 21:35

შევუყევით ბოჭორმის აღმართს, ცოტა არ იყოს დავიღალეთ, მაგრამ უფრო მეტ დისკომფორტს ის გვიქმნიდა, რომ წინა დღის ნაწვიმარზე ტალახზე ფეხი საშინლად ცურდა, თან ჩვენს წინ თურმე 2 მინიბუსის მგზავრებს აეარათ იგივე ბილიკი და გზა კიდევ უფრო მოლიპულიყო. ლინდას პლიუსისთვის ეს მართლა სერიოზული გამოცდა იყო :wink:

დროდადრო ვისვენებდით:

Image

Image
ბილიკი სულ მაღლა და მაღლა ადიოდა, ეკლესიას თითქმის რომ მივუახლოვდით თვალწინ ასეთი ხედები გადაიშალა:

Image

Image
Image

User avatar
bellge
მაწანწალა
Posts: 915
Joined: 12 ივნ 2007, 10:50
უჯარმა-ბოჭორმა-სიონის ტბა 2008ის 21 ივნისს

Post by bellge » 23 ივნ 2008, 21:49

მშვენიერეია :)
სიამოვნებით წამოვიდოდი მეჯვარე რომ არ ვყოფილიყავი :oops:

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
უჯარმა-ბოჭორმა-სიონის ტბა 2008ის 21 ივნისს

Post by Tamari-ch. » 23 ივნ 2008, 21:54

ბოჭორმამდე რამდენი ხანია ფეხით სასიარულო?

User avatar
Linda
იეტი
Posts: 1451
Joined: 17 მაი 2007, 20:49
უჯარმა-ბოჭორმა-სიონის ტბა 2008ის 21 ივნისს

Post by Linda » 23 ივნ 2008, 21:56

Tamari-ch.

1 საათი დაგვჭირდა შესვენებით, გურულმა შესვენების გარეშე 40 წუთში დაფარა ეგ გზა

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
უჯარმა-ბოჭორმა-სიონის ტბა 2008ის 21 ივნისს

Post by Mta Mkvarebia » 23 ივნ 2008, 22:04

აი ისიც, ბოჭორმის წმ. გიორგის მე-10-მე-11 საუკუნის ტაძარი, მე-11-მე-12 საუკუნის ფრესკების ნარჩენებით. მე სამწუხაროდ ფრესკები ვერ გადავიღე, ალბათ სხვები დადებენ. ტაძარს, როგორც ხედავთ, გუმბათი არ აქვს სრულად შემორჩენილი. ჩამონგრეული არ გეგონოთ, აფეთქებულია. როგორც კახამ გვითხრა, რადგან ის ერთერთ უძლიერეს სალოცავად ითვლებოდა, 20-იან წლებში აუფეთქებიათ კომუნისტებს.

Image

ეკლესია უშვილო წყვილებისათვის უძლიერეს სალოცავს წარმოადგენს, ამიტომ ის სავსეა შეწირული აკვნებით.
Image

Image

Image

ულამაზესი ხედებით დავტკბით და ფოტოები გადავიღეთ
Image

Image
Last edited by Mta Mkvarebia on 23 ივნ 2008, 22:30, edited 1 time in total.
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
უჯარმა-ბოჭორმა-სიონის ტბა 2008ის 21 ივნისს

Post by Mta Mkvarebia » 23 ივნ 2008, 22:24

სანამ ბოჭორმის ეკლესიასთან ავიდოდით, დიდი ხნის განმავლობაში გვესმოდა გრუხუნი, მაგრამ იმედი გვქონდა წვიმას ჩამოვუსწრებდით. მაგრამ ტყუილად. მე, ლინდა, მისი პლიუსი და თუთა წინ წამოვედით, რამდენიმე ნაბიჯიც არ გვექნებოდა გადადგმული რომ წვიმაც დაიწყო, თავიდან ხის ფოთლებში ვერ ატანდა, მაგრამ მერე ისეთი დაუშვა... კარგად მახსოვს სამი კვირა როგორ ვიჯექი სახლში გრიპის გამო და რამდენ ლაშქრობას გამოვაკლდი, ასე რომ გაციების პერსპექტივამ ვერაფრით მომხიბლა. ისე გამოვრბოდი წინ, ლინდა თუთა და დევიდი უკან ჩამოვიტოვე, ფეხი მიცურდა, მაგრამ ვინ უყურებდა, ბილიკიდან გადავუხვიე და ეკლიან ბუჩქებში მოვხტოდი, ის გზა, რასაც 1 საათი მოვანდომე ასვლა, 15 წუთში ცამოვირბინე. მერე ჩამორჩენილებიც წამოგვეწივნენ, ჩავჯექით "ზურმუხტაში" (ნაიამ გასაღები გამოგვატანა), და თავისუფლად ამოვისუნთქეთ. დროდადრო ნაია რეკავდა ან ჩვენ ვურეკავდით, თურმე ფოტოაპარატების დასველების შიშით უკან დაბრუნება გადაუწყვეტიათ და ოდნავ რომ მინელდა წვიმა შემდეგ გამოსდგომიან გზას, მაგრამ შუა გზაში რომ იყვნენ, მერე დასცხო, თუ დასცხო, თითქოს სათლ;იდან ასხამდნენ, ისეთი გალუმპულები დაბრუნდნენ, ჩვენ მათთან შედარებით მშრალები ვიყავით თან სულ ტალახში უკოტრიალიათ. აი მაშინ წავიდა, მაკენას მანქანის საბარგულის ახდილი კარის ქვეშ სველი ტანსაცმლის გამოცვლა. მერე ხუმრობდნენ ბიჭები, ჩვენ თვალები დაგვახუჭინეს და ზურგით შეგვატრიალეს და უკან რომ ორი სავსე მინიავტობუსი მიშტერებოდათ, ვითომც არაფერიო :) მართლა სასაცილოები იყვნენ. მაგალითად წარმოგიდგენიათ გურულისნაირი რესპექტაბელური ადამიანი ტარზანივით ველურ ბუნებაში? :wink:
Last edited by Mta Mkvarebia on 24 ივნ 2008, 09:49, edited 1 time in total.
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
უჯარმა-ბოჭორმა-სიონის ტბა 2008ის 21 ივნისს

Post by Mta Mkvarebia » 23 ივნ 2008, 22:31

მერე წავიხემსეთ. მაგრამ თუ იცით როგორ? :) რადგან ისევ წვიმდა, ერთმანეთის გვერდით დავაყენეთ მანქანები და ასე ვაწვდიდით პროდუქტებს, და სასმელს ერთმანეთს.
Image

Image

Image
Image

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
უჯარმა-ბოჭორმა-სიონის ტბა 2008ის 21 ივნისს

Post by Tamari-ch. » 23 ივნ 2008, 22:36

კარგად მახსოვს სამი კვირა როგორ ვიჯექი სახლში გრიპის გამო და რამდენ ლაშქრობას გამოვაკლდი, ასე რომ გაციების პერსპექტივამ ვერაფრით მომხიბლა.
ეგ ამბავი მე მომანდეთ და
სამი კვირის ნაცვლად 3 დღე დაჯდებით სახლში..
:D :lol:

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
უჯარმა-ბოჭორმა-სიონის ტბა 2008ის 21 ივნისს

Post by Mta Mkvarebia » 23 ივნ 2008, 22:41

Tamari-ch.
ექიმი ხარ? :wink:
Image

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
უჯარმა-ბოჭორმა-სიონის ტბა 2008ის 21 ივნისს

Post by Tamari-ch. » 23 ივნ 2008, 22:43

Mta Mkvarebia wrote:Tamari-ch.
ექიმი ხარ? :wink:
:wink:

User avatar
meore monadire
ბილიკზე მოარული
Posts: 2057
Joined: 14 აპრ 2007, 19:06
Location: საწუთრო
Contact:
უჯარმა-ბოჭორმა-სიონის ტბა 2008ის 21 ივნისს

Post by meore monadire » 23 ივნ 2008, 23:56

აუ, ცვენ ლამას ხელში რომ ვერ მივაგენით შარშან აგერ ახლა თქვენთან ერთად გავიარე შარშან ჩემი გასავლელი გზა :)


გურულის ფოტო სასტაულია :დ


ველი მე მაგალითად გაგრძელებას
2003 წლის მარტის თვის მაისია @ლამა

Image

User avatar
tiko_r
იეტი
Posts: 3498
Joined: 04 სექ 2007, 21:35
Location: სოფ. ძუყნური
უჯარმა-ბოჭორმა-სიონის ტბა 2008ის 21 ივნისს

Post by tiko_r » 24 ივნ 2008, 10:43

ჰაჰა! რა მაგარი სუფრა გქონიათ!!!!!!!! :lol:

უნდა გავიდე ამ დღEებში საწვიმარი შევიძინო, თორემ Aღარ მაქვს იმედი რომ წელს კარავული გასვლა უწვიმოდ ჩაივლის :? :lol:

User avatar
Ninukala
იეტი
Posts: 4473
Joined: 14 მაი 2007, 10:53
Location: წყნეთი
Contact:
უჯარმა-ბოჭორმა-სიონის ტბა 2008ის 21 ივნისს

Post by Ninukala » 24 ივნ 2008, 10:53

Nika wrote:უი ამ რკინებს გაყევით? მეორე მხრიდანაცაა ისე ბილიკი და მგონი უფრო ახლოს მიდის მანდ ციხესთან მანქანა.

პ.ს. სიონის წყალსაცავია და არა ტბა.
ეჰ ნიკა ეგ რომ ადრე გვცოდნოდა.... :), თუმცა მერე ალბათ ასეთი სასაცილო ისტორიაც არ გვექნებოდა... :D სიცილით ვსკდები ეხლა რომ ვიხსენებ შაბათის ამბებს :)
ვაჩუქოთ ერთმანეთს სიყვარული

User avatar
Ninukala
იეტი
Posts: 4473
Joined: 14 მაი 2007, 10:53
Location: წყნეთი
Contact:
უჯარმა-ბოჭორმა-სიონის ტბა 2008ის 21 ივნისს

Post by Ninukala » 24 ივნ 2008, 11:06

1 საათის სიარულის შემდეგ მივადექით ბოჭორმას... :)

Image
Image

მჭრელი თვალი ცოტათი დაგვეღალა ;)

Image
ვაჩუქოთ ერთმანეთს სიყვარული

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]