უჯარმა-ბოჭორმა-სიონის ტბა 2008ის 21 ივნისს
Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia
-
- იეტი
- Posts: 16569
- Joined: 20 ივლ 2007, 03:45
- Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
უჯარმა-ბოჭორმა-სიონის ტბა 2008ის 21 ივნისს
1. რეგიონი:
კახეთი, სგარეჯოს რაიონი (უჯარმა)
მცხეთა-მთიანეთი, თიანეთის რიონი (ბოჭორმა-სიონი)
2. მარშუტის დასახელება:
თბილისი-უჯარმა-ბოჭორმა-სიონი-ცხვარიჭამია-სიონი
3. ხანგრძლივობა:
1 დღე
4. სირთულე:
საშუალო
5. დანიშნულების პუნქტთან უახლოესი დასახლებული პუნქტი:
უჯარმის ციხესთან - ახლოსაა სოფლები უჯარმა, ხაშმი თბილისის მხრიდან. ხოლო სიონის ტბის მხრდან სოფელი პლადოა ახლოს.
ბოჭორმასთან სოფელი გრძელველი გომბორის მხრიდან. სოფლები
ყუდრო, ფიჭვიანი, ომარაანი, ნაქალაქარი, სიონის მხრიდან
სიონის ტბასთან - ახლოს მდებარეობს სოფლები, ბოკონი, ჩეკურანაათგორო
თბილისი-ცხვარიჭამიის მხრიდან და სიონი თბილისი-გომბორის გზიდან
6. მარშრუტის სიგრძე ტრანსპორტით:
160 კმ მთელ წრიული გზაზე
7. ფეხით გავლილი მანძილი:
უჯარმა - 300 მეტრი
ბოჭორმა- 4,2 კმ
სიონი 1, 4 კმ
8. სანახავი და ყურადღება მისაქცევი ობიექტები:
უჯარმა - გალავანს შიგნით მოქცეული ეკლესია, გალავნის კედლები აღმოსავლეთით,
რომელიც შედარებით დაბლაა ამოშენებული. ხედები მდინარე იორზე
ბოჭორმა - უნიკალური ეკლესია გალავნის შიგნით, ციხის კოშკი და პატარა საყდარი. ხედები გომბორზე
სიონი - ტბა, იგივე წყალსაცავი
9. საბანაკე ადგილები:
უჯარმა - ციხემდე 100 მეტრში, სამანქნო გზასთან
ბოჭორმა - გალავნის შიგნით, აგრეთვე, ციხემდე 2,1 კმტში, მანქანების სადგომთან
სიონი სოფელი სიონის მხრიდან საბანაკე ადგილი ბევრგანაა.
არაჩვეულებრივი ადგილები აღმოჩნდა ხევსურთსოფელის მხრიდან, ინდურების ფერმიდან 500-700 მეტრში
ტბის მთელ სანაპირო ზოლზე
10. სასმელი წყალი მარშრუტზე:
უჯარმა ციხესთან უცნობია, ციხემდე 2 კმტში სოფელ უჯარმის ცენტრში წყალი ონკანიდან მოედინება.
ბოჭორმა გალავნის შიგნით მდებარე გუმბათიან ეკლესიასთან ჭაა
სიონი - წყალია სოფლებში, ტბის ნაპირებთან სასმელი წყალი შორსაა
11. საჭირო აღჭურვილობა, რეკომენდაციები:
უჯარმა - განსაკუთრებით არაფერი
ბოჭორმა - მოხერხებული ფეხსაცმელი, სასმელი წყალი
სიონი - ანკესები, საცურაო კოსტიუმები, მზისგან დამცავი ნელსაცხებლები, წვიმისგან დამცავი აღკაზმულობა
12. სასარგებლო საკონტაქტო ინფო:
უჯარმა
სოფელ უჯარმის მოსახლეობა
ბოჭორმა
სიონი
თიანეთის რაიონის გამგეობა (8 248) 9-14-14
13. უახლოესი ღირსშესანაშნავი ადგილი, რომელიც დროის გახანგრძლივების შემთხვევაში, შეიძლება,
ამ გასვლის ფარგლებში ინახოს
უჯარმა - ბოჭორმის გზაზე ღვთისმშობლის ეკლესიის ნახვა შეიძლება.
ბოჭორმა - 1 კმტში მდებარე სოფელ გრძელველში ეკლესიაა
სიონის ტბა - სოფელ საყდრიონის ადრესაუკუნეების დარბაზული ეკლესია, დევენაანთხევის ეკლესი საყდრიონის ჩრდილოეთით, საბუდარის ტყე ცხვარიჭამია-სიონის
გზაზე, მამკოდა თბილისი-სიონის გზაზე
14. რუქა:
უჯარმა
http://nona.net/features/map/placedetai ... 77/Ujarma/
ბოჭორმა
http://www.fallingrain.com/world/GG/0/Bochorma.html
სიონი
http://www.fallingrain.com/world/GG/42/Sioni.html
შენიშვნის სახით:
არაა სასურველი, სიონის მაცხოვრებლებთან 1ად ალკოჰოლის მიღება, ქეიფი, ხუმრობა-შეხუმრება.
ნასვამობისას, ადგილობრივები ზედმეტად აგრესიულები და შფოთისთავები არიან. ხუმრობას კი
პირდაპირობად აღიქვამენ.
ბანაკის გაშლის შემთხვევაში, მათთან ახლოს კონტაკტში შესვლა არაა სასურველი
და კიდევ, თიანეთის სოფელ ნადოკრაში ყოველ 4 ივლისს აღინიშნება წმინდა მეფე არჩილის დღეობა.
მეფე არჩილი ტყის მაღალ ფერდობზე მის მიერ მე8 საუკუნეში აგებულ ეკლესიაშივე განისვენებს და
ამ დღეს თიანეთის რაიონში ასვლა განსაკუთრებით სასურველია

მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები
და ამით ჩემიანებს ვეხმარები
-
- იეტი
- Posts: 16569
- Joined: 20 ივლ 2007, 03:45
- Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
უჯარმა-ბოჭორმა-სიონის ტბა 2008ის 21 ივნისს
21 ივნისს მცირე ჯიპტური მოვაწყეთ თბილისი-უჯარმა-ბოჭორმა-სიონი-ცხვარიჭამიის გზაზე.
გავედით დილით რესპუბლიკის მოედნიდან
ნაია, მაკენა, კახა მანქანებით და მათი თანამგზავრები:
ნინუკალა,
Tuta
მთაშენკა,
გურული,
ლინდა და მისი შოტლანდიელი + დევიდ
მირანდა,
მჭრელი თვალი
(კახას შვილი თინათინი)
და მე.
გეგმის მიხედვით უჯარმა-სიონი-მამკოდა უნდა გვენახა, მაგრამ უჯარმის ციხის ნახვის შემდეგ ბოჭორმაში
ასვლის სურვილი გამოითქვა.
ჰოდა, ავედით.
1 სთ ფეხით ასვლას მოვუნდით, 1იც -ჩამოსვლას. კიდევ 1 სთ ადგილზე გავატარეთ და კეშიც აქვე დავმალეთ.
მერე ისეთი სათლისპირული წვიმა წამოვიდა, რომ მთლიანად გავილუმპეთ და გზის გაგრძელების
სურვილიც კი კგ ხანს ბევრს აღარ ჰქონდა.
სიონის ტბაზე, სადაც კარაველთა ნაწილი წინა დღეს დაბანაკდა, საღამოს 7ზე მივედით.
იქ ვიმწვადაეთ და, რა თქმა უნდა, ამის გამო, მამკოდა ვერ ვნახეთ.

Last edited by GAMARJOBA SAKARTVELO on 23 ივნ 2008, 00:54, edited 1 time in total.
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები
და ამით ჩემიანებს ვეხმარები
უჯარმა-ბოჭორმა-სიონის ტბა 2008ის 21 ივნისს
ძალიან მაგრი იყო. იმის მიუხედავადაც კი, რომ ბოჭორმაში კოკისპირულ თქეშში მოვყევით.
იმ თავდაღმართზე ლამის ღვარცოფმა ჩამოგვიტანა,
მაგრამ ყველაფერი კარგია, რაც ჰეფი ენდით მთავრდებაო და ის წვიმა მალევე გვექცა სასიამოვნო მოგონებად. რეპორტაჟს დაველოდები და შთაბეჭდილებებს მერე დავწერ, მანამ კი, იმედია, იმაზეც ისაუბრებენ, მე და ნინუკალას რა სურათი დაგვხვდა ერთ-ერთი მანქანის ახდილ საბარგულთან.
ჩვენ სხვებზე გვიან ჩამოვედით, რადგან ტყეში, ხეებს შეყუჟულნი წვიმის გადაღებას ველოდებით და როცა მანქანეთტან ტყიდნ გამოვვარდით ყვირილით - ცოცხლები და ვართ მშრალებიო, იქ ისეთი გამალებით იცვლიდნენ ტანსაცმელს, კინაღამ უკან შევბრუნდით...
სადღა იყო სირცხვილი და მორიდება - ვის ჰქონდა მაგის თავი.
თუმცა კაცებს კი ეჩხუბებოდნენ, თვალები დახუჭეთო.
ტანსაცმელი რომ გავწურეთ, მერე სიონელები მოვინახულეთ, თუ,ცა სრული 2 საათი კი ვეძებეთ. იქ იქაურების პტივისცემა ხომ ვიგემეთ ჯნოსის, ამ შეუდარებელი მასპინძელის და ზეყურადღებიანი კაცის თამადობით, ილია რისი ილია იქნებოდა, სერიოზულად მჯდარიყო და არ გავემხიარულებინეთ.
ახლაც თვალწინ მიდგას, კარავის მაისურით, შორტებით და... მთაშენკას ქოლგით როგორ დაიკვანწებოდა ბანაკში.
უცხო კაცი შებმასაც დაუწყებდა, ისე დაგოგმანებდა.
რა ეტყობა მაგას სამი შვილის მამისა.
ისე, სადღეგრძელოში ერთი ძალიან კარგიიდეაც წამოაყენა - კარაველთა სოფელის გაშენება და პრაქტიკულადაც თუ განვახორციელებთ, მთლად გადასარევი იქნება.
Смут წამოვედით და სიონელებს სამი სტუმარი მიადგათ N67-სა და მისი მეგობრების სახით. ისინი კვეტერადან გადავიდნენ სიონში და მთელი დღის განმავლობაში 30 კილომეტრი გაიარეს. ეს რომ ლინდას +-მა, გლაზგოელმა დევიდმა გაიგო, დაღლილი თვალები შუბლზე აუვიდა.
კი მოეწონა ეს ყველაფერი, მაგრამ დაიღალა დევიდი.
მოკლედ, მართლა კარგი გასვლა იყო, დანარჩენი კი მერე.

ტანსაცმელი რომ გავწურეთ, მერე სიონელები მოვინახულეთ, თუ,ცა სრული 2 საათი კი ვეძებეთ. იქ იქაურების პტივისცემა ხომ ვიგემეთ ჯნოსის, ამ შეუდარებელი მასპინძელის და ზეყურადღებიანი კაცის თამადობით, ილია რისი ილია იქნებოდა, სერიოზულად მჯდარიყო და არ გავემხიარულებინეთ.

Смут წამოვედით და სიონელებს სამი სტუმარი მიადგათ N67-სა და მისი მეგობრების სახით. ისინი კვეტერადან გადავიდნენ სიონში და მთელი დღის განმავლობაში 30 კილომეტრი გაიარეს. ეს რომ ლინდას +-მა, გლაზგოელმა დევიდმა გაიგო, დაღლილი თვალები შუბლზე აუვიდა.

მოკლედ, მართლა კარგი გასვლა იყო, დანარჩენი კი მერე.
უჯარმა-ბოჭორმა-სიონის ტბა 2008ის 21 ივნისს
ძალიან სასიამოვნო დღე კი გამოგვივიდა, მადლობთ ყველას 
დევიდიც ძალიან კმაყოფილი იყო, მიუხედავად იმისა რომ ძალიან დაიღალა ასე თქვა: ეს დღე არასდროს დამავიწყდებაო
(იმედი მაქვს იმიტომ არ დაავიწყდება რომ ძალიან მაგარი შთაბეჭდილება დატოვა ნანახმა)
თან პირველად იყო ტყეში სასიარულოდ, გლაზგოში მთელ დღეს ლუდხანებში ვატარებთო
(ბოჭორმაში მთელი აღმართი და მერე ჩამოსვლის გზა, სულ გინებით გინებით გაიარა
)
საქართველოზე პირველი შთაბეჭდილება ძალიან მაგარი შეექმნა, სირცხვილი იქნებოდა ეს ადგილები რომ არ მენახა და მარტო თბილისში დავრჩენილიყავი ჩემი საქართველოში ყოფნის პერიოდშიო. (მაგან რა იცის კიდევ რა ადგილები ელოდება წინ
)

დევიდიც ძალიან კმაყოფილი იყო, მიუხედავად იმისა რომ ძალიან დაიღალა ასე თქვა: ეს დღე არასდროს დამავიწყდებაო

თან პირველად იყო ტყეში სასიარულოდ, გლაზგოში მთელ დღეს ლუდხანებში ვატარებთო

(ბოჭორმაში მთელი აღმართი და მერე ჩამოსვლის გზა, სულ გინებით გინებით გაიარა

საქართველოზე პირველი შთაბეჭდილება ძალიან მაგარი შეექმნა, სირცხვილი იქნებოდა ეს ადგილები რომ არ მენახა და მარტო თბილისში დავრჩენილიყავი ჩემი საქართველოში ყოფნის პერიოდშიო. (მაგან რა იცის კიდევ რა ადგილები ელოდება წინ

უჯარმა-ბოჭორმა-სიონის ტბა 2008ის 21 ივნისს
ისე სურათებიც რომ დაგედოთ.... 

უჯარმა-ბოჭორმა-სიონის ტბა 2008ის 21 ივნისს
qvevri
სურათები მე არ მაქვს, ნინუკალას, მთა მყვარებიას და გოგას უნდა დაველოდოთ

წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე ამ დღემ და ამისათვის ძალიან დიდი მადლობა მინდა თითოეულ თქვენგანს გადაგიხადოთ. მიყვარხართ და ვამაყობ, რომ ასეთი მეგობრები მყავხართ!!!
გურულის თქმის არ იყოს ის წვიმა მართლაც ძალიან მალე გვექცა სასიამოვნო მოგონებად. მიხარია კიდეც, რომ იწვიმა... ისედაც შესანიშნავ დღეს, თავისებური ხიბლი შემატა!! ერთადერთი რაზეც ცოტათი ვღელავდით ფოტოაპარატები იყო, მაგრამ (რამდენადაც ვიცი) მაგმხრივაც მშვიდობით დამთავრდა ყველაფერი.
არ შემიძლია რომ არ აღვნიშნო სიონის ტბასთან დაბანაკებული კარველების სტუმართმოყვარეობა. დიდი მადლობა მათ ამისათვის...
და კიდევ უაღრესად მადლიერი ვარ Tamusia-სი (წინა დღის იუბილარისა და სიონში გატაცებულის) იმ დახმარებისათვის რაც მან გამიწია, კარვებამდე ჯერ ფლოსტებით და ბოლოს ფეხშიშველა მისულს
და კიდევ ჩვენს უსაყვარლეს მთა მყვარებიას (ნაყვარებას, მთას, მთაშენკას და ა.შ.)... ხო, და რაც მთავარია ilia-ს, რომლის ვალიც მაქვს - 1 წყვილი "ნასკი"
გურულის თქმის არ იყოს ის წვიმა მართლაც ძალიან მალე გვექცა სასიამოვნო მოგონებად. მიხარია კიდეც, რომ იწვიმა... ისედაც შესანიშნავ დღეს, თავისებური ხიბლი შემატა!! ერთადერთი რაზეც ცოტათი ვღელავდით ფოტოაპარატები იყო, მაგრამ (რამდენადაც ვიცი) მაგმხრივაც მშვიდობით დამთავრდა ყველაფერი.
არ შემიძლია რომ არ აღვნიშნო სიონის ტბასთან დაბანაკებული კარველების სტუმართმოყვარეობა. დიდი მადლობა მათ ამისათვის...
და კიდევ უაღრესად მადლიერი ვარ Tamusia-სი (წინა დღის იუბილარისა და სიონში გატაცებულის) იმ დახმარებისათვის რაც მან გამიწია, კარვებამდე ჯერ ფლოსტებით და ბოლოს ფეხშიშველა მისულს

Last edited by MIRANDA on 23 ივნ 2008, 19:17, edited 1 time in total.
უჯარმა-ბოჭორმა-სიონის ტბა 2008ის 21 ივნისს
GAMARJOBA SAKARTVELO wrote:21 იანვარს მცირე ჯიპტური მოვაწყეთ თბილისი-უჯარმა-ბოჭორმა-სიონი-ცხვარიჭამიის გზაზე.

-
- იეტი
- Posts: 16569
- Joined: 20 ივლ 2007, 03:45
- Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
უჯარმა-ბოჭორმა-სიონის ტბა 2008ის 21 ივნისს
შემთხვევით შემეშალა. გამთენიისას ვწერდი წერილს და მეძინებოდა.MIRANDA wrote:GAMARJOBA SAKARTVELO wrote:21 იანვარს მცირე ჯიპტური მოვაწყეთ თბილისი-უჯარმა-ბოჭორმა-სიონი-ცხვარიჭამიის გზაზე.მემგონი უკვე სპეციალურად წერ ხოლმე მასე... თუ კიდევ შემთხვევით შეგეშალა??
სათაურში თვე სწორედ მიწერია.
უკვე ჩავასწორე თვე.
მთაშენკას ფოტოების ნაწილი დავათვალიერე. ისეთები აქვს, სიცილით მოკვდებით
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები
და ამით ჩემიანებს ვეხმარები
უჯარმა-ბოჭორმა-სიონის ტბა 2008ის 21 ივნისს
უჯარმა-ბოჭორმა-სიონის ტბა 2008ის 21 ივნისს
აი, მეც მოვედი.. ულამაზესი და უექსტრემალურესი ლაშქრობა იყო... 
მადლობა ყველას... ეხლა გადავწერ სურათებს.. ამ გასვლაში რეკორდული რაოდენობის ფოტო გადავიღე (685) ყველა მომწონს და რა მეშველება არ ვიცი.. ყველას ხომ ვერ დავდებ....

ვაჩუქოთ ერთმანეთს სიყვარული
უჯარმა-ბოჭორმა-სიონის ტბა 2008ის 21 ივნისს
Ninukala
დადე ნინუკალა, დადე
ოღონდ სველები რომ ვართ ის ფოტოები არ დადო, თორემ მაკენას ნაცადი მეთოდი ანუ შავი კვადრატის აფარებაც კი არ გვიშველის

მართლა ძალიან განსაკუთრებული გასვლა გამოგვივიდა
არასოდეს დამავიწყდება წვიმიან-ტალახიან-ღვარცოფიანი გზა ბოჭორმიდან. არც ის, მირანდა და მე სველები და თმაგაწეწილები ტყეში სირბილითა და კისკისით რომ ვეშვებოდით. თან ვხუმრობდით, ახლა რომ ადგილობრივი შეგვხვდეს, ნამდვილად იფიქრებს ტყის ალებს გადავეყარეო
და ბოლოს, პიკნიკი მანქანებით
მოკლედ, იმედია დანარჩენები ფოტოებს დადებენ. სამწუხაროდ, ჩემი აპარატი ფოკის გასვლის შემდეგ დაზიანდა და ჯერ კიდევ ვერ მოვიყვანე აზრზე.