რუის-ურბნისი-ბრეთი-დირბი-უბისა-ბაგრატი-მოწამეთა-გელათი

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
რუის-ურბნისი-ბრეთი-დირბი-უბისა-ბაგრატი-მოწამეთა-გელათი

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 17 ივნ 2008, 15:37

მოწამეთა
Image

მოწამეთაში
Image
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
რუის-ურბნისი-ბრეთი-დირბი-უბისა-ბაგრატი-მოწამეთა-გელათი

Post by Mta Mkvarebia » 17 ივნ 2008, 15:45

ესეც რუისის დედათა მონასტერი

Image

დედათა სამყოფელი
Image

რუისში სულთმოფენობის დღესასწაულის წირვა-ლოცვა ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული, ხალხი ბალახებისა და ყვავილების ხალიჩაზე დაჩოქილი ლოცულობდა. ლამაზი სანახაობა იყო. იქვე შევიძინე მიდგომილი (ფეხმძიმე) ღვთისმშობლის ხატი, რომელიც დირბის ეკლესიის ფრესკის მიხედვითაა დახატული. დირბი ერთადერთი ტაძარია, სადაც ფეხმძიმე ღვთისმშობელია გამოსახული. ეს ამბავი რომ მოვუყევი ჩვენებს, დაინტერესდნენ და გადავწყვიტეთ როდესმე მოგვენახულებინა ეს ტაძარი. მაგრამ ბედი თურმე სიურპრიზს გვიმზადებდა...
Last edited by Mta Mkvarebia on 17 ივნ 2008, 23:58, edited 1 time in total.
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
რუის-ურბნისი-ბრეთი-დირბი-უბისა-ბაგრატი-მოწამეთა-გელათი

Post by Mta Mkvarebia » 17 ივნ 2008, 16:14

რუისიდან რომ გავაგრძელეთ გზა. გოგამ გზიდან ერთერთი ტაძარი დაინახა, გამვლელებს ჰკითხა, რომელი ეკლესიააო, რომ უპასუხეს "ბრეთიო" გადავწყვიტეთ, იქაც შეგვევლო და პიროს ბრეთელის საფლავიც მოგველოცა. იქვე პატარა კურიოზული დიალოგიც გაიმართა. ბრეთი რომ გავიგე, გამიხარდა: "ეს ერთერთი A12 მამათაგანის მიერ დაარსებული ეკლესიაა მეთქი წამომცდა (ათცამეტ ასურელი მამის ნაცვლად)", დაიხოცნენ სიცილით და დამცინეს. მოკლედ, ჩვენი A12 წმინდანად შევრაცხე უცებ :wink:

ახლა რომ ვუფიქრდები, გზიდან ბრეთი არაფრით გამოჩნდებოდა, მასზე ახლოს სოლოღაშენის ეკლესიაა, რომელიც ბრეთს ჩამოგავს, ალბათ ის დავინახეთ. მაგრამ მის სანახავად შეიძლება არც გავჩერებულიყავით. მოკლედ ესეც ღვთის ნება იყო, რომ იმ ბიჭმა სოლოღაშენის ნაცვლად ბრეთი გვიპასუხა.

მივდივართ მაგრამ ეკლესიასთან ვერ მივაღწიეთ. გავცდით სოლოღაშენს, მარცხენა მხარეს გორაკზე აგებულ წვერის სამებას, მარჯვენა მხარეს სხვა გორაკზე აგებულ წმ. გიორგის ეკლესიას. მერე გზა ორად გაიყო, ორივე ჩასახვევში ეკლესიის გამოსახულებიანი აბრა დგას, როგორსაც ძეგლთა დაცვის სამინისტრო დგამს ხოლმე. ბოლოს გადავწყვიტეთ, პირდაპირ წავსულიყავით და მალე შეგვხვდა გზის მაჩვენებელი შემდეგი ტექსტით "დირბის დედათა მონასტერი". ისე გაგვიხარდა! მაშინვე ჩავთვალეთ, რომ ღმერთმა მიგვიყვანა იმ ადგილას :) . ერთი კი ვთქვი, "როგორც მახსოვს, აქ ცხინვალის საზღვარი უნდა იყოს ახლოსთქო" (დირბის თემა ადრე მაკენას ჰქონდა გახსნილი და იქიდან მახსოვდა), რომ როუმინგში ჩართულმა მობილურებმა რუსეთის ქსელები დაიჭირა. მასპინძლებმა გულთბილად მიგვიღეს. წინამძღვარმა, რომელიც მარწყვს კრეფდა ლამაზად გაშენებული გაზონებიდან, გვკითხა, "როგორ მოგვაგენით, ეს მონასტერი ბევრმა არ იცის და სტუმრებიც იშვიათად გვსტუმრობენო". საერთოდ მონასტერს ფინანსურად ძლიერი მეცენატის კვალი ემჩნეოდა. ისე კოხტად იყო ფილები დაგებული, შუაში ყვავილნარებით, ახლადაშენებელი დედათა სადგომი. როგორც მერე გავიგე, თურმე ივანიშვილი მფარველობს.

Image

Image
მონასტრის ტერიტორიაზე მარანიც ყოფილა, სადაც ძველი, დამღიანი ქვევრები დღესაც არის შემონახული (ერთერთი დამღა - 8-იანი ადვილად გავარჩიეთ.
ესეც მარანი
Image
Image
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
რუის-ურბნისი-ბრეთი-დირბი-უბისა-ბაგრატი-მოწამეთა-გელათი

Post by Mta Mkvarebia » 17 ივნ 2008, 17:08

ცნობები დირბის ტაძრის შესახებ:

დირბის ღმრთისმშობლის მიძინების მონასტერი შიდა ქართლში (ქარელის რაიონში) მდინარე ფრონის ხეობაში მდებარეობს. მის შესახებ წერილობითი წყაროები მნიშვნელოვან ცნობებს შეიცავს, საიდანაც ვგებულობთ, რომ დღეს მთავარ გზებს მოცილებული თითქმის უცნობი სამონასტრო კომპლექსი იერუსალიმის ჯვრის მონასტრის მეტეოქე მონასტერი იყო და მრავალი ისტორიული მოვლენის მოწმე ყოფილა. იგი სოფელთან ერთად სვიმონ I-ს (1556-1600) შეუწირავს იერუსალიმის ჯვრის მონასტრისთვის. დირბის მონასტერი ასევე იერუსალიმის ჯვრის მონასტრის არქიმანდრიტის რეზიდენცია ყოფილა შიდა ქართლში. ამის შესახებ ვახუშტი ბაგრატიონი აღნიშნავს: "არს დირბს მონასტერი, სადა ზის არქიმანდრიტი იერუსალიმის ჯვრის მონასტრისაი, არამედ მეფენი ქართლისანი დასმენ ქარველთა და ყოველსა საქართველოსა შინა არს მამული მისი და ჰფლობს ესე და მოსავალს გზავნის ვერცხლად იერუსალიმში".
დირბის "ღმრთისმშობლის მიძინების ეკლესიას "კუბოსა ღმრთისმშობლისასაც უწოდებენ".
ეკლესიის აშენების თარიღად მიჩნეულია X საუკუნე. ჩანს, ტაძარს მრავალი სახეცვლილება განუცდია. იგი ერთნავიანი დარბაზული ტიპის ეკლესია ყოფილა. მოგვიანებით, ჩრდილოეთ მხარეს მიუშენებიათ ქვის ეკვდერი. ასეთივე აგურის მინაშენი გაუკეთებიათ სამხრეთ მხარსაც. ამჟამად ეკლესია სამნავიანი ბაზილიკის ტიპისაა. ტაძრის აშენების შესახებ იუწყება ქვის ფილა, რომელიც ეკლესიის ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეშია ჩატანებული. ფილაზე ასომთავრული წარწერაა რომელიც ასე იკითხება: "ამისა წმიდისა ადგილსა მადლითა მე გლახაკმან ოთანის ძემან ესე ეკლესია დავიწყე ლეონის მეფობისა, იოანეს ერისთავობასა, აბრაამის დეკანოზობასა ჩემდა ებრძანა, შენ დაიწყე. მე ხელი მომცა და ავაგე ამ ადგილისა სალოცავი"... აქ მოხსენიებული მეფე ლეონი, ლეონ III აფხაზთა მეფე უნდა იყოს.
ეკლესიის სამხრეთით ორსართულიოანი სამრეკლო დგას, გვიან ფეოდალურ ხანაში მე-XVII საუკუნეში ეკლესიის გადაკეთებისას აგებული. იგი კუბური ფორმის ნაგებობაა. I სართული სამხრეთით და ჩრდილოეთით ფართო, შეისრული თაღებითაა გახსნილი და ეზოში შესასვლელ კარიბჭეს წარმოადგენს.
ღმრთისმშობლის ტაძრის უკან დღემდე დგას დირბის ციხე, რომელსაც გალავანი უერთდება.
ტაძრის სამხრეთით შემონახულია მოზრდილი ნაფუძარი მარნისა, რომელიც რიყის ქვის ნახევრად მიწაში ჩაფლულ ნანგრევებს წარმოადგენს. შემორჩენილია დასავლეთ კედლის უკან ცენტრალურ ნაწილში მიდგმული კამარით გადახურული მცირე სათავსო ნიშებითა და ქვევრებით.
დირბის ღმრთისმშობლის მიძინების ეკლესიაში XX ს-ის 30-იან წლებამდე მოღვაწეობდნენ ბერძენი ბერები. ხოლო მათი განდევნის შემდეგ საბოლოოდ შეწყდა ღმრთისმსახურება, დაინგრა მათი სასახლე, ნალესით დაიფარა ტაძრის ცენტრალურ ნავში არსებული XIV საუკუნის უნიკალური ფრესკები, დაიკარგა ტაძარში არსებული ყველა ხატი და საეკლესიო ნივთი. ხოლო თვით ტაძარი დანგრევის პირას მივიდა.
მონასტრის ტერიტორიაზე ჩატარდა სარესტავრაციო და არქელოგიური სამუშაოები.
არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩენილი იქნა მრავალი სამარხი, წყალსადენი მილები, შენობათა ნაშთები, რომელიც მოწმობს მომცრო სამეურნეო ნაგებობათა არსებობას მონასტრის ტერიტორიაზე.
ტაძარსა და სამრეკლოს ჩაუტარდა რესტავრაცია. მოიხსნა ნალესი ფენა, რის შემდეგაც გამოჩნდა ძველი ფრესკები, მათ შორის არის ერთერთი უნიკალური ფრესკა "იოსების ყვედრება", სადაც ფაქიზი ოსტატობითაა გამოსახული გამორჩეული სითბოთი სავსე "მიდგომილი" (ფეხმძიმე) ღმრისმშობელი.

აი ეს ფრესკაც

Image

მიდგომილი ღმრთისმშობლის ზემოთ გამოსახულია ღმრთისმშობლის დედის წმ. ანას ხარების სცენა, მის გვერდიტ კი ღმრთისმშობლის მამის იოაკიმის ფრესკა ჩანს.

აი სხვა ფრესკებიც:

წმ. გიორგი

Image

Image
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
რუის-ურბნისი-ბრეთი-დირბი-უბისა-ბაგრატი-მოწამეთა-გელათი

Post by Mta Mkvarebia » 17 ივნ 2008, 17:32

როგორც უკვე ვთქვით, ტაძარი ღმრთისმშობლის მიძინების სახელობისაა, მაგრამ გარდა ღმრთისმშობლის მიძინებისა, იქ მეორე კანკელიც არის. როგორც მონასტრის წინამძღვარმა, დედა ნატალიამ გვითხრა, აშკარად შეიმჩნეოდა ეკლესიაში მეორე კანკელის არსებობის კვალი, მაგრამ არ იცოდნენ, რომელი წმინდანის სახელობის იყო. რუის-ურბნისის ეპარქიის მეუფე იობს გადაუწყვეტია, წმ. ბარბარეს სახელობის იქნებაო. როცა ხელოსანი მოუყვანიათ, რომელიც იმავე სოფელში ცხოვრობდა, მაშინვე უკითხავს ამ ადამიანს: "წმ. ბარბარეს კანკელს აკეთებთო?", დედა ნატალიას გაკვირვებულს უკითხავს: "საიდან იციო?", თურმე ამ ადგილას მართლაც წმ. ბარბარეს სახელობის კანკელი ყოფილა და ამ ხელოსანს თავის წინაპრებისგან გადმოცემით სცოდნია. - "დედას სულ აქ დავყავდით და წმ. ბარბარეს სახელზე სანთლებს ვანთებდითო"

აი ეს კანკელიც:
Image

ეს კი მეორე
Image

დედა ნატალიამ რომ გაიგო, პროფესიონალი ფოტოგრაფები ჰყავდა სტუმრად, ძალიან გაიხარა, "ღმერთმა გამომიგზავნა თქვენი თავიო", თურმე სულ უნდოდა ხატმწერ ირაკლი ცინცაძის მიერ ახლადდახატული ხატის - მიდგომილი ღმრთისმშობლისთვის ფოტოების გადაღება რეპროდუქციებისთვის, "მაგრამ აბა ამ უკაცრიელ ადგილას ფოტოგრაფს სად ვნახავდიო", გოგა და პაატა დაეხმარნენ, ხატს მინის ჩარჩო მოვხსენით და სურათები გადაუღეს. იმ წუთასვე მივხვდი, რატომ წამოგვიყვანა რაღაც ძალამ მაგ მხარეს, გზა რატომ აგვირია და დირბში რატომ მიგვიყვანა...

Image

დედა ნატალია თავის მიერ დაკრეფილი მარწყვით გაგვიმასპინძლდა. მართალია ილიას არ მოეწონა სასუქით გაჯერებული ნაყოფი :wink: , მაგრამ უგემრიელესი იყო.

მერე გალავნად შემორტყმული ციხის ნანგრევებთან მდებარე ნაეკლესიარისკენ მიგვასწავლა გზა და დაგვემშვიდობა.

Image

ეკლესია დაკეტილი დაგვხვდა, ფანჯრიდან შევიხედეთ. სამწუხაროდ ხატების ნაცვლად წისქვილი დაგვხვდა შიგ. თურმე სომხებს მიუტაცნიათ და მერე სახეცვლილი დაუკეტავთ.

ხედი ამ ციხიდან დირბის მონასტერზე

Image
Last edited by Mta Mkvarebia on 01 დეკ 2008, 11:31, edited 1 time in total.
Image

Tabo
ბილიკზე მოარული
Posts: 27
Joined: 28 მაი 2008, 20:11
Location: ქუთაისი & თბილისი
Contact:
რუის-ურბნისი-ბრეთი-დირბი-უბისა-ბაგრატი-მოწამეთა-გელათი

Post by Tabo » 17 ივნ 2008, 17:42

GAMARJOBA SAKARTVELO
ვა მოწამეთაშიც იყავით მანდ ყოველ ზაფხულს გავდივართ ძაან ხშირად თან 1 საათში ავდივართ საფიჩხიიდან ფეხით სამწვადე რამე ძაან მაგარი წყალწითელას ხეობა და რავი ულამაზესი ბუნებაა :)

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
რუის-ურბნისი-ბრეთი-დირბი-უბისა-ბაგრატი-მოწამეთა-გელათი

Post by Mta Mkvarebia » 17 ივნ 2008, 17:47

Tabo wrote:GAMARJOBA SAKARTVELO
ვა მოწამეთაშიც იყავით მანდ ყოველ ზაფხულს გავდივართ ძაან ხშირად თან 1 საათში ავდივართ საფიჩხიიდან ფეხით სამწვადე რამე ძაან მაგარი წყალწითელას ხეობა და რავი ულამაზესი ბუნებაა :)
ნამდვილად ულამაზესია, მაგრამ ნაგვით სავსე, ეტყობა ქეიფის შემდეგ დასუფთავებაზე არავინ ზრუნავს :( გული დაგვეწვა, ისეთ მდგომარეობაში იყო მიმდებარე ტერიტორია.
Image

Tabo
ბილიკზე მოარული
Posts: 27
Joined: 28 მაი 2008, 20:11
Location: ქუთაისი & თბილისი
Contact:
რუის-ურბნისი-ბრეთი-დირბი-უბისა-ბაგრატი-მოწამეთა-გელათი

Post by Tabo » 17 ივნ 2008, 17:49

Mta Mkvarebia
ხო ეგ მართალია მართლა ძაან დანაგვიანებულია მაქაურობა მომვლელი არ ყავს და ეგაა რა :(
მოწამეთობას მთელი ქუთაისი მანდაა ხოლმე :)

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
რუის-ურბნისი-ბრეთი-დირბი-უბისა-ბაგრატი-მოწამეთა-გელათი

Post by Tamari-ch. » 17 ივნ 2008, 18:04

Image
:shock:
ეს რუისი არაა....


აი რუისი -
ულამაზესია....

Image

Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
რუის-ურბნისი-ბრეთი-დირბი-უბისა-ბაგრატი-მოწამეთა-გელათი

Post by Mta Mkvarebia » 17 ივნ 2008, 21:28

შემდეგი გაჩერება ბრეთში, სადაც ერტერთი ასურელი მამის პიროს ბრეთელის საფლავია. საფლავი ძველ, ამავე წმინდანის სახელობის ტაძარში მდებარეობს, გვიან პერიოდში კი მას მიშენებული აქვს წმ. გიორგის სახელობის ტაძარი.
Image

ეკლესია ახალი მოხატულია. მართალია ფრესკები ძველი არ არის მაგრამ მაინც ლამაზია

Image

Image

Image
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
რუის-ურბნისი-ბრეთი-დირბი-უბისა-ბაგრატი-მოწამეთა-გელათი

Post by Mta Mkvarebia » 17 ივნ 2008, 21:52

პიროს ბრეთელის საფლავთან

Image

წმინდანის ხატი
Image

მოგეხსენებათ, 15-ში სულთმოფენობა იყო. ყველა ტაძარი ლამაზად იყო შემკული, მაგრამ ბრეთმა ამ მხრივ გაგვაოცა. ორივე ტაძარში სხვადასხვა ფერის ვარდებისა და სხვა ყვავილების ფურცლები ამბიონზე ცისარტყელას ფერებად იყო დალაგებული, ხატები ვარდებით შემკული... ძალიან სასიამოვნო სანახავი იყო ეს ყველაფერი.
Image

Image

Image
Image

User avatar
pataputina
იეტი კი არა და...
Posts: 5201
Joined: 10 სექ 2007, 14:29
Location: ვალპე
რუის-ურბნისი-ბრეთი-დირბი-უბისა-ბაგრატი-მოწამეთა-გელათი

Post by pataputina » 17 ივნ 2008, 21:55

ვუი...
არადა მეც ზუსტად 14- 15ში ვიყავი რუისში............... :roll:
ბედნიერებაა რომ ვარსებობ, თორემ ნაღველს მივეცემოდი

http://pataputina.blogspot.com/
http://www.flickr.com/photos/me-xato

User avatar
ilia
Indoors Manager
Posts: 4263
Joined: 28 მაი 2005, 23:42
Location: tbilisi
რუის-ურბნისი-ბრეთი-დირბი-უბისა-ბაგრატი-მოწამეთა-გელათი

Post by ilia » 17 ივნ 2008, 21:56

ბრეთი
Image
Image
Image
Image
Last edited by ilia on 17 ივნ 2008, 22:08, edited 1 time in total.
Image

User avatar
ilia
Indoors Manager
Posts: 4263
Joined: 28 მაი 2005, 23:42
Location: tbilisi
რუის-ურბნისი-ბრეთი-დირბი-უბისა-ბაგრატი-მოწამეთა-გელათი

Post by ilia » 17 ივნ 2008, 22:00

ბრეთის ეკლესიის კარი
Image
Image
Image
Image

User avatar
ilia
Indoors Manager
Posts: 4263
Joined: 28 მაი 2005, 23:42
Location: tbilisi
რუის-ურბნისი-ბრეთი-დირბი-უბისა-ბაგრატი-მოწამეთა-გელათი

Post by ilia » 17 ივნ 2008, 22:03

ბრეთის ეკლესიის ეზოში სხვა კადრებიც გადავიღე
Image
Image
Image
Image

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]